მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცობრიობას გლობალური კატასტროფა ემუქრება, რომლის აღმოსაფხვრელად მთელი მსოფლიოს ბიუჯეტი იქნება საჭირო
კაცობრიობას გლობალური კატასტროფა ემუქრება, რომლის აღმოსაფხვრელად მთელი მსოფლიოს ბიუჯეტი იქნება საჭირო

ამე­რი­კელ­მა, რუს­მა, შვედ­მა, ჰო­ლან­დი­ელ­მა, ინ­გლი­სელ­მა და სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნეს ძა­ლე­ბი არ­ქტი­კუ­ლი მყინ­ვა­რე­ბის ლღო­ბის საფრ­თხე­ე­ბის შე­სას­წავ­ლად, რათა წინ აღუდ­გნენ მო­სა­ლოდ­ნელ კა­ტას­ტრო­ფას. მოვ­ლე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ცობ­რი­ო­ბას გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფა ემუქ­რე­ბა, რის არ­მო­სა­ფხვრე­ლა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ბი­უ­ჯე­ტი.

გა­სულ წელს შე­იქ­მნა ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ქტი­კუ­ლი ექ­სპე­დი­ცია, რო­მე­ლიც იკ­ვლევ­და მთე­ლი პლა­ნე­ტის კლი­მატს. ჩრდი­ლო­ეთ ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნის სიღ­რმე­ებ­ში, 100 მეტ­რით ქვე­ვით აღ­მო­ჩე­ნი­ლია მე­თა­ნის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა. გა­თხრე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ყი­ნუ­ლის მთე­ბი უკვე ტრან­ზი­ტში იმ­ყო­ფე­ბა. უკა­ნას­კნელ ექპე­დი­ცი­ა­ზე მეც­ნი­ე­რებ­მა მე­თა­ნის ნარ­ჩე­ნე­ბის ხუ­თა­სი ანო­მა­ლი­უ­რი მო­დე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა იწ­ვევს ატ­მოს­ფე­რო­ში მე­თა­ნის გა­მო­ყო­ფას, ამან კი შე­საძ­ლოა უპ­როგ­ნო­ზო კუ­თხით მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა დე­და­მი­წის ეკო­ლო­გი­ა­ზე. მეც­ნი­ე­რე­ბი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სულ ოთხ ვა­რი­ანტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ: ყე­ლა­ზე ოპ­ტი­მის­ტურს და ყვე­ლა­ზე პე­სი­მის­ტურს, რო­მელ­საც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ამ პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად, ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ი­ფან­ტე­ბა 5 პრო­ცენ­ტი მყინ­ვა­რის აირი და მე­თა­ნის კონ­ცენ­ტრა­ცია გა­იზ­რდე­ბა. ასე­თი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში, შე­დე­გებ­თან ბრძო­ლას 70 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დას­ჭირ­დე­ბა.

მე­თა­ნის ნარ­ჩე­ნებ­მა და ნახ­შირმ­ჟა­ვის აირ­მა, რაც ყი­ნუ­ლე­ბის ლღო­ბის შე­დე­გად გა­მო­ი­ყო­ფა, ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა დე­და­მი­წა კრი­ტი­კულ ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე "გა­ათ­ბოს", რაც გლო­ბა­ლუ­რი კა­ტას­ტრო­ფის გა­რან­ტი იქ­ნე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

კაცობრიობას გლობალური კატასტროფა ემუქრება, რომლის აღმოსაფხვრელად მთელი მსოფლიოს ბიუჯეტი იქნება საჭირო

კაცობრიობას გლობალური კატასტროფა ემუქრება, რომლის აღმოსაფხვრელად მთელი მსოფლიოს ბიუჯეტი იქნება საჭირო

ამერიკელმა, რუსმა, შვედმა, ჰოლანდიელმა, ინგლისელმა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელმა მეცნიერებმა გააერთიანეს ძალები არქტიკული მყინვარების ლღობის საფრთხეების შესასწავლად, რათა წინ აღუდგნენ მოსალოდნელ კატასტროფას. მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, კაცობრიობას გლობალური კატასტროფა ემუქრება, რის არმოსაფხვრელადაც საჭირო იქნება მთელი მსოფლიოს ბიუჯეტი.

გასულ წელს შეიქმნა ორი საერთაშორისო არქტიკული ექსპედიცია, რომელიც იკვლევდა მთელი პლანეტის კლიმატს. ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სიღრმეებში, 100 მეტრით ქვევით აღმოჩენილია მეთანის დიდი რაოდენობა. გათხრების მონაცემების თანახმად, ყინულის მთები უკვე ტრანზიტში იმყოფება. უკანასკნელ ექპედიციაზე მეცნიერებმა მეთანის ნარჩენების ხუთასი ანომალიური მოდელი აღმოაჩინეს.

მყინვარების დნობა იწვევს ატმოსფეროში მეთანის გამოყოფას, ამან კი შესაძლოა უპროგნოზო კუთხით მოახდინოს გავლენა დედამიწის ეკოლოგიაზე. მეცნიერები მოვლენების განვითარების სულ ოთხ ვარიანტს განიხილავენ: ყელაზე ოპტიმისტურს და ყველაზე პესიმისტურს, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება. ამ პროგნოზის თანახმად, ატმოსფეროში გაიფანტება 5 პროცენტი მყინვარის აირი და მეთანის კონცენტრაცია გაიზრდება. ასეთი სცენარის შემთხვევაში, შედეგებთან ბრძოლას 70 ტრილიონი დოლარი დასჭირდება.

მეთანის ნარჩენებმა და ნახშირმჟავის აირმა, რაც ყინულების ლღობის შედეგად გამოიყოფა, ათი წლის განმავლობაში შესაძლოა დედამიწა კრიტიკულ ტემპერატურამდე ”გაათბოს”, რაც გლობალური კატასტროფის გარანტი იქნება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს