პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარიგდებიან თუ არა შუქურა და დინამო ბათუმი?
გარიგდებიან თუ არა შუქურა და დინამო ბათუმი?

გუ­შინ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პირ­ვე­ლი ლი­გის მსა­ჯე­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არ­ბიტ­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რომ­ლებ­საც პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი შე­ე­ფარ­დათ და ფუ­ლა­დი ჯა­რი­მის გა­დახ­დაც და­ე­კის­რათ, თუმ­ცა გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის პრობ­ლე­მა არა­მარ­ტო პირ­ველ არა­მედ უმაღ­ლეს ლი­გა­შიც გა­მო­სარ­კვე­ვია.

დღეს, უმაღ­ლე­სი ლი­გის ბოლო 30-ე ტუ­რის მატ­ჩე­ბი უნდა გა­ი­მარ­თოს.

ჩემ­პი­ო­ნა­ტი სა­კა­მოდ და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა და ეს მუხ­ტი უმაღ­ლეს ლი­გას ბოლო ტუ­რამ­დე მოჰ­ყვა, სა­დაც მე­ო­რე-მე­სა­მე ად­გი­ლე­ბის ბედი ჯერ კი­დევ გა­სარ­კვე­ვია - მე­სა­მე ად­გი­ლო­სა­ნი თბი­ლი­სის დი­ნა­მო სახ­ლში ჩი­ხუ­რას მას­პინ­ძლობს ხოლო დი­ნა­მო ბა­თუ­მი ნო­მი­ნა­ლუ­რი სტუმ­რის სტა­ტუ­სით ქო­ბუ­ლე­თის ჩელე არე­ნა­ზე ად­გი­ლობ­რივ შუ­ქუ­რას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. 52 ქუ­ლით კახი კა­ჭა­რა­ვას ცხინ­ვა­ლი კი მე­ო­თხე ად­გილს იკა­ვებს, რო­მე­ლიც "დი­ნა­მო­ებს" 3 ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა.

24 აპ­რილს შუ­ქუ­რას აწ უკვე ჩემ­პი­ონ და მა­შინ ახ­ლად გა­ლი­დე­რე­ბულ გო­რის დი­ლას­თან სტუმ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მატ­ჩის ხა­სი­ა­თით და ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში მა­შინ გა­ჩე­ნი­ლი კი­თხვე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, დღე­ვან­დე­ლი მატ­ჩი ბა­თუ­მე­ლე­ბის­თვის ძნე­ლი გა­სე­ირ­ნე­ბა არ უნდა იყოს.

ად­ვი­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ მატჩში ქო­ბუ­ლეთს შუ­ქუ­რას თა­მა­შის ხა­რის­ხი, "რა­ტომ­ღაც" ისე­თი­ვე უმო­ტი­ვა­ციო იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც გორ­ში თენ­გიზ ბურ­ჯა­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე იყო. გა­სა­ვარ­დნ ზო­ნა­ში და­ძა­ბუ­ლი მუხ­ტი თით­ქმის აღარ არ­სე­ბობს, ბოლო ად­გილ­ზე მყო­ფი მე­ტა­ლურ­გი ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე რა­მო­დე­ნი­მე თვით ადრე მსხვი­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო გა­კოტ­რდა, ხოლო მე­თხუთ­მე­ტე ად­გი­ლო­სა­ნი ზეს­ტა­ფო­ნი კი ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე 7 ტუ­რით ადრე გო­რის დი­ლას­თან სა­ში­ნაო მატჩზე არ­გა­მო­ცხა­დე­ბის გამო უმაღ­ლე­სი ლი­გი­დან მოკ­ვე­თეს.

სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ ზეს­ტა­ფო­ნის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით გო­რის დი­ლას­თან მატჩზე არ­გა­მო­ცხა­დე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად მან კლუ­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მოს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა, რო­ემ­ლიც მისი თქმით გო­რის დი­ლას წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ იყო ინი­ცი­რე­ბუ­ლი.

წყა­რო: info9

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გარიგდებიან თუ არა შუქურა და დინამო ბათუმი?

გარიგდებიან თუ არა შუქურა და დინამო ბათუმი?

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი ლიგის მსაჯების გახმაურებულ საქმეში ბრალდებული არბიტრები გაათავისუფლა, რომლებსაც პირობითი სასჯელი შეეფარდათ და ფულადი ჯარიმის გადახდაც დაეკისრათ, თუმცა გარიგებული მატჩების პრობლემა არამარტო პირველ არამედ უმაღლეს ლიგაშიც გამოსარკვევია.

დღეს, უმაღლესი ლიგის ბოლო 30-ე ტურის მატჩები უნდა გაიმართოს.

ჩემპიონატი საკამოდ დაძაბული გამოდგა და ეს მუხტი უმაღლეს ლიგას ბოლო ტურამდე მოჰყვა, სადაც მეორე-მესამე ადგილების ბედი ჯერ კიდევ გასარკვევია - მესამე ადგილოსანი თბილისის დინამო სახლში ჩიხურას მასპინძლობს ხოლო დინამო ბათუმი ნომინალური სტუმრის სტატუსით ქობულეთის ჩელე არენაზე ადგილობრივ შუქურას დაუპირისპირდება. 52 ქულით კახი კაჭარავას ცხინვალი კი მეოთხე ადგილს იკავებს, რომელიც „დინამოებს“ 3 ქულით ჩამორჩება.

24 აპრილს შუქურას აწ უკვე ჩემპიონ და მაშინ ახლად გალიდერებულ გორის დილასთან სტუმრად ჩატარებული მატჩის ხასიათით და ფეხბურთის გულშემატკივრებში მაშინ გაჩენილი კითხვებით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელი მატჩი ბათუმელებისთვის ძნელი გასეირნება არ უნდა იყოს.

ადვილად წარმოსადგენია, რომ მატჩში ქობულეთს შუქურას თამაშის ხარისხი, „რატომღაც“ ისეთივე უმოტივაციო იქნება, როგორიც გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე იყო. გასავარდნ ზონაში დაძაბული მუხტი თითქმის აღარ არსებობს, ბოლო ადგილზე მყოფი მეტალურგი ჩემპიონატის დასრულებამდე რამოდენიმე თვით ადრე მსხვილი ფინანსური დავალიანების გამო გაკოტრდა, ხოლო მეთხუთმეტე ადგილოსანი ზესტაფონი კი ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გორის დილასთან საშინაო მატჩზე არგამოცხადების გამო უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზესტაფონის პრეზიდენტის განცხადებით გორის დილასთან მატჩზე არგამოცხადების ერთ-ერთ მიზეზად მან კლუბის ფეხბურთელების მოსყიდვის მცდელობა დაასახელა, როემლიც მისი თქმით გორის დილას წარმომადგენლების მიერ იყო ინიცირებული.

წყარო: info9

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია