კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკურ დაპირისპირებას შეწირული კონსტრუქცია - რა ბედი ეწევა 75-მილიონიან "რიყის ტრუბებს"
პოლიტიკურ დაპირისპირებას შეწირული კონსტრუქცია - რა ბედი ეწევა 75-მილიონიან "რიყის ტრუბებს"

უკვე დიდი ხა­ნია რი­ყე­ზე ე.წ. დო­ქე­ბის, იგი­ვე "რი­ყის ტრუ­ბე­ბის" მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა დღემ­დე უც­ნო­ბია, რა ბედი ელის ჯერ კი­დევ გიგი უგუ­ლა­ვას მე­რო­ბის დროს და­წყე­ბულ ნა­გე­ბო­ბას. თა­ვის დრო­ზე ცნო­ბი­ლი იყო, რომ რი­ყის პარ­კის "დო­ქებ­ში" მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რი და სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბო­და, თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ას დღე­საც არ აქვს პა­სუ­ხი, თუ რა ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა ე.წ. ტრუ­ბებს. იგი­ვე პა­სუ­ხი აქვთ "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდშიც", რომ­ლის დაკ­ვე­თი­თაც და­ი­წყო ამ კონ­სტრუქ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო "პა­ლიტ­რა­ნი­უს­ზე"

"ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ ის შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე­რია და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ იმა­ზე, თუ რა ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვა უნდა ჰქონ­დეს "რი­ყის დო­ქებს". რო­გორც კი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდე­ბა, რა სა­ხით დას­რულ­დე­ბა კონ­სტრუქ­ცია და რა ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვა­ტყო­ბი­ნებთ", - გვი­თხრეს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­სა და "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდში".AMBEBI.GE-ს კი­თხვას, თუ რო­დი­დან და­ი­წყეს ნა­გე­ბო­ბის­თვის ფუნ­ქცი­ის შეც­ვლა, ან რო­დის მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუ რა ფუნ­ქცია მი­ე­ნი­ჭე­ბა შე­ნო­ბას, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უკვე და­ი­ხარ­ჯა 75 მი­ლი­ო­ნი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი ნა­თია ქე­მაშ­ვი­ლი უპა­სუ­ხოდ ტო­ვებს.

კი­თხვა­ზე თუ რა ფუნ­ქცია უნდა ჰქონ­დეს "რი­ყის დო­ქებს", თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კონ­სტრუქ­ცია უნდა დარ­ჩეს რი­ყე­ზე და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფუნ­ქცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, კერ­ძოდ მო­ე­წყოს მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რი, სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრი ან სხვა კულ­ტუ­რუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ცენ­ტრი.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატს, ალე­კო ელი­საშ­ვილს. დე­პუ­ტა­ტის თქმით, "რი­ყის დო­ქე­ბი" დღეს სა­დაც არის, იმ ად­გი­ლი­დან უნდა გა­და­ი­ტა­ნონ.

- ის, რომ ეს ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ე.წ. დო­ქე­ბი, რო­მელ­საც უკვე ყვე­ლა "ტრუ­ბებს" ეძა­ხის, შე­უ­სა­ბა­მო ად­გი­ლა­საა, ფაქ­ტია და ამას ბევ­რი კა­მა­თი არ სჭირ­დე­ბა. ყვე­ლა სა­უბ­რობ­და, რომ ეს კონ­სტრუქ­ცია გა­და­სა­ტა­ნი იყო და ამ შემ­თხვე­ვა­შიც მე­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას იმ პრობ­ლე­მას ვა­წყდე­ბით, რა­საც ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში. კერ­ძოდ, ქა­ლა­ქის მერი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ იღებს არა თუ ამ დიდ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ელე­მენ­ტა­რულ, სხვა გა­ცი­ლე­ბით უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ბუ­ჯეტს ამ დო­ქე­ბის გა­და­ტა­ნა ძვი­რი და­უჯ­დე­ბა, ჩემი აზ­რით, სხვა­გან უნდა გა­და­ი­ტა­ნონ. თუ ეს მოხ­დე­ბა, მხო­ლოდ ვინ­მეს გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით არ უნდა წა­ვი­ღოთ სად­მე, უნდა გა­მო­ცხად­დეს კონ­კურ­სი და იქ უნდა გა­მოჩ­ნდეს წი­ნა­და­დე­ბე­ბი, თუ რო­მელ ად­გილს მო­უხ­დე­ბა და სად იქ­ნე­ბა უკე­თე­სი,- ამ­ბობს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

ქა­ლაქმგეგ­მა­რებ­ლის, ზუ­რაბ ბაქ­რა­ძის თქმით, "დო­ქე­ბი" რი­ყე­ზე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით არას­წო­რად არის აგე­ბუ­ლი.

"პირ­ველ რიგ­ში, ად­გი­ლი არ არის სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი იმი­ტომ, რომ აშე­ნე­ბუ­ლია ძველ თბი­ლის­ში, სა­დაც ყვე­ლა შე­ნო­ბა, რო­მელ­საც იქ აშე­ნე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ძველს მიმსგავ­სე­ბუ­ლი იყოს. შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბაც იყოს, მაგ­რამ რო­გორ მი­მარ­თე­ბა­ში იქ­ნე­ბა იმ გა­რე­მოს­თან, აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ გა­და­სა­წყვე­ტი იყო, ამი­ტომ ასე­თი ნა­გე­ბო­ბის­თვის იქ ად­გი­ლი სწო­რად არ იყო შერ­ჩე­უ­ლი", - ამ­ბობს ბაქ­რა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, კონ­სტრუქ­ცია ფუნ­ქცი­უ­რა­დაც არას­წო­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. რო­გორც ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, თუ რი­ყის დო­ქებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა, ხალ­ხი ად­ვი­ლად ვერ მივა, რად­გან მო­უ­ხერ­ხე­ბელ ად­გი­ლას არის გა­კე­თე­ბუ­ლი და ტრან­სპორ­ტიც ძნე­ლად მი­სად­გო­მია, არ არის მან­ქა­ნე­ბის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლი.

ქა­ლაქმგეგ­მა­რებ­ლის თქმით­ვე, რი­ყის დო­ქე­ბის კი­დევ ერთი წუნი მხატ­ვრუ­ლი, იგი­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფუნ­ქცი­აა, როცა იმ გა­რე­მოს შე­სა­ბა­მი­სი არ არის, სა­დაც თა­ვად კონ­სტრუქ­ცია დგას.

"ამ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნა­გე­ბო­ბა­ზე მშე­ნებ­ლო­ბის გა­ცე­მის უფ­ლე­ბა იყო არას­წო­რი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობ­და, რომ ამ შე­ნო­ბებს დაშ­ლიდ­ნენ და გა­და­ი­ტან­დნენ, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ამას ისე­ვე ვერ გა­ბე­და­ვენ, რო­გორც ბევ­რი სხვა რამ ვერ გა­ბე­დეს და სამ­წუ­ხა­როდ, ძველ თბი­ლის­ში ასე­თი შე­უ­სა­ბა­მო ნა­გე­ბო­ბა დარ­ჩე­ბა", - ამ­ბობს ზუ­რაბ ბაქ­რა­ძე.

"რი­ყის დო­ქე­ბის" პრო­ექ­ტი ცნო­ბილ იტა­ლი­ელ არ­ქი­ტექ­ტორს მა­სი­ლი­ა­ნო ფუქ­სას ეკუთ­ვნის. არ­ქი­ტექ­ტო­რი ფუქ­სა­სი პი­რა­დად იმ­ყო­ფე­ბო­და თბი­ლის­ში, რათა პრო­ექ­ტი რი­ყის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გეგ­მა­ში სრულ­ყო­ფი­ლად ჩამ­ჯდა­რი­ყო.

ეპო­ქა­ლუ­რი შე­ნო­ბა - ასე უწო­და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატრს და სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზს. პრო­ექტს, რო­მე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­თვის 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნა­გე­ბო­ბას წარ­მო­ად­გენს, დღეს მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ხში­რად გა­ურ­კვე­ვე­ლი პრო­ექ­ტე­ბი ფი­ნანსდე­ბო­და, მათ შო­რის რი­ყე­ზე მშე­ნე­ბა­რე კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი.

პრე­მი­ერ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა არა­ერ­თხელ გა­მოთ­ქვა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა რი­ყე­ზე მშე­ნე­ბა­რე ობი­ექ­ტე­ბის მი­მართ და ისი­ნი "ზარ­ბაზ­ნის ტუჩ­საც" შე­ა­და­რა.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

სრული დისონანსი!
1

ეს დოქები ისეა მაგ თბილისურ ფაქიზ გარემოში, ძვირფასეულობით სავსე ზარდახშას ტრაქტორის დიდი "ბოლტ-გაიკა" რომ დაადო ზევიდან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

პოლიტიკურ დაპირისპირებას შეწირული კონსტრუქცია - რა ბედი ეწევა 75-მილიონიან "რიყის ტრუბებს"

პოლიტიკურ დაპირისპირებას შეწირული კონსტრუქცია - რა ბედი ეწევა 75-მილიონიან "რიყის ტრუბებს"

უკვე დიდი ხანია რიყეზე ე.წ. დოქების, იგივე "რიყის ტრუბების" მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა დღემდე უცნობია, რა ბედი ელის ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს დაწყებულ ნაგებობას. თავის დროზე ცნობილი იყო, რომ რიყის პარკის "დოქებში" მუსიკალური თეატრი და საგამოფენო ცენტრი გაიხსნებოდა, თუმცა დედაქალაქის მერიას დღესაც არ აქვს პასუხი, თუ რა ფუნქცია ექნება ე.წ. ტრუბებს. იგივე პასუხი აქვთ "თბილისის განვითარების ფონდშიც", რომლის დაკვეთითაც დაიწყო ამ კონსტრუქციის მშენებლობა.

იხილეთ ვიდეო "პალიტრანიუსზე"

"ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მერია და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ იმაზე, თუ რა ფუნქციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს "რიყის დოქებს". როგორც კი საბოლოოდ გადაწყდება, რა სახით დასრულდება კონსტრუქცია და რა ფუნქცია ექნება, საზოგადოებას შევატყობინებთ", - გვითხრეს დედაქალაქის მერიასა და "თბილისის განვითარების ფონდში". AMBEBI.GE-ს კითხვას, თუ როდიდან დაიწყეს ნაგებობისთვის ფუნქციის შეცვლა, ან როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ფუნქცია მიენიჭება შენობას, რომლის მშენებლობაზე უკვე დაიხარჯა 75 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, "თბილისის განვითარების ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ქემაშვილი უპასუხოდ ტოვებს.

კითხვაზე თუ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს "რიყის დოქებს", თბილისის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კონსტრუქცია უნდა დარჩეს რიყეზე და საზოგადოებრივი ფუნქცია შეინარჩუნოს, კერძოდ მოეწყოს მუსიკალური თეატრი, საგამოფენო ცენტრი ან სხვა კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ცენტრი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს. დეპუტატის თქმით, "რიყის დოქები" დღეს სადაც არის, იმ ადგილიდან უნდა გადაიტანონ.

- ის, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული ე.წ. დოქები, რომელსაც უკვე ყველა "ტრუბებს" ეძახის, შეუსაბამო ადგილასაა, ფაქტია და ამას ბევრი კამათი არ სჭირდება. ყველა საუბრობდა, რომ ეს კონსტრუქცია გადასატანი იყო და ამ შემთხვევაშიც მერიასთან ურთიერთობისას იმ პრობლემას ვაწყდებით, რასაც ყველა შემთხვევაში. კერძოდ, ქალაქის მერი გადაწყვეტილებას ვერ იღებს არა თუ ამ დიდ საკითხთან დაკავშირებით, ელემენტარულ, სხვა გაცილებით უმნიშვნელო საკითხებთან დაკავშირებითაც.

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ბუჯეტს ამ დოქების გადატანა ძვირი დაუჯდება, ჩემი აზრით, სხვაგან უნდა გადაიტანონ. თუ ეს მოხდება, მხოლოდ ვინმეს გემოვნების მიხედვით არ უნდა წავიღოთ სადმე, უნდა გამოცხადდეს კონკურსი და იქ უნდა გამოჩნდეს წინადადებები, თუ რომელ ადგილს მოუხდება და სად იქნება უკეთესი,- ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ქალაქმგეგმარებლის, ზურაბ ბაქრაძის თქმით, "დოქები" რიყეზე არქიტექტურული თვალსაზრისით არასწორად არის აგებული.

"პირველ რიგში, ადგილი არ არის სწორად შერჩეული იმიტომ, რომ აშენებულია ძველ თბილისში, სადაც ყველა შენობა, რომელსაც იქ აშენებენ, განსაკუთრებულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. არ არის აუცილებელი, რომ ძველს მიმსგავსებული იყოს. შეიძლება სრულიად თანამედროვე შენობაც იყოს, მაგრამ როგორ მიმართებაში იქნება იმ გარემოსთან, აუცილებლად წინასწარ გადასაწყვეტი იყო, ამიტომ ასეთი ნაგებობისთვის იქ ადგილი სწორად არ იყო შერჩეული", - ამბობს ბაქრაძე.

მისივე თქმით, კონსტრუქცია ფუნქციურადაც არასწორად არის გაკეთებული. როგორც ზურაბ ბაქრაძე ამბობს, თუ რიყის დოქებს საზოგადოებრივი დანიშნულება მიენიჭება, ხალხი ადვილად ვერ მივა, რადგან მოუხერხებელ ადგილას არის გაკეთებული და ტრანსპორტიც ძნელად მისადგომია, არ არის მანქანების გასაჩერებელი ადგილი.

ქალაქმგეგმარებლის თქმითვე, რიყის დოქების კიდევ ერთი წუნი მხატვრული, იგივე არქიტექტურული ფუნქციაა, როცა იმ გარემოს შესაბამისი არ არის, სადაც თავად კონსტრუქცია დგას.

"ამ არქიტექტურულ ნაგებობაზე მშენებლობის გაცემის უფლება იყო არასწორი. ხელისუფლება ამბობდა, რომ ამ შენობებს დაშლიდნენ და გადაიტანდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამას ისევე ვერ გაბედავენ, როგორც ბევრი სხვა რამ ვერ გაბედეს და სამწუხაროდ, ძველ თბილისში ასეთი შეუსაბამო ნაგებობა დარჩება", - ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

"რიყის დოქების" პროექტი ცნობილ იტალიელ არქიტექტორს მასილიანო ფუქსას ეკუთვნის. არქიტექტორი ფუქსასი პირადად იმყოფებოდა თბილისში, რათა პროექტი რიყის განაშენიანების გეგმაში სრულყოფილად ჩამჯდარიყო.

ეპოქალური შენობა - ასე უწოდა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მუსიკისა და დრამის თეატრს და საგამოფენო დარბაზს. პროექტს, რომელიც ექსპრეზიდენტისთვის 21-ე საუკუნის საუკეთესო არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს, დღეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უარყოფითად აფასებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხშირად გაურკვეველი პროექტები ფინანსდებოდა, მათ შორის რიყეზე მშენებარე კონსტრუქციები.

პრემიერმა ივანიშვილმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება რიყეზე მშენებარე ობიექტების მიმართ და ისინი "ზარბაზნის ტუჩსაც" შეადარა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE