მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელი გოგო, რომელიც წარმატებული ფერმერი გახდა
თბილისელი გოგო, რომელიც წარმატებული ფერმერი გახდა

ბიზ­ნეს PRESS -ის მო­რი­გი სტუ­მა­რი კი­დევ ერთი ქალი ბიზ­ნეს­მე­ნია. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ გა­და­წყვი­ტა, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის მო­ე­კი­და ხელი და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თავი ამ საქ­მი­ა­ნო­ბას. რა­ტომ გა­და­წყვი­ტა თბი­ლი­სელ­მა გო­გო­ნამ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და რა მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბით ცხოვ­რობს ერთ-ერთი დიდი აგ­რო­კომ­პლექ­სის მფლო­ბე­ლი, ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო ზამ­ბა­ხი­ძე, ამას გა­და­ცე­მის ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ი­დან შე­ი­ტყობთ.

-გა­მორ­ჩე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნე­სის­ტო­რია გაქვთ, რო­მე­ლიც ნუ­ლი­დან იწყე­ბა და დღეს უკვე სა­კა­მოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია. თუმ­ცა მიზ­ნე­ბი შორ­სმი­მა­ვა­ლია. ყვე­ლა­ფე­რი კი და­ი­წყო 1995 წელს, რო­დე­საც თქვენ, სულ რა­ღაც 100 დო­ლა­რით, ამე­რი­კა­ში წახ­ვე­დით. შემ­დეგ რა მოხ­და?

-ნამ­დვი­ლად ასე იყო. მე, სამ­წუ­ხა­როდ, იმ თა­ო­ბას ვე­კუთ­ვნი, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჰქონ­და, მძი­მე პი­რო­ბებ­ში გვი­წევ­და ცხოვ­რე­ბა. დედ-მა­მამ შე­აგ­რო­ვა თან­ხა, ისეს­ხეს და 100 დო­ლა­რით ამე­რი­კა­ში გა­მიშ­ვეს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ალ­ბათ ეს ყვე­ლა­ზე კარ­გი წლე­ბი იყო. მა­შინ გავ­ბრაზ­დი ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე, რო­დე­საც ვნა­ხე იქ რო­გორ ცხოვ­როვბდნენ და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას არ ჰქონ­და. ვფიქ­რობ­დი დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­მი­წია.

სულ მე­უბ­ნე­ბო­და, თუ რა­მეს აკე­თებ, უნდა გა­ა­კე­თო შენი ქვეყ­ნის­თვის და რა­საც უცხო­ეთ­ში მი­ი­ღებ, შენს ქვე­ყა­ნას უნდა მო­ახ­მა­როო. ამ პე­რი­ოდ­ში მე­წარ­მე­უ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა სულ მქონ­და და მერე უფრო გა­მო­მი­მუ­შავ­და. მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რო­დე­საც ჩა­ვე­დი, კულ­ტუ­რუ­ლი შოკი მი­ვი­ღე. ვნა­ხე ტემ­პი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად მი­დი­ოდ­ნენ და, მა­გა­ლი­თად, თან მიჰ­ქონ­დათ ყავა. პირ­ვე­ლად ამან მომ­ხიბ­ლა - რო­გორ უფრთხილ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის დროს. ვის­თა­ნაც ვცხოვ­რობ­დი, მათ მი­თხრეს, მოვა დრო, რო­დე­საც შენც ძა­ლი­ან გა­უფრ­თხილ­დე­ბი შენს დროს და შენც მო­გი­წევს ამ კონ­ცეფ­ცი­ის შენს ქვე­ყა­ნა­ში და­ნერგვაო. ეს ბავ­შვუ­რი გა­ტა­ცე­ბა იყო და მე­გო­ნა, რომ ამას ვე­რას­დროს შევ­ძლებ­დი.

თუმ­ცა რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, მუ­შა­ო­ბა აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ა­ში და­ვი­წყე, მარ­კე­ტინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად და სულ მქონ­და ის შეგ­რძნე­ბა, რომ ჩემი თავი ვერ ვი­პო­ვე - სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას ვერ ვახ­დენ­დი. იქ გა­ვი­ცა­ნი ჩემი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც დღემ­დე ჩემი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რია. მას შემ­დეგ უკვე 15 წელი გა­ვი­და. ვკი­თხე, რას ფიქ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ყა­ვის ჯი­ხუ­რე­ბი დაგ­ვედ­გა. დამ­თან­ხმდა. მარ­თლაც, 2004 წელს გა­ვა­კე­თეთ ეს ყა­ვის ჯი­ხუ­რე­ბი, რო­მელ­საც ერ­ქვა "ახა­ლი ყა­ვის ფერი". ალ­ბათ ეს ახა­ლი სი­ტყვა იყო ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში იმი­ტომ,

რომ ბევ­რს არ ეს­მო­და, რა­ტომ უნდა წა­ე­ღო ყავა თან და რა­ტომ არ იყო მა­გი­დე­ბი მო­წყო­ბი­ლი, სა­დაც და­ლე­ვას შეძ­ლებ­დნენ.

- ვიცი, რომ ყა­ვის ბიზ­ნე­სამ­დე ჯინ­სე­ბის ბიზ­ნე­სით იყა­ვით და­კავ­ბუ­ლი, რო­მე­ლიც წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბით დას­რულ­და.

-კი, ნამ­დვი­ლად იყო. მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბარ­თან ერ­თად მქონ­და ეს ბიზ­ნე­სი და ამე­რი­კი­დან GAP-ის ჯინ­სებს ვაგ­ზავ­ნი­დით. სა­დაც ჩაის სახ­ლია, იმის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს გვქონ­და GAP-ის მა­ღა­ზია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. რო­დე­საც მე­გო­ნა, რომ ბიზ­ნე­სი ვი­ცო­დი და ავა­წყე, წა­ვე­დი, დავ­ბრუნ­დი უკან და აღარც მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი იყო, აღარც ჯინ­სე­ბის მა­ღა­ზია. მა­შინ ყვე­ლას ძა­ლი­ან უჭირ­და და სულ მინ­და ამის გა­მარ­თლე­ბა მოვ­ძებ­ნო, რა­ტომ გა­ა­კე­თა. ალ­ბათ ოდეს­მე გა­ვი­გებ. მას შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნი არ მი­ნა­ხავს. ასე რომ, წა­რუ­მა­ტებ­ლად დამ­თავ­რდა ჩემი ეს ცდა.

თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბა ჩემ­თვის ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბას წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მოყ­ვე­ბა და თუ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი არ ხარ რა­ღაც კონ­კრე­ტულ­ში, შემ­დეგ ბიზ­ნესს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვერ მარ­თავ. ალ­ბათ ეს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­შია. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ბევ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მქო­ნია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სამ­ჯერ ცხოვ­რე­ბა არაფ­რი­დან და­ვი­წყე. სულ მაქვს ის მო­მენ­ტი, რომ მა­ინც გა­ვა­კე­თებ, მა­ინც შევ­ძლებ. ბევ­რი უძი­ლო ღა­მეა. ხში­რად ვამ­ბობ ხოლ­მე, რო­დე­საც მსმე­ნე­ლი ან მკი­თხვე­ლი ერთ გვერ­დზე ჩემს ცხოვ­რე­ბას წა­ი­კი­თხავს, იქ მხო­ლოდ კარ­გი ჩანს, და ჩანს ის, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა. კარ­გი ის­ტო­რი­აა, რო­გორ წა­ვი­და ვე­რე­ლი გოგო და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კე­თე­ბა და­ი­წყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს 7 წელი ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემ­თვის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

თბილისელი გოგო, რომელიც წარმატებული ფერმერი გახდა

თბილისელი გოგო, რომელიც წარმატებული ფერმერი გახდა

ბიზნეს PRESS -ის მორიგი სტუმარი კიდევ ერთი ქალი ბიზნესმენია. ადამიანი, რომელიც თბილისში დაიბადა, გაიზარდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ სოფლის მეურნეობისთვის მოეკიდა ხელი და საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი ამ საქმიანობას. რატომ გადაწყვიტა თბილისელმა გოგონამ სოფლის მეურნეობის განვითარება და რა მთავარი პრინციპებით ცხოვრობს ერთ-ერთი დიდი აგროკომპლექსის მფლობელი, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე, ამას გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.

-გამორჩეული და საინტერესო ბიზნესისტორია გაქვთ, რომელიც ნულიდან იწყება და დღეს უკვე საკამოდ წარმატებულია. თუმცა მიზნები შორსმიმავალია. ყველაფერი კი დაიწყო 1995 წელს, როდესაც თქვენ, სულ რაღაც 100 დოლარით, ამერიკაში წახვედით. შემდეგ რა მოხდა?

-ნამდვილად ასე იყო. მე, სამწუხაროდ, იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც განათლების მიღების საშუალება საქართველოში არ ჰქონდა, მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება. დედ-მამამ შეაგროვა თანხა, ისესხეს და 100 დოლარით ამერიკაში გამიშვეს. სიმართლე გითხრათ, ალბათ ეს ყველაზე კარგი წლები იყო. მაშინ გავბრაზდი ჩემს ქვეყანაზე, როდესაც ვნახე იქ როგორ ცხოვროვბდნენ და ეს შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა. ვფიქრობდი დავრჩენილიყავი, მაგრამ მამაჩემის დაჟინებული თხოვნით, საქართველოში დაბრუნება მომიწია.

სულ მეუბნებოდა, თუ რამეს აკეთებ, უნდა გააკეთო შენი ქვეყნისთვის და რასაც უცხოეთში მიიღებ, შენს ქვეყანას უნდა მოახმაროო. ამ პერიოდში მეწარმეული სულისკვეთება სულ მქონდა და მერე უფრო გამომიმუშავდა. მახსოვს, პირველად როდესაც ჩავედი, კულტურული შოკი მივიღე. ვნახე ტემპი, როდესაც ადამიანები ძალიან სწრაფად მიდიოდნენ და, მაგალითად, თან მიჰქონდათ ყავა. პირველად ამან მომხიბლა - როგორ უფრთხილდებიან ადამიანები თავის დროს. ვისთანაც ვცხოვრობდი, მათ მითხრეს, მოვა დრო, როდესაც შენც ძალიან გაუფრთხილდები შენს დროს და შენც მოგიწევს ამ კონცეფციის შენს ქვეყანაში დანერგვაო. ეს ბავშვური გატაცება იყო და მეგონა, რომ ამას ვერასდროს შევძლებდი.

თუმცა როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მუშაობა აუდიტორულ კომპანიაში დავიწყე, მარკეტინგის განყოფილების უფროსად და სულ მქონდა ის შეგრძნება, რომ ჩემი თავი ვერ ვიპოვე - საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენდი. იქ გავიცანი ჩემი ბიზნესპარტნიორი, რომელიც დღემდე ჩემი ბიზნესპარტნიორია. მას შემდეგ უკვე 15 წელი გავიდა. ვკითხე, რას ფიქრობდა საქართველოში რომ ყავის ჯიხურები დაგვედგა. დამთანხმდა. მართლაც, 2004 წელს გავაკეთეთ ეს ყავის ჯიხურები, რომელსაც ერქვა "ახალი ყავის ფერი". ალბათ ეს ახალი სიტყვა იყო ქართულ რეალობაში იმიტომ,

რომ ბევრს არ ესმოდა, რატომ უნდა წაეღო ყავა თან და რატომ არ იყო მაგიდები მოწყობილი, სადაც დალევას შეძლებდნენ.

- ვიცი, რომ ყავის ბიზნესამდე ჯინსების ბიზნესით იყავით დაკავბული, რომელიც წარუმატებლობით დასრულდა.

-კი, ნამდვილად იყო. მამაჩემის მეგობართან ერთად მქონდა ეს ბიზნესი და ამერიკიდან GAP-ის ჯინსებს ვაგზავნიდით. სადაც ჩაის სახლია, იმის მოპირდაპირე მხარეს გვქონდა GAP-ის მაღაზია. სიმართლე გითხრათ, ეს ალბათ ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. როდესაც მეგონა, რომ ბიზნესი ვიცოდი და ავაწყე, წავედი, დავბრუნდი უკან და აღარც მამაჩემის მეგობარი იყო, აღარც ჯინსების მაღაზია. მაშინ ყველას ძალიან უჭირდა და სულ მინდა ამის გამართლება მოვძებნო, რატომ გააკეთა. ალბათ ოდესმე გავიგებ. მას შემდეგ ეს ადამიანი არ მინახავს. ასე რომ, წარუმატებლად დამთავრდა ჩემი ეს ცდა.

თუმცა წარმატება ჩემთვის ხმამაღალი ნათქვამია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა წარმატებას წარუმატებლობა მოყვება და თუ წარუმატებელი არ ხარ რაღაც კონკრეტულში, შემდეგ ბიზნესს მიზანმიმართულად ვერ მართავ. ალბათ ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. სოფლის მეურნეობაში ბევრი წარუმატებლობა მქონია, შეიძლება ითქვას, რომ სამჯერ ცხოვრება არაფრიდან დავიწყე. სულ მაქვს ის მომენტი, რომ მაინც გავაკეთებ, მაინც შევძლებ. ბევრი უძილო ღამეა. ხშირად ვამბობ ხოლმე, როდესაც მსმენელი ან მკითხველი ერთ გვერდზე ჩემს ცხოვრებას წაიკითხავს, იქ მხოლოდ კარგი ჩანს, და ჩანს ის, რომ ძალიან მარტივია ყველაფრის გაკეთება. კარგი ისტორიაა, როგორ წავიდა ვერელი გოგო და სოფლის მეურნეობის კეთება დაიწყო. სინამდვილეში, ეს 7 წელი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია