მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინტერნეტბაზარზე მონოპოლიური გარიგება ჩაიშალა
ინტერნეტბაზარზე მონოპოლიური გარიგება ჩაიშალა

"სილ­ქნე­ტი" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი" ვე­ღარ გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ მათი შერ­წყმის სა­კი­თხი დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა. "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი­სა" და "მაგ­თი­კო­მის" შე­საძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე კი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია 5 ნო­ემ­ბერს იმ­სჯე­ლებს, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ზე­პი­რი მოს­მე­ნა სწო­რედ ამ დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­მია სა­ნა­დი­რა­ძის ად­ვო­კა­ტი ცი­ცი­ნო დევ­რი­საშ­ვი­ლი და იმე­დი აქვს, რომ "მაგ­თი­კო­მის" შემ­თხვე­ვა­შიც კო­მი­სია ანა­ლო­გი­ურ პო­ზი­ცი­ას და­ა­ფიქ­სი­რებს. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ, ერთი მხრივ, "სილ­ქნე­ტი­სა" და "კავ­კა­სუ­სის", მე­ო­რე მხრივ კი, "მაგ­თი­კო­მი­სა" და "კავ­კა­სუ­სის" შე­საძ­ლო შერ­წყმას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყო. მა­შინ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში ამ­ბობ­დნენ, რომ სა­მი­ვე კომ­პა­ნია - "მაგ­თი­კო­მიც", "სილ­ქნე­ტი" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნიც" წარ­მო­ად­გე­ნენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ბაზ­რო წი­ლის მქო­ნე კომ­პა­ნი­ებს და ამი­ტო­მაც და­ი­წყო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა.

მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის 11 აგ­ვის­ტოს სხდო­მა­ზე ვა­დად გა­ნი­სა­ზღვრა სამი თვე და სხდო­მა 2015 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა. გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე კი გა­ირ­კვა, რომ "სილ­ქნე­ტი­სა" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" შერ­წყმის სა­კი­თხი ამ ეტაპ­ზე ჩა­ი­შა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა წი­ლე­ბის შერ­წყმის თა­ო­ბა­ზე გა­ნუ­ხილ­ვე­ლად და­ტო­ვა. მი­ზე­ზი კი, რო­გორც მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, ისაა, რომ "სილ­ქნეტ­მა" და "კავ­კა­სუს­მა" შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია შე­სა­ბა­მის ვა­და­ში არ წა­რად­გი­ნეს, რის­თვი­საც მათ თით­ქმის 3 თვე ჰქონ­დათ. სხდო­მა­ზე "სილ­ქნეტ­მა" და "კავ­კა­სუს­მა" დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის­თვის და­მა­ტე­ბით 2 კვი­რა მო­ი­თხო­ვეს, თუმ­ცა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ მათ უარი უთხრა, რად­გა­ნაც ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვა­და­ში თა­ვად კო­მი­სია ვერ ეტე­ო­და.

გა­მო­თხო­ვილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით კო­მი­სი­ას კომ­პა­ნი­ე­ბის შერ­წყმის შემ­თხვე­ვა­ში ინ­ტერ­ნე­ტქ­სე­ლით მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ბი­თუ­მო ბაზ­რის სეგ­მენტზე და ინ­ტერ­ნე­ტის ქსე­ლე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ცა­ლო ბაზ­რის სეგ­მენტზე კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­საძ­ლო შე­ზღუდ­ვის ალ­ბა­თო­ბა უნდა შე­ეს­წავ­ლა. ამის სა­ფუძ­ველ­ზე კი, შემ­დეგ წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის მი­ცე­მის ან არ­მი­ცე­მის თა­ო­ბა­ზე იმ­სჯე­ლებ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ინტერნეტბაზარზე მონოპოლიური გარიგება ჩაიშალა

ინტერნეტბაზარზე მონოპოლიური გარიგება ჩაიშალა

"სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" ვეღარ გაერთიანდებიან. კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ მათი შერწყმის საკითხი დროებით შეაჩერა. "კავკასუს ონლაინისა" და "მაგთიკომის" შესაძლო გაერთიანებაზე კი მარეგულირებელი კომისია 5 ნოემბერს იმსჯელებს, აღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა სწორედ ამ დღეს გაიმართება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებლის მამია სანადირაძის ადვოკატი ციცინო დევრისაშვილი და იმედი აქვს, რომ "მაგთიკომის" შემთხვევაშიც კომისია ანალოგიურ პოზიციას დააფიქსირებს. კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, "სილქნეტისა" და "კავკასუსის", მეორე მხრივ კი, "მაგთიკომისა" და "კავკასუსის" შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო. მაშინ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობდნენ, რომ სამივე კომპანია - "მაგთიკომიც", "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინიც" წარმოადგენენ მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე კომპანიებს და ამიტომაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

მარეგულირებელი კომისიის 11 აგვისტოს სხდომაზე ვადად განისაზღვრა სამი თვე და სხდომა 2015 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. გამართულ სხდომაზე კი გაირკვა, რომ "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" შერწყმის საკითხი ამ ეტაპზე ჩაიშალა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა. მიზეზი კი, როგორც მარეგულირებელ კომისიაში განაცხადეს, ისაა, რომ "სილქნეტმა" და "კავკასუსმა" შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამის ვადაში არ წარადგინეს, რისთვისაც მათ თითქმის 3 თვე ჰქონდათ. სხდომაზე "სილქნეტმა" და "კავკასუსმა" დოკუმენტაციის წარდგენისთვის დამატებით 2 კვირა მოითხოვეს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მათ უარი უთხრა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ვადაში თავად კომისია ვერ ეტეოდა.

გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომისიას კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ინტერნეტქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ალბათობა უნდა შეესწავლა. ამის საფუძველზე კი, შემდეგ წინასწარი თანხმობის მიცემის ან არმიცემის თაობაზე იმსჯელებდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია