კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს
ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს ახა­ლი ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს. მათი გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­ავ­რცე­ლებს ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრა­ლის წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ. ამ დრო­ის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ სა­უბ­რო­ბენ თუ რა საქ­მე­ზე წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი ოქ­რო­პი­რი­ძეს.

დღეს ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის ად­ვო­კატ­მა და­ვით მო­დე­ბა­ძემ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის მი­მართ პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, რათა არ გა­მო­უშ­ვან სა­პყრო­ბი­ლი­დან.

ად­ვო­კა­ტის თქმით, გუ­შინ გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს­თან უც­ნო­ბი პირი სა­კან­ში შე­ვი­და და ოქ­რო­პი­რი­ძის პრო­ვო­ცი­რე­ბას შე­ე­ცა­და. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძე პრო­ვო­კა­ცი­ას არ აყვა. "გი­ორ­გიმ ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო ხე­ლე­ბი. სა­კან­ში კა­მე­რაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ამ პირ­მა შე­მო­ი­ხია ტან­საც­მე­ლი და მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით მო­დე­ბა­ძემ.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ზე ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და დღეს პრო­კუ­რო­რი და ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძეს­თან და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან. და­ვით მო­დე­ბა­ძის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ოქ­რო­პი­რი­ძეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი არ მი­ე­ნი­ჭა და პა­ტიმ­რო­ბის ვადა გა­უ­ხან­გრძლივ­და, საქ­მე გვექ­ნე­ბა სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, პროკურატურა გაავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას ბრალის წარდგენის შესახებ. ამ დროისთვის პროკურატურაში არ საუბრობენ თუ რა საქმეზე წარედგინა ბრალი ოქროპირიძეს.

დღეს ბრიფინგი გამართა გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგი ოქროპირიძის მიმართ პროვოკაციის მოწყობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რათა არ გამოუშვან საპყრობილიდან.

ადვოკატის თქმით, გუშინ გიორგი ოქროპირიძესთან უცნობი პირი საკანში შევიდა და ოქროპირიძის პროვოცირებას შეეცადა. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ოქროპირიძე პროვოკაციას არ აყვა. "გიორგიმ ჯიბეში ჩაიდო ხელები. საკანში კამერაა დამონტაჟებული და ყველაფერი იქნება დაფიქსირებული. ამ პირმა შემოიხია ტანსაცმელი და მიიყენა თვითდაზიანება", - განაცხადა დავით მოდებაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეზე ძიება უკვე დაწყებულია და დღეს პროკურორი და ადვოკატი გიორგი ოქროპირიძესთან დაკითხვაზე იმყოფებიან. დავით მოდებაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ საქმეზე ოქროპირიძეს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა და პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა, საქმე გვექნება სამართლის ნორმების დარღვევასთან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ