პოლიტიკა
კონფლიქტები

6

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:37-ზე, მთვარე ვერძშია რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამარშრუტო ტაქსების მუშაობა ხვალიდან აღდგება
სამარშრუტო ტაქსების მუშაობა ხვალიდან აღდგება

თბი­ლის­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის გა­ფი­ცუ­ლი მძღო­ლე­ბი მუ­შა­ო­ბას ხვალ გა­ნაგ­რძო­ბენ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ფი­ცუ­ლე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს. მათი თქმით, მძღო­ლე­ბი თა­ნახ­მა არი­ან, რომ გა­ფიც­ვა შე­წყვი­ტონ და ხვალ დი­ლი­დან და­უბ­რუნ­დნენ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. "გა­ვა­ცა­ნით დღეს, "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­თან" გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი მძღო­ლებს და მი­ვი­ღეთ ერ­თი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და­ვუბ­რუნ­დეთ", - აცხა­დე­ბენ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­ში.

დიდი დიღ­მი­დან და დიღ­მის მა­სი­ვი­დან თბი­ლი­სის უბ­ნებ­ში მოძ­რა­ვი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი ორი დღის წინ გა­ი­ფიც­ნენ. ისი­ნი კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" მხრი­დან რამ­დე­ნი­მე მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. დღეს გა­ფი­ცუ­ლი მძღო­ლე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი­სა და კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, სა­დაც პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­თან­ხმე­ბა შედ­გა.

მძღო­ლებს სულ 8 მო­თხოვ­ნა ჰქონ­დათ, კერ­ძოდ: კომ­პა­ნი­ა­სა და მძღო­ლებს შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა; მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ზუს­ტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის და გა­და­სა­ხა­დის თან­ხის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა; მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის სა­პა­ტიო მი­ზე­ზის გამო გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ფუ­ლა­დი თან­ხის არ დაგ­რო­ვე­ბა; ავ­ტო­მან­ქა­ნის მო­ი­ჯა­რის მიერ მინ­დო­ბილ პირ­ზე გა­და­ფორ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნა­მუ­შე­ვა­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­ხის ჩათ­ვლა ახალ მე­წარ­მე­ზე; შა­ბათ-კვი­რას და უქმე დღე­ებ­ზე შე­სა­ტა­ნი თან­ხის დღი­უ­რი გეგ­მის დაკ­ლე­ბა სე­ზო­ნუ­რად ზამ­თარ­სა და ზა­ფხულ­ში; ზე­თის შეც­ვლის, ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის, რე­მონ­ტის დად­გე­ნილ ვა­დებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მძღო­ლის მიერ არ­ჩე­უ­ლი ტექ­მომ­სა­ხუ­რე­ბის ობი­ექ­ტზე; გა­ჩე­რე­ბულ დღე­ებ­ზე ძვე­ლი ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვა. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნა­თია მი­ქი­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რომ პრობ­ლე­მურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნი­ა­სა და მძღო­ლებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია.

"სა­თი­თა­ოდ ყვე­ლა სა­კი­თხი გა­ვი­ა­რეთ. მოხ­და მძღო­ლე­ბის სურ­ვი­ლე­ბის და პრე­ტენ­ზი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. კომ­პა­ნი­ამ კი სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბი და­ა­ფიქ­სი­რა. შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლია. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ყვე­ლა მძღო­ლი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ მო­თხოვ­ნებს და თხოვ­ნებს, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას აქვს და აღ­დგე­ბა მოძ­რა­ო­ბა. იმე­დი მაქვს, რომ მაქ­სი­მუმ ხვალ დი­ლამ­დე მძღო­ლე­ბი და­უბ­რუნ­დე­ბი­ან სა­მუ­შაო ად­გი­ლებს, ხოლო მძღოლს, რო­მე­ლიც უარს იტყვის მუ­შა­ო­ბა­ზე, მას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უ­უქ­მდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მძღო­ლე­ბის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბულ მო­თხოვ­ნებს, რო­გორც მი­ქი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბით წარ­მო­შო­ბი­ლი ძვე­ლი ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა მოხ­დე­ბა.

"ძვე­ლი ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა არის ძა­ლი­ან გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი ცნე­ბა. არ­სე­ბობს ვალი სუ­ბი­ექ­ტუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბით წარ­მო­შო­ბი­ლი. ობი­ექ­ტურ მი­ზე­ზებს შო­რის არის ოლიმ­პი­ა­დის დროს გზის გა­და­კეტ­ვა, სტი­ქი­ის დროს მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა. ამ დღე­ე­ბი­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა მოხ­დე­ბა. ასე­ვე, რო­დე­საც ფუჭ­დე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­დე­საც არის ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა და არის გა­ჩე­რე­ბუ­ლი უფრო მეტი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა თქმა უნდა, ასე­ვე მოხ­დე­ბა ამ ვა­ლის ჩა­მო­წე­რა. ეს აქამ­დეც ასე იყო, მაგ­რამ ამას მი­ე­ცე­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე", - გა­ნა­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გეგ­მა ისე­დაც შემ­ცი­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა მოხ­და შე­თან­ხმე­ბა გრა­ფიკ­ზე.

მი­ქი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში გეგ­მა გა­და­სუ­ლია ზა­ფხუ­ლის რე­ჟიმ­ზე, რო­გორც ეს ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა. თა­ვად მძღო­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­უ­ბა­რი წა­რი­მარ­თა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად და ბევრ სა­კი­თხზე მო­ხერ­ხდა შე­თან­ხმე­ბა.

მძღო­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის შე­დე­გებს გა­აც­ნო­ბენ დიღ­მის მა­სივ­ში მდე­ბა­რე ავ­ტო­პარკში შეკ­რე­ბილ მძღო­ლებს და გა­ფიც­ვის შე­წყვე­ტას­თან ან გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღე­ბენ.

დღე­ვან­დე­ლი შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად, #32 სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზის მძღო­ლებს შე­ჩე­რე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზია აღუდ­გე­ბათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამოიყენებს თუ არა აშშ-ი საქართვოს ხელისუფლების მისამართით დამატებით შემზღუდავ მექანიზმებს

სამარშრუტო ტაქსების მუშაობა ხვალიდან აღდგება

სამარშრუტო ტაქსების მუშაობა ხვალიდან აღდგება

თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაფიცული მძღოლები მუშაობას ხვალ განაგრძობენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაფიცულების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განუცხადეს. მათი თქმით, მძღოლები თანახმა არიან, რომ გაფიცვა შეწყვიტონ და ხვალ დილიდან დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. "გავაცანით დღეს, "თბილისის მიკროავტობუსთან" გამართული მოლაპარაკებების შედეგები მძღოლებს და მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ადგილებს დავუბრუნდეთ", - აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.

დიდი დიღმიდან და დიღმის მასივიდან თბილისის უბნებში მოძრავი სამარშრუტო ტაქსები ორი დღის წინ გაიფიცნენ. ისინი კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" მხრიდან რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. დღეს გაფიცული მძღოლების საინიციატივო ჯგუფისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

მძღოლებს სულ 8 მოთხოვნა ჰქონდათ, კერძოდ: კომპანიასა და მძღოლებს შორის დადებული ხელშეკრულებების გადახედვა; მიკროავტობუსების ზუსტი ღირებულების და გადასახადის თანხის გასაჯაროება; მიკროავტობუსის საპატიო მიზეზის გამო გაჩერების შემთხვევაში ფულადი თანხის არ დაგროვება; ავტომანქანის მოიჯარის მიერ მინდობილ პირზე გადაფორმების შემთხვევაში ნამუშევარი წლების განმავლობაში თანხის ჩათვლა ახალ მეწარმეზე; შაბათ-კვირას და უქმე დღეებზე შესატანი თანხის დღიური გეგმის დაკლება სეზონურად ზამთარსა და ზაფხულში; ზეთის შეცვლის, ტექნიკური მომსახურების, რემონტის დადგენილ ვადებში განხორციელება მძღოლის მიერ არჩეული ტექმომსახურების ობიექტზე; გაჩერებულ დღეებზე ძველი ვალების ჩამოწერა და უსაფრთხოების სამსახურის უფლებების გადახედვა. კომპანიის წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა ჟურნალისტებს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიასა და მძღოლებს შორის შეთანხმება მიღწეულია.

"სათითაოდ ყველა საკითხი გავიარეთ. მოხდა მძღოლების სურვილების და პრეტენზიების გათვალისწინება. კომპანიამ კი საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირა. შეთანხმება მიღწეულია. ვიმედოვნებთ, რომ ყველა მძღოლი გაითვალისწინებს იმ მოთხოვნებს და თხოვნებს, რომელიც კომპანიას აქვს და აღდგება მოძრაობა. იმედი მაქვს, რომ მაქსიმუმ ხვალ დილამდე მძღოლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს, ხოლო მძღოლს, რომელიც უარს იტყვის მუშაობაზე, მას ხელშეკრულება გაუუქმდება", - განაცხადა მიქიაშვილმა.

რაც შეეხება მძღოლების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, როგორც მიქიაშვილმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზებით წარმოშობილი ძველი ვალების ჩამოწერა მოხდება.

"ძველი ვალების ჩამოწერა არის ძალიან განზოგადებული ცნება. არსებობს ვალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით წარმოშობილი. ობიექტურ მიზეზებს შორის არის ოლიმპიადის დროს გზის გადაკეტვა, სტიქიის დროს მგზავრთა რაოდენობის შემცირება. ამ დღეებიდან გამოწვეული ვალების ჩამოწერა მოხდება. ასევე, როდესაც ფუჭდება ავტომობილი, როდესაც არის ტექნიკური პრობლემა და არის გაჩერებული უფრო მეტი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ასევე მოხდება ამ ვალის ჩამოწერა. ეს აქამდეც ასე იყო, მაგრამ ამას მიეცემა ოფიციალური სახე", - განაცხადა მიქიაშვილმა.

მისივე თქმით, გეგმა ისედაც შემცირებულია. თუმცა მოხდა შეთანხმება გრაფიკზე.

მიქიაშვილი განმარტავს, რომ ამ პერიოდში გეგმა გადასულია ზაფხულის რეჟიმზე, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება. თავად მძღოლების განცხადებით, საუბარი წარიმართა კონსტრუქციულად და ბევრ საკითხზე მოხერხდა შეთანხმება.

მძღოლების განმარტებით, დღევანდელი შეხვედრის შედეგებს გააცნობენ დიღმის მასივში მდებარე ავტოპარკში შეკრებილ მძღოლებს და გაფიცვის შეწყვეტასთან ან გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.

დღევანდელი შეთანხმების შედეგად, #32 სამარშრუტო ხაზის მძღოლებს შეჩერებული ლიცენზია აღუდგებათ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია