კემრბიჯის ჰერცოგი პრინცი უილიამი ნორფოლკში დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის ვერტმფრენის თანაპილოტად მუშაობს. ფონდი დაშავებული და ავადმყოფი ადამიანების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ნორფოლკის, სუფოლკის, კემბრიჯშირის და ბედფორდშირის საზღვრებში.
სამუშაო მოიცავს ღამის სმენებს და შობა დღეს მუშაობას, სამსახურს არ აქვს სასადილო. ექიმი ჯერემი მაუგერი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს: "ჩვენი გუნდი შესანიშნავი ადამიანებისგნ არის დაკომპლექტებული და ველით ჰერცოგთან ერთად მუშაობის დაწყებას".
ვერტმფრენის მთავარი პილოტი პატრიკ პილი აცხადებს: "ეს ძალიან კარგი სიახლეა საქველმოქმედო ფონდისთვის და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მისმა აღმატებულებამ ჩვენთან ერთად ფრენა გადაწყვიტა. დარწმუნებული ვართ, ეს ფაქტი ქველმოქმედების საზღვრებს გააფართოებს და მთელი ბრიტანეთის ფარგლებში სხვა საქველმოქმედო საჰაერო სასწრაფოებიც გაჩნდება.
metro.co.uk