სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუჩები, რომლებიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დროს გადაიკეტება
ქუჩები, რომლებიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დროს გადაიკეტება

ევ­რო­პის მე-13 ახალ­გაზ­რდულ ოლიმ­პი­ურ ფეს­ტი­ვალ "თბი­ლი­სი 2015"-თან და­კავ­ში­რე­ბით, ოლიმ­პი­ა­დის ჩა­ტა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე ქუჩა და­ი­კე­ტე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნის დღეს, 26 ივ­ლისს, 18:20 სა­ა­თი­დან 19:40 სა­ა­თამ­დე და 22:00 სა­ა­თი­დან 22:30 სა­ა­თამ­დე სრუ­ლად და­ი­კე­ტე­ბა მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის (ყო­ფი­ლი "ლო­კო­მო­ტი­ვის") სტა­დი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია – წე­რეთ­ლი­სა და ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თი­დან კუს ტბის ასახ­ვე­ვამ­დე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ვი #9, 34, 51 ავ­ტო­ბუ­სე­ბის ნა­წი­ლი იმოძ­რა­ვებს სად­გუ­რის მო­ედ­ნი­დან ვა­კის პარ­კამ­დე, ნა­წი­ლი კი ბა­გე­ბის და­სახ­ლე­ბი­დან - ვა­კის სა­საფ­ლა­ომ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს, #32,120,126,170,202 მარ­შრუ­ტე­ბი იმოძ­რა­ვებს ვა­კის პარ­კამ­დე, ხოლო #44,73,81,171,195 მარ­შრუ­ტე­ბი ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სა და ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი­დან თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მოძ­რა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლებს წე­რეთ­ლის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თამ­დე, უკან თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე იმოძ­რა­ვებს დად­გე­ნი­ლი სქე­მით. #4 (მ/ს "300 არაგ­ვე­ლი­დან") და #131 (ორ­თა­ჭა­ლი­დან) მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი იმოძ­რა­ვებს ვა­კის პარ­კამ­დე.

27 ივ­ლისს, 15:00 სა­ა­თი­დან 18:00 სა­ა­თამ­დე და­ი­კე­ტე­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მცხე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­პი­რის­პი­რო-მცხე­თი­დან თბი­ლის­ში შე­მო­მა­ვალ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა.

28 ივ­ლისს, 08:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თამ­დე და­ი­კე­ტე­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მცხე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, მცხე­თი­დან თბი­ლის­ში შე­მო­მა­ვალ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე კი იქ­ნე­ბა ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა. ორი­ვე დღეს აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოძ­რა­ვი #14 და # 15 ავ­ტო­ბუ­სე­ბი ჰი­პერ­მარ­კეტ "გუდ­ვი­ლამ­დე" გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან დიღ­მის მა­სი­ვის გავ­ლით დიდი დიღ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით, დიდი დიღ­მი­დან კი, დად­გე­ნი­ლი სქე­მით.

29 ივ­ლისს, 15:00 სა­ა­თი­დან 19:00 სა­ა­თამ­დე და­ი­კე­ტე­ბა გზა თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე -"ოლიმ­პი­უ­რი სოფ­ლი­დან" "ზღვის უბ­ნის" მი­მარ­თუ­ლე­ბით.

30 ივ­ლისს, 08:00 სა­ა­თი­დან 19:00 სა­ა­თამ­დე სრუ­ლად გა­და­ი­კე­ტე­ბა თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი.

ორი­ვე დღეს # 111 ავ­ტო­ბუ­სი "გა­და­სას­ვე­ლი ხი­დი­დან" იმოძ­რა­ვებს "ჯინო ფე­რე­და­ი­სის" კომ­პლექ­სამ­დე. #60 ავ­ტო­ბუ­სი მ/ს-დან "ღრმა­ღე­ლე", მუხ­რა­ნის ქუ­ჩის გავ­ლით, თბი­ლი­სის ზღვის სა­საფ­ლა­ომ­დე გა­და­ად­გილ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ქუჩები, რომლებიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დროს გადაიკეტება

ქუჩები, რომლებიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დროს გადაიკეტება

ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში რამდენიმე ქუჩა დაიკეტება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, ოლიმპიური ფესტივალის გახსნის დღეს, 26 ივლისს, 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად დაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი "ლოკომოტივის") სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან კუს ტბის ასახვევამდე. ამ მიმართულებით მოძრავი #9, 34, 51 ავტობუსების ნაწილი იმოძრავებს სადგურის მოედნიდან ვაკის პარკამდე, ნაწილი კი ბაგების დასახლებიდან - ვაკის სასაფლაომდე.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, #32,120,126,170,202 მარშრუტები იმოძრავებს ვაკის პარკამდე, ხოლო #44,73,81,171,195 მარშრუტები ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირიდან თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობას გააგრძელებს წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, უკან თამარაშვილის ქუჩაზე იმოძრავებს დადგენილი სქემით. #4 (მ/ს "300 არაგველიდან") და #131 (ორთაჭალიდან) მიკროავტობუსები იმოძრავებს ვაკის პარკამდე.

27 ივლისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, საპირისპირო-მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა.

28 ივლისს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე კი იქნება ორმხრივი მოძრაობა. ორივე დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი #14 და # 15 ავტობუსები ჰიპერმარკეტ ,,გუდვილამდე" გადაადგილდებიან დიღმის მასივის გავლით დიდი დიღმის მიმართულებით, დიდი დიღმიდან კი, დადგენილი სქემით.

29 ივლისს, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე დაიკეტება გზა თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალზე -"ოლიმპიური სოფლიდან" "ზღვის უბნის" მიმართულებით.

30 ივლისს, 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.

ორივე დღეს # 111 ავტობუსი "გადასასველი ხიდიდან" იმოძრავებს "ჯინო ფერედაისის" კომპლექსამდე. #60 ავტობუსი მ/ს-დან "ღრმაღელე", მუხრანის ქუჩის გავლით, თბილისის ზღვის სასაფლაომდე გადაადგილდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"