პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქარვასლაში" საქართველოში წარმოებული ასეულობით პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს
"ქარვასლაში" საქართველოში წარმოებული ასეულობით პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

სა­ვაჭ­რო და ბიზ­ნეს ცენ­ტრ "ქარ­ვას­ლა­ში" სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა იმარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი "ქარ­ვას­ლას­თან" ერ­თად მოძ­რა­ო­ბა kar.ge-ა. გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ში 20-ზე მეტი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს, მათ სტენ­დებ­ზე კი ასე­უ­ლო­ბით პრო­დუქ­ცი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მოძ­რა­ო­ბა kar.ge-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ტა­რი­ელ ზივ­ზი­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბაა.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა თქვენ, მომ­ხმა­რებ­ლებს და­გა­ნა­ხოთ რომ ბა­ზარ­ზე გვაქვს ქარ­თუ­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის. ჩვენ გვინ­და, თქვენ არა მხო­ლოდ გა­ი­გოთ ამის შე­სა­ხებ, არა­მედ, როცა რა­ღა­ცის ყიდ­ვას და­ა­პი­რებთ, პირ­ველ რიგ­ში გა­ნი­ხი­ლოთ სწო­რედ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნის სა­კი­თხი და მხო­ლოდ მას შემ­დეგ იყი­დოთ სხვა, თუ ვერ იშო­ვით ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბი­სას", - გა­ნა­ცხა­და ტა­რი­ელ ზივ­ზი­ვა­ძემ. მოძ­რა­ო­ბა kar.ge-ს დამ­ფუძ­ნებ­ლის გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ში რო­გორც ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი, ისე ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

"მათ შო­რის აქ მომ­სვლელ ადა­მი­ანს დახ­ვდე­ბა ბევ­რი ისე­თი რამ, რაც არ იცის. მა­გა­ლი­თად, რუხი ლა­ვა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია აცხობს. ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ნა­თუ­რა, რაც ჩემ­თვი­საც ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნაა", - გან­მარ­ტა მოძ­რა­ო­ბა kar.ge-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა. გა­მო­ფე­ნა­ზე მი­სულ პი­რებს ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნის გარ­და, მათი და­გე­მოვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვთ.

გა­მო­ფე­ნა დღეს გა­იხ­სნა და ხვალ და­ი­ხუ­რე­ბა.

იხი­ლეთ გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"ქარვასლაში" საქართველოში წარმოებული ასეულობით პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

"ქარვასლაში" საქართველოში წარმოებული ასეულობით პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ "ქარვასლაში" საქართველოში წარმოებული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი "ქარვასლასთან" ერთად მოძრაობა kar.ge-ა. გამოფენა-გაყიდვაში 20-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს, მათ სტენდებზე კი ასეულობით პროდუქციაა წარმოდგენილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ განუცხადა, ღონისძიების მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა თქვენ, მომხმარებლებს დაგანახოთ რომ ბაზარზე გვაქვს ქართული ხარისხიანი პროდუქცია, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის. ჩვენ გვინდა, თქვენ არა მხოლოდ გაიგოთ ამის შესახებ, არამედ, როცა რაღაცის ყიდვას დააპირებთ, პირველ რიგში განიხილოთ სწორედ ქართული პროდუქციის შეძენის საკითხი და მხოლოდ მას შემდეგ იყიდოთ სხვა, თუ ვერ იშოვით ადგილობრივი წარმოებისას", - განაცხადა ტარიელ ზივზივაძემ. მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებლის განმარტებით, გამოფენა-გაყიდვაში როგორც ცნობილი ბრენდები, ისე ნაკლებად ცნობილი კომპანიები მონაწილეობენ.

"მათ შორის აქ მომსვლელ ადამიანს დახვდება ბევრი ისეთი რამ, რაც არ იცის. მაგალითად, რუხი ლავაში, რომელსაც საქართველოში ერთადერთი კომპანია აცხობს. ასევე საქართველოში წარმოებული ნათურა, რაც ჩემთვისაც ახალი აღმოჩენაა", - განმარტა მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელმა. გამოფენაზე მისულ პირებს ქართული პროდუქციის შეძენის გარდა, მათი დაგემოვნების საშუალებაც აქვთ.

გამოფენა დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება.

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია