პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგარეჯოდან სირიამდე ათ წუთში... ბირთვული რაკეტით!
საგარეჯოდან სირიამდე ათ წუთში... ბირთვული რაკეტით!

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა 7 ოქ­ტომ­ბერს აას­რუ­ლა კრემ­ლის ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ოც­ნე­ბა - რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ო­ნის­თვის სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა და მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სა და უპირ­ვე­ლე­სად - აშშ-ის­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ რუ­სებ­საც შე­უძ­ლი­ათ სა­მიზ­ნე­ე­ბის წერ­ტი­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა.

(იხი­ლეთ ასე­ვე: "სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთს შე­ტე­ვის სა­ბა­ბი არ უნდა მის­ცეს" - რა სამ­ხედ­რო მა­ნევ­რე­ბი შე­იძ­ლე­ვა და­ი­წყოს რუ­სეთ­მა კავ­კა­სი­ა­ში?!)

ამ დღეს რუ­სე­თის კას­პი­ის ზღვის ფლო­ტი­ლი­ის ოთხი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი­დან სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით (ირა­ნი­სა და ერა­ყის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ე­ბის გავ­ლით) გა­უშ­ვეს Калибр-НК კლა­სის სა­ზღვაო ბა­ზი­რე­ბის სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სის 3М14 ტი­პის 26 ცალი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მტკი­ცე­ბით, 26-ვე ფრთო­სან­მა რა­კე­ტამ 1 500 კმ-ის ფრე­ნის შემ­დეგ მი­ზანს მი­აღ­წია და სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" 11 ობი­ექ­ტი გა­ა­ნად­გუ­რა (თუმ­ცა, პენ­ტა­გონ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ოთხი რუ­სუ­ლი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და).

სა­გა­რე­ჯო­დან გაშ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნა­დი­რა­ძის ბირ­თვულ­ქო­ბი­ნი­ა­ნი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბის რა­დი­უ­სი.

კას­პი­ის ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ი­დან სი­რი­ა­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის სამ­ხედ­რო აუცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობ­და, რად­გან სი­რი­ა­ში გა­დას­რო­ლილ რუ­სულ საფ­რონ­ტო ბომბდამ­შე­ნებ­საც (გან­სა­კუთ­რე­ბით კი - Су-34-ს) იო­ლად შე­უძ­ლი­ათ ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ამით რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლას და­ა­ნა­ხა, რომ სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ი­დან მათ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თიც "სა­რა­კე­ტო შან­ტა­ჟის" რა­დი­უს­ში მო­აქ­ცი­ეს. ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა არც იცო­დეს, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის­თვის და­მიზ­ნე­ბუ­ლი ბირ­თვულ­ქო­ბი­ნი­ა­ნი რა­კე­ტე­ბი კრემლს ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ჰქონ­და გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"ჩვენ სამი დი­ვი­ზი­ო­ნის ან­გა­რე­ბი­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ერთი ზალ­პით გა­ვა­ნად­გუ­რებთ თურ­ქეთს, ირან­სა და ერაყს, სას­წრა­ფოდ გა­და­ვალთ სა­თა­და­რი­გო რა­ი­ონ­ში, იქ თე­ლა­ვის შვე­ულმფრე­ნე­ბი ვა­ზი­ა­ნი­დან ახალ რა­კე­ტებს ჩა­მოგ­ვი­ტა­ნენ და ბირ­თვულ ზალპს ბოს­ფო­რი­სა და დარ­და­ნე­ლის სრუ­ტე­ე­ბის­კენ გა­ვუშ­ვებთ," - არ გე­გო­ნოთ, კოშ­მარს გიყ­ვე­ბო­დეთ. ეს სი­ტყვე­ბი ეკუთ­ვნის პოლ­კოვ­ნიკ ხუ­კა­ლენ­კოს, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში, გომ­ბორ­ში დის­ლო­ცი­რე­ბულ 119-ე სა­რა­კე­ტო ბრი­გა­დას მე­თა­უ­რობ­და. მუ­ქა­რა საბ­ჭო­თა პოლ­კოვ­ნიკს შე­იძ­ლე­ბა კა­ხუ­რი ჭა­ჭის გა­სინ­ჯვის შემ­დეგ წა­მოს­ცდა, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში მისი ბრი­გა­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბულ Темп-С ტი­პის ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კურ რა­კე­ტებს ეს მარ­თლაც შე­ეძ­ლოთ.

ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო ოლ­ქში 119-ე­ სა­რა­კე­ტო ბრი­გა­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა 1971 წლის 1-ლი დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყო და მისი საბ­რძო­ლო ამო­ცა­ნა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ხრე­თით მო­სა­ზღვრე ქვეყ­ნე­ბის­თვის (მათ შო­რის - NATO-ს წევ­რი თურ­ქე­თის, ასე­ვე სი­რი­ის, ირა­ნი­სა და ერა­ყის) ბირ­თვუ­ლი სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის მი­ყე­ნე­ბა იყო.

1965 წელს საბ­ჭო­თა არ­მი­ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მი­ი­ღო Темп-С ტი­პის ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი, რომ­ლის მთა­ვა­რი კონ­სტრუქ­ტო­რი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ალექ­სან­დრე ნა­დი­რა­ძე გახ­ლდათ.

Темп-С-ები რამ­დე­ნი­მე წელ­ში უკვე სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის გზებ­ზეც გა­მოჩ­ნდნენ. 119-ე სა­რა­კე­ტო ბრი­გა­და გომ­ბო­რის უღელ­ტე­ხილ­ზე გან­თავ­სდა. ჩანს, ამაღ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი შემ­თხვე­ვით არ შე­ურ­ჩე­ვი­ათ, ისე­ვე, რო­გორც ახ­ლომ­დე­ბა­რე ტყე­ე­ბი, სა­დაც 12 მ სიგ­რძის სა­რა­კე­ტო და­ნად­გა­რის და­მალ­ვა შე­ეძ­ლოთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

საგარეჯოდან სირიამდე ათ წუთში... ბირთვული რაკეტით!

საგარეჯოდან სირიამდე ათ წუთში... ბირთვული რაკეტით!

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 ოქტომბერს აასრულა კრემლის ნახევარსაუკუნოვანი ოცნება - რუსეთის ტერიტორიიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის სარაკეტო დარტყმები მიეყენებინა და მთელი მსოფლიოსა და უპირველესად - აშშ-ისთვის დაემტკიცებინა, რომ რუსებსაც შეუძლიათ სამიზნეების წერტილოვანი დაზიანება.

(იხილეთ ასევე: "საქართველომ რუსეთს შეტევის საბაბი არ უნდა მისცეს" - რა სამხედრო მანევრები შეიძლევა დაიწყოს რუსეთმა კავკასიაში?!)

ამ დღეს რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის ოთხი სამხედრო ხომალდიდან სირიის მიმართულებით (ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით) გაუშვეს Калибр-НК კლასის საზღვაო ბაზირების სარაკეტო კომპლექსის 3М14 ტიპის 26 ცალი ფრთოსანი რაკეტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 26-ვე ფრთოსანმა რაკეტამ 1 500 კმ-ის ფრენის შემდეგ მიზანს მიაღწია და სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" 11 ობიექტი გაანადგურა (თუმცა, პენტაგონში აცხადებენ, რომ ოთხი რუსული ფრთოსანი რაკეტა ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა).

საგარეჯოდან გაშვების შემთხვევაში ნადირაძის ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსი.

კასპიის ზღვის აკვატორიიდან სირიაზე საჰაერო დარტყმების სამხედრო აუცი­ლებლობა არ არსებობდა, რადგან სირიაში გადასროლილ რუსულ საფრონტო ბომბდამშენებსაც (განსაკუთრებით კი - Су-34-ს) იოლად შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ ამით რუსეთის ხელისუფლებამ ყველას დაანახა, რომ საკუთარი ტერიტორიიდან მათ ახლო აღმოსავლეთიც "სარაკეტო შანტაჟის" რადიუსში მოაქციეს. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ახლო აღმოსავლეთისთვის დამიზნებული ბირთვულქობინიანი რაკეტები კრემლს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჰქონდა განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე.

"ჩვენ სამი დივიზიონის ანგარებიდან გამოსვლისთანავე ერთი ზალპით გავანადგურებთ თურქეთს, ირანსა და ერაყს, სასწრაფოდ გადავალთ სათადარიგო რაიონში, იქ თელავის შვეულმფრენები ვაზიანიდან ახალ რაკეტებს ჩამოგვიტანენ და ბირთვულ ზალპს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებისკენ გავუშვებთ," - არ გეგონოთ, კოშმარს გიყვებოდეთ. ეს სიტყვები ეკუთვნის პოლკოვნიკ ხუკალენკოს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოში, კერძოდ, საგარეჯოს რაიონში, გომბორში დისლოცირებულ 119-ე სარაკეტო ბრიგადას მეთაურობდა. მუქარა საბჭოთა პოლკოვნიკს შეიძლება კახური ჭაჭის გასინჯვის შემდეგ წამოსცდა, მაგრამ იმ პერიოდში მისი ბრიგადის შეიარაღებაში არსებულ Темп-С ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებს ეს მართლაც შეეძლოთ.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში 119-ე­ სარაკეტო ბრიგადის ჩამოყალიბება 1971 წლის 1-ლი დეკემბრიდან დაიწყო და მისი საბრძოლო ამოცანა საბჭოთა კავშირის სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნებისთვის (მათ შორის - NATO-ს წევრი თურქეთის, ასევე სირიის, ირანისა და ერაყის) ბირთვული სარაკეტო დარტყმების მიყენება იყო.

1965 წელს საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში მიიღო Темп-С ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, რომლის მთავარი კონსტრუქტორი ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ.

Темп-С-ები რამდენიმე წელში უკვე საგარეჯოს რაიონის გზებზეც გამოჩნდნენ. 119-ე სარაკეტო ბრიგადა გომბორის უღელტეხილზე განთავსდა. ჩანს, ამაღლებული ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ისევე, როგორც ახლომდებარე ტყეები, სადაც 12 მ სიგრძის სარაკეტო დანადგარის დამალვა შეეძლოთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია