პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლიანი მადლენა" პროკურატურას ხელიდან დაუსხლტა?
"სისხლიანი მადლენა" პროკურატურას ხელიდან დაუსხლტა?

მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა-ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი 2014 წელს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, ბა­ქო­ში და­ა­კა­ვეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხმა­უ­რით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მას მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი 1993 წელს გან­სა­კუთ­რე­ბით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი 4 კა­ცის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში წა­უ­ყე­ნა (საქ­მე ეხე­ბა გურ­ჯა­ან­ში იმერ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ამო­წყვე­ტას). ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ იმ­ჟა­მად მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია.

იმ­ხა­ნად ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მად­ლე­ნას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას მი­უს­ჯიდ­ნენ, თუმ­ცა ზვო­რი­კი­ნამ ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში მხო­ლოდ 9 თვე გა­ა­ტა­რა. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ შეძ­ლო საქ­მის დას­რუ­ლე­ბა, საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა და სა­სა­მარ­თლომ ცი­ხი­დან მად­ლე­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა უნდა გაგ­რძელ­დეს, თუმ­ცა ჩვენ­თვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ამა­სო­ბა­ში მად­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და. ის პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აღარ აპი­რებს.

ინ­ტერ­ვიუ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" თვე­ე­ბის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა (იხი­ლეთ: "შე­ვარ­დნა­ძემ 50.000 დო­ლა­რად ჩემი ლიკ­ვი­და­ცია და­უკ­ვე­თა" - ინ­ტერ­ვიუ "სის­ხლი­ან" მად­ლე­ნას­თან) შე­გახ­სე­ნებთ, მას 22 წლის წინ გურ­ჯა­ან­ში მომ­ხდარ შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულ­ში ამ­ხე­ლენ - პრო­კუ­რა­ტუ­რა იმერ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ამო­ხოც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად ასა­ხე­ლებს. "მე ის და­მაბ­რა­ლეს, რაც არ ჩა­მი­დე­ნია", - გვი­თხრა ინ­ტერ­ვი­უს დროს ქალ­ბა­ტონ­მა მად­ლე­ნამ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ქალს "სის­ხლი­ა­ნი მად­ლე­ნას" სა­ხე­ლით იც­ნობს. არა­და, ირ­წმუ­ნე­ბა, ხელი სის­ხლში არა­სო­დეს გა­მის­ვრი­აო.

რო­გორ შეძ­ლო უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა ქალ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლა, ეს შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა გა­არ­კვი­ონ.

მისი ად­ვო­კა­ტი კი პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მის შე­თხზვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

არ­ჩილ შო­ში­კე­ლაშ­ვი­ლი, ად­ვო­კა­ტი:

- ეს ნონ­სენ­სია. ერთი მხრივ, საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლო­შია და პრო­კუ­რა­ტუ­რა იმა­ვე საქ­მე­ზე მად­ლე­ნა ზვო­რი­კი­ნა-ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის­თვის ბრა­ლის ხელ­მე­ო­რედ წა­ყე­ნე­ბას აპი­რებს. ისევ და­ი­წყეს იმა­ვე საქ­მის წარ­მო­ე­ბა. ერ­თსა და იმა­ვე საქ­მე­ზე შე­იძ­ლე­ბა ორი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა? სა­სა­მარ­თლო­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცია აშ­კა­რად სუს­ტი იყო, ვერ წარ­მო­ად­გი­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ 9 ტომი იყო შე­კე­რი­ლი. ახლა ქალ­ბა­ტო­ნი მად­ლე­ნას შვი­ლის­გან, ნონა მა­თი­აშ­ვი­ლის­გან ცდი­ლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას. მისი ბი­ნი­დან ამო­ი­ღეს პი­რა­დი მო­ბი­ლუ­რი და მის მი­მო­წე­რა­ში იქე­ქე­ბი­ან. ეს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა. ნო­ნას არ არის ვალ­დე­ბუ­ლი, სა­კუ­თა­რი დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცეს ჩვე­ნე­ბა. აშ­კა­რად ახა­ლი ბრა­ლის შე­თხზვა უნ­დათ, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვათ. პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­ეძ­ლო სა­სა­მარ­თლო­ში და­ე­კი­თხა მისი შვი­ლი, მაგ­რამ შეგ­ნე­ბუ­ლად მოხ­სნა და­სა­კი­თხთა სი­ი­დან და კი­დევ უამ­რა­ვი მოწ­მე. მხო­ლოდ 13 მოწ­მე მო­იყ­ვა­ნეს.A ახლა ნო­ნას დაჰ­კი­თხა­ვენ 1993 წელს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ ის გა­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყავ­დათ ვი­ღა­ცებს. სად იყ­ვნენ ამ­დე­ნი წელი? ეს საქ­მე ხომ 1993 წლი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რა­შია, ან რა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენ­და ნონა მა­თი­აშ­ვი­ლის აე­რო­პორ­ტი­დან წა­მოყ­ვა­ნა?

- ნონა სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­დი­ო­და?

- ნონა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­ზე მი­დი­ო­და რამ­დე­ნი­მე დღით მოს­კოვ­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"სისხლიანი მადლენა" პროკურატურას ხელიდან დაუსხლტა?

"სისხლიანი მადლენა" პროკურატურას ხელიდან დაუსხლტა?

მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი 2014 წელს, აზერბაიჯანელ და ქართველ სამართალდამცავთა ერთობლივი ძალისხმევით, ბაქოში დააკავეს და საქართველოში დიდი ხმაურით ჩამოიყვანეს. მას მთავარმა პროკურატურამ ბრალი 1993 წელს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 კაცის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში წაუყენა (საქმე ეხება გურჯაანში იმერლიშვილების ოჯახის ამოწყვეტას). ამ ინფორმაციამ იმჟამად მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

იმხანად ქართველი სამართალდამცავები ირწმუნებოდნენ, რომ მადლენას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თუმცა ზვორიკინამ ქალთა კოლონიაში მხოლოდ 9 თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში პროკურატურამ ვერ შეძლო საქმის დასრულება, საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლომ ციხიდან მადლენას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. საქმეზე სასამართლო განხილვა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ამასობაში მადლენა საქართველოდან წავიდა. ის პროკურატურასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრაში" თვეების წინ გამოქვეყნდა (იხილეთ: "შევარდნაძემ 50.000 დოლარად ჩემი ლიკვიდაცია დაუკვეთა" - ინტერვიუ "სისხლიან" მადლენასთან) შეგახსენებთ, მას 22 წლის წინ გურჯაანში მომხდარ შემზარავ დანაშაულში ამხელენ - პროკურატურა იმერლიშვილების ოჯახის ამოხოცვის ორგანიზატორად ასახელებს. "მე ის დამაბრალეს, რაც არ ჩამიდენია", - გვითხრა ინტერვიუს დროს ქალბატონმა მადლენამ. საზოგადოება ამ ქალს "სისხლიანი მადლენას" სახელით იცნობს. არადა, ირწმუნება, ხელი სისხლში არასოდეს გამისვრიაო.

როგორ შეძლო უმძიმესი ბრალდებით დაკავებულმა ქალმა საქართველოდან გასვლა, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ.

მისი ადვოკატი კი პროკურატურას საქმის შეთხზვაში ადანაშაულებს.

არჩილ შოშიკელაშვილი, ადვოკატი:

- ეს ნონსენსია. ერთი მხრივ, საქმე განსახილველად სასამართლოშია და პროკურატურა იმავე საქმეზე მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილისთვის ბრალის ხელმეორედ წაყენებას აპირებს. ისევ დაიწყეს იმავე საქმის წარმოება. ერთსა და იმავე საქმეზე შეიძლება ორი განაჩენის გამოტანა? სასამართლოში პროკურატურის პოზიცია აშკარად სუსტი იყო, ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, იმის მიუხედავად, რომ 9 ტომი იყო შეკერილი. ახლა ქალბატონი მადლენას შვილისგან, ნონა მათიაშვილისგან ცდილობენ ინფორმაციის მიღებას. მისი ბინიდან ამოიღეს პირადი მობილური და მის მიმოწერაში იქექებიან. ეს კანონის დარღვევაა. ნონას არ არის ვალდებული, საკუთარი დედის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. აშკარად ახალი ბრალის შეთხზვა უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ. პროკურატურას შეეძლო სასამართლოში დაეკითხა მისი შვილი, მაგრამ შეგნებულად მოხსნა დასაკითხთა სიიდან და კიდევ უამრავი მოწმე. მხოლოდ 13 მოწმე მოიყვანეს.A ახლა ნონას დაჰკითხავენ 1993 წელს მომხდარი ფაქტის გამო. მოგეხსენებათ, მაშინ ის გატაცებული ჰყავდათ ვიღაცებს. სად იყვნენ ამდენი წელი? ეს საქმე ხომ 1993 წლიდან პროკურატურაშია, ან რა აუცილებლობას წარმოადგენდა ნონა მათიაშვილის აეროპორტიდან წამოყვანა?

- ნონა საქართველოდან მიდიოდა?

- ნონა რუსეთის მოქალაქეა, ოჯახურ საქმეებზე მიდიოდა რამდენიმე დღით მოსკოვში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია