აზერბაიჯანში დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მიწისძვრის ეპიცენტრი შექის რეგიონში დაფიქსირდა. მისმა სიმძლავრემ აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრში 6 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები თბილისის დროით 08.49 საათზე დაფიქსირდა.