სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება პეკინის #23-ში?- მორიგი საპროტესტო აქცია
რა ხდება პეკინის #23-ში?- მორიგი საპროტესტო აქცია

პე­კი­ნის #23-ში კომ­პა­ნია "ელ­ზუ­როს" წი­ნა­აღ­მდეგ მო­რი­გი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იმარ­თე­ბა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ყო­ფი­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღის, "სა­პოვ­ნე­ლას" შე­ნო­ბის ად­გილ­ზე მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის აგე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. მო­მი­ტინ­გე­ე­ბის თქმით, ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც შეხ­ვდნენ და სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბი გა­აც­ნეს.

"ჩვენ შევხდვით სა­ბურ­თა­ლოს მა­ჟო­რი­ტარს, და­ვით უსუ­ფაშ­ვილს. მას გა­ვა­ცა­ნით ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი, რომ აქ მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა გარ­შე­მომ­ყო­ფი ავა­რი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის კი­დევ უფრო და­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ვე­ლო­დე­ბით ასე­ვე და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თან შეხ­ვედ­რას. ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გად­მო­სად­გმე­ლად სამი დღის ვა­დას ვაძ­ლევთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ყო­ფი­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ას ტექ­ნი­კა არ და­ტო­ვებს, ჩვენ არ შევ­ჩერ­დე­ბით და გა­დავ­კე­ტავთ გზას", - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, მა­რეხ გე­ლაშ­ვილ­მა.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რი, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს არა ამ უბ­ნის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მაა. "ეს არა მარ­ტო ამ უბ­ნის, არა­მედ ამ ქა­ლა­ქის და ამ ქვეყ­ნის პრობ­ლე­მაა. სა­ჭი­როა პრო­ტეს­ტი იყოს ძლი­ე­რი, რომ გა­მო­ი­ბერ­ტყოს ყუ­რე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ და ხე­ე­ბის ჭრის ნაც­ვლად ადა­მი­ა­ნებს მო­უს­მი­ნოს", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, სა­ბავ­შვო ბა­ღი­სა და ხე­ე­ბის ნაც­ვლად კორ­პუ­სე­ბის აშე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

"თბი­ლის­ში სა­ში­ნე­ლი პრობ­ლე­მე­ბია სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის და ბა­ღებ­ში ბავ­შვე­ბის ად­გი­ლე­ბის კუ­თხით. და­ვით ნარ­მა­ნია თავს იქებს, რომ სა­ბავ­შვო ბა­ღებს აშე­ნებს. კი ბა­ტო­ნო, შენ­დე­ბა სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი მარ­თლა, თუმ­ცა რა­ტომ ან­გრევ სა­ბავ­შვო ბაღს იქ, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მე­ბია ამ კუ­თხით", - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ირაკ­ლი აბე­სა­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ მშე­ნებ­ლო­ბის უკან სა­ხელ­მწი­ფოს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი დგა­ნან.

"კომ­პა­ნი­ამ მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად უფა­სოდ ჩა­იგ­დო ხელ­ში. ეს ადა­მი­ა­ნი, ვინც ამის მფლო­ბე­ლია, ზუ­რაბ გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი არის შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და ყვე­ლა­ფე­რი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ მშე­ნებ­ლო­ბას სწო­რედ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მფარ­ვე­ლო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი აბე­სა­ძემ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ტა­ნი­ლი აქვთ ბა­ნე­რე­ბი, წარ­წე­რით: "არ და­გა­ნე­ბებთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის დან­გრე­ვას". საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქეა შეკ­რე­ბი­ლი. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ასე­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

რა ხდება პეკინის #23-ში?- მორიგი საპროტესტო აქცია

რა ხდება პეკინის #23-ში?- მორიგი საპროტესტო აქცია

პეკინის #23-ში კომპანია "ელზუროს" წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები პეკინის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის, "საპოვნელას" შენობის ადგილზე მრავალსართულიანი შენობის აგებას აპროტესტებენ. მომიტინგეების თქმით, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და საკუთარი პირობები გააცნეს.

"ჩვენ შევხდვით საბურთალოს მაჟორიტარს, დავით უსუფაშვილს. მას გავაცანით ჩვენი პრობლემები, რომ აქ მშენებლობის დაწყება გარშემომყოფი ავარიული საცხოვრებელი კორპუსების კიდევ უფრო დაზიანებას გამოიწვევს. ველოდებით ასევე დავით ნარმანიასთან შეხვედრას. ჩვენ ხელისუფლებას მშენებლობის შესაჩერებლად და შემხვედრი ნაბიჯების გადმოსადგმელად სამი დღის ვადას ვაძლევთ. იმ შემთხვევაში თუ ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიას ტექნიკა არ დატოვებს, ჩვენ არ შევჩერდებით და გადავკეტავთ გზას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარეხ გელაშვილმა.

საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არა ამ უბნის, არამედ მთელი საქართველოს პრობლემაა. "ეს არა მარტო ამ უბნის, არამედ ამ ქალაქის და ამ ქვეყნის პრობლემაა. საჭიროა პროტესტი იყოს ძლიერი, რომ გამოიბერტყოს ყურები დედაქალაქის მერიამ და ხეების ჭრის ნაცვლად ადამიანებს მოუსმინოს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, საბავშვო ბაღისა და ხეების ნაცვლად კორპუსების აშენება დაუშვებელია.

"თბილისში საშინელი პრობლემებია საბავშვო ბაღების და ბაღებში ბავშვების ადგილების კუთხით. დავით ნარმანია თავს იქებს, რომ საბავშვო ბაღებს აშენებს. კი ბატონო, შენდება საბავშვო ბაღები მართლა, თუმცა რატომ ანგრევ საბავშვო ბაღს იქ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემებია ამ კუთხით", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი აბესაძე კი მიიჩნევს, რომ მშენებლობის უკან სახელმწიფოს მაღალჩინოსნები დგანან.

"კომპანიამ მრავალმილიონიანი ქონება ფაქტობრივად უფასოდ ჩაიგდო ხელში. ეს ადამიანი, ვინც ამის მფლობელია, ზურაბ გამეზარდაშვილი არის შს მინისტრის მოადგილე და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მშენებლობას სწორედ მაღალჩინოსნები მფარველობენ", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით: "არ დაგანებებთ საცხოვრებელი კორპუსების დანგრევას". საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ასეული მოქალაქეა შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია ასევე საპატრულო პოლიცია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია