სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა მახარაძის დედა - არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს
ლაშა მახარაძის დედა - არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს

ლაშა მა­ხა­რა­ძის დედა ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს მო­სა­მარ­თლე დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ გა­ა­მარ­თლებს და არ გა­მო­უშ­ვებს.

რო­გორც ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, ნორ­მა რო­მე­ლიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო და 9 თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დას ეხე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში არ მოქ­მე­დებს.

"არ მე­გუ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც ორი კა­ცის მკვლელს ქუ­ჩა­ში გა­მო­უშ­ვებს. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ რაც კა­ნო­ნი გა­მო­ი­ტა­ნა, არ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში პირი ქუ­ჩა­ში გა­მო­უშ­ვან. არ მე­გუ­ლე­ბა ისე­თი მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც მკვლელს გა­რეთ გა­მო­უშ­ვებს და ახალ მკვლე­ლო­ბას ჩა­ი­დენს. არ მაქვს გან­ცდა, რომ მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ში­ლა­ძე მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ოქ­რო­პი­რი­ძეს თა­ვი­სუფ­ლა­ბა­ზე გა­მო­უშ­ვებს", - გა­ნა­ცხა­და ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძემ.

"თუ კა­ნო­ნი კა­ნო­ნობს, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს", - ამის შე­სა­ხებ ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოქ­რო­პი­რი­ძის ად­ვო­კატ­მა მათე ხარ­ჭა­მა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 9-თვი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ შე­ფარ­დე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი პა­ტიმ­რო­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს­თან ისე­ვე მოქ­მე­დებს, რო­გორც იმოქ­მე­და გიგი უგუ­ლა­ვას­თან.

გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე ბრალ­დე­ბუ­ლია ვა­კე­ში აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე 25 წლის ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში. მის მი­მართ ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ერთხელ უკვე იმ­სჯე­ლეს, თუმ­ცა 9-თვი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად მათ ვერ­დიქ­ტი ვერ მი­ი­ღეს. ვა­დის ამო­წურ­ვის დროს კი გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს ახა­ლი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა, ცრუ დას­მე­ნი­სა და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის საქ­მე­ზე, რა­ზეც მას კვლავ პა­ტიმ­რო­ბა გა­ნე­სა­ზღვრა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ლაშა მახარაძის დედა - არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს

ლაშა მახარაძის დედა - არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს

ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე ვარაუდობს, რომ გიორგი ოქროპირიძეს მოსამართლე დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გაამართლებს და არ გამოუშვებს.

როგორც ნინო დიდებულიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, ნორმა რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო და 9 თვიანი პატიმრობის ვადას ეხება, ამ შემთხვევაში არ მოქმედებს.

"არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს. საკონსტიტუციო სასამართლომ რაც კანონი გამოიტანა, არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის საშიში პირი ქუჩაში გამოუშვან. არ მეგულება ისეთი მოსამართლე, რომელიც მკვლელს გარეთ გამოუშვებს და ახალ მკვლელობას ჩაიდენს. არ მაქვს განცდა, რომ მოსამართლე ხათუნა ხარშილაძე მიიღებს გადაწყვეტილებას და ოქროპირიძეს თავისუფლაბაზე გამოუშვებს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

"თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს", - ამის შესახებ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ოქროპირიძის ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 9-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეფარდებული ხელახალი პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ გიორგი ოქროპირიძესთან ისევე მოქმედებს, როგორც იმოქმედა გიგი უგულავასთან.

გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულია ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში. მის მიმართ ბრალდების საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს, თუმცა 9-თვიანი ვადის ამოწურვის პარალელურად მათ ვერდიქტი ვერ მიიღეს. ვადის ამოწურვის დროს კი გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარედგინა, ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე, რაზეც მას კვლავ პატიმრობა განესაზღვრა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ