საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სახიფათო ქალები კრიმინალური სამყაროდან
ყველაზე სახიფათო ქალები კრიმინალური სამყაროდან

კლა­უ­დია ოჩოა ფე­ლიქ­სი

ფე­ლიქ­სი კონ­კრე­ტულ წრე­ებ­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. 2014 წელს მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სწო­რედ ის გახ­და მექ­სი­კუ­რი ბან­დის Los Ántrax-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მელ­საც მა­სი­ურ მკვლე­ლო­ბებ­ში მი­უ­ძღვის ბრა­ლი. ფე­ლიქსმა ეს პოს­ტი მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც მისი ბო­იფ­რენ­დი და ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი და­ი­ჭი­რეს.

სან­დრა ავი­ლა ბელტრა­ნი

რო­დე­საც ბელტრა­ნი მექ­სი­კუ­რი ნარ­კო­კარ­ტე­ლის ლი­დე­რი გახ­და, ფსევ­დო­ნი­მად წყნა­რი ოკე­ა­ნის დე­დო­ფა­ლი და­ირ­ქვა. ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი და ორი­ვე ჯერ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რი­დან ნარ­კო­ბიზ­ნეს­ში წა­მო­ვიდ­ნენ. ორი­ვე მათ­გა­ნი და­ქი­რა­ვე­ბულ­მა მკვლელ­მა მოკ­ლა. 2002 წელს მისი შვი­ლი მო­ი­ტა­ცეს და გა­მო­სას­ყი­დად 5 მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვ­დნენ, რა­ზეც პო­ლი­ცი­ამ ცალ­კე გა­მო­ძი­ე­ბა წა­მო­ი­წყო. 2007 წელს მას ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და ნარ­კო­ტი­კე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის და­ე­დო ბრა­ლი. სან­დრა ამ­ჟა­მად ცი­ხე­ში იხ­დის სას­ჯელს.

ჯუდი მო­რა­ნი

ჯუდი ავ­სტრა­ლი­ა­ში ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლოს ლი­დე­რია. მო­რა­ნე­ბის ოჯახ­მა სა­ხე­ლი გა­ით­ქვა ნარ­კო­ვაჭ­რო­ბით. 1982 წელს ჯუ­დის მე­უღ­ლე და­ცხი­ლეს, 2000 წელს კი შვი­ლი მო­უკ­ლეს. 2009 წელს მე­ო­რე შვი­ლი გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს. ამა­ვე წელს და­ა­კა­ვეს ჯუდი და სა­ნამ სა­სა­მარ­თლო მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, უც­ნობ­მა პი­რებ­მა მისი სახ­ლი გა­დაწ­ვეს, ქალ­ბა­ტონს 26-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

ტელ­მა რა­ი­ტი

ტელ­მა რა­ი­ტის მე­უღ­ლე ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში ნარ­კო­ბიზ­ნე­სის საქ­მე­ში დიდი ფი­გუ­რა იყო. ის 1989 წელს მოკ­ლეს, რის შემ­დე­გაც ტელ­მა ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში ოჯა­ხურ ბიზ­ნესს და ნარ­კო­კარ­ტე­ლის ახა­ლი ლი­დე­რი გახ­და. 1991 წელს ტელ­მა კი­ნა­ღამ ჩა­ცხრი­ლეს, რის შემ­დე­გაც ქალ­მა გა­და­წყვი­ტა, სა­მუ­და­მოდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ნარ­კო­ვაჭ­რო­ბა.

მა­რია ლე­ო­ნი

მა­რია ლე­ო­ნის სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 13 შვი­ლის დედა იყო. მა­რია ბან­დის უფ­რო­სი იყო, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­და­ტა­ნით, შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბით და ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ამას­თან, მას მხარს უჭერ­და მექ­სი­კუ­რი მა­ფია, რა­მაც ის ლოს ან­ჯე­ლე­სის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო განგსტე­რად აქ­ცია. 2008 წელს მა­რი­ას შვი­ლი პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბი­სას გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დროს ქალი უკვე მექ­სი­კა­ში იყო და ამე­რი­კა­ში მას­ზე ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შვი­ლის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე ჩუ­მად ჩა­მოს­ვლა მო­ი­სურ­ვა. პო­ლი­ცია თვალ­ყურს ადევ­ნებ­და მისი ბან­დის წევ­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბას და მა­რი­აც მარ­ტი­ვად აიყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ყველაზე სახიფათო ქალები კრიმინალური სამყაროდან

ყველაზე სახიფათო ქალები კრიმინალური სამყაროდან

კლაუდია ოჩოა ფელიქსი

ფელიქსი კონკრეტულ წრეებში ძალიან ცნობილი ქალბატონია. 2014 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ ის გახდა მექსიკური ბანდის Los Ántrax-ს ხელმძღვანელი, რომელსაც მასიურ მკვლელობებში მიუძღვის ბრალი. ფელიქსმა ეს პოსტი მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ბოიფრენდი და ამ ორგანიზაციის ლიდერი დაიჭირეს.

სანდრა ავილა ბელტრანი

როდესაც ბელტრანი მექსიკური ნარკოკარტელის ლიდერი გახდა, ფსევდონიმად წყნარი ოკეანის დედოფალი დაირქვა. ორჯერ იყო გათხოვილი და ორივე ჯერზე პოლიციელებზე, რომლებიც სამსახურიდან ნარკობიზნესში წამოვიდნენ. ორივე მათგანი დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა. 2002 წელს მისი შვილი მოიტაცეს და გამოსასყიდად 5 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, რაზეც პოლიციამ ცალკე გამოძიება წამოიწყო. 2007 წელს მას ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის და ნარკოტიკების წარმოებისთვის დაედო ბრალი. სანდრა ამჟამად ციხეში იხდის სასჯელს.

ჯუდი მორანი

ჯუდი ავსტრალიაში ცნობილი კრიმინალური საგვარეულოს ლიდერია. მორანების ოჯახმა სახელი გაითქვა ნარკოვაჭრობით. 1982 წელს ჯუდის მეუღლე დაცხილეს, 2000 წელს კი შვილი მოუკლეს. 2009 წელს მეორე შვილი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამავე წელს დააკავეს ჯუდი და სანამ სასამართლო მიმდინარეობდა, უცნობმა პირებმა მისი სახლი გადაწვეს, ქალბატონს 26-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ტელმა რაიტი

ტელმა რაიტის მეუღლე ფილადელფიაში ნარკობიზნესის საქმეში დიდი ფიგურა იყო. ის 1989 წელს მოკლეს, რის შემდეგაც ტელმა ჩაუდგა სათავეში ოჯახურ ბიზნესს და ნარკოკარტელის ახალი ლიდერი გახდა. 1991 წელს ტელმა კინაღამ ჩაცხრილეს, რის შემდეგაც ქალმა გადაწყვიტა, სამუდამოდ დაეტოვებინა ნარკოვაჭრობა.

მარია ლეონი

მარია ლეონის სერიოზული კრიმინალური ცხოვრება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 13 შვილის დედა იყო. მარია ბანდის უფროსი იყო, რომელიც ნარკოტიკების გადატანით, შეკვეთილი მკვლელობებით და ადამიანებით ვაჭრობით იყო დაკავებული. ამასთან, მას მხარს უჭერდა მექსიკური მაფია, რამაც ის ლოს ანჯელესის ყველაზე სახიფათო განგსტერად აქცია. 2008 წელს მარიას შვილი პოლიციასთან შეტაკებისას გარდაიცვალა. ამ დროს ქალი უკვე მექსიკაში იყო და ამერიკაში მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. მიუხედავად ამისა, შვილის დასაფლავებაზე ჩუმად ჩამოსვლა მოისურვა. პოლიცია თვალყურს ადევნებდა მისი ბანდის წევრების აქტივობას და მარიაც მარტივად აიყვანეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს