კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის­თვის ახალ საქ­მე­ზე აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ხვალ იმ­სჯე­ლებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პრო­ცე­სი 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. სხდო­მის მო­სა­მარ­თლეა გო­გი­ტა თო­თო­საშ­ვი­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რე ოქ­რო­პი­რი­ძის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ პი­რა­დი მო­ტი­ვით ცრუ დას­მე­ნის ფაქ­ტზე, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 373-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან ექვს წლამ­დე ვა­დით.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ­მა გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძემ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბულს გა­ნუ­ცხა­და, რომ მას სას­ჯე­ლაღ­სუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.

მი­თი­თე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა ოქ­რო­პი­რი­ძემ და­ა­დას­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში, რა დრო­საც და­ა­სა­ხე­ლა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი და მი­უ­თი­თა, რომ სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა მას მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რის შე­დე­გა­დაც მი­ი­ღო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა.

"საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლი­სის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ბა­თუ­მის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნი­სას გ.ოქ­რო­პი­რი­ძე ითხოვ­და თბი­ლი­სის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ტო­ვე­ბას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი იმუქ­რე­ბო­და, რომ მი­ი­ყე­ნებ­და თვით­და­ზი­ა­ნე­ბებს და სა­ხალ­ხო დამ­ცველს და­არ­წმუ­ნებ­და მას­ში, რომ იგი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან წა­მე­ბის მსხვერ­პლი იყო, რი­თაც და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნი­და სის­ტე­მას. რე­ა­ლუ­რად კი რო­გორც მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უტყუ­ა­რად დად­გინ­და, გ.ოქ­რო­პი­რი­ძე­ზე არა­ვი­თარ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერ გა­მო­ი­ტა­ნეს; მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს ამ საქ­მე­ზე 9-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის ვადა 2015 წლის 12 ივ­ნისს ეწუ­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძისთვის ახალ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, პროცესი 12:00 საათზე გაიმართება. სხდომის მოსამართლეა გოგიტა თოთოსაშვილი. პროკურატურის განცხადებით, ბრალდების მხარე ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარედგინა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

გამოძიებით დადგინდა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის N8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ.ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის N8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ.ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს; მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ამ საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა 2015 წლის 12 ივნისს ეწურება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ