სამხრეთ სუდანში რუსული თვითმფრინავი Ан-12 ჩამოვარდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა აეროპორტ ჯუბას სიახლოვეს განიცადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის ხუთი წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, გადარჩენილია 2 ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. Ан-12 - სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია.