სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა შეიცვალოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი მისაღები სისტემა გვქონდეს - გიგი თევზაძე
რა უნდა შეიცვალოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი მისაღები სისტემა გვქონდეს - გიგი თევზაძე

ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფი­ლი რექ­ტო­რი გიგი თევ­ზა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მო­შიმ­ში­ლე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში უკე­თე­სი მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მის მო­დელს აღ­წერს.

"რაც შე­ე­ხე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­სა­ღებ გა­მოც­დებს და მო­შიმ­ში­ლე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს:

ის, რომ ქვე­ყა­ნის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში 44 000 ად­გი­ლია შე­სავ­სე­ბი, გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 40 000 აბი­ტუ­რი­ენ­ტი, ხოლო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად 18 000 თუ ცოტა მეტი ად­გი­ლი შე­უვ­სე­ბე­ლი რჩე­ბა - მი­უ­თი­თებს, რომ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სის­ტე­მა არა­ნა­ლებ პრობ­ლე­მუ­რია, ვიდ­რე 2003 წლამ­დე იყო.

გან­მარ­ტე­ბა რა­ტომ: ერ­თის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო ამ­ბობს, რომ უნი-ებს შე­უძ­ლი­ათ 44 000 სტუ­დენტს ას­წავ­ლონ. მე­ო­რეს მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია, სკო­ლას 40 000 ამ­თავ­რებს, მაგ­რამ მათ­გან მხო­ლოდ ზო­გი­ერთს თუ შე­უძ­ლია სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში.

ამით სა­ხელ­მწი­ფო ხელს უწყობს კონ­კუ­რენ­ცი­ას, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან და­ი­კა­ვონ ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მათ რი­ცხვს აღე­მა­ტე­ბა. ამი­ტომ, ვი­თარ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სია, კერ­ძო რე­პე­ტი­ტო­რო­ბა, სა­დაც, ჩემი ვა­რა­უ­დით, ყო­ველ­წლი­უ­რად, მშობ­ლე­ბი 100 000 000-მდე ლარს ხარ­ჯა­ვენ.

რო­გორც მახ­სოვს, 2003 წლი­სათ­ვის ეს თან­ხა 20 000 000-ს არ აღე­მა­ტე­ბო­და. შე­დე­გად ვი­ღებთ ვი­თა­რე­ბას, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი მზად არი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა გა­და­ი­ხა­დონ შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში, და რე­ა­ლუ­რად, იხ­დი­ან უაზ­რო კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც მათი შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბას არა­ნა­ი­რად ეხ­მა­რე­ბა.

სა­ბო­ლოო დას­კვნა ასე­თია: აბ­სურ­დუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო "უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­სა­ღებ გა­მოც­დებს"არ­ქმევს, სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბო­და, რომ არა ამ გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის, შვი­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, მშობ­ლე­ბის მიერ გა­ღე­ბუ­ლი 100 მი­ლი­ო­ნი ლარი, რო­მე­ლიც, სხვა, უფრო გო­ნივ­რუ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, და­ი­ხარ­ჯე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბა­ზე, კვლე­ვა­ზე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

***

დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში უკე­თე­სი მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მა იქ­ნე­ბო­და: 1. სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა; 2. უსდ-ებში სა­ხელ­მწი­ფო სა­ყო­ველ­თაო მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­და­კე­თე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მი­სა­ღებ გა­მოც­დე­ბად (ვი­საც უნდა გავა, ვი­საც არ უნდა - არ გავა. თან ასე­თი სის­ტე­მა ხელს შე­უ­წყობ­და სას­წავ­ლო გრან­ტის გა­სა­ცემ სხვა, არა­სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მე­ბის გა­ჩე­ნას); 3. უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სა­კუ­თა­რი მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მის გა­კე­თე­ბა.

ასე­თი მიდ­გო­მა და­ზო­გავ­და რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ასე­ვე კერ­ძო თან­ხებს და არ­სე­ბუ­ლი გა­უ­გე­ბა­რი და არა­სა­ჭი­რო კონ­კუ­რენ­ცი­ის მა­გივ­რად (გა­გახ­სე­ნებთ - წელს უსდ-ების 4400 ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 4000 აბი­ტუ­რი­ენ­ტის კონ­კურ­სი), შემ­ქნი­და რე­ა­ლურ კონ­კუ­რენ­ცი­ას და და­მა­ტე­ბით თან­ხებს მო­ი­ზი­დავ­და უშუ­ა­ლოდ უნი-ებში (და არა რო­გორც ეს დღე­საა - ყო­ველ­წლი­უ­რად 100 000 000 ლარი რე­პე­ტი­ტო­რებ­ში იხარ­ჯე­ბა).

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2003 წლის შემ­დეგ ბევ­რი რამ გა­კეთ­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის, 2003-მდე არ­სე­ბუ­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის ხერ­ხე­მა­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ერთი ამ­ბა­ვია სკო­ლის (12 კლა­სის) დამ­თავ­რე­ბა, და მე­ო­რე - უნი-ში ჩა­ბა­რე­ბა (იმი­ტომ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი - "ეს სხვა რა­მეა") - იგი­ვე დარ­ჩა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, კვლე­ვის და სწავ­ლე­ბის ხა­რისხს და მო­მა­ვალს: ვფიქ­რობ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რაც კი შე­იძ­ლე­ბო­და მიღ­წე­უ­ლი­ყო სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო სა­აკ­რე­დი­ტა­ციო სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, უკვე მიღ­წე­უ­ლია. პრინ­ცი­პუ­ლი სი­ახ­ლის მიღ­წე­ვა, ამ სის­ტე­მა­ში, ვფიქ­რობ შე­უძ­ლე­ბე­ლია და თუ პრინ­ცი­პუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მოხ­და, მხო­ლოდ უკუს­ვლას მი­ვი­ღებთ. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და კვლე­ვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე დაყ­რდნო­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კვლე­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვი დიდი ნა­ბი­ჯი უნდა იყოს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლე­ბის და სა­აკ­რე­დი­ტა­ციო სის­ტე­მის გან­სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბა (პრი­ვა­ტი­ზა­ცია, რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცია).

***

"და ბო­ლოს, რა­ტომ ვთვლი, რომ რო­გორც უმაღ­ლე­სი, ასე­ვე, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პრი­ვა­ტი­ზა­ცია/რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად:

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ისე­თი სის­ტე­მა, სა­დაც აღ­სრუ­ლე­ბაც და აღ­სრუ­ლე­ბის გარე კონ­ტრო­ლი ერ­თსა და იმა­ვე ხელ­შია, არა­ე­ფექ­ტუ­რად, ნე­პო­ტის­ტუ­რად და უხარსხოდ მუ­შა­ობს. ამი­ტომ, სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლია წესი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბა (პრო­ცე­სი) და სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბის გარე კონ­ტრო­ლი სხვა­დას­ხვა ხელ­შია. მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვით და­წყე­ბუ­ლი, კერ­ძო სა­წარ­მო­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ზე­მოდთქმუ­ლი თით­ქოს­და ცხა­დია, მაგ­რამ ყვე­ლას ავი­წყდე­ბა, როცა სა­უ­ბა­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­სა­ხე­ბაა (სამ­წუ­ხა­როდ, მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში არა).

სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რო­გორც პრო­ცე­სი (სკო­ლე­ბი, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი), ასე­ვე, პრო­ცე­სის კონ­ტრო­ლი (აკ­რე­დი­ტა­ცია, ავ­ტო­რი­ზა­ცია) სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­შია. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის კერ­ძო სას­წავ­ლებ­ლე­ბი ამინდს ვერ ცვლი­ან, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში არი­ან იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც იმ ინ­სტი­ტუ­ტის სა­კუთ­რე­ბაა, რო­მე­ლიც მა­თი­ვე (კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის) ხა­რისხს აკონ­ტრო­ლებს.

ამი­ტომ, სა­ნამ ეს (გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სის და გარე კონ­ტრო­ლის სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში ყოფ­ნა) არ შე­იც­ვლე­ბა, რა­ი­მე ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. იდე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბო­და, თუკი არც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ნა­წი­ლე­ბი და არც გარე კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ დარ­ჩე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­ში.

პრი­ვა­ტი­ზა­ცია/რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ბევ­რი ვერ­სი­აა ცნო­ბი­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი­დან შე­რე­უ­ლამ­დე. თუმ­ცა, თუკი სა­ჭი­როა სწრა­ფად და შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯე­ბით ხა­რის­ხის მიღ­წე­ვა, სხვა გზა უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს", - წერს თევ­ზა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა უნდა შეიცვალოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი მისაღები სისტემა გვქონდეს - გიგი თევზაძე

რა უნდა შეიცვალოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი მისაღები სისტემა გვქონდეს - გიგი თევზაძე

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მოშიმშილე აბიტურიენტების თემას ეხმაურება და უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი მისაღები სისტემის მოდელს აღწერს.

"რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს და მოშიმშილე აბიტურიენტებს:

ის, რომ ქვეყანის უმაღლეს სასწავლებლებში 44 000 ადგილია შესავსები, გამოცდებზე დარეგისტრირებულია 40 000 აბიტურიენტი, ხოლო გამოცდების შედეგად 18 000 თუ ცოტა მეტი ადგილი შეუვსებელი რჩება - მიუთითებს, რომ უმაღლესი განათლების სახელმწიფო რეგულირების სისტემა არანალებ პრობლემურია, ვიდრე 2003 წლამდე იყო.

განმარტება რატომ: ერთის მხრივ, სახელმწიფო ამბობს, რომ უნი-ებს შეუძლიათ 44 000 სტუდენტს ასწავლონ. მეორეს მხრივ, სახელმწიფო ამბობს, რომ მართალია, სკოლას 40 000 ამთავრებს, მაგრამ მათგან მხოლოდ ზოგიერთს თუ შეუძლია სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში.

ამით სახელმწიფო ხელს უწყობს კონკურენციას, სადაც აბიტურიენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან დაიკავონ ის ადგილები, რომლების რაოდენობაც მათ რიცხვს აღემატება. ამიტომ, ვითარდება მსოფლიოში უძველესი პროფესია, კერძო რეპეტიტორობა, სადაც, ჩემი ვარაუდით, ყოველწლიურად, მშობლები 100 000 000-მდე ლარს ხარჯავენ.

როგორც მახსოვს, 2003 წლისათვის ეს თანხა 20 000 000-ს არ აღემატებოდა. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც მშობლები მზად არიან დიდი რაოდენობის თანხა გადაიხადონ შვილების განათლებაში, და რეალურად, იხდიან უაზრო კონკურენციაში, რომელიც მათი შვილების განათლებას არანაირად ეხმარება.

საბოლოო დასკვნა ასეთია: აბსურდული კონკურენცია, რომელსაც სახელმწიფო "უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს"არქმევს, სასაცილო იქნებოდა, რომ არა ამ გამოცდებისათვის, შვილების მოსამზადებლად, მშობლების მიერ გაღებული 100 მილიონი ლარი, რომელიც, სხვა, უფრო გონივრული და ადეკვატური სისტემის პირობებში, დაიხარჯებოდა განათლებაზე, კვლევაზე და განვითარებაზე.

***

დღევანდელ ვითარებაში უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი მისაღები სისტემა იქნებოდა: 1. სავალდებულო მისაღები გამოცდების გაუქმება; 2. უსდ-ებში სახელმწიფო საყოველთაო მისაღები გამოცდების გადაკეთება სახელმწიფო სასწავლო გრანტის მისაღებ გამოცდებად (ვისაც უნდა გავა, ვისაც არ უნდა - არ გავა. თან ასეთი სისტემა ხელს შეუწყობდა სასწავლო გრანტის გასაცემ სხვა, არასახელმწიფო სისტემების გაჩენას); 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ აბიტურიენტების საკუთარი მისაღები სისტემის გაკეთება.

ასეთი მიდგომა დაზოგავდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო თანხებს და არსებული გაუგებარი და არასაჭირო კონკურენციის მაგივრად (გაგახსენებთ - წელს უსდ-ების 4400 ადგილზე მიმდინარეობდა 4000 აბიტურიენტის კონკურსი), შემქნიდა რეალურ კონკურენციას და დამატებით თანხებს მოიზიდავდა უშუალოდ უნი-ებში (და არა როგორც ეს დღესაა - ყოველწლიურად 100 000 000 ლარი რეპეტიტორებში იხარჯება).

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებისათვის, 2003-მდე არსებული კორუმპირებული სისტემის ხერხემალი, რომლის მიხედვითაც ერთი ამბავია სკოლის (12 კლასის) დამთავრება, და მეორე - უნი-ში ჩაბარება (იმიტომ, რომ უნივერსიტეტი - "ეს სხვა რამეა") - იგივე დარჩა.

რაც შეეხება თავად უმაღლეს სასწავლებლების მდგომარეობას, კვლევის და სწავლების ხარისხს და მომავალს: ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, რაც კი შეიძლებოდა მიღწეულიყო სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების და სახელმწიფო სააკრედიტაციო სისტემის პირობებში, უკვე მიღწეულია. პრინციპული სიახლის მიღწევა, ამ სისტემაში, ვფიქრობ შეუძლებელია და თუ პრინციპული ცვლილებები არ მოხდა, მხოლოდ უკუსვლას მივიღებთ. უმაღლესი განათლების და კვლევის წარმატებული სისტემების მქონე ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კვლევასა და განვითარებაში შემდგომი წარმატების მისაღწევი დიდი ნაბიჯი უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებელების და სააკრედიტაციო სისტემის განსახელმწიფოება (პრივატიზაცია, რეგიონალიზაცია).

***

"და ბოლოს, რატომ ვთვლი, რომ როგორც უმაღლესი, ასევე, სასკოლო განათლების სისტემის პრივატიზაცია/რეგიონალიზაცია აუცილებელია წარმატების მისაღწევად:

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ისეთი სისტემა, სადაც აღსრულებაც და აღსრულების გარე კონტროლი ერთსა და იმავე ხელშია, არაეფექტურად, ნეპოტისტურად და უხარსხოდ მუშაობს. ამიტომ, სისტემის ეფექტური მუშაობისათვის დადგენილია წესი, რომლის მიხედვითაც სისტემის მუშაობა (პროცესი) და სისტემის მუშაობის გარე კონტროლი სხვადასხვა ხელშია. მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება, სახელმწიფო მართვით დაწყებული, კერძო საწარმოებით დამთავრებული. ზემოდთქმული თითქოსდა ცხადია, მაგრამ ყველას ავიწყდება, როცა საუბარი განათლების სისტემის შესახებაა (სამწუხაროდ, მარტო საქართველოში არა).

საქართველოში, განათლების სისტემის როგორც პროცესი (სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, პროფესიული განათლების დაწესებულებები), ასევე, პროცესის კონტროლი (აკრედიტაცია, ავტორიზაცია) სახელმწიფოს ხელშია. მცირე რაოდენობის კერძო სასწავლებლები ამინდს ვერ ცვლიან, თუნდაც იმიტომ, რომ კონკურენციაში არიან იმ დაწესებულებებთან, რომლებიც იმ ინსტიტუტის საკუთრებაა, რომელიც მათივე (კერძო დაწესებულებების) ხარისხს აკონტროლებს.

ამიტომ, სანამ ეს (განათლების პროცესის და გარე კონტროლის სახელმწიფოს საკუთრებაში ყოფნა) არ შეიცვლება, რაიმე ინსტიტუციური წარმატების მიღწევაზე ლაპარაკიც ზედმეტია. იდეალური მდგომარეობა იქნებოდა, თუკი არც განათლების სისტემის ნაწილები და არც გარე კონტროლის მექანიზმები არ დარჩებოდა სახელმწიფოს ხელში.

პრივატიზაცია/რეგიონალიზაციის ბევრი ვერსიაა ცნობილი, რადიკალურიდან შერეულამდე. თუმცა, თუკი საჭიროა სწრაფად და შედარებით ნაკლები დანახარჯებით ხარისხის მიღწევა, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს", - წერს თევზაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს