მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა, საქმე ისევ გამოუძიებელია
ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა, საქმე ისევ გამოუძიებელია

10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის მკვლე­ლო­ბი­დან სამი წლის თავ­ზე საქ­მე ისევ გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია. მოკ­ლუ­ლი ბავ­შვის მა­მის პავ­ლე რა­ფა­ლი­ან­ცის გან­ცხა­დე­ბით, ოჯახს იმე­დი აღარ აქვს, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს გა­მო­ი­ძი­ებს და დამ­ნა­შა­ვე­ებს დას­ჯის.

გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში, 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს მოკ­ლეს. ბავ­შვი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის შემ­დეგ ქვევრში დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. ქვევ­რს ზე­მო­დან ქვა ჰქონ­და და­ფა­რე­ბუ­ლი.

გო­გო­ნას დე­ი­დამ დალი მე­ქე­რიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა არ­ჩევ­ნებს და­უ­კავ­ში­რა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი, მათ შო­რის მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რო­მე­ლიც 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გურ­ჯა­ან­ში კენ­ჭს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" იყ­რი­და.

არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ში­ნა­გან საქ­მე­თა ახალ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე სა­ჯა­როდ დადო პი­რო­ბა, რომ საქ­მეს სწრა­ფად გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ. უფრო მე­ტიც, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა 2012 წლის 29 ნო­ემ­ბერს ისიც კი თქვა, რომ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი სამ კვი­რა­ში ექ­ნე­ბო­და.

2014 წლის აგ­ვის­ტო­ში ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის მამა პავ­ლე რა­ფა­ლი­ან­ცმა გა­ნა­ცხა­და: "ჩემი შვი­ლი იმი­ტომ მოკ­ლეს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სკა­მე­ბის­თვის იბ­რძო­და".

ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის დე­დის თა­თია მე­ქე­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, 2013 წლის ივ­ლის­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში შვი­ლის მკვლე­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას სთხოვ­დნენ.

წყა­რო: ick.ge

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა, საქმე ისევ გამოუძიებელია

ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან სამი წელი გავიდა, საქმე ისევ გამოუძიებელია

10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან სამი წლის თავზე საქმე ისევ გამოუძიებელია. მოკლული ბავშვის მამის პავლე რაფალიანცის განცხადებით, ოჯახს იმედი აღარ აქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედი ხელისუფლების პირობებში ბავშვის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს მოკლეს. ბავშვი გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული.

გოგონას დეიდამ დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კი, მათ შორის მანანა ბერიკაშვილმა დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა.

არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ. უფრო მეტიც, ღარიბაშვილმა 2012 წლის 29 ნოემბერს ისიც კი თქვა, რომ რეალური სურათი სამ კვირაში ექნებოდა.

2014 წლის აგვისტოში ბარბარე რაფალიანცის მამა პავლე რაფალიანცმა განაცხადა: "ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ "ქართული ოცნება" სკამებისთვის იბრძოდა".

ბარბარე რაფალიანცის დედის თათია მექერიშვილის განცხადებით კი, 2013 წლის ივლისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შვილის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა