სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიანეთელმა სპორტსმენებმა ორი რეკორდი დაამყარეს
თიანეთელმა სპორტსმენებმა ორი რეკორდი დაამყარეს

თი­ა­ნე­თის სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულ "თი­ა­ნე­თო­ბა 2015"-ზე, ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა - გი­ორ­გი მა­თუ­რელ­მა და ნო­დარ ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვილ­მა მუშ­ტებ­ზე აზიდ­ვებ­ში რე­კორ­დე­ბი და­ამ­ყა­რეს. ღო­ნის­ძი­ე­ბას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი და­ეს­წრნენ. და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა სპორ­ტსმე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რე­კორ­დე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის სერ­თი­ფი­კა­ტე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

გი­ორ­გი მა­თუ­რე­ლის­თვის გუ­შინ­დე­ლი სარ­ე­კორ­დო ას­პა­რე­ზო­ბა რი­გით მე­ექ­ვსე იყო. 28 წლის ძა­ლო­სანს წარ­სულ­ში ხუთი რე­კორ­დი აქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი აზიდ­ვე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბებ­ში. ამ­ჯე­რად მან 28.9 კგ (60 ფუნ­ტის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი) წო­ნის ტვირ­თით, მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მუშტზე ერთ წუთ­ში 60-ჯერ აი­ზი­და და სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­ბი­უ­ტი ჰქონ­და 24 წლის ნო­დარ ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვილ­საც. მან 45-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ზურგჩან­თით ორი­ვე ხე­ლის მუშტზე ერთ წუთ­ში 58 აზიდ­ვა შე­ას­რუ­ლა. ამ სა­ხე­ო­ბა­ში სარ­ე­კორ­დო შე­დე­გი სხვა­დას­ხვა დროს ეკუთ­ვნო­დათ ქარ­თველ, ამე­რი­კელ და ფრანგ სპორ­ტსმე­ნებს, უკა­ნას­კნე­ლი მიღ­წე­ვის ავ­ტო­რი კი გი­ორ­გი მა­თუ­რე­ლი იყო, რო­მელ­მაც 2 თვის წინ თი­ა­ნეთ­ში ოლიმ­პი­უ­რი ჩი­რაღ­დნის ეს­ტა­ფე­ტი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე 38 აზიდ­ვა შე­ას­რუ­ლა.

იხი­ლეთ ვრცლად

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

თიანეთელმა სპორტსმენებმა ორი რეკორდი დაამყარეს

თიანეთელმა სპორტსმენებმა ორი რეკორდი დაამყარეს

თიანეთის სახალხო დღესასწაულ "თიანეთობა 2015"-ზე, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა - გიორგი მათურელმა და ნოდარ ცალუღელაშვილმა მუშტებზე აზიდვებში რეკორდები დაამყარეს. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. დავით უსუფაშვილმა სპორტსმენები საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

გიორგი მათურელისთვის გუშინდელი სარეკორდო ასპარეზობა რიგით მეექვსე იყო. 28 წლის ძალოსანს წარსულში ხუთი რეკორდი აქვს დამყარებული აზიდვების სხვადასხვა სახეობებში. ამჯერად მან 28.9 კგ (60 ფუნტის ეკვივალენტი) წონის ტვირთით, მარჯვენა ხელის მუშტზე ერთ წუთში 60-ჯერ აიზიდა და საუკეთესო შედეგი აჩვენა.

წარმატებული დებიუტი ჰქონდა 24 წლის ნოდარ ცალუღელაშვილსაც. მან 45-კილოგრამიანი ზურგჩანთით ორივე ხელის მუშტზე ერთ წუთში 58 აზიდვა შეასრულა. ამ სახეობაში სარეკორდო შედეგი სხვადასხვა დროს ეკუთვნოდათ ქართველ, ამერიკელ და ფრანგ სპორტსმენებს, უკანასკნელი მიღწევის ავტორი კი გიორგი მათურელი იყო, რომელმაც 2 თვის წინ თიანეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 38 აზიდვა შეასრულა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა