სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კარბელაშვილი ბოდიშს იხდის: "ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა..."
გიორგი კარბელაშვილი ბოდიშს იხდის: "ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა..."

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი ბო­დიშს იხ­დის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ჭეს­თან ჯდო­მი­სა და გი­ნე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უხ­სნის, თუ რა მოხ­და ინ­ცი­დენ­ტის ღა­მეს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მისი თა­ნამ­გზავ­რი მა­მა­კა­ცის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, მის საქ­ცი­ელ­ზე პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბას კი "უტაქ­ტოს და არა­კო­რექ­ტულს" უწო­დებს.

"ნება მო­მე­ცით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ქმე­დე­ბა ატა­რებ­და წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის ნიშ­ნებს, ჩემს საქ­ცი­ელს - ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მას და გი­ნე­ბას - გა­მარ­თლე­ბა არა აქვს და გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ.

ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ავუხ­სნა, რა მოხ­და. ყო­ველ წელს ცხრა აგ­ვის­ტოს ქვიშ­ხეთ­ში აღ­ვნიშ­ნავთ ჩემი ოჯა­ხის ომში გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის, დათო ბლი­ა­ძის წლის­თავს. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა, სუფ­რა­ზე დავ­ლიე. რეს­ტორ­ნი­დან გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გა­მა­ჩე­რა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა. მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ პატ­რუ­ლი­სათ­ვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია. შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ და­მა­კა­ვა და მთე­ლი ღამე მა­ტა­რებ­და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერთ მო­მენ­ტში ქვიშ­ხეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი ნა­ჭარ­მა­გევ­ში და ვი­ფიქ­რე, რომ ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­ყავ­დით.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის მო­რიგ უტაქ­ტო და არა­კო­რექ­ტულ გან­ცხა­დე­ბას [იხი­ლეთ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა], მას­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ზედ­მე­ტად მი­მაჩ­ნია.

და­სას­რულს, მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლას, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ ჩემი თა­ნამ­გზავ­რი, გარ­დაც­ვლი­ლი და­ვით ბლი­ა­ძის ბი­ძაშ­ვი­ლი ელ­გუ­ჯა ბლი­ა­ძე, რო­მელ­საც მომ­ხდარ­ში არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­უ­ძღვის", - ნათ­ქვა­მია კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ა­გენ­ტო ნიუს.ჯი-მ გა­ავ­რცე­ლა.

თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ ამ­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლით, იხი­ლეთ თეგი #გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გიორგი კარბელაშვილი ბოდიშს იხდის: "ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა..."

გიორგი კარბელაშვილი ბოდიშს იხდის: "ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა..."

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი ბოდიშს იხდის ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომისა და გინების გამო, საზოგადოებას უხსნის, თუ რა მოხდა ინციდენტის ღამეს, სამართალდამცავებს მისი თანამგზავრი მამაკაცის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, მის საქციელზე პრემიერის განცხადებას კი "უტაქტოს და არაკორექტულს" უწოდებს.

"ნება მომეცით, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო მომხდარი ინციდენტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიციელების ქმედება ატარებდა წინასწარგანზრახული პროვოკაციის ნიშნებს, ჩემს საქციელს - ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომას და გინებას - გამართლება არა აქვს და გულწრფელად ვნანობ.

ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა. ყოველ წელს ცხრა აგვისტოს ქვიშხეთში აღვნიშნავთ ჩემი ოჯახის ომში გარდაცვლილი მეგობრის, დათო ბლიაძის წლისთავს. როგორც საზოგადოებამ ნახა, სუფრაზე დავლიე. რესტორნიდან გამოსვლისთანავე გამაჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატრულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. შედეგად, პოლიციამ დამაკავა და მთელი ღამე მატარებდა სხვადასხვა მიმართულებით. ერთ მომენტში ქვიშხეთში დაკავებული აღმოვჩნდი ნაჭარმაგევში და ვიფიქრე, რომ ცხინვალის მიმართულებით მივყავდით.

რაც შეეხება პრემიერმინისტრის მორიგ უტაქტო და არაკორექტულ განცხადებას [იხილეთ ღარიბაშვილის განცხადება], მასზე პასუხის გაცემა ზედმეტად მიმაჩნია.

დასასრულს, მინდა მოვუწოდო ყველას, გაათავისუფლონ ჩემი თანამგზავრი, გარდაცვლილი დავით ბლიაძის ბიძაშვილი ელგუჯა ბლიაძე, რომელსაც მომხდარში არავითარი დანაშაული არ მიუძღვის", - ნათქვამია კარბელაშვილის განცხადებაში, რომელიც სააგენტო ნიუს.ჯი-მ გაავრცელა.

თუ გაინტერესებთ ამბის ყველა დეტალით, იხილეთ თეგი #გიორგი კარბელაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."