მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული თხილის გასაჭირი - ვინ აკონტროლებს ბიზნესს?
ქართული თხილის გასაჭირი - ვინ აკონტროლებს ბიზნესს?

ქარ­თულ თხილს მძი­მე დრო უდ­გას. გლე­ხებ­სა და მწარ­მო­ებ­ლებს პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია უჭირთ. თხი­ლის ფასი მკვეთ­რად და­ე­ცა. ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტო­ში, მიმ­ღებ პუნ­ქტებ­ში ერთი კი­ლოგ­რა­მი თხი­ლის ფასი 6-დან 7 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობ­და. გლე­ხე­ბის ვა­რა­უ­დი, რომ წელს მცი­რე მო­სა­ვა­ლია და თხილ­ზე ფასი კი­დევ მო­ი­მა­ტებ­და, არ გა­მარ­თლდა. ამ­ჟა­მად, ერთი კი­ლოგ­რა­მის ფასი 5, 80-დან 6 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. მწარ­მო­ებ­ლე­ბი თხილ­ზე ფა­სის და­წე­ვას თურ­ქე­თის ფაქ­ტო­რით ხსნი­ან.

"თურ­ქეთ­ში წელს თხი­ლი კარ­გი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და. 700 ათას ტო­ნა­ზე მეტი. ამი­ტომ, თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ჩვენს თხილს არ ყი­დუ­ლო­ბენ. თა­ვი­სი ია­ფად აქვთ, თა­ნაც გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი ხა­რის­ხის, ვიდ­რე ჩვე­ნი. ჩვე­ნი თხი­ლი კი წელს უხა­რის­ხო და მცი­რეა", - ამ­ბო­ბენ მწარ­მო­ებ­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ულს თხი­ლის მცი­რე მო­სა­ვალს რომ ელოდ­ნენ, ბპნ ამის შე­სა­ხებ ორი თვის წინ წერ­და. სა­მეგ­რე­ლო­სა და გა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძლი­ერ­მა სი­ცხემ და ქარ­მა მო­სავ­ლის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ფუ­ჭა. ამი­ტომ, გლე­ხე­ბი თხილ­ზე ფა­სის ზრდას ვა­რა­უ­დობ­დნენ. აგ­ვის­ტო­ში მიმ­ღებ პუნ­ქტებ­ში თხი­ლის ფასი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე იც­ვლე­ბო­და, რა­საც ქარ­ხნე­ბი თხი­ლის ხა­რის­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხსნიდ­ნენ. თუმ­ცა, ფა­სის ზრდის მო­ლო­დი­ნი მა­ინც არ­სე­ბობ­და. შარ­შან, ბა­ზარ­ზე ერთი კი­ლოგ­რა­მი თხი­ლის ფასი 10-11 ლარი იყო. მწარ­მო­ებ­ლე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ წელს თხი­ლის ფასი შე­საძ­ლოა 14 ლა­რამ­დეც კი გაზ­რდი­ლი­ყო. მაგ­რამ სექ­ტემ­ბერ­ში სუ­რა­თი მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა - თხილ­ზე ფასი და­ე­ცა, ხოლო მწარ­მო­ებ­ლებს პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია გა­უ­ჭირ­დათ. ზო­გი­ერ­თმა ქარ­ხა­ნამ მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ზო­გი­ერ­თი მწარ­მო­ე­ბე­ლი თხილ­ზე ფა­სის და­ცე­მას ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლის­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნას უკავ­ში­რებს. ეს ვერ­სია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, მუ­სი­რებს. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ დგას თხი­ლის ბიზ­ნე­სის უკან, ამა­ზე ღიად არა­ვინ სა­უბ­რობს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი ბა­ზარ­ზე სხვა მო­თა­მა­შე­ე­ბის, მათ შო­რის, თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის შე­მოს­ვლას ხელს უშ­ლი­ან. და­ბა­ლი ფა­სით კი, ისი­ნი თა­ვად აპი­რე­ბენ ბიზ­ნეს­ში ხე­ლის მოთ­ბო­ბას.

ბპნ თხი­ლის მწარ­მო­ებ­ლებს ესა­უბ­რა. მარ­თა­ლია, ზო­გი­ერ­თმა მე­წარ­მემ ბა­ზარ­ზე მო­ნო­პო­ლის­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა. თუმ­ცა, მათი და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ნა­წილ­მა კი, ეს ვერ­სია სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხა და თხილ­ზე ფა­სის და­ცე­მა მხო­ლოდ თურ­ქე­თის ფაქ­ტორს და­უ­კავ­ში­რა.

თე­ი­მუ­რაზ გო­გო­ხია, შპს "ევ­რო­ნე­თის" დი­რექ­ტო­რი: "ჩვენ­თან ერთი კი­ლოგ­რა­მი თხი­ლის ფასი 6 ლა­რია, რაც ევ­რო­პის ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია. ვი­ღა­ცას თხი­ლის ჩა­ბა­რე­ბა მა­ღალ ფას­ში უნდა, მაგ­რამ ასეც არ არის. წელს თურ­ქე­თი ჩვენ­გან თხილს არ ყი­დუ­ლობს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ქართული თხილის გასაჭირი - ვინ აკონტროლებს ბიზნესს?

ქართული თხილის გასაჭირი - ვინ აკონტროლებს ბიზნესს?

ქართულ თხილს მძიმე დრო უდგას. გლეხებსა და მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ. თხილის ფასი მკვეთრად დაეცა. ჯერ კიდევ აგვისტოში, მიმღებ პუნქტებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6-დან 7 ლარამდე მერყეობდა. გლეხების ვარაუდი, რომ წელს მცირე მოსავალია და თხილზე ფასი კიდევ მოიმატებდა, არ გამართლდა. ამჟამად, ერთი კილოგრამის ფასი 5, 80-დან 6 ლარამდე მერყეობს. მწარმოებლები თხილზე ფასის დაწევას თურქეთის ფაქტორით ხსნიან.

"თურქეთში წელს თხილი კარგი მოსავალი მოვიდა. 700 ათას ტონაზე მეტი. ამიტომ, თურქი ბიზნესმენები ჩვენს თხილს არ ყიდულობენ. თავისი იაფად აქვთ, თანაც გაცილებით უკეთესი ხარისხის, ვიდრე ჩვენი. ჩვენი თხილი კი წელს უხარისხო და მცირეა", - ამბობენ მწარმოებლები.

საქართველოში წლეულს თხილის მცირე მოსავალს რომ ელოდნენ, ბპნ ამის შესახებ ორი თვის წინ წერდა. სამეგრელოსა და გალის ტერიტორიაზე ძლიერმა სიცხემ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი გააფუჭა. ამიტომ, გლეხები თხილზე ფასის ზრდას ვარაუდობდნენ. აგვისტოში მიმღებ პუნქტებში თხილის ფასი დღეში რამდენჯერმე იცვლებოდა, რასაც ქარხნები თხილის ხარისხიდან გამომდინარე ხსნიდნენ. თუმცა, ფასის ზრდის მოლოდინი მაინც არსებობდა. შარშან, ბაზარზე ერთი კილოგრამი თხილის ფასი 10-11 ლარი იყო. მწარმოებლები ვარაუდობდნენ, რომ წელს თხილის ფასი შესაძლოა 14 ლარამდეც კი გაზრდილიყო. მაგრამ სექტემბერში სურათი მკვეთრად შეიცვალა - თხილზე ფასი დაეცა, ხოლო მწარმოებლებს პროდუქტის რეალიზაცია გაუჭირდათ. ზოგიერთმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა.

საგულისხმოა, რომ ზოგიერთი მწარმოებელი თხილზე ფასის დაცემას ბაზარზე მონოპოლისტების გამოჩენას უკავშირებს. ეს ვერსია უკვე რამდენიმე თვეა, მუსირებს. თუმცა, კონკრეტულად ვინ დგას თხილის ბიზნესის უკან, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. ერთ-ერთი ვერსიით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ბაზარზე სხვა მოთამაშეების, მათ შორის, თურქი ბიზნესმენების შემოსვლას ხელს უშლიან. დაბალი ფასით კი, ისინი თავად აპირებენ ბიზნესში ხელის მოთბობას.

ბპნ თხილის მწარმოებლებს ესაუბრა. მართალია, ზოგიერთმა მეწარმემ ბაზარზე მონოპოლისტების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. თუმცა, მათი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. ჩვენი რესპონდენტების ნაწილმა კი, ეს ვერსია საერთოდ გამორიცხა და თხილზე ფასის დაცემა მხოლოდ თურქეთის ფაქტორს დაუკავშირა.

თეიმურაზ გოგოხია, შპს "ევრონეთის" დირექტორი: "ჩვენთან ერთი კილოგრამი თხილის ფასი 6 ლარია, რაც ევროპის ფასებთან შედარებით მაღალია. ვიღაცას თხილის ჩაბარება მაღალ ფასში უნდა, მაგრამ ასეც არ არის. წელს თურქეთი ჩვენგან თხილს არ ყიდულობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია