სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 1 ლარად გადაეცა
ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 1 ლარად გადაეცა

ბა­თუმ­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ბა­ნის კოშ­კი ეს­პა­ნურ კომ­პა­ნი­ას 20 წლით მარ­თვის უფ­ლე­ბით, 1 ლა­რად გა­და­ე­ცა. კომ­პა­ნია BOOST SPAIN - კოშკში რეს­ტო­რანს და გა­ლე­რე­ას რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­ნა­თავ­სებს , და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში კი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ღია კა­ფე­ებს მო­ა­წყობს. მა­ნამ­დე მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია ლიფ­ტე­ბი, რაც აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, არ­ჩილ ხა­ბა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ას მი­ლი­ონ 200 ათა­სი ლარი და­უჯ­დე­ბა. არ­ჩილ ხა­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ობი­ექ­ტის ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვა ზღვის­პი­რა ტუ­რის­ტულ ქა­ლაქს კი­დევ უფრო გა­ა­ცო­ცხლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1 ლა­რად გა­და­ცე­მუ­ლი ობი­ექ­ტი­დან აჭა­რის ბი­უ­ჯე­ტი ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დით შე­ივ­სე­ბა და ობი­ექ­ტზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და­საქმდე­ბი­ან.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ამ თე­მა­ზე პა­ნი­კა მო­ა­წყო, ჩვენ არ ვა­კე­თებ­დით გან­ცხა­დე­ბას ერთი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე: კომ­პა­ნი­ას­თან ჩვენ გა­ვა­ფორ­მეთ ორ­თვი­ა­ნი მე­მო­რან­დუ­მი და ამ პე­რი­ოდ­ში მას უნდა შე­ეს­წავ­ლა ობი­ექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ექ­სპერ­ტი­ზა და გა­და­ე­წყვი­ტა-უღირ­და თუ არა ან­ბა­ნის კოშ­კის მმარ­თვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბა. ეს პე­რი­ო­დი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. თქვენ იცით, რომ ლიფ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ბო­ლომ­დე არ იყო მიყ­ვა­ნი­ლი და ამა­ზე სა­სა­მარ­თლო დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მე­რია მშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ას უჩი­ვის, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბის გამო კი ობი­ექ­ტი დღემ­დე ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი არ აქვს. ამ ეს­პა­ნურ კომ­პა­ნი­ას ლიფ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა და შე­ფუთ­ვა მი­ლი­ონ 200 ათა­სი ევრო და­უჯ­დე­ბა. კომ­პა­ნია ყო­ველ­წლი­უ­რად გა­და­იხ­დის ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხადს, კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებს და სხვა ხარ­ჯებს, რაც მას და­ახ­ლო­ე­ბით 700 000 ლარი და­უჯ­დე­ბა, და­ა­საქ­მებს ად­გი­ლობ­რი­ვებს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უფუნ­ქცი­ოდ მდგარ შე­ნო­ბას გა­ა­ცო­ცხლებს",- გა­ნა­ცხა­და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძემ.

InterPressNews.Ge"კონ­ტრაქ­ტის თა­ნახ­მად, ეს შე­ნო­ბა ჩვენ 20 წლით ავი­ღეთ. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ დამ­სვე­ნე­ბელ­მა ისი­ა­მოვ­ნოს ამ შე­ნო­ბით. ჩვენ ჩა­მო­ვე­დით აქ ბიზ­ნე­სის სა­კე­თებ­ლად და მარ­თლაც ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი ხალ­ხის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა ბევ­რი პრო­ექ­ტი გვაქვს. ბა­თუმ­ში კი სულ მალე გავ­ხსნით რეს­ტო­რანს, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ვუ­მას­პინ­ძლებთ. ჩვენ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში, სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში, ეს კი ბა­თუმ­ში სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში ეს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბას, მე მა­ლი­ორ­კა­ში და­ვი­ბა­დე და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ზღვა, მზე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა აქა­უ­რი ხალ­ხი და ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს" - გა­ნა­ცხა­და ბარ­თო­ლო­მეო სო­რელ სა­ლა­მან­კამ - კომ­პა­ნია BOOST SPAIN -ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

ან­ბა­ნის კოშ­კი ბა­თუმ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აშენ­და და მას­ზე 64 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა. იგი ეს­პა­ნელ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა - ალ­ბერ­ტო დო­მინ­გო კა­ბომ და­აპ­რო­ექ­ტა და 2011 წელს აშე­ნე­ბუ­ლი ობი­ექ­ტი დღემ­დე უფუნ­ქციო იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 1 ლარად გადაეცა

ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 1 ლარად გადაეცა

ბათუმში არსებული ანბანის კოშკი ესპანურ კომპანიას 20 წლით მართვის უფლებით, 1 ლარად გადაეცა. კომპანია BOOST SPAIN - კოშკში რესტორანს და გალერეას რამდენიმე თვეში განათავსებს , დაახლოებით ერთ თვეში კი მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კაფეებს მოაწყობს. მანამდე მოსაწესრიგებელია ლიფტები, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, კომპანიას მილიონ 200 ათასი ლარი დაუჯდება. არჩილ ხაბაძის განცხადებით, ობიექტის ფუნქციური დატვირთვა ზღვისპირა ტურისტულ ქალაქს კიდევ უფრო გააცოცხლებს. მისი ინფორმაციით, 1 ლარად გადაცემული ობიექტიდან აჭარის ბიუჯეტი ქონების გადასახადით შეივსება და ობიექტზე ადგილობრივები დასაქმდებიან.

"მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ თემაზე პანიკა მოაწყო, ჩვენ არ ვაკეთებდით განცხადებას ერთი გარემოებიდან გამომდინარე: კომპანიასთან ჩვენ გავაფორმეთ ორთვიანი მემორანდუმი და ამ პერიოდში მას უნდა შეესწავლა ობიექტის მდგომარეობა, ჩაეტარებინა ექსპერტიზა და გადაეწყვიტა-უღირდა თუ არა ანბანის კოშკის მმართველობაში მიღება. ეს პერიოდი წარმატებით დასრულდა. თქვენ იცით, რომ ლიფტების მშენებლობა ბოლომდე არ იყო მიყვანილი და ამაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. მერია მშენებელ კომპანიას უჩივის, დაუსრულებელი მშენებლობის გამო კი ობიექტი დღემდე ექსპლუატაციაში მიღებული არ აქვს. ამ ესპანურ კომპანიას ლიფტების მოწესრიგება და შეფუთვა მილიონ 200 ათასი ევრო დაუჯდება. კომპანია ყოველწლიურად გადაიხდის ქონების გადასახადს, კომუნალურ გადასახადებს და სხვა ხარჯებს, რაც მას დაახლოებით 700 000 ლარი დაუჯდება, დაასაქმებს ადგილობრივებს და წლების განმავლობაში უფუნქციოდ მდგარ შენობას გააცოცხლებს",- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ.

InterPressNews.Ge"კონტრაქტის თანახმად, ეს შენობა ჩვენ 20 წლით ავიღეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამსვენებელმა ისიამოვნოს ამ შენობით. ჩვენ ჩამოვედით აქ ბიზნესის საკეთებლად და მართლაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ბიზნესი ხალხისთვის სასიამოვნო იყოს. საქართველოში სხვა ბევრი პროექტი გვაქვს. ბათუმში კი სულ მალე გავხსნით რესტორანს, სადაც ნებისმიერ მსურველს ვუმასპინძლებთ. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ტურიზმის სფეროში, სასტუმროების მენეჯმენტისა და მშენებლობის საკითხებში, ეს კი ბათუმში სარესტორნო ბიზნესში ეს ჩვენი პირველი ნაბიჯებია. რაც შეეხება ბათუმით დაინტერესებას, მე მალიორკაში დავიბადე და ძალიან მიყვარს ზღვა, მზე, ძალიან მომეწონა აქაური ხალხი და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს" - განაცხადა ბართოლომეო სორელ სალამანკამ - კომპანია BOOST SPAIN -ის დამფუძნებელმა.

ანბანის კოშკი ბათუმში მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით აშენდა და მასზე 64 მილიონი ლარი დაიხარჯა. იგი ესპანელმა არქიტექტორმა - ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა და 2011 წელს აშენებული ობიექტი დღემდე უფუნქციო იყო.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია