კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს - ლაშა მახარაძის დედა
არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს - ლაშა მახარაძის დედა

ლაშა მა­ხა­რა­ძის დედა ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს მო­სა­მარ­თლე დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ გა­ა­მარ­თლებს და არ გა­მო­უშ­ვებს. რო­გორც ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, ნორ­მა რო­მე­ლიც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო და 9 თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დას ეხე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში არ მოქ­მე­დებს.

"არ მე­გუ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც ორი კა­ცის მკვლელს ქუ­ჩა­ში გა­მო­უშ­ვებს. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ რაც კა­ნო­ნი გა­მო­ი­ტა­ნა, არ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში პირი ქუ­ჩა­ში გა­მო­უშ­ვან. არ მე­გუ­ლე­ბა ისე­თი მო­სა­მარ­თლე, რო­მე­ლიც მკვლელს გა­რეთ გა­მო­უშ­ვებს და ახალ მკვლე­ლო­ბას ჩა­ი­დენს. არ მაქვს გან­ცდა, რომ მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ში­ლა­ძე მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ოქ­რო­პი­რი­ძეს თა­ვი­სუფ­ლა­ბა­ზე გა­მო­უშ­ვებს", - გა­ნა­ცხა­და ნინო დი­დე­ბუ­ლი­ძემ.

"თუ კა­ნო­ნი კა­ნო­ნობს, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს", - ამის შე­სა­ხებ ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ოქ­რო­პი­რი­ძის ად­ვო­კატ­მა მათე ხარ­ჭა­მა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 9-თვი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ შე­ფარ­დე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი პა­ტიმ­რო­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბის შე­სა­ხებ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს­თან ისე­ვე მოქ­მე­დებს, რო­გორც იმოქ­მე­და გიგი უგუ­ლა­ვას­თან.

გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე ბრალ­დე­ბუ­ლია ვა­კე­ში აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე 25 წლის ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში. მის მი­მართ ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ერთხელ უკვე იმ­სჯე­ლეს, თუმ­ცა 9-თვი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად მათ ვერ­დიქ­ტი ვერ მი­ი­ღეს. ვა­დის ამო­წურ­ვის დროს კი გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს ახა­ლი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა, ცრუ დას­მე­ნი­სა და ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის საქ­მე­ზე, რა­ზეც მას კვლავ პა­ტიმ­რო­ბა გა­ნე­სა­ზღვრა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს - ლაშა მახარაძის დედა

არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს - ლაშა მახარაძის დედა

ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე ვარაუდობს, რომ გიორგი ოქროპირიძეს მოსამართლე დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გაამართლებს და არ გამოუშვებს. როგორც ნინო დიდებულიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, ნორმა რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო და 9 თვიანი პატიმრობის ვადას ეხება, ამ შემთხვევაში არ მოქმედებს.

"არ მეგულება მოსამართლე, რომელიც ორი კაცის მკვლელს ქუჩაში გამოუშვებს. საკონსტიტუციო სასამართლომ რაც კანონი გამოიტანა, არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის საშიში პირი ქუჩაში გამოუშვან. არ მეგულება ისეთი მოსამართლე, რომელიც მკვლელს გარეთ გამოუშვებს და ახალ მკვლელობას ჩაიდენს. არ მაქვს განცდა, რომ მოსამართლე ხათუნა ხარშილაძე მიიღებს გადაწყვეტილებას და ოქროპირიძეს თავისუფლაბაზე გამოუშვებს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

"თუ კანონი კანონობს, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს", - ამის შესახებ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ოქროპირიძის ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 9-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ შეფარდებული ხელახალი პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ გიორგი ოქროპირიძესთან ისევე მოქმედებს, როგორც იმოქმედა გიგი უგულავასთან.

გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულია ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში. მის მიმართ ბრალდების საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს, თუმცა 9-თვიანი ვადის ამოწურვის პარალელურად მათ ვერდიქტი ვერ მიიღეს. ვადის ამოწურვის დროს კი გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარედგინა, ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე, რაზეც მას კვლავ პატიმრობა განესაზღვრა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია