სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
92 წლის მოხუცი ცოლმა სახლიდან გააგდო
92 წლის მოხუცი ცოლმა სახლიდან გააგდო

კა­ნო­ნის უცო­დინ­რო­ბა და ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სად­მი ნდო­ბა ადა­მი­ა­ნებს ხში­რად, ძვი­რად უჯ­დე­ბათ. ბოლო წლებ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი, ოჯა­ხის წევ­რის­გან მო­ტყუ­ე­ბუ­ლი და ქუ­ჩა­ში გა­მოგ­დე­ბუ­ლი. ისი­ნი ტკი­ვი­ლით სა­უბ­რო­ბენ, თუ რო­გორ მო­ა­ტყუ­ეს, რო­გორ და­კარ­გეს წლე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა და რო­გორ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში უწევთ ახლა ცხოვ­რე­ბა. მო­ტყუ­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე არა­ერ­თი სტა­ტია დაგ­ვი­ბე­ჭია ჟურ­ნალ "გზა­ში", მაგ­რამ რო­გორც ჩანს, სხვე­ბის მა­გა­ლი­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ბევ­რს სა­ჭი­როდ არ მი­აჩ­ნია, მერე კი ახ­ლობ­ლე­ბის მიერ და­გე­ბულ მა­ხე­ში იო­ლად ებ­მე­ბი­ან.

92 წლის მო­ხუ­ცი - სა­ფა­რი ბე­რია ორ წელ­ზე მე­ტია, სა­მარ­თალს ეძებს. ის მე­უღ­ლემ მო­ა­ტყუა და ფეხ­მო­ტე­ხი­ლი, შრო­მი­სუ­უ­ნა­რო მო­ხუ­ცი ქუ­ჩა­ში გა­მო­აგ­დო.

- ორი წე­ლია, სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წიე. იქ­ნებ თქვენ და­მეხ­მა­როთ და სი­მარ­თლე მა­პოვ­ნი­ნოთ. 92 წლის კაცი ვარ. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ მე­უღ­ლე, რო­მელ­თა­ნაც 23 წელი ვი­ცხოვ­რე, თაღ­ლი­თი იქ­ნე­ბო­და? ზოია გუჩ­მა­ზაშ­ვილ­მა, მის­მა ძმამ - რო­ბი­ზონ­მა და მათ­მა მა­მი­დაშ­ვილ­მა - მა­მუ­კა არა­ბი­ძემ ჩემი ქო­ნე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს და თაღ­ლი­თუ­რად წა­მარ­თვეს ორი სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა, მერე კი ქუ­ჩა­ში გა­მო­მაგ­დეს. მინ­და, მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­ი­გოს მათი სა­ხე­ლე­ბი, რომ სხვე­ბის მო­ტყუ­ე­ბა მა­ინც ვერ შეძ­ლონ... ვიდ­რე ეს უბე­დუ­რე­ბა და­მა­ტყდე­ბო­და, ყვე­ლაფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი. ერთი სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა სან­ზო­ნა­ში მქონ­და, ხოლო მე­ო­რე - გლ­და­ნის მა­სივ­ში (ეს ბინა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ). როცა ზო­ი­ას ცო­ლად ვირ­თავ­დი, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ან­გა­რე­ბა თუ ამოძ­რა­ვებ­და?

- რო­გორ შე­იქ­მნა თქვე­ნი ოჯა­ხი?

- მე­უღ­ლე და ორი ვაჟი მყავ­და. ცოლი ნა­ად­რე­ვად გარ­და­მეც­ვა­ლა, ორი­ვე შვი­ლი და­ი­ღუ­პა: ერთი ოსე­თის ომის დროს, მე­ო­რე კი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და სულ მარ­ტო დავ­რჩი. 69 წლის ვი­ყა­ვი, მე­უღ­ლის შერ­თვა მე­ო­რედ რომ გა­დავ­წყვი­ტე. 1991 წელი იყო. მა­შინ გა­ზეთ­ში ქვეყ­ნდე­ბო­და გან­ცხა­დე­ბე­ბი და ერთ-ერთი ასე­თი გან­ცხა­დე­ბის წყა­ლო­ბით გა­ვი­ცა­ნი ზოია. ის ჩემ­ზე 20 წლით პა­ტა­რა იყო. გა­ნა­თხო­ვა­რი ქალი ცო­ლო­ბა­ზე დამ­თან­ხმდა და შე­ვუღლდით. მი­უ­ხე­და­ვად დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, ნორ­მა­ლუ­რი ცოლ-ქმრო­ბა გვქონ­და. 23 წე­ლი­წა­დი ერ­თად ისე ვი­ცხოვ­რეთ, არ გვი­ჩხუ­ბია. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბო­და, შვი­ლიც გვყო­ლო­და; ფეხ­მძი­მეც იყო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის იშო­რებ­და ნა­ყოფს და მი­ზეზს არ ამ­ბობ­და... ერთ დღეს მი­თხრა: მოდი, სა­ფარ, ეს ბინა, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ, ჩემს სა­ხელ­ზე გა­ა­ფორ­მე, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ნიშ­ნა­დო. და­უ­ფიქ­რებ­ლად დავ­თან­ხმდი. ბი­ნას კი არა, ცოლს გულ­საც მივ­ცემ­დი. მოკ­ლედ, ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მეთ. მე­გო­ნა, მას­თან ერ­თად სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, ტკბი­ლად ვი­ცხოვ­რებ­დი, მაგ­რამ ასე არ მოხ­და.

- ურ­თი­ერ­თო­ბა რო­დის და­გე­ძა­ბათ?

- 2012 წლის 12 დე­კემ­ბერს ქუ­ჩა­ში წა­ვი­ქე­ცი და მარ­ცხე­ნა ფე­ხის თე­ძოს ძვა­ლი მო­ვი­ტე­ხე, ლო­გინს მი­ვე­ჯაჭ­ვე. თა­ვი­დან კარ­გად მივ­ლი­და, მაგ­რამ როცა ექი­მებ­მა მი­თხრეს, ოპე­რა­ცი­ას აზრი არ აქ­ვსო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ლო­გინს მი­ჯაჭ­ვუ­ლი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და. ერთ დღეს მო­უ­რი­დებ­ლად მო­მახ­ლა: არ შე­მიძ­ლია შენი მოვ­ლა. თუ გლ­და­ნის ბი­ნას გად­მო­მი­ფორ­მებ, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ხე­და­ვო. მისი ეს სი­ტყვე­ბი სრუ­ლი შოკი იყო ჩემ­თვის. მერე მისი ძმაც მო­ვი­და და დის სი­ტყვე­ბი გა­მი­მე­ო­რა. სხვა გზა არ მქონ­და, მარ­ტოს სა­წოლ­ში გა­დაბ­რუ­ნე­ბაც მი­ჭირ­და და დავ­თან­ხმდი. სრუ­ლი­ად უმ­წე­ოს, სი­ცხი­ან ავად­მყოფს წყლის მომ­წო­დე­ბე­ლიც არა­ვინ მყავ­და და ამი­ტომ გავ­რის­კე. რო­გორც კი ჩემი თან­ხმო­ბა მი­ი­ღო, სას­წრა­ფოდ და­უ­რე­კა თა­ვის ძმას. რო­ბი­ზონ გუჩ­მა­ზაშ­ვილ­მა სახ­ლში მო­მიყ­ვა­ნა ნო­ტა­რი­უ­სი და გა­ვა­ფორ­მეთ გლ­და­ნის ბი­ნის ჩუ­ქე­ბა. რო­გორც კი მე­ო­რე ბინა გა­და­ი­ფორ­მა, უფრო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, სი­ტყვი­ერ და ზოგ­ჯერ ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­საც მა­ყე­ნებ­და. ტკი­ვი­ლი­სა­გან გული მიმ­დი­ო­და, ვიკ­რუნ­ჩე­ბო­დი, ის კი დად­გე­ბო­და ჩემი სა­წო­ლის წინ, მაგ­ნი­ტო­ფონს ჩარ­თავ­და და ცეკ­ვას იწყებ­და. ვე­ღარ ვუძ­ლებ­დი ამ დამ­ცი­რე­ბას, ვი­ტან­ჯე­ბო­დი, ძა­ლა­გა­მო­ლე­უ­ლი ვი­წე­ქი და ვტი­რო­დი. მერე ახ­ლობ­ლე­ბის მოს­ვლაც აკ­რძა­ლა, - აქ შე­ნი­ა­ნი არა­ვინ და­ვი­ნა­ხოო. იმა­საც გა­გიმ­ხელთ, რომ ვიდ­რე ზო­ი­ას შე­ვირ­თავ­დი, სხვა ქალ­თან ვცხოვ­რობ­დი და ქალ-ვაჟი მყავს არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში. ერთ დღეს ქა­ლიშ­ვი­ლი მო­ვი­და ჩემს მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, მაგ­რამ სახ­ლში არ შე­მო­უშ­ვა. პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა დას­ჭირ­და, რომ მამა ენა­ხა. მა­შინ მი­თხრა: მოდი, ორი კვი­რით გა­ე­რი­დე ამ ქალს, ჩემ­თან წა­მო­დი და ამა­სო­ბა­ში იქ­ნებ, ესეც და­ფიქ­რდეს ყვე­ლა­ფერ­ზეო. გავ­ყე­ვი შვილს. ცოტა რომ მოვმჯო­ბინ­დი, სახ­ლში წა­მო­მიყ­ვა­ნა, მაგ­რამ ზო­ი­ამ შინ აღარ შე­მიშ­ვა. მი­თხრა, - სა­დაც გინ­და, იქ წადი, ეს ბი­ნე­ბი ჩე­მი­აო. მას მერე სა­მარ­თალს ვე­ძებ. მე­ზობ­ლე­ბიც შე­იკ­რიბ­ნენ, პატ­რუ­ლიც ჩავ­რიე საქ­მე­ში, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. ჩემი შვი­ლი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია. ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად და არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვის­თან მა­ცხოვ­როს. თან, რა პრე­ტენ­ზია უნდა მქონ­დეს შვი­ლებ­თან, რომ­ლებ­საც ჩემი გვა­რიც კი არ აქვთ?! ცხა­დია, ზო­ი­ას ვუ­ჩივ­ლე. ამა­სო­ბა­ში, გლ­და­ნის ბინა მა­მი­დაშ­ვი­ლის - მა­მუ­კა აბ­რა­მი­ძის სა­ხელ­ზე გა­და­ა­ფორ­მა. ისე გა­ა­კე­თეს, თით­ქოს გა­ი­ყი­და. მო­სა­მარ­თლე შო­რე­ნა ჯან­ხო­თელ­მა გა­ნი­ხი­ლა საქ­მე და ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო: ვი­ნა­ი­დან ქო­ნე­ბა აჩუ­ქე, ეს უკვე მი­სი­აო. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ზოია აქეთ მი­ჩი­ო­და, თით­ქოს მას მი­ვა­ყე­ნე მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი და ჩემს პა­სუ­ხის­მგე­ბა­ში მი­ცე­მას ითხოვ­და. მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­საც მივ­მარ­თე, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვეს. ვიცი, და­ვა­შა­ვე, როცა ჩუ­ქე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მე, მაგ­რამ კა­ნო­ნიც არ ვი­ცო­დი და რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ცოლი ასე თუ გამ­წი­რავ­და? ალ­ბათ, თა­ვი­დან­ვე მიზ­ნად ჰქონ­და და­სა­ხუ­ლი ჩემი ბი­ნე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბა, მე სუ­ლელ­მა კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ვა­ცხოვ­რე.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

92 წლის მოხუცი ცოლმა სახლიდან გააგდო

92 წლის მოხუცი ცოლმა სახლიდან გააგდო

კანონის უცოდინრობა და ოჯახის წევრებისადმი ნდობა ადამიანებს ხშირად, ძვირად უჯდებათ. ბოლო წლებში არაერთი ადამიანი მინახავს უსახლკაროდ დარჩენილი, ოჯახის წევრისგან მოტყუებული და ქუჩაში გამოგდებული. ისინი ტკივილით საუბრობენ, თუ როგორ მოატყუეს, როგორ დაკარგეს წლების მანძილზე დაგროვებული ქონება და როგორ გაუსაძლის პირობებში უწევთ ახლა ცხოვრება. მოტყუებულ ადამიანებზე არაერთი სტატია დაგვიბეჭია ჟურნალ "გზაში", მაგრამ როგორც ჩანს, სხვების მაგალითის გათვალისწინება ბევრს საჭიროდ არ მიაჩნია, მერე კი ახლობლების მიერ დაგებულ მახეში იოლად ებმებიან.

92 წლის მოხუცი - საფარი ბერია ორ წელზე მეტია, სამართალს ეძებს. ის მეუღლემ მოატყუა და ფეხმოტეხილი, შრომისუუნარო მოხუცი ქუჩაში გამოაგდო.

- ორი წელია, სამართალს ვერ მივაღწიე. იქნებ თქვენ დამეხმაროთ და სიმართლე მაპოვნინოთ. 92 წლის კაცი ვარ. რას წარმოვიდგენდი, თუ მეუღლე, რომელთანაც 23 წელი ვიცხოვრე, თაღლითი იქნებოდა? ზოია გუჩმაზაშვილმა, მისმა ძმამ - რობიზონმა და მათმა მამიდაშვილმა - მამუკა არაბიძემ ჩემი ქონების მისაკუთრება გადაწყვიტეს და თაღლითურად წამართვეს ორი სამოთახიანი ბინა, მერე კი ქუჩაში გამომაგდეს. მინდა, მთელმა ქვეყანამ გაიგოს მათი სახელები, რომ სხვების მოტყუება მაინც ვერ შეძლონ... ვიდრე ეს უბედურება დამატყდებოდა, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი. ერთი სამოთახიანი ბინა სანზონაში მქონდა, ხოლო მეორე - გლდანის მასივში (ეს ბინა გაქირავებული გახლდათ). როცა ზოიას ცოლად ვირთავდი, რას წარმოვიდგენდი, ანგარება თუ ამოძრავებდა?

- როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

- მეუღლე და ორი ვაჟი მყავდა. ცოლი ნაადრევად გარდამეცვალა, ორივე შვილი დაიღუპა: ერთი ოსეთის ომის დროს, მეორე კი ავტოკატასტროფაში და სულ მარტო დავრჩი. 69 წლის ვიყავი, მეუღლის შერთვა მეორედ რომ გადავწყვიტე. 1991 წელი იყო. მაშინ გაზეთში ქვეყნდებოდა განცხადებები და ერთ-ერთი ასეთი განცხადების წყალობით გავიცანი ზოია. ის ჩემზე 20 წლით პატარა იყო. განათხოვარი ქალი ცოლობაზე დამთანხმდა და შევუღლდით. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ნორმალური ცოლ-ქმრობა გვქონდა. 23 წელიწადი ერთად ისე ვიცხოვრეთ, არ გვიჩხუბია. ამ ხნის განმავლობაში შეიძლებოდა, შვილიც გვყოლოდა; ფეხმძიმეც იყო, მაგრამ ყოველთვის იშორებდა ნაყოფს და მიზეზს არ ამბობდა... ერთ დღეს მითხრა: მოდი, საფარ, ეს ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ, ჩემს სახელზე გააფორმე, ჩვენი სიყვარულის ნიშნადო. დაუფიქრებლად დავთანხმდი. ბინას კი არა, ცოლს გულსაც მივცემდი. მოკლედ, ჩუქების ხელშეკრულება გავაფორმეთ. მეგონა, მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე, ტკბილად ვიცხოვრებდი, მაგრამ ასე არ მოხდა.

- ურთიერთობა როდის დაგეძაბათ?

- 2012 წლის 12 დეკემბერს ქუჩაში წავიქეცი და მარცხენა ფეხის თეძოს ძვალი მოვიტეხე, ლოგინს მივეჯაჭვე. თავიდან კარგად მივლიდა, მაგრამ როცა ექიმებმა მითხრეს, ოპერაციას აზრი არ აქვსო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარჩენილი ცხოვრება ლოგინს მიჯაჭვული უნდა ვყოფილიყავი, ძალიან შეიცვალა, აგრესიული გახდა. ერთ დღეს მოურიდებლად მომახლა: არ შემიძლია შენი მოვლა. თუ გლდანის ბინას გადმომიფორმებ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგხედავო. მისი ეს სიტყვები სრული შოკი იყო ჩემთვის. მერე მისი ძმაც მოვიდა და დის სიტყვები გამიმეორა. სხვა გზა არ მქონდა, მარტოს საწოლში გადაბრუნებაც მიჭირდა და დავთანხმდი. სრულიად უმწეოს, სიცხიან ავადმყოფს წყლის მომწოდებელიც არავინ მყავდა და ამიტომ გავრისკე. როგორც კი ჩემი თანხმობა მიიღო, სასწრაფოდ დაურეკა თავის ძმას. რობიზონ გუჩმაზაშვილმა სახლში მომიყვანა ნოტარიუსი და გავაფორმეთ გლდანის ბინის ჩუქება. როგორც კი მეორე ბინა გადაიფორმა, უფრო აგრესიული გახდა, სიტყვიერ და ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მაყენებდა. ტკივილისაგან გული მიმდიოდა, ვიკრუნჩებოდი, ის კი დადგებოდა ჩემი საწოლის წინ, მაგნიტოფონს ჩართავდა და ცეკვას იწყებდა. ვეღარ ვუძლებდი ამ დამცირებას, ვიტანჯებოდი, ძალაგამოლეული ვიწექი და ვტიროდი. მერე ახლობლების მოსვლაც აკრძალა, - აქ შენიანი არავინ დავინახოო. იმასაც გაგიმხელთ, რომ ვიდრე ზოიას შევირთავდი, სხვა ქალთან ვცხოვრობდი და ქალ-ვაჟი მყავს არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთ დღეს ქალიშვილი მოვიდა ჩემს მოსანახულებლად, მაგრამ სახლში არ შემოუშვა. პატრულის გამოძახება დასჭირდა, რომ მამა ენახა. მაშინ მითხრა: მოდი, ორი კვირით გაერიდე ამ ქალს, ჩემთან წამოდი და ამასობაში იქნებ, ესეც დაფიქრდეს ყველაფერზეო. გავყევი შვილს. ცოტა რომ მოვმჯობინდი, სახლში წამომიყვანა, მაგრამ ზოიამ შინ აღარ შემიშვა. მითხრა, - სადაც გინდა, იქ წადი, ეს ბინები ჩემიაო. მას მერე სამართალს ვეძებ. მეზობლებიც შეიკრიბნენ, პატრულიც ჩავრიე საქმეში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჩემი შვილი აფხაზეთიდან დევნილია. ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და არ აქვს საშუალება, თავისთან მაცხოვროს. თან, რა პრეტენზია უნდა მქონდეს შვილებთან, რომლებსაც ჩემი გვარიც კი არ აქვთ?! ცხადია, ზოიას ვუჩივლე. ამასობაში, გლდანის ბინა მამიდაშვილის - მამუკა აბრამიძის სახელზე გადააფორმა. ისე გააკეთეს, თითქოს გაიყიდა. მოსამართლე შორენა ჯანხოთელმა განიხილა საქმე და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: ვინაიდან ქონება აჩუქე, ეს უკვე მისიაო. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოია აქეთ მიჩიოდა, თითქოს მას მივაყენე მორალური ზიანი და ჩემს პასუხისმგებაში მიცემას ითხოვდა. მეორე ინსტანციის სასამართლოსაც მივმართე, მაგრამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს. ვიცი, დავაშავე, როცა ჩუქების ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ კანონიც არ ვიცოდი და რას წარმოვიდგენდი, ცოლი ასე თუ გამწირავდა? ალბათ, თავიდანვე მიზნად ჰქონდა დასახული ჩემი ბინების მისაკუთრება, მე სულელმა კი წლების განმავლობაში, ფუფუნებაში ვაცხოვრე.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია