კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი შოთაძე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პროცესის შედეგებს აფასებს
ირაკლი შოთაძე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პროცესის შედეგებს  აფასებს

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სის შე­დე­გე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი შო­თა­ძემ გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, უწყე­ბა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის­გან მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძის გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს ელო­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რაც ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვართ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შე­დე­გე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის­თვის დაგ­ვაკ­ლდა ერთი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის ხმა, რა­საც ჩვენ ნამ­დვი­ლად არ მო­ვე­ლო­დით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც საქ­მე­ში არ­სე­ბობს და რი­თაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ლაშა მა­ხა­რა­ძე გი­ორ­გი ოქ­რო­პი­რი­ძემ მოკ­ლა. მე დღეს მო­ვის­მი­ნე ლაშა მა­ხა­რა­ძის დე­დის გან­ცხა­დე­ბე­ბი – სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია ის გუ­ლის­წყრო­მა, რო­მე­ლიც მან გა­მო­ხა­ტა, თუმ­ცა მინ­და მას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ავუხ­სნა, რომ ასე­თია დღე­ის­თვის კა­ნო­ნი და კონ­კრე­ტულ მუხ­ლებ­ზე კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლის სა­სა­მარ­თლოს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მის ბედი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იუ­რის­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და აქ პრო­კუ­რა­ტუ­რა უძ­ლუ­რია. მე შე­მიძ­ლია ერთი დავ­პირ­დე და ვუ­თხრა ლაშა მა­ხა­რა­ძის დე­დას, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­აგ­რძე­ლებს ამ საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბას. ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ შემ­დე­გი ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე მო­ვა­ხერ­ხებთ ოქ­რო­პი­რი­ძის გამ­ტყუ­ნე­ბას და იმას, რომ სი­მარ­თლემ იზე­ი­მოს", - გა­ნა­ცხა­და შო­თა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ირაკლი შოთაძე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პროცესის შედეგებს აფასებს

ირაკლი შოთაძე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პროცესის შედეგებს  აფასებს

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული პროცესის შედეგებით მთავარი პროკურატურა იმედგაცრუებულია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, უწყება ნაფიცი მსაჯულებისგან მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის გამამტყუნებელ განაჩენს ელოდა.

"საქართველოს პროკურატურაც ძალიან იმედგაცრუებული ვართ სასამართლო პროცესის შედეგებით. სამწუხაროდ, გამამტყუნებელი განაჩენისთვის დაგვაკლდა ერთი ნაფიცი მსაჯულის ხმა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ მოველოდით, იქიდან გამომდინარე, რა მყარი მტკიცებულებებიც საქმეში არსებობს და რითაც დადასტურებულია, რომ ლაშა მახარაძე გიორგი ოქროპირიძემ მოკლა. მე დღეს მოვისმინე ლაშა მახარაძის დედის განცხადებები – სრულიად გასაგებია ის გულისწყრომა, რომელიც მან გამოხატა, თუმცა მინდა მას და საზოგადოებას ავუხსნა, რომ ასეთია დღეისთვის კანონი და კონკრეტულ მუხლებზე კანონმდებლობა ნაფიცი მსაჯულის სასამართლოს ითვალისწინებს.

შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში საქმის ბედი დამოკიდებულია ნაფიცი მსაჯულების, ჩვეულებრივი ადამიანების, არაპროფესიონალი იურისტების გადაწყვეტილებაზე და აქ პროკურატურა უძლურია. მე შემიძლია ერთი დავპირდე და ვუთხრა ლაშა მახარაძის დედას, რომ პროკურატურა გააგრძელებს ამ საქმეზე მუშაობას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ნაფიცი მსაჯულების პროცესზე მოვახერხებთ ოქროპირიძის გამტყუნებას და იმას, რომ სიმართლემ იზეიმოს", - განაცხადა შოთაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ