მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერეს ხეობაში გვირაბის ნაცვლად ხიდი აშენდება
ვერეს ხეობაში გვირაბის ნაცვლად ხიდი აშენდება

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო.

რო­გორც "ინ­ტეპ­რეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო. ობი­ექ­ტი თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მე­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი სო­ლო­მო­ნი­ას­თან და კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ავ­თან­დილ სუ­და­ძეს­თან ერ­თად და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, აღ­დგე­ბა გზის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი და დან­გრე­უ­ლი ტრო­ტუ­ა­რე­ბი, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გვი­რა­ბე­ბის შე­სას­ვლე­ლი­სა და გა­სას­ვლე­ლის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. გარ­და ამი­სა, მზი­უ­რის მიმ­დე­ბა­რედ, ჩა­წყვე­ტილ მო­ნაკ­ვეთ­ზე, ხიდი აშენ­დე­ბა.

"სტი­ქი­ი­დან ერთ კვი­რა­ში და­ვი­წყეთ და­ზი­ა­ნე­ბულ ზო­ნებ­ში საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბის მო­წყო­ბა, ახლა კი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის აღ­დგე­ნა-მშე­ნებ­ლო­ბა. "მზი­უ­რის" მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, გვი­რა­ბის ნაც­ვლად, იქ­ნე­ბა სა­ხი­დე გა­და­სას­ვლე­ლი, რაც უფრო უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა. მდი­ნა­რე "ვერე" თა­ვი­სუფ­ლად იქ­ნე­ბა ხი­დის ქვეშ და, მისი შე­საძ­ლო ადი­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საფრ­თხე აღარ იარ­სე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კვან­ძის დრო­უ­ლად აღ­დგე­ნი­სა და დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ცო­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში წა­რი­მარ­თე­ბა. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს კომ­პა­ნი­ე­ბი "ბლექ სი გრუ­პი" და "კავ­კა­სუს როუდ პრო­ჯექ­ტი" აწარ­მო­ე­ბენ. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 14.7 მლნ ლა­რია.

რო­გორც მე­რი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, გმირ­თა მო­ედ­ნი­დან თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩამ­დე სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე სტი­ქი­ის ზო­ნა­ში საყ­რდე­ნი ნა­გე­ბო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. საყ­რდე­ნი კე­დე­ლი უკვე მო­ე­წყო ჭავ­ჭა­ვა­ძის #83-ის მიმ­დე­ბა­რედ. მუ­შავ­დე­ბა პრო­ექ­ტი წყნე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე დამ­ცა­ვი ნა­გე­ბო­ბის მო­სა­წყო­ბად. ამ­ჟა­მად კი, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში, წყნე­თის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ საყ­რდე­ნი კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვერეს ხეობაში გვირაბის ნაცვლად ხიდი აშენდება

ვერეს ხეობაში გვირაბის ნაცვლად ხიდი აშენდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვერეს ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

როგორც "ინტეპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთები და დანგრეული ტროტუარები, განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მზიურის მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, ხიდი აშენდება.

"სტიქიიდან ერთ კვირაში დავიწყეთ დაზიანებულ ზონებში საყრდენი კედლების მოწყობა, ახლა კი ყველაზე რთული მონაკვეთის აღდგენა-მშენებლობა. "მზიურის" მოპირდაპირე მხარეს, გვირაბის ნაცვლად, იქნება სახიდე გადასასვლელი, რაც უფრო უსაფრთხო იქნება. მდინარე "ვერე" თავისუფლად იქნება ხიდის ქვეშ და, მისი შესაძლო ადიდების შემთხვევაში, საფრთხე აღარ იარსებებს", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები "ბლექ სი გრუპი" და "კავკასუს როუდ პროჯექტი" აწარმოებენ. პროექტის ღირებულება 14.7 მლნ ლარია.

როგორც მერიაში განაცხადეს, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე სამუშაოების დაწყებამდე სტიქიის ზონაში საყრდენი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო. საყრდენი კედელი უკვე მოეწყო ჭავჭავაძის #83-ის მიმდებარედ. მუშავდება პროექტი წყნეთის საავტომობილო გზაზე დამცავი ნაგებობის მოსაწყობად. ამჟამად კი, ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია