პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

19

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე" - ირაკლი ალასანია
"არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე" - ირაკლი ალასანია

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენტზე და ამავდრო­უ­ლად, მთა­ვარ­სარ­დალ­ზე თავ­დას­ხმე­ბი ქვეყ­ნის იმიჯს აზი­ა­ნებს. ამის შე­სა­ხებ ალა­სა­ნი­ამ დღეს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე - "ევ­რო­პის ახა­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ლან­დშაფ­ტი: უსაფრ­თხო­ე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბა ფრონ­ტის­პი­რა ქვეყ­ნებ­ში" სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

თავ­დაცვსი ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ისა­უბ­რა, თუ რა არის სა­ჭი­რო, რათა სა­ქარ­თვე­ლოს გზა ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. ამ მხრივ, ალა­სა­ნი­ამ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის რო­ლიც აღ­ნიშ­ნა. მისი თქმით, ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა, თუ ჩვენ თვალს დავ­ხუ­ჭავთ იმ მიღ­წე­ვებ­ზე, რაც წინა მთავ­რო­ბას აქვს. კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის კუ­თხით.

რაც შე­ე­ხე­ბა ნატო-სთან ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ალა­სა­ნი­ას თქმით, ნატო-სთან ინ­ტეგ­რა­ცი­ის სურ­ვი­ლი 90-იანი წლე­ბი­დან მო­დის, რო­დე­საც ქვეყ­ნის მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტმა ახ­სე­ნა ნატო-ს კარ­ზე და­კა­კუ­ნე­ბა. შემ­დეგ, რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის, ისე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს გვაქვს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ხედ­ვა იმის შე­სა­ხებ, რომ ჩვენ გვსურს ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია. ალა­სა­ნი­ას თქმით, ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­როა, სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს გეგ­მა, ერ­თი­ა­ნი ხედ­ვა და მიდ­გო­მა და ასე­ვე სა­ჭი­როა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა წინ წა­ვი­დეს.

"უნდა იყოს ნაკ­ლე­ბი თავ­დას­ხმე­ბი პრე­ზი­დენტზე, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ლი­დერ­ზე და მთა­ვარ­სარ­დალ­ზე, ეს ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის იმიჯს.

გარ­და ამი­სა, უნდა შე­იც­ვა­ლოს არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახლა არის გა­სამ­მა­გე­ბუ­ლი. ჩვენ გვაქვს ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც არა­ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რი სრულ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენტზე და ამ დროს ნუ­ლო­ვა­ნი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­გორც გარე ფაქ­ტო­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ისე ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ და მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ამ ვი­თა­რე­ბას ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი შეც­ვლის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

"არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე" - ირაკლი ალასანია

"არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე" - ირაკლი ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, პრეზიდენტზე და ამავდროულად, მთავარსარდალზე თავდასხმები ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ამის შესახებ ალასანიამ დღეს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავდაცვსი ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა, თუ რა არის საჭირო, რათა საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წარმატებული იყოს. ამ მხრივ, ალასანიამ წინა ხელისუფლებების როლიც აღნიშნა. მისი თქმით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ ჩვენ თვალს დავხუჭავთ იმ მიღწევებზე, რაც წინა მთავრობას აქვს. კერძოდ, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.

რაც შეეხება ნატო-სთან ინტეგრაციას, ალასანიას თქმით, ნატო-სთან ინტეგრაციის სურვილი 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ქვეყნის მეორე პრეზიდენტმა ახსენა ნატო-ს კარზე დაკაკუნება. შემდეგ, როგორც სააკაშვილის მთავრობის, ისე მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს გვაქვს დეკლარირებული ხედვა იმის შესახებ, რომ ჩვენ გვსურს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ალასანიას თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, საქართველოს ჰქონდეს გეგმა, ერთიანი ხედვა და მიდგომა და ასევე საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა წინ წავიდეს.

"უნდა იყოს ნაკლები თავდასხმები პრეზიდენტზე, როგორც ჩვენი ქვეყნის ლიდერზე და მთავარსარდალზე, ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს.

გარდა ამისა, უნდა შეიცვალოს არაფორმალური მმართველობა, რომელიც ახლა არის გასამმაგებული. ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არაფორმალური ლიდერი სრულ კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და პარლამენტზე და ამ დროს ნულოვანი ანგარიშვალდებულება აქვს, ეს ძალიან ცუდია, როგორც გარე ფაქტორების თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნითაც", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ვითარებას ახალი საპარლამენტო არჩევნები შეცვლის.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."