მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუკეთესო ვარიანტია, ადამიანი გამდინარე წყალში, მდინარეში მოინათლოს" - რა შემთხვევაში არ შეიძლება ნათლობა და ჯვრისწერა
"საუკეთესო ვარიანტია, ადამიანი გამდინარე წყალში, მდინარეში მოინათლოს" - რა შემთხვევაში არ შეიძლება ნათლობა და ჯვრისწერა

ჯვრის­წე­რა და ნათ­ლო­ბა დღეს­დღე­ო­ბით ნე­ბის­მი­ერ დროს არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ეკ­ლე­სია გვირ­ჩევს და­ვიც­ვათ ის წე­სე­ბი, რა­საც ეს სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ა­ლე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამას გარ­და, არის შემ­თხვე­ვა, როცა ჯვრის და­წე­რა სა­სურ­ვე­ლი არ არის.

ამა­ზე უფრო ვრცლად AMBEBI.GE-ს დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანს მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში დად­გე­ნი­ლია შვი­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა. ამ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ში პირ­ვე­ლია ნათ­ლის­ღე­ბა, რა­მე­თუ ნათ­ლის­ღე­ბით ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ის წევ­რი ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ნათ­ლო­ბაც და ჯვრის­წე­რაც ხში­რად სიმ­ბო­ლუ­რად და ქვეც­ნო­ბი­ე­რად აღეს­რუ­ლე­ბა.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც არ უხ­სნის და არ ას­წავ­ლის მო­ნა­წი­ლე­ებს, თუ რა ლოც­ვე­ბი იკი­თხე­ბა ამ დროს, რა დროს შე­იძ­ლე­ბა ჯვრის­წე­რა და რა დროს არა, ვინ უნდა იყოს მიმრქმე­ლი, ანუ ნათ­ლია და რა უნდა ას­წავ­ლოს მან ბავ­შვს

დღეს ნათ­ლო­ბა ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვან გა­რე­მო­ე­ბა­ში ტარ­დე­ბა - სუფ­რა, ოქ­როს ჯვა­რი და მერე ნათ­ლი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ვი­ანთ მო­ვა­ლე­ო­ბას აღარ ას­რუ­ლებს, ბავ­შვი ისე იზ­რდე­ბა, არ იცის მისი ნათ­ლია ვინ არის, რა არის მიმრქმე­ლო­ბა, რა­ტომ მო­ი­ნათ­ლა და ა.შ.

- რო­გორ ნათ­ლავ­დნენ ძვე­ლად და რო­გორ ტარ­დე­ბა ნათ­ლო­ბა ახლა?

- და­ახ­ლო­ე­ბით მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნი­დან დიდი მარ­ხვა ზუს­ტად იმი­ტომ დად­გინ­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, ბავ­შვი იქ­ნე­ბო­და თუ დიდი, დამ­დგა­რიყ­ვნენ კა­თაკ­მევ­ლე­ბად, კა­თაკ­მე­ვე­ლი არის პი­როვ­ნე­ბა, ვინც უნდა მო­ი­ნათ­ლოს. ეს ორ­მოც­დღი­ა­ნი მარ­ხვა ზუს­ტად მათი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი იყო. შემ­დეგ ეპის­კო­პო­სი გა­მო­კი­თხავ­და თუ რო­გორ შე­ის­წავ­ლეს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კა­ტე­ხიზ­მო, დიდ შა­ბათს ხდე­ბო­და მათი ნათ­ლო­ბა, კვი­რას კი ყვე­ლა ერ­თად ეგე­ბე­ბო­და მა­ცხოვ­რის ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მას.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში ერთი დღე აღარ იყო საკ­მა­რი­სი და ეკ­ლე­სი­ამ ნათ­ლო­ბის­თვის სხვა დღე­ე­ბიც გა­ნა­ჩი­ნა. თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა ნათ­ლის­ღე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნის ძეგლის მი­ხედ­ვით, სა­დაც 12 მო­ცი­ქუ­ლის სწავ­ლე­ბა­აა მო­ცე­მუ­ლი, წე­რია, რომ ადა­მი­ა­ნი მო­ი­ნათ­ლოს გამ­დი­ნა­რე წყალ­ში თუ გამ­დი­ნა­რე წყა­ლი არ არის დამ­დგარ წყალ­ში და თუ დამ­დგა­რი წყა­ლიც არ არის შე­იძ­ლე­ბა თავ­ზე სხუ­რე­ბი­თაც მო­ი­ნათ­ლოს.

თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში თით­ქოს გავ­ზარ­მაც­დით და მარ­ტო თავ­ზე წყლის დას­ხმით ვნათ­ლავთ. რა თქმა უნდა, ეს ნათ­ლო­ბად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, რომ ადა­მი­ა­ნი გამ­დი­ნა­რე წყალ­ში, მდი­ნა­რე­ში მო­ი­ნათ­ლოს.

- რო­დის არ შე­იძ­ლე­ბა ჯვრის და­წე­რა?

- ჯვრის­წე­რის დრო­საც იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა, ერთხელ მო­დი­ან წყვი­ლე­ბი, იწე­რენ ჯვარს და არ იცი­ან, რა მო­ვა­ლე­ო­ბა აკის­რი­ათ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, რომ უნდა მი­უ­ტე­ონ, და­უთ­მონ. ბუ­ნებ­რი­ვია მათი ჯვრის­წე­რა არ იქ­ნე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი და ფაქ­ტი სა­ხე­ზეა, მა­გა­ლი­თად სა­პატ­რი­არ­ქო­ში მე­ო­რე სარ­თულ­ზე არის ქო­რე­პის­კო­პო­სის გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყ­რის თავს, რო­მელ­თაც ჯვრის აყრა სურთ.

ჯვრის და­წე­რა სა­სურ­ვე­ლი არ არის მხო­ლოდ მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდ მარ­ხვა­ში

შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბა და ესეც იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, თუ წყვი­ლი მი­დის სა­ზღვარ­გა­რეთ და იქ ჯვრის და­წე­რას ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ, მაგ­რამ ამ დროს ეპის­კო­პო­სის კურ­თხე­ვაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა დიდ მარ­ხვა­ში ეკ­ლე­სია ჯვარს არ სწერს წყვი­ლებს.

- რა­ტომ­ღაც ბევ­რი ჯვარს იწერს და ნათ­ლავს ბავ­შვს შა­ბათს, რამე მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ დღეს?

- ესეც კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ორ­შა­ბათს სამ­სა­ხუ­რი იწყე­ბო­და, შა­ბათს ქორ­წი­ლი და მე­ო­რე დღეს დას­ვე­ნე­ბა და ა.შ. ეკ­ლე­სი­უ­რად სა­სურ­ვე­ლია ჯვრის­წე­რა წირ­ვის შემ­დეგ აღეს­რუ­ლოს. შა­ბათს ლოც­ვის მერე ჯვრის­წე­რა აღარ ხდე­ბა იმი­ტომ, რომ მწუხ­რი დგე­ბა. ჯვრის­წე­რის სა­ი­დუმ­ლო იმ­დე­ნად დიდი სიწ­მინ­დე იყო, რომ პირ­ველ ღა­მეს ცოლ-ქმარს თუ ეკ­ლე­სი­უ­რე­ბი იყ­ვნენ, ურ­თი­ერ­თო­ბაც არ ჰქონ­დათ. კარ­გია თუ ორი­ვე იტყვის აღ­სა­რე­ბას, ლოც­ვას და­ეს­წრე­ბი­ან, კვი­რას ეზი­ა­რე­ბი­ან და წირ­ვის მერე და­ი­წე­რენ ჯვარს. არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ არის, რო­მელ დღეს და­ი­წე­რენ ჯვარს, მაგ­რამ თუ ეკ­ლე­სი­უ­რად უნ­დათ, სა­სურ­ვე­ლია ასე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
1

ერთი ადგილი მაინც მოიყვანოს სახარებებიდან რომ დაადასტუროს რასაც ამბობს ის

 

იზა
0
ბოდიშს ვიხდი მის წინაშე ვინც როლანდს უპასუხა და აუხსნა ნათლობის და ჯვრისწერის მნიშვნელობა,შეცდომით შევაფასებ თქვენი პასუხი.
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საუკეთესო ვარიანტია, ადამიანი გამდინარე წყალში, მდინარეში მოინათლოს" - რა შემთხვევაში არ შეიძლება ნათლობა და ჯვრისწერა

"საუკეთესო ვარიანტია, ადამიანი გამდინარე წყალში, მდინარეში მოინათლოს" - რა შემთხვევაში არ შეიძლება ნათლობა და ჯვრისწერა

ჯვრისწერა და ნათლობა დღესდღეობით ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, თუმცა ეკლესია გვირჩევს დავიცვათ ის წესები, რასაც ეს საეკლესიო რიტუალები ითვალისწინებს. ამას გარდა, არის შემთხვევა, როცა ჯვრის დაწერა სასურველი არ არის.

ამაზე უფრო ვრცლად AMBEBI.GE-ს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრა:

- ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოეხსენება, რომ ეკლესიაში დადგენილია შვიდი საიდუმლოება. ამ საიდუმლოებებში პირველია ნათლისღება, რამეთუ ნათლისღებით ადამიანი ეკლესიის წევრი ხდება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ნათლობაც და ჯვრისწერაც ხშირად სიმბოლურად და ქვეცნობიერად აღესრულება.

სასულიერო პირიც არ უხსნის და არ ასწავლის მონაწილეებს, თუ რა ლოცვები იკითხება ამ დროს, რა დროს შეიძლება ჯვრისწერა და რა დროს არა, ვინ უნდა იყოს მიმრქმელი, ანუ ნათლია და რა უნდა ასწავლოს მან ბავშვს

დღეს ნათლობა ძალიან ბუნდოვან გარემოებაში ტარდება - სუფრა, ოქროს ჯვარი და მერე ნათლიების უმრავლესობა თავიანთ მოვალეობას აღარ ასრულებს, ბავშვი ისე იზრდება, არ იცის მისი ნათლია ვინ არის, რა არის მიმრქმელობა, რატომ მოინათლა და ა.შ.

- როგორ ნათლავდნენ ძველად და როგორ ტარდება ნათლობა ახლა?

- დაახლოებით მეოთხე საუკუნიდან დიდი მარხვა ზუსტად იმიტომ დადგინდა, რომ ადამიანები, ბავშვი იქნებოდა თუ დიდი, დამდგარიყვნენ კათაკმევლებად, კათაკმეველი არის პიროვნება, ვინც უნდა მოინათლოს. ეს ორმოცდღიანი მარხვა ზუსტად მათი მოსამზადებელი პერიოდი იყო. შემდეგ ეპისკოპოსი გამოკითხავდა თუ როგორ შეისწავლეს ქრისტიანული კატეხიზმო, დიდ შაბათს ხდებოდა მათი ნათლობა, კვირას კი ყველა ერთად ეგებებოდა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას.

მოგვიანებით, ეკლესიის ისტორიაში ერთი დღე აღარ იყო საკმარისი და ეკლესიამ ნათლობისთვის სხვა დღეებიც განაჩინა. თანამედროვე რეალობაში ნებისმიერ დროს შეიძლება ნათლისღების ჩატარება. პირველი საუკუნის ძეგლის მიხედვით, სადაც 12 მოციქულის სწავლებააა მოცემული, წერია, რომ ადამიანი მოინათლოს გამდინარე წყალში თუ გამდინარე წყალი არ არის დამდგარ წყალში და თუ დამდგარი წყალიც არ არის შეიძლება თავზე სხურებითაც მოინათლოს.

თანამედროვე რეალობაში თითქოს გავზარმაცდით და მარტო თავზე წყლის დასხმით ვნათლავთ. რა თქმა უნდა, ეს ნათლობად ითვლება, მაგრამ ყველაზე საუკეთესო ვარიანტია, რომ ადამიანი გამდინარე წყალში, მდინარეში მოინათლოს.

- როდის არ შეიძლება ჯვრის დაწერა?

- ჯვრისწერის დროსაც იგივე მდგომარეობაა, ერთხელ მოდიან წყვილები, იწერენ ჯვარს და არ იციან, რა მოვალეობა აკისრიათ ერთმანეთის მიმართ, რომ უნდა მიუტეონ, დაუთმონ. ბუნებრივია მათი ჯვრისწერა არ იქნება ნაყოფიერი და ფაქტი სახეზეა, მაგალითად საპატრიარქოში მეორე სართულზე არის ქორეპისკოპოსის განყოფილება, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს, რომელთაც ჯვრის აყრა სურთ.

ჯვრის დაწერა სასურველი არ არის მხოლოდ მარხვის პერიოდში, განსაკუთრებით დიდ მარხვაში

შეიძლება გამონაკლისის დაშვება და ესეც იშვიათად ხდება ხოლმე. მაგალითად, თუ წყვილი მიდის საზღვარგარეთ და იქ ჯვრის დაწერას ვერ მოახერხებენ, მაგრამ ამ დროს ეპისკოპოსის კურთხევაა საჭირო, თუმცა დიდ მარხვაში ეკლესია ჯვარს არ სწერს წყვილებს.

- რატომღაც ბევრი ჯვარს იწერს და ნათლავს ბავშვს შაბათს, რამე მნიშვნელობა აქვს ამ დღეს?

- ესეც კომუნისტების პერიოდს უკავშირდება იმიტომ, რომ ორშაბათს სამსახური იწყებოდა, შაბათს ქორწილი და მეორე დღეს დასვენება და ა.შ. ეკლესიურად სასურველია ჯვრისწერა წირვის შემდეგ აღესრულოს. შაბათს ლოცვის მერე ჯვრისწერა აღარ ხდება იმიტომ, რომ მწუხრი დგება. ჯვრისწერის საიდუმლო იმდენად დიდი სიწმინდე იყო, რომ პირველ ღამეს ცოლ-ქმარს თუ ეკლესიურები იყვნენ, ურთიერთობაც არ ჰქონდათ. კარგია თუ ორივე იტყვის აღსარებას, ლოცვას დაესწრებიან, კვირას ეზიარებიან და წირვის მერე დაიწერენ ჯვარს. არანაირი წინააღმდეგობა არ არის, რომელ დღეს დაიწერენ ჯვარს, მაგრამ თუ ეკლესიურად უნდათ, სასურველია ასე.