პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ქართული სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი
სამი ქართული სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი

მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი თავ­ყვანს სცე­მენ ღვთის­მშობ­ლის სხვა­დას­ხვა ხატს, მათ შო­რის არის ქარ­თუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბის მქო­ნე ხა­ტე­ბიც, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გა­ნა­დი­დებ­დნენ. მათ შო­რი­საა აწყუ­რის, წილკ­ნი­სა და ბოდ­ბის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა დროს შე­მო­ვი­და და დამ­კვიდ­რდა.

აწყუ­რის ხატი ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წუ­ლის პირ­ვე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ქარ­თვე­ლებ­მა პირ­ვე­ლად იხი­ლეს მათი მფარ­ვე­ლი.

აწყუ­რის ხატი

მა­ცხოვ­რის ამაღ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­ცი­ქუ­ლებ­მა წილი ჰყა­რეს, - სა­ქა­და­გებ­ლად ვინ სად წა­სუ­ლი­ყო. ღვთის­მშო­ბელს წი­ლად ხვდა სა­ქარ­თვე­ლო. გა­და­წყვი­ტა კი­დეც აქეთ წა­მოს­ვლა, მაგ­რამ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დრო მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო და გა­და­ი­ფიქ­რა.

მა­შინ ღვთსმშო­ბელს სა­კუ­თა­რი ძე, უფა­ლი გა­მო­ე­ცხა­და და უთხრა, - ნუ მი­ა­ტო­ვებ შენს წილ­ხვედრ ქე­ყა­ნას, გაგ­ზავ­ნე ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი, თან, შენი ხატი გა­ა­ტა­ნე, რომ იქა­უ­რებს იცავ­დე­სო. ღვთის­მშო­ბელ­მა მო­ცი­ქულს უფ­ლის და­ნა­ბა­რე­ბი გა­დას­ცა. მო­ი­თხო­ვა ფი­ცა­რი, მი­ი­დო სა­ხე­ზე, სა­დაც მისი ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი გა­მო­ი­სა­ხა. შემ­დეგ ის ან­დრია მო­ცი­ქულს გა­დას­ცა, და­ლო­ცა, მო­ცი­ქულ მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, მის წინ და­ემ­ხო და წმინ­და ხა­ტით სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­მო­ე­მარ­თა.

გზა­ში ურ­წმუ­ნო­თა­გან უამ­რა­ვი გან­საც­დე­ლი და­ით­მი­ნა, გა­ჩე­რე­ბამ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მო­უ­წია. წმინ­და ხა­ტის შე­წევ­ნით, ქრის­ტი­ა­ნულ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­აქ­ცია.

ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი სამ­ცხე­ში ერთ და­ბას მი­ად­გა, რო­მელ­საც სო­სან­გეთს ეძახ­დნენ (ახ­ლან­დელ აწყურს). იქა­უ­რე­ბი თაყ­ვანს სცემ­დნენ კერ­პებს, სა­დაც ასე­ვე სა­კუ­თა­რი ღვაწ­ლით, ბევ­რი გა­აქ­რის­ტი­ა­ნა, ლოც­ვი­თა და ხა­ტით მკვდა­რიც აღად­გი­ნა. ას­წავ­ლა ხალ­ხს ქრის­ტეს სჯუ­ლი, და­უდ­გი­ნა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ნი, მერე კი ისევ გზას გა­უდ­გა. იქა­უ­რე­ბი შე­ე­ვედრნენ, ღვთის­მშობ­ლის ხატი მათ­თვის და­ე­ტოვ­ნე­ბი­ნა. მო­ცი­ქულ­მა თხოვ­ნა შე­უს­რუ­ლა და ხა­ტის შექ­მნის ამ­ბავ­საც მო­უყ­ვა. როცა შე­ი­ტყვეს, რომ მათი მფარ­ვე­ლი ღვთის­მშო­ბე­ლი იყო, ყვე­ლა სი­ხა­რუ­ლით აღივ­სო.

წმინ­და ან­დრი­ამ გზა გა­ნაგ­რძო, წმინ­და ხატი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა. აწყუ­რის ღვის­მშო­ბე­ლი უამ­რავ სას­წა­ულს აღას­რუ­ლებ­და...

სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში დაკ­რძა­ლუ­ლია მა­ცხოვ­რის კვარ­თი, სიმ­ბო­ლო ეკ­ლე­სი­ის ერ­თი­ა­ნო­ბი­სა, რა­საც არ აღი­ა­რებ­დნენ სამ­ცხის ათა­ბა­გე­ბი, მცხე­თის საყ­დრის­გან გა­მო­ყო­ფას ცდი­ლობ­დნენ. ამის გამო სამ­ცხე მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი­გან და­ცა­რი­ელ­და. იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა ღვთის­მშობ­ლის ხატ­მაც და ამის შემ­დეგ იყო, რომ სამ­ცხე-სა­ა­თა­ბა­გოს მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მაჰ­მა­დი­ან­და. მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მეს­ხე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ფანტნენ, თან წა­ი­ღეს წმინ­და ხა­ტე­ბი, ჯვრე­ბი, გად­მო­ცე­მე­ბი, ლე­გენ­დე­ბი და იმე­დი, რომ დად­გე­ბო­და დრო, როცა მეხ­სეთს ქრის­ტი­ა­ნი პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნდე­ბო­და, აწყუ­რის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტიც და­უბ­რუნ­დე­ბო­და თავ­და­პირ­ველ ად­გილს, შე­მო­იკ­რებ­და ყო­ველ მხა­რეს გა­ფან­ტულ მეს­ხებს.

მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი წმინ­და ხატი ჩას­ვე­ნე­ბუ­ლია ტრიპ­ტი­ქის სა­ხის მო­ჭე­დილ კუ­ბო­ში, რო­მე­ლიც, წარ­წე­რის თა­ნახ­მად, შეს­რუ­ლე­ბუ­ლია იმე­რე­თის მე­ფის სო­ლო­მონ I-ის შეკ­ვე­თით 1764 წელს. არა­ვინ იცის აღ­დგე­ბა თუ არა აწყუ­რის საყ­და­რი და ინე­ბებს თუ არა ღვთის­მშობ­ლის ხატი (უკვე მუ­ზე­უ­მის ტყვე­ო­ბი­დან თავ­დახ­სნი­ლი) იქ დამ­კვიდ­რე­ბას, მაგ­რამ მა­ცხოვ­რი ბრძა­ნებს, რომ იგია ჩვე­ნი მცვე­ლი უკა­ნას­კნელ ჟა­მამ­დე.

წილკ­ნის ღვთის­მშო­ბე­ლი

წილკ­ნის ღვთის­მშობ­ლის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხატი, თა­ვი­სი მად­ლმო­სი­ლე­ბით ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­მე­ლიც მორ­წმუ­ნე­ებს დი­დად უყ­ვარ­დათ.

ამ სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტის შექ­მნა ლუკა მა­ხა­რე­ბელს მი­ე­წე­რე­ბა. ხატი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რცე­ლე­ბის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში, მეფე მი­რი­ა­ნის ძის – ბა­ქა­რის დროს ბი­ზან­ტი­ი­დან ჩა­მო­ას­ვე­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ის თა­ვი­დან­ვე მეფე ბა­ქა­რის მიერ წილ­კან­ში აშე­ნე­ბულ ეკ­ლე­სი­ა­ში დაბ­რძან­და, სა­დაც უამ­რავ სას­წა­ულს ახ­დენ­და და სა­ი­და­ნაც მი­ი­ღო თა­ვი­სი სა­ხელ­წო­დე­ბაც.

წილკ­ნის ღვთის­მშობ­ლის ფერ­წე­რუ­ლი ხატი უპირ­ვე­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც გა­მო­სა­ხუ­ლია ოდი­გიტ­რი­ის ტი­პის ღვთის­მშობ­ლის ნა­ხე­ვარ­ფი­გუ­რა და მის ორი­ვე მხა­რეს – წმინ­და მი­ქა­ელ და გაბ­რი­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზე­ბი. ფერ­წე­რა ტემ­პე­რის სა­ღე­ბა­ვე­ბი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ხატი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ოთხ ბი­ზან­ტი­უ­რი მი­ნან­ქრის მე­და­ლი­ონს შე­ი­ცავს. მას­ზეა მო­ჭე­დი­ლი ფირ­ფი­ტე­ბი წმი­და გი­ორ­გი­სა და ღვთის­მშობ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც XVI სა­უ­კუ­ნეს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

ხატს ჩარ­ჩო­ზე და­ფე­ნი­ლი მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის გლუვ­ზე­და­პი­რი­ა­ნი ფირ­ფი­ტე­ბი ამ­შვე­ნებს. წილკ­ნის ღვთის­მშობ­ლის ხატი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ერთ-ერთ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს, რად­გან ასე­თი ფერ­წე­რუ­ლი ხა­ტე­ბი ცო­ტაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი.

1926 წლი­დან წილკ­ნის ღვთის­მშობ­ლის ხატი სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ზე­უ­მის განძთ­სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა. ტა­ძარ­ში კი ამ­ჟა­მად ხა­ტის ას­ლია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი.

ბოდ­ბის ივე­რი­ის ღვთის­მშო­ბე­ლი

ის ათო­ნის ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის ას­ლია, რო­მე­ლიც აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბით არის გან­დი­დე­ბუ­ლი. მდე­ბა­რე­ობს ბოდ­ბის დე­და­თა სა­ვა­ნე­ში, წმინ­და ნი­ნოს საფ­ლავ­ზე. ხატი 1905 წელს ათო­ნის მთა­ზე და­ი­წე­რა.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მო­ნას­ტე­რი გა­უქ­მდა და დე­დე­ბი სხვა­დას­ხვა მხა­რეს გა­ი­ფანტნენ. სა­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ა­ვად­მყო­ფო გა­იხ­სნა და ივე­რი­ის ხატს მისი პერ­სო­ნა­ლი მა­გი­დად იყე­ნებ­და. რამ­დე­ნი­მე მო­ნა­ზო­ნი მო­წყა­ლე­ბის დის სა­ხით მო­ნას­ტერ­ში დარ­ჩა და წმი­და ნი­ნოს საფ­ლავს ფა­რუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

მო­ნას­ტრის მახ­ლობ­ლად მცხოვ­რე­ბი მორ­წმუ­ნე ქალ­ბა­ტო­ნი რა­ი­სას მო­ნა­თხრო­ბი: მისი დედა რენტგე­ნის კა­ბი­ნეტ­ში სა­ნი­ტა­რად მუ­შა­ობ­და. რამ­დე­ნი­მე ფა­რულ მო­ნა­ზონ­თა­გან ერთ-ერთი, რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი დედა მაგ­და­ლი­ნაც იყო. მას გა­გო­ნი­ლი ჰქონ­და, რომ წმინ­და ნინო სა­ქარ­თვე­ლო­ში ფე­ხით ჩა­ვი­და და მის საფ­ლავ­თან დამ­კვიდ­რე­ბა ისურ­ვა. დედა მაგ­და­ლი­ნა ფერმ­წე­რიც ყო­ფი­ლა. მას უთხო­ვია რა­ი­სას დე­დის­თვის, რო­გორ­ღაც გა­მო­ვი­თხო­ვოთ ხატი და და­ზი­ა­ნე­ბულ ნა­წი­ლებს აღ­ვად­გე­ნო. მა­ნამ­დე კი ასე­თი რამ მომ­ხდა­რა: რენტგე­ნის კა­ბი­ნე­ტის ექიმს ხატი სახ­ლში წა­უ­ღია და თა­ვა­დაც მა­გი­დათ იყე­ნებ­და. მცი­რე ხან­ში მისი შვი­ლი მძი­მედ და­ა­ვა­დე­ბუ­ლა. სიზ­მარ­ში ექიმს ღვთის­მშო­ბე­ლი გა­მო­ცხა­დე­ბია და უთ­ქვამს, სა­ნამ ხატს ად­გილ­ზე არ და­აბ­რუ­ნებ, შენს შვილს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბაო. შე­ში­ნე­ბულ ექიმს სიწ­მინ­დე უკან და­უბ­რუ­ნე­ბია, მაგ­რამ მი­ზე­ზი ხმა­მაღ­ლა არ უთ­ქვამს. მა­შინ რა­ი­სას დე­დას შე­უ­თა­ვა­ზე­ბია, ჩა­მოვ­წე­როთ რო­გორც უვარ­გი­სი ინ­ვენ­ტა­რი და აქა­უ­რო­ბას გა­ვა­ცი­ლო­თო. მარ­თლაც ასე მოქ­ცე­უ­ლან. დედა მაგ­და­ლი­ნამ სწო­რად რა­ი­სას სახ­ლში აღად­გი­ნა ეს სიწ­მინ­დე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჩარ­ჩო­ში ჩა­უს­ვამთ და კვლავ თა­ვის პირ­ვან­დელ ად­გილ­ზე და­უბ­რძა­ნე­ბი­ათ.

ღვთის­მშობ­ლის ამ ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთ ამ­ბავს ჰყვე­ბი­ან:

იმ სო­ფელ­ში, სა­დაც დე­და­თა მო­ნას­ტე­რი იმ­ყო­ფე­ბა, ერთი "ჩე­კის­ტი" ცხოვ­რობ­და და რე­ლი­გი­ურ სიწ­მინ­დე­ებს სი­ძულ­ვი­ლით შე­უ­რა­ცხყოფ­და. ხელი ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხატ­ზეც აღ­მარ­თა - სახე და­უ­სე­რა და სა­გან­გე­ბო­დაც და­ი­სა­ჯა: ჯან­მრთე­ლი და საღ­სა­ლა­მა­თი მო­უ­ლედ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ფელ­ში დღემ­დე ლა­პა­რა­კო­ბენ, თუ რო­გორ და­ი­სა­ჯა მთე­ლი მისი შთა­მო­მავ­ლო­ბა, ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით რო­გორ ამო­წყდა მთე­ლი მისი ოჯა­ხი.

ივე­რი­ის ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის მი­რონ­მდი­ნა­რე ხატი დღეს მო­ნას­ტრის ერთ-ერთ სიწ­მი­დეს წარ­მო­ად­გენს.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სამი ქართული სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი

სამი ქართული სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი

მართლმადიდებლები თავყვანს სცემენ ღვთისმშობლის სხვადასხვა ხატს, მათ შორის არის ქართული სახელწოდების მქონე ხატებიც, რომლებსაც ჩვენი წინაპრები განადიდებდნენ. მათ შორისაა აწყურის, წილკნისა და ბოდბის ღვთისმშობლის ხატები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა დროს შემოვიდა და დამკვიდრდა.

აწყურის ხატი ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომლის მეშვეობითაც ქართველებმა პირველად იხილეს მათი მფარველი.

აწყურის ხატი

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, მოციქულებმა წილი ჰყარეს, - საქადაგებლად ვინ სად წასულიყო. ღვთისმშობელს წილად ხვდა საქართველო. გადაწყვიტა კიდეც აქეთ წამოსვლა, მაგრამ მისი გარდაცვალების დრო მოახლოებული იყო და გადაიფიქრა.

მაშინ ღვთსმშობელს საკუთარი ძე, უფალი გამოეცხადა და უთხრა, - ნუ მიატოვებ შენს წილხვედრ ქეყანას, გაგზავნე ანდრია პირველწოდებული, თან, შენი ხატი გაატანე, რომ იქაურებს იცავდესო. ღვთისმშობელმა მოციქულს უფლის დანაბარები გადასცა. მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, სადაც მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. შემდეგ ის ანდრია მოციქულს გადასცა, დალოცა, მოციქულ მადლიერების ნიშნად, მის წინ დაემხო და წმინდა ხატით საქართველოსკენ გამოემართა.

გზაში ურწმუნოთაგან უამრავი განსაცდელი დაითმინა, გაჩერებამ სხვადასხვა ადგილას მოუწია. წმინდა ხატის შეწევნით, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ბევრი ადამიანი მოაქცია.

ანდრია პირველწოდებული სამცხეში ერთ დაბას მიადგა, რომელსაც სოსანგეთს ეძახდნენ (ახლანდელ აწყურს). იქაურები თაყვანს სცემდნენ კერპებს, სადაც ასევე საკუთარი ღვაწლით, ბევრი გააქრისტიანა, ლოცვითა და ხატით მკვდარიც აღადგინა. ასწავლა ხალხს ქრისტეს სჯული, დაუდგინა სასულიერო პირნი, მერე კი ისევ გზას გაუდგა. იქაურები შეევედრნენ, ღვთისმშობლის ხატი მათთვის დაეტოვნებინა. მოციქულმა თხოვნა შეუსრულა და ხატის შექმნის ამბავსაც მოუყვა. როცა შეიტყვეს, რომ მათი მფარველი ღვთისმშობელი იყო, ყველა სიხარულით აღივსო.

წმინდა ანდრიამ გზა განაგრძო, წმინდა ხატი კი საქართველოში დარჩა. აწყურის ღვისმშობელი უამრავ სასწაულს აღასრულებდა...

სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალულია მაცხოვრის კვართი, სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა, რასაც არ აღიარებდნენ სამცხის ათაბაგები, მცხეთის საყდრისგან გამოყოფას ცდილობდნენ. ამის გამო სამცხე მართლმადიდებლებიგან დაცარიელდა. იქაურობა დატოვა ღვთისმშობლის ხატმაც და ამის შემდეგ იყო, რომ სამცხე-საათაბაგოს მოსახლეობა გამაჰმადიანდა. მართლმადიდებელი მესხები მთელ საქართველოში გაიფანტნენ, თან წაიღეს წმინდა ხატები, ჯვრები, გადმოცემები, ლეგენდები და იმედი, რომ დადგებოდა დრო, როცა მეხსეთს ქრისტიანი პატრონი გამოუჩნდებოდა, აწყურის ღვთისმშობლის ხატიც დაუბრუნდებოდა თავდაპირველ ადგილს, შემოიკრებდა ყოველ მხარეს გაფანტულ მესხებს.

მუზეუმში დაცული წმინდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც, წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს. არავინ იცის აღდგება თუ არა აწყურის საყდარი და ინებებს თუ არა ღვთისმშობლის ხატი (უკვე მუზეუმის ტყვეობიდან თავდახსნილი) იქ დამკვიდრებას, მაგრამ მაცხოვრი ბრძანებს, რომ იგია ჩვენი მცველი უკანასკნელ ჟამამდე.

წილკნის ღვთისმშობელი

წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, თავისი მადლმოსილებით ყოველთვის გამოირჩეოდა, რომელიც მორწმუნეებს დიდად უყვარდათ.

ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა ლუკა მახარებელს მიეწერება. ხატი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში, მეფე მირიანის ძის – ბაქარის დროს ბიზანტიიდან ჩამოასვენეს. სავარაუდოა, რომ ის თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დაბრძანდა, სადაც უამრავ სასწაულს ახდენდა და საიდანაც მიიღო თავისი სახელწოდებაც.

წილკნის ღვთისმშობლის ფერწერული ხატი უპირველესია საქართველოში, სადაც გამოსახულია ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლის ნახევარფიგურა და მის ორივე მხარეს – წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ფერწერა ტემპერის საღებავებითაა შესრულებული. ხატი განვითარებული შუა საუკუნეების ოთხ ბიზანტიური მინანქრის მედალიონს შეიცავს. მასზეა მოჭედილი ფირფიტები წმიდა გიორგისა და ღვთისმშობლის გამოსახულებებით, რომლებიც XVI საუკუნეს განეკუთვნება.

ხატს ჩარჩოზე დაფენილი მეთვრამეტე საუკუნის გლუვზედაპირიანი ფირფიტები ამშვენებს. წილკნის ღვთისმშობლის ხატი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ იშვიათობას წარმოადგენს, რადგან ასეთი ფერწერული ხატები ცოტაა შემორჩენილი.

1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში ინახება. ტაძარში კი ამჟამად ხატის ასლია დაბრძანებული.

ბოდბის ივერიის ღვთისმშობელი

ის ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლია, რომელიც აღსრულებული სასწაულებით არის განდიდებული. მდებარეობს ბოდბის დედათა სავანეში, წმინდა ნინოს საფლავზე. ხატი 1905 წელს ათონის მთაზე დაიწერა.

საბჭოთა კავშირის დროს მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და წმიდა ნინოს საფლავს ფარულად ემსახურებოდა.

მონასტრის მახლობლად მცხოვრები მორწმუნე ქალბატონი რაისას მონათხრობი: მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტარად მუშაობდა. რამდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი, რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, რომ წმინდა ნინო საქართველოში ფეხით ჩავიდა და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და დაზიანებულ ნაწილებს აღვადგენო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა: რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თავადაც მაგიდათ იყენებდა. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ დაავადებულა. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკან დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ როგორც უვარგისი ინვენტარი და აქაურობას გავაცილოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორად რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.

ღვთისმშობლის ამ ხატთან დაკავშირებით კიდევ ერთ ამბავს ჰყვებიან:

იმ სოფელში, სადაც დედათა მონასტერი იმყოფება, ერთი "ჩეკისტი" ცხოვრობდა და რელიგიურ სიწმინდეებს სიძულვილით შეურაცხყოფდა. ხელი ივერიის ღვთისმშობლის ხატზეც აღმართა - სახე დაუსერა და საგანგებოდაც დაისაჯა: ჯანმრთელი და საღსალამათი მოულედნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი.

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი დღეს მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს.

მოამზადა ლალი ფაციამ

რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს - "ეს სანატრელი დღე დადგა - ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავალთ სამუშაო რეჟიმში"

ახალი მილიონერი საქართველოში!

სემეკში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა