საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაგრატიონები ღვთისმშობლის შთამომავლები არიან"
"ბაგრატიონები ღვთისმშობლის შთამომავლები არიან"

სა­პატ­რი­ა­ქოს ტე­ლე­ვი­ზია "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის" სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მის - "პორ­ტრე­ტე­ბი" წამ­ყვან მა­რი­ამ ბაგ­რა­ტი­ონს შინ ვეწ­ვიე და მის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე, ცხოვ­რე­ბის გზა­სა და გა­და­ცე­მა­ზე ვე­სა­უბ­რე.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბაგ­რა­ტი­ო­ნი ოდით­გან­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გვა­რია. ის­ტო­რი­ის მი­ხედ­ვით, ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი მა­რი­ამ ღვთის­მშობ­ლის შთა­მო­მავ­ლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ უფალ­მა ეს სა­ჩუ­ქა­რი მარ­გუ­ნა. იმე­რე­თის სა­მე­ფოს, კერ­ძოდ, ალექ­სან­დრე V- ისა და ბაგ­რატ მე­ფის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ. ამ გვარს პირ­და­პი­რი ხა­ზით ჰყავს თა­ვი­სი მემ­კვიდ­რე ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი, რო­მე­ლიც ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. მას ყვე­ლა­ფერ­ში მხარ­ში ვუდ­გა­ვარ.

- ორი­ო­დე წლის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მო­ნარ­ქი­ულ წყო­ბა­ზე გა­დას­ვლი­სა და სა­მე­ფო ტახ­ტის აღ­დგე­ნის თემა. ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- ამ აზრს და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ. არა იმი­ტომ, რომ პრე­ტენ­ზია მაქვს პრინ­ცე­სო­ბა­ზე. მე ისე­დაც ვარ სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მაგ­რამ ამ აზრს მი­ვე­სალ­მე­ბი იმი­ტომ, რომ ვფიქ­რობ, მო­ნარ­ქი­უ­ლი წყო­ბა კარ­გი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის. ამის მომ­ხრეა ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი ილია II. ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მეფე უარ­ყოს. ეს ღვთის უარ­ყო­ფას­თან იგივ­დე­ბა. მით უფრო, რომ ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ღვთის­მშობ­ლი­სა და იესო ქრის­ტეს შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე ვინ ვარ, რომ მო­ნარ­ქი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი ვიყო? სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ მო­ნარ­ქია ტვირ­თად და­აწ­ვე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­სა და ადა­მი­ა­ნებს მხრებ­ზე. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­სა­გე­ბი მიდ­გო­მაა, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა სხვაგ­ვა­რა­დაც შე­იძ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნებს სწო­რად უნდა მი­ა­წო­დონ ინ­ფორ­მა­ცია, რომ მო­ნარ­ქია ჩვენს ქვე­ყა­ნას არა­ვი­თარ ზი­ანს არ მო­უ­ტანს, პი­რი­ქით - წა­ად­გე­ბა. ვფიქ­რობ, მე­ფე­თა შთა­მო­მავ­ლე­ბი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ და ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიზ­რუ­ნოთ მო­ნარ­ქი­უ­ლი წყო­ბის აღ­დგე­ნა­ზე.

- მა­რი­ამ, თბი­ლი­სი­სა და მი­ლა­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლობ­დით. რა­ტომ არ გა­აგ­რძე­ლეთ მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა?

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და, მომ­ღე­რა­ლი ან ჟურ­ნა­ლის­ტი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი. რო­მა­ნე­ბი­სა და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის გარ­და, მიყ­ვარ­და დე­ტექ­ტი­ვე­ბი­სა და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კი­თხვა. პა­ტა­რა­ო­ბი­სას მე და მა­ი­კო ასა­თი­ანს პირ­ველ არხზე მო­ნაც­ვლე­ო­ბით მიგ­ვყავ­და გა­და­ცე­მა - "საყ­მაწ­ვი­ლო ქრო­ნი­კე­ბი". 2004 წელს "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე" "მის ტა­ლან­ტი" გავ­ხდი და უფა­სოდ ჩა­ვი­რი­ცხე ერთ- ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე. თუმ­ცა, ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მხო­ლოდ ერთი წელი ვის­წავ­ლე. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას: ოჯახ­ში მომ­ღე­რა­ლი არა­ვინ მყო­ლია, მხო­ლოდ ბე­ბი­ას უყ­ვარ­და ნა­თე­სა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, გი­ტა­რის თან­ხლე­ბით სიმ­ღე­რა. ბავ­შვო­ბა­ში ცოტ- ცო­ტას მეც ვმღე­რო­დი. ბე­ბი­ას ბი­ძაშ­ვილ­მა - ლილი გე­გე­ლი­ამ დე­და­ჩემს ურ­ჩია, მუ­სი­კის პე­და­გოგ­თან მი­ვეყ­ვა­ნე. ქალ­ბა­ტო­ნე­ბი - შურა და ნუ­ცი­კო ჯა­ნე­ლი­ძე­ე­ბი ჩემი პირ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ. აქვე მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა მშობ­ლებ­სა და ბი­ძას - და­ვით ძო­წე­ნი­ძეს იმი­სათ­ვის, რომ გამ­ზარ­დეს და გა­ნათ­ლე­ბა მომ­ცეს. დედა ექი­მი გახ­ლავთ. ის ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და და ერთხელ "ბარ­სე­ლო­ნას" დის­კი ჩა­მო­მი­ტა­ნა. ფრე­დი მერ­კუ­რი­სა და მონ­სე­რატ კა­ბა­ლი­ეს დუ­ეტ­მა ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. სწო­რედ მა­შინ, 13- 14 წლის ასაკ­ში გა­მი­ტა­ცა სა­ო­პე­რო ხე­ლოვ­ნე­ბამ. ნი­ჭი­ერ­თა მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ კი ვო­კა­ლის გან­ხრით, კონ­სერ­ვა­ტო­რია და­ვამ­თავ­რე. მე­ცო­სოპ­რა­ნო ვარ. არა­ერთ სა­ო­პე­რო დად­გმა­სა და კონ­ცერ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. 2005 წელს მო­ვი­პო­ვე სტი­პენ­დია. რო­გორც კარგ სტუ­დენტს და ხუთი ენის მცოდ­ნეს, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ლა­ნის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მო­მე­ცა. ორი წლის შემ­დეგ, ზა­ფხულ­ში თბი­ლის­ში და­სას­ვე­ნებ­ლად რომ ჩა­მო­ვე­დი, ჩემი გეგ­მე­ბი შე­იც­ვა­ლა და ამის მი­ზე­ზი სიყ­ვა­რუ­ლი იყო (იღი­მის).

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

"ბაგრატიონები ღვთისმშობლის შთამომავლები არიან"

"ბაგრატიონები ღვთისმშობლის შთამომავლები არიან"

საპატრიაქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" საავტორო გადაცემის - "პორტრეტები" წამყვან მარიამ ბაგრატიონს შინ ვეწვიე და მის წარმომავლობაზე, ცხოვრების გზასა და გადაცემაზე ვესაუბრე.

- საქართველოში ბაგრატიონი ოდითგანვე მნიშვნელოვანი გვარია. ისტორიის მიხედვით, ბაგრატიონები მარიამ ღვთისმშობლის შთამომავლებად ითვლებიან. ბედნიერი ვარ, რომ უფალმა ეს საჩუქარი მარგუნა. იმერეთის სამეფოს, კერძოდ, ალექსანდრე V- ისა და ბაგრატ მეფის შთამომავალი ვარ. ამ გვარს პირდაპირი ხაზით ჰყავს თავისი მემკვიდრე ირაკლი ბაგრატიონი, რომელიც ჩემი ბიძაშვილი გახლავთ. მას ყველაფერში მხარში ვუდგავარ.

- ორიოდე წლის წინ, საქართველოში განიხილებოდა მონარქიულ წყობაზე გადასვლისა და სამეფო ტახტის აღდგენის თემა. ამაზე რას გვეტყვით?

- ამ აზრს დადებითად ვაფასებ. არა იმიტომ, რომ პრეტენზია მაქვს პრინცესობაზე. მე ისედაც ვარ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, მაგრამ ამ აზრს მივესალმები იმიტომ, რომ ვფიქრობ, მონარქიული წყობა კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ამის მომხრეა ჩვენი უწმინდესი ილია II. ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ არ შეიძლება ადამიანმა მეფე უარყოს. ეს ღვთის უარყოფასთან იგივდება. მით უფრო, რომ ბაგრატიონები ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს შთამომავლები არიან. აქედან გამომდინარე, მე ვინ ვარ, რომ მონარქიის წინააღმდეგი ვიყო? საქართველოში ხალხს ჰგონია, რომ მონარქია ტვირთად დააწვება სახელმწიფოსა და ადამიანებს მხრებზე. ეს გარკვეულწილად გასაგები მიდგომაა, მაგრამ ამ ყველაფრის მოგვარება სხვაგვარადაც შეიძლება. ადამიანებს სწორად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რომ მონარქია ჩვენს ქვეყანას არავითარ ზიანს არ მოუტანს, პირიქით - წაადგება. ვფიქრობ, მეფეთა შთამომავლები უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მონარქიული წყობის აღდგენაზე.

-  მარიამ, თბილისისა და მილანის კონსერვატორიაში სწავლობდით. რატომ არ გააგრძელეთ მომღერლის კარიერა?

-  ბავშვობაში მინდოდა, მომღერალი ან ჟურნალისტი გამოვსულიყავი. ბევრს ვკითხულობდი. რომანებისა და სათავგადასავლო ლიტერატურის გარდა, მიყვარდა დეტექტივებისა და ავტობიოგრაფიული ნაწარმოებების კითხვა. პატარაობისას მე და მაიკო ასათიანს პირველ არხზე მონაცვლეობით მიგვყავდა გადაცემა - "საყმაწვილო ქრონიკები". 2004 წელს "მის საქართველოზე" "მის ტალანტი" გავხდი და უფასოდ ჩავირიცხე ერთ- ერთ უნივერსიტეტში, სადაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ავირჩიე. თუმცა, ამ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთი წელი ვისწავლე. რაც შეეხება სიმღერას: ოჯახში მომღერალი არავინ მყოლია, მხოლოდ ბებიას უყვარდა ნათესავების გარემოცვაში, გიტარის თანხლებით სიმღერა. ბავშვობაში ცოტ- ცოტას მეც ვმღეროდი. ბებიას ბიძაშვილმა - ლილი გეგელიამ დედაჩემს ურჩია, მუსიკის პედაგოგთან მივეყვანე. ქალბატონები - შურა და ნუციკო ჯანელიძეები ჩემი პირველი პედაგოგები იყვნენ. აქვე მინდა, მადლობა ვუთხრა მშობლებსა და ბიძას - დავით ძოწენიძეს იმისათვის, რომ გამზარდეს და განათლება მომცეს. დედა ექიმი გახლავთ. ის ხშირად მოგზაურობდა და ერთხელ "ბარსელონას" დისკი ჩამომიტანა. ფრედი მერკურისა და მონსერატ კაბალიეს დუეტმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ მაშინ, 13- 14 წლის ასაკში გამიტაცა საოპერო ხელოვნებამ. ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, შემდეგ კი ვოკალის განხრით, კონსერვატორია დავამთავრე. მეცოსოპრანო ვარ. არაერთ საოპერო დადგმასა და კონცერტში ვმონაწილეობდი. 2005 წელს მოვიპოვე სტიპენდია. როგორც კარგ სტუდენტს და ხუთი ენის მცოდნეს, სწავლის გაგრძელების საშუალება მილანის კონსერვატორიაში მომეცა. ორი წლის შემდეგ, ზაფხულში თბილისში დასასვენებლად რომ ჩამოვედი, ჩემი გეგმები შეიცვალა და ამის მიზეზი სიყვარული იყო (იღიმის).

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია