კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო დიდებულიძე: "თუ ოქროპირიძე გარეთ გამოვა, ხალხი ლინჩის წესით გაასამართლებს"
ნინო დიდებულიძე: "თუ ოქროპირიძე გარეთ გამოვა, ხალხი ლინჩის წესით გაასამართლებს"

27 წლის ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ვერ­დიქ­ტი ვერ გა­მო­ი­ტა­ნეს - თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 12 სა­ა­თი მსჯე­ლობ­დნენ, მაგ­რამ ვერ შე­თან­ხმდნენ, ამი­ტომ მო­სა­მარ­თლემ მსა­ჯუ­ლე­ბი და­ი­თხო­ვა და ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ასარ­ჩე­ვად სხდო­მა 10 ივ­ნისს და­ნიშ­ნა. ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბაც თუ ვერ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მა­შინ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე გა­მარ­თლე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა. ამა­სო­ბა­ში ოქ­რო­პი­რი­ძეს ცხრათ­ვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ვადა 12 ივ­ნისს ეწუ­რე­ბა. კა­ნო­ნით, ამ ვა­და­ში პი­რის ბრა­ლე­უ­ლო­ბა თუ არ დამ­ტკიც­და, ის უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

და­ნა­შა­უ­ლი 2013 წლის 2 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და - ლაშა მა­ხა­რა­ძეს სახ­ლთან ახ­ლოს მან­ქა­ნი­დან მა­ყუ­ჩი­ა­ნი ია­რა­ღი რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს, რის შემ­დე­გაც მკვლე­ლი მი­ი­მა­ლა. მა­შინ­ვე ით­ქვა, რომ და­ნა­შა­უ­ლი გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძემ ჩა­ი­დი­ნა.

გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე ცოტა ხან­ში ცხინ­ვა­ლის მხა­რეს, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­ულ­ში მას მოწ­მე ვლა­დი­მერ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ამ­ხელს: "იმ დღეს მთხო­ვა, ვა­კე­ში მან­ქა­ნით წა­მეყ­ვა­ნა, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ლა­შას რომ მოკ­ლავ­და. ეს რომ მცოდ­ნო­და, იქ არ მი­ვი­დო­დი. მე ვი­ცო­დი, რომ ლა­შას უნდა და­ლა­პა­რა­კე­ბო­და, კონ­ფლიქ­ტი მოს­ვლი­ათ და ამის გა­სარ­კვე­ვად მივ­დი­ვა­რო. ამი­ტომ წა­ვიყ­ვა­ნე, მან კი უცებ ლა­შას ეს­რო­ლა. ახლა ისიც იკად­რა, რომ თითს ჩემ­კენ იშ­ვერს და ამ­ბობს, თით­ქოს ლაშა მე მოვ­კა­ლი. ვფიქ­რობ, მას თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი, რომ ეს მკვლე­ლო­ბა ჩემ­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნა და ამი­ტომ წა­მიყ­ვა­ნა, ალ­ბათ, იქ". თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან ირ­წმუ­ნე­ბა, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ ყო­ფი­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის, და­ვით მო­დე­ბა­ძის მტკი­ცე­ბით, გარ­და ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბი­სა, სხვა სამ­ხი­ლი ოქ­რო­პი­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ არ მო­ი­პო­ვე­ბა.

გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლია. რო­გორც ამ­ბობს, 2009-დან 2013 წლამ­დე სას­ჯელს უკა­ნო­ნოდ იხ­დი­და და მე­გო­ბა­რი თა­ლაკ­ვა­ძეც არ მო­უკ­ლავს. "ეს და­ნა­შა­უ­ლიც არ ჩა­მი­დე­ნია, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ისე ხა­ტა­ვენ, თით­ქოს მე მკვლე­ლი და სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვე ვარ". მან სა­სა­მარ­თლო­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა. "ცი­ხი­დან რომ გა­მო­მიშ­ვეს, მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას ვა­პი­რებ­დი, ოჯა­ხი უნდა შე­მექ­მნა. პა­ტი­ოს­ნად მინ­დო­და, მე­ცხოვ­რა, მაგ­რამ ახლა მკვლე­ლო­ბას მაბ­რა­ლე­ბენ. მკვლე­ლი არა ვარ. ლაშა მა­ხა­რა­ძეს­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია, არც და­მი­შა­ვე­ბია მის­თვის არა­ფე­რი. ია­რა­ღი არ მდე­ბია, რითი უნდა მო­მეკ­ლა?"შორ­ტე­ბით" ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბულ­თან გა­სუ­ლი. სა­ერ­თოდ არ გავ­დი­ო­დი გა­რეთ, რო­გორ უნდა მე­ნა­ხა, ბე­ბი­ა­ჩემს ვუვ­ლი­დი", –- გა­ნუ­მარ­ტა გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძემ ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნინო დიდებულიძე: "თუ ოქროპირიძე გარეთ გამოვა, ხალხი ლინჩის წესით გაასამართლებს"

ნინო დიდებულიძე: "თუ ოქროპირიძე გარეთ გამოვა, ხალხი ლინჩის წესით გაასამართლებს"

27 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს - თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 საათი მსჯელობდნენ, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ მოსამართლემ მსაჯულები დაითხოვა და ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს დანიშნა. ახალი შემადგენლობაც თუ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. ამასობაში ოქროპირიძეს ცხრათვიანი პატიმრობის ვადა 12 ივნისს ეწურება. კანონით, ამ ვადაში პირის ბრალეულობა თუ არ დამტკიცდა, ის უნდა გაათავისუფლონ.

დანაშაული 2013 წლის 2 სექტემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა - ლაშა მახარაძეს სახლთან ახლოს მანქანიდან მაყუჩიანი იარაღი რამდენჯერმე ესროლეს, რის შემდეგაც მკვლელი მიიმალა. მაშინვე ითქვა, რომ დანაშაული გიორგი ოქროპირიძემ ჩაიდინა.

გიორგი ოქროპირიძე ცოტა ხანში ცხინვალის მხარეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულში მას მოწმე ვლადიმერ ბერძენიშვილი ამხელს: "იმ დღეს მთხოვა, ვაკეში მანქანით წამეყვანა, რას წარმოვიდგენდი, ლაშას რომ მოკლავდა. ეს რომ მცოდნოდა, იქ არ მივიდოდი. მე ვიცოდი, რომ ლაშას უნდა დალაპარაკებოდა, კონფლიქტი მოსვლიათ და ამის გასარკვევად მივდივარო. ამიტომ წავიყვანე, მან კი უცებ ლაშას ესროლა. ახლა ისიც იკადრა, რომ თითს ჩემკენ იშვერს და ამბობს, თითქოს ლაშა მე მოვკალი. ვფიქრობ, მას თავიდანვე ჰქონდა განზრახული, რომ ეს მკვლელობა ჩემთვის დაებრალებინა და ამიტომ წამიყვანა, ალბათ, იქ". თავად ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დაკავების მომენტიდან ირწმუნება, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა. ბრალდებულის ადვოკატის, დავით მოდებაძის მტკიცებით, გარდა ბერძენიშვილის ჩვენებისა, სხვა სამხილი ოქროპირიძის წინააღმდეგ არ მოიპოვება.

გიორგი ოქროპირიძე ყოფილი წყალბურთელია. როგორც ამბობს, 2009-დან 2013 წლამდე სასჯელს უკანონოდ იხდიდა და მეგობარი თალაკვაძეც არ მოუკლავს. "ეს დანაშაულიც არ ჩამიდენია, ჟურნალისტები ისე ხატავენ, თითქოს მე მკვლელი და საშიში დამნაშავე ვარ". მან სასამართლოზე კატეგორიულად უარყო ლაშა მახარაძის მკვლელობა. "ციხიდან რომ გამომიშვეს, მუშაობის დაწყებას ვაპირებდი, ოჯახი უნდა შემექმნა. პატიოსნად მინდოდა, მეცხოვრა, მაგრამ ახლა მკვლელობას მაბრალებენ. მკვლელი არა ვარ. ლაშა მახარაძესთან შეხება არ მქონია, არც დამიშავებია მისთვის არაფერი. იარაღი არ მდებია, რითი უნდა მომეკლა?„შორტებით“ ვიყავი შეყვარებულთან გასული. საერთოდ არ გავდიოდი გარეთ, როგორ უნდა მენახა, ბებიაჩემს ვუვლიდი", –- განუმარტა გიორგი ოქროპირიძემ ნაფიც მსაჯულებს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ