მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად, სიძე-პატარძალი სასულიერო პირს არც უსმენს... ხმაურში, ფოტოგადაღებაში აღესრულება წმინდა საიდუმლო" - რა უნდა იცოდნენ წყვილებმა ჯვრისწერის შესახებ
"ხშირად, სიძე-პატარძალი სასულიერო პირს არც უსმენს... ხმაურში, ფოტოგადაღებაში აღესრულება წმინდა საიდუმლო" - რა უნდა იცოდნენ წყვილებმა ჯვრისწერის შესახებ

ჯვრის­წე­რის სა­ი­დუმ­ლო ერთ-ერ­თია, რო­მელ­საც მორ­წმუ­ნე­თათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუმ­ცა რო­გორც AMBEBI.GE-ს დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბა, დღეს ბევ­რი წყვი­ლი ჯვარს გა­უ­აზ­რებ­ლად იწერს და ოჯა­ხე­ბის დან­გრე­ვის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესეც არის.

- ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანს მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში დად­გე­ნი­ლია შვი­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა. პირ­ვე­ლი მათ­გა­ნი არის ნათ­ლის­ღე­ბა, მაგ­რამ სა­ი­დუმ­ლო­თა შო­რის ყვე­ლა­ზე უძ­ვე­ლე­სი გახ­ლავთ ქორ­წი­ნე­ბის, ანუ ჯვრის­წე­რის სა­ი­დუმ­ლო. ის­ტო­რი­უ­ლად იგი ძველ აღ­თქმა­ში ჯერ კი­დევ სა­მო­თხე­ში და­ად­გი­ნა ღმერ­თმა, როცა ადა­მი და ევა აკურ­თხა და უთხრა მათ - ინა­ყო­ფი­ე­რეთ და გამ­რავ­ლდით ქვე­ყა­ნა­სა ზედა.

რო­დე­საც ღმერ­თმა ადა­მი­ა­ნი შექ­მნა, ადამ­მა თით­ქოს მო­ი­წყი­ნა და თა­ვი­სი მსგავ­სი ვე­რა­ნა­ი­რი ვერ მო­ი­ძია, შემ­დეგ ღმერ­თმა მას მოჰ­გვა­რა ძილი და მისი ნეკ­ნის­გან შექ­მნა მი­სი­ვე მსგავ­სი ევა. ევა ებ­რა­უ­ლი სი­ტყვაა და ქარ­თუ­ლად სი­ცო­ცხლის წყა­როს ნიშ­ნავს. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი სა­მო­თხე­ში ადა­მის მიერ წარ­მო­ით­ქვა, როცა შე­ხე­და ევას და თქვა: ეს არის ხორ­ცი ჩემი ხორცთა­გა­ნი და ძვა­ლი ძვალ­თა­გა­ნი, ანუ რო­დე­საც ადა­მი­ან­მა პირ­ვე­ლად გა­მო­ხა­ტა სი­ხა­რუ­ლი თა­ვის მსგავს არ­სე­ბა­ში ეს იყო ადა­მი და მან მი­ი­ღო დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი მი­სი­ვე მსგავ­სი ადა­მი­ა­ნი.

- რამ­დე­ნად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვთ დღეს წყვი­ლებს ჯვრის­წე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა?

- როცა ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი თავ­ზე გვირ­გვინს იდ­გამს, ეს მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, თუმ­ცა დღეს სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ჯვრის­წე­რა სიმ­ბო­ლუ­რად სრულ­დე­ბა. ხში­რად, წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს არც სი­ძეს და არც პა­ტარ­ძალს, რა ხდე­ბა ამ დროს, არც სა­სუ­ლი­ე­რო პირს უს­მე­ნენ. ძი­რი­თა­დად ხმა­ურ­ში, ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა­ში აღეს­რუ­ლე­ბა ეს წმინ­და სა­ი­დუმ­ლო და შემ­დგომ­ში, როცა ე.წ. თაფ­ლო­ბის თვე გა­დის, მერე აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ მათ სიმ­ბო­ლუ­რად და­ი­წე­რეს ჯვა­რი და სუ­ლაც არ იცი­ან, რა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აკის­რია ცოლ-ქმარს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და უკვე შემ­დგომ­ში მო­დი­ან ეკ­ლე­სი­ა­ში და მერე იწყე­ბენ შე­მეც­ნე­ბას, თუ რას ნიშ­ნავს ქორ­წი­ნე­ბა და რა სა­ი­დუმ­ლოს გუ­ლის­ხმობს იგი.

ყვე­ლა­ფე­რი მა­მა­კა­ცის­გან იწყე­ბა. მა­მა­კა­ცი თუ ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცე­ვა, იმე­ფებს სა­კუ­თარ თავ­ზე, ანუ თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა და ოჯა­ხის საქ­მე­ებს გო­ნივ­რუ­ლად გან­კარ­გავს, ბუ­ნებ­რი­ვია, მისი მე­უღ­ლეც სიყ­ვა­რუ­ლით, კდე­მა­მო­სი­ლე­ბით აღივ­სე­ბა და მისი ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბა. ოღონდ აქ არ უნდა იყოს ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რო­ბა, უნდა იყოს ბჭო­ბა, გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხის ერ­თდრო­უ­ლი გა­და­წყვე­ტა. ის, რომ მა­მა­კა­ცი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად მეს­მის და შენ ვინ გე­კი­თხე­ბა ან მარ­ტო მე ვი­ციო, ასე არ შე­იძ­ლე­ბა, მათ ერ­თად უნდა იმ­სჯე­ლონ.

კა­ცობ­რი­ო­ბის გა­მოხ­სნა და მხსნე­ლის მობ­რძა­ნე­ბა მოხ­და ქალ­წულ მა­რი­ა­მი­სა­გან. ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ზე­ცი­ურ იერ­არ­ქი­ა­ში წმინ­და სა­მე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ქმნი­ლე­ბა არის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში წმინ­და ნი­ნომ იქა­და­გა, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბა თა­მარ მე­ფის დროს იყო და ყვე­ლა­ზე ახო­ვა­ნე­ბით ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა ქე­თე­ვან დე­დო­ფალ­მა და­იც­ვა, ასე რომ, მა­მა­კა­ცებს ვთხოვ, ნუ­რაფ­რით ნუ და­ამ­ცი­რე­ბენ დე­და­კა­ცებს და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი იყოს ისე­თი, რო­გორც უფალს უნდა.

- ჯვრის­წე­რამ­დე თუ მო­დი­ან თქვენ­თან წყვი­ლე­ბი, რათა გა­ი­გონ მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა და არსი?

- ალ­ბათ სხვა მა­მა­ო­ე­ბიც და­მე­თან­ხმე­ბი­ან, რომ წყვი­ლე­ბის 99% მო­დი­ან ტაძ­რებ­ში, მა­მა­ო­ებს შე­უ­თან­ხმდე­ბი­ან თუ რო­მელ სა­ათ­ზე უნდა და­ი­წე­რონ ჯვა­რი, რამ­დენს გა­და­იხ­დი­ან და არა­ნა­ი­რი კა­ტე­ხი­ზა­ცია ანუ გა­სა­უბ­რე­ბა არ ხდე­ბა თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ. მე ყვე­ლა წყვილს ვურ­ჩევ­დი, წი­ა­კი­თხონ იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის ცნო­ბი­ლი ეპის­ტო­ლე­ე­ბი ოჯა­ხის შექ­მნის შე­სა­ხებ, სა­დაც მას პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვე­ბი ჰყავს მოყ­ვა­ნი­ლი - თუ ჩვენ ღმერ­თი გვაძ­ლევს უფ­ლე­ბას, რომ პირ­ვე­ლი­ვე კა­მა­თის და გა­უ­გებ­რო­ბის დროს გა­ვუშ­ვათ ჩვე­ნი მე­უღ­ლე ოჯა­ხი­დან, ანუ გა­ვე­ყა­როთ, მა­შინ ახ­ლა­ვე შე­გიძ­ლი­ათ შექ­მნათ ოჯა­ხი, მაგ­რამ თუ ღმერ­თი გას­წავ­ლით, რომ მხო­ლოდ მრუ­შო­ბის გამო შე­გიძ­ლია გა­უშ­ვა შენი მე­უღ­ლე, მა­შინ და­ფიქ­რე­ბა გმარ­თებს, ვის­თან აპი­რებ ოჯა­ხის შექ­მნას.

ეკ­ლე­სი­ა­ში იყო ასე­თი ტრა­დი­ცია - და­წინ­დვა ანუ ნიშ­ნო­ბა, ახლა თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბა­ში და­წინ­დვა და ქორ­წი­ნე­ბა ერ­თად აღეს­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ადრე წყვი­ლე­ბი 6 თვე მა­ინც იყ­ვნენ და­წინ­დუ­ლე­ბი ანუ და­ნიშ­ნუ­ლე­ბი, ერ­თად არ ცხოვ­რობ­დნენ ანუ ცოლ-ქმა­რი არ ერ­ქვათ, უბ­რა­ლოდ იყო სა­სი­ძო და სარ­ძლო. მა­შინ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ იყო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და ალ­ბათ ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში ხდე­ბო­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და შემ­დეგ, რო­დე­საც დარ­წმუნ­დე­ბოდ­ნენ, ერ­თად ცხოვ­რე­ბა შე­ეძ­ლოთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­მნე­ბო­და ოჯა­ხე­ბი.

დღეს სამ­წუ­ხა­როდ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სა და ღა­მის კლუბ­ში გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა უც­ბად გახ­დეს ვინ­მეს მე­უღ­ლე, რაც ცუ­დია და ხში­რად ასე­თი ქორ­წი­ნე­ბა კრა­ხით სრულ­დე­ბა და ძა­ლი­ან ბევ­რი დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხია, ოჯა­ხის დან­გრე­ვა კი დიდი ცოდ­ვაა, მათი დან­გრე­ვის ბზა­რი ბავ­შვე­ბის გუ­ლებ­ზე გა­დის და შემ­დგომ­ში ბავ­შვე­ბი ხდე­ბი­ან რე­ცი­დი­ვის­ტე­ბი, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი.

ქორ­წი­ნე­ბა უფრო სა­მო­ქა­ლა­ქო სი­ტყვაა და ჯვრის­წე­რა ნიშ­ნავს იმას, რომ ჯვა­რი გა­და­ვი­წე­რე, ღმერ­თმა დაგ­ვლო­ცა, ანუ ჩვენ ღვთის­გან მო­ვი­თხო­ვეთ მად­ლი, რომ ჩვენ შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა იყოს. დღეს მხო­ლოდ სა­პა­ტარ­ძლო კა­ბას აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას, რამ­დე­ნი კა­მე­რა იღებს, სად და­ი­წე­რენ ჯვარს და ა.შ.

როცა ადა­მი­ანს ეკი­თხე­ბი, ხარ თუ არა ჯვარ­წე­რი­ლი, ის გპა­სუ­ხობს რომ კი, რა თქმა უნდა, მე ჯვა­რი სი­ონ­ში ან სა­მე­ბა­ში და­ვი­წე­რე, გი­სა­ხე­ლებს ცნო­ბილ ტაძ­რებს, მაგ­რამ ჩვენ იმას ვგუ­ლის­ხმობთ, შენ რომ ჯვა­რი და­ი­წე­რე, გეს­მის რა მოხ­და ამ დროს? ეს სიმ­ბო­ლუ­რი იყო თუ მარ­თლა გა­ი­აზ­რე? სა­ი­დუმ­ლო იმას ნიშ­ნავს, რომ ღვთის მად­ლი უხი­ლა­ვად გად­მო­დის და იმ შემ­თხვე­ვა­ში გად­მო­დის, თუ შენ მიხ­ვდი იმ დროს რა მოხ­და, თუ შენ ვერ მიხ­ვდი და უბ­რა­ლოდ გინ­და შენი ცხოვ­რე­ბის ალ­ბომ­ში ქორ­წი­ნე­ბა ფო­ტო­ე­ბის და ვი­დე­ო­ე­ბის სა­ხით და­ფიქ­სირ­დეს, ეს სამ­წუ­ხა­როდ, არა­ნა­ირ ნა­ყოფს არ გა­მო­ი­ღებს.

- რას ნიშ­ნავს ჯვრის აყრა?

- ჯვრის აყრა, რო­გორც ასე­თი, არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ამ გა­მო­ი­ჩი­ნა იკო­ნო­მია, ანუ გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თი, რად­გან ადა­მი­ა­ნი რთუ­ლი არ­სე­ბაა. ეკ­ლე­სია ით­ვა­ლის­წი­ნებს სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რო­ე­ბას, იმ სა­უ­კუ­ნეს, იმ ყოფა-ცხოვ­რე­ბას და გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებს უშ­ვებს ოღონდ არა დოგ­მა­ტებ­ში, არა­მედ გარ­კვე­ულ კა­ნო­ნებ­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა და ერთ-ერთი ის არის, რომ რად­გან შენ ამ ადა­მი­ან­თან ცხოვ­რე­ბა არ გინ­და და ოჯა­ხი და­ინ­გრა, მა­შინ მღვდელმთა­ვა­რი, კერ­ძოდ კი ქო­რე­პის­კო­პო­სი წყვილს მი­ტე­ვე­ბის ლოც­ვას უკი­თხავს, ამას დღეს ჯვრის აყ­რას ეძა­ხი­ან. მაგ­რამ ყვე­ლას გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა, რომ ჯვრის აყრა მხო­ლოდ მა­შინ ხდე­ბა, როცა ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა. თუ ადა­მი­ანს მე­ო­რე ადა­მი­ან­თან ჯვა­რი აქვს და­წე­რი­ლი, ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჯვარ­და­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა მას­თან, ეკ­ლე­სია მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბას მხო­ლოდ იმი­ტომ უშ­ვებს, რომ მრუ­შო­ბას და სიძ­ვას არ ჰქონ­დეს ად­გი­ლი.

- მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბას რო­გორ უყუ­რებს ეკ­ლე­სია?

- მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბაც კა­ნო­ნი­ე­რია, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნი ჯვარ­წე­რი­ლად მა­ინც პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ით­ვლე­ბა, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა გვირ­გვი­ნე­ბის გა­რე­შე აღეს­რუ­ლე­ბო­და და მინ­და გვირ­გვი­ნე­ბის დად­გმა­საც შე­ვე­ხო. გვირ­გვი­ნის დად­გმა ნიშ­ნავს ცოდ­ვა­ზე გა­მარ­ჯვე­ბას, როცა ნეფე-პა­ტარ­ძალს გვირ­გვინს ად­გა­მენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა სიძ­ვი­სა და მრუ­შო­ბის ნაც­ვლად, ოჯა­ხი შექ­მნეს და ამით და­ა­მარ­ცხეს ვნე­ბა. ოჯა­ხის შექ­მნის პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი არ არის შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა, ვინ­მეს არ ეგო­ნოს, რომ მე ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, უბ­რა­ლოდ, პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხი იქ­მნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კაც­მა და ქალ­მა მო­პირ­და­პი­რე სქეს­თან ვნე­ბა და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს, აღარ იმ­რუ­შოს და სიძ­ვა­ში არ ჩა­ვარ­დეს, ანუ მათ პირ­ველ რიში ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა ჰქონ­დეთ, რომ ვნე­ბა და­ა­მარ­ცხონ სა­კუ­თარ თავ­ში, რა თქმა უნდა, შემ­დგომ­ში ღვთის კურ­თხე­ვაა ასე­თი, რომ გამ­რავ­ლდით და ინა­ყო­ფი­ე­რეთ ქვე­ყა­ნა­სა ზედა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზასტაველი.
0

სწორი აზრია,ვისაც ჯვრის დაწერა უნდათ 6 თვე უნდა ეცნობოდნენ ეკლესიაში მოძღვრის მეშვეობით ჯვრის წერის საიდუმლოს და ცოლქმრულ ვალდებულებებს,როცა ყველაფერი კარგად გაერკვევიან და ყველაფერს კარგად გაიაზრებენ შემდეგ უნდა ეძლეოდეთ ჯვრის წერის უფლება.

გელა
8

როგორც ერი, ისე ბერი

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხშირად, სიძე-პატარძალი სასულიერო პირს არც უსმენს... ხმაურში, ფოტოგადაღებაში აღესრულება წმინდა საიდუმლო" - რა უნდა იცოდნენ წყვილებმა ჯვრისწერის შესახებ

"ხშირად, სიძე-პატარძალი სასულიერო პირს არც უსმენს... ხმაურში, ფოტოგადაღებაში აღესრულება წმინდა საიდუმლო" - რა უნდა იცოდნენ წყვილებმა ჯვრისწერის შესახებ

ჯვრისწერის საიდუმლო ერთ-ერთია, რომელსაც მორწმუნეთათვის განსაკუთრებული მადლი და მნიშვნელობა აქვს, თუმცა როგორც AMBEBI.GE-ს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ეუბნება, დღეს ბევრი წყვილი ჯვარს გაუაზრებლად იწერს და ოჯახების დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.

- ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოეხსენება, რომ ეკლესიაში დადგენილია შვიდი საიდუმლოება. პირველი მათგანი არის ნათლისღება, მაგრამ საიდუმლოთა შორის ყველაზე უძველესი გახლავთ ქორწინების, ანუ ჯვრისწერის საიდუმლო. ისტორიულად იგი ძველ აღთქმაში ჯერ კიდევ სამოთხეში დაადგინა ღმერთმა, როცა ადამი და ევა აკურთხა და უთხრა მათ - ინაყოფიერეთ და გამრავლდით ქვეყანასა ზედა.

როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა, ადამმა თითქოს მოიწყინა და თავისი მსგავსი ვერანაირი ვერ მოიძია, შემდეგ ღმერთმა მას მოჰგვარა ძილი და მისი ნეკნისგან შექმნა მისივე მსგავსი ევა. ევა ებრაული სიტყვაა და ქართულად სიცოცხლის წყაროს ნიშნავს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პირველი ლიტერატურული ნაწარმოები სამოთხეში ადამის მიერ წარმოითქვა, როცა შეხედა ევას და თქვა: ეს არის ხორცი ჩემი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი, ანუ როდესაც ადამიანმა პირველად გამოხატა სიხარული თავის მსგავს არსებაში ეს იყო ადამი და მან მიიღო დიდი სიყვარულით ღვთისგან ბოძებული მისივე მსგავსი ადამიანი.

- რამდენად გაცნობიერებული აქვთ დღეს წყვილებს ჯვრისწერის მნიშვნელობა?

- როცა ნეფე-პატარძალი თავზე გვირგვინს იდგამს, ეს მათთვის მნიშვნელოვანი მომენტია, თუმცა დღეს სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჯვრისწერა სიმბოლურად სრულდება. ხშირად, წარმოდგენა არ აქვს არც სიძეს და არც პატარძალს, რა ხდება ამ დროს, არც სასულიერო პირს უსმენენ. ძირითადად ხმაურში, ფოტო და ვიდეო გადაღებაში აღესრულება ეს წმინდა საიდუმლო და შემდგომში, როცა ე.წ. თაფლობის თვე გადის, მერე აღმოჩნდება, რომ მათ სიმბოლურად დაიწერეს ჯვარი და სულაც არ იციან, რა მოვალეობები აკისრია ცოლ-ქმარს ერთმანეთის მიმართ და უკვე შემდგომში მოდიან ეკლესიაში და მერე იწყებენ შემეცნებას, თუ რას ნიშნავს ქორწინება და რა საიდუმლოს გულისხმობს იგი.

ყველაფერი მამაკაცისგან იწყება. მამაკაცი თუ ღირსეულად მოიქცევა, იმეფებს საკუთარ თავზე, ანუ თავისუფალი იქნება და ოჯახის საქმეებს გონივრულად განკარგავს, ბუნებრივია, მისი მეუღლეც სიყვარულით, კდემამოსილებით აღივსება და მისი ერთგული იქნება. ოღონდ აქ არ უნდა იყოს ერთპიროვნული ლიდერობა, უნდა იყოს ბჭობა, გარკვეული საკითხის ერთდროული გადაწყვეტა. ის, რომ მამაკაცი ვარ, ყველაფერი სწორად მესმის და შენ ვინ გეკითხება ან მარტო მე ვიციო, ასე არ შეიძლება, მათ ერთად უნდა იმსჯელონ.

კაცობრიობის გამოხსნა და მხსნელის მობრძანება მოხდა ქალწულ მარიამისაგან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზეციურ იერარქიაში წმინდა სამების შემდეგ ყველაზე აღმატებული ქმნილება არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. საქართველოში წმინდა ნინომ იქადაგა, ყველაზე ძლიერი საქართველო და აყვავებული ქრისტიანობა თამარ მეფის დროს იყო და ყველაზე ახოვანებით ჭეშმარიტი სარწმუნოება ქეთევან დედოფალმა დაიცვა, ასე რომ, მამაკაცებს ვთხოვ, ნურაფრით ნუ დაამცირებენ დედაკაცებს და ჩვენი ოჯახები იყოს ისეთი, როგორც უფალს უნდა.

- ჯვრისწერამდე თუ მოდიან თქვენთან წყვილები, რათა გაიგონ მისი მნიშვნელობა და არსი?

- ალბათ სხვა მამაოებიც დამეთანხმებიან, რომ წყვილების 99% მოდიან ტაძრებში, მამაოებს შეუთანხმდებიან თუ რომელ საათზე უნდა დაიწერონ ჯვარი, რამდენს გადაიხდიან და არანაირი კატეხიზაცია ანუ გასაუბრება არ ხდება თავიანთი მოვალეობის შესახებ. მე ყველა წყვილს ვურჩევდი, წიაკითხონ იოანე ოქროპირის ცნობილი ეპისტოლეები ოჯახის შექმნის შესახებ, სადაც მას პავლე მოციქულის სიტყვები ჰყავს მოყვანილი - თუ ჩვენ ღმერთი გვაძლევს უფლებას, რომ პირველივე კამათის და გაუგებრობის დროს გავუშვათ ჩვენი მეუღლე ოჯახიდან, ანუ გავეყაროთ, მაშინ ახლავე შეგიძლიათ შექმნათ ოჯახი, მაგრამ თუ ღმერთი გასწავლით, რომ მხოლოდ მრუშობის გამო შეგიძლია გაუშვა შენი მეუღლე, მაშინ დაფიქრება გმართებს, ვისთან აპირებ ოჯახის შექმნას.

ეკლესიაში იყო ასეთი ტრადიცია - დაწინდვა ანუ ნიშნობა, ახლა თანამედროვე რეალობაში დაწინდვა და ქორწინება ერთად აღესრულება, მაგრამ ადრე წყვილები 6 თვე მაინც იყვნენ დაწინდულები ანუ დანიშნულები, ერთად არ ცხოვრობდნენ ანუ ცოლ-ქმარი არ ერქვათ, უბრალოდ იყო სასიძო და სარძლო. მაშინ მოგეხსენებათ, არ იყო მობილური ტელეფონები და სოციალური ქსელები და ალბათ ეკლესიის წიაღში ხდებოდა ამ ადამიანების გაცნობა და შემდეგ, როდესაც დარწმუნდებოდნენ, ერთად ცხოვრება შეეძლოთ, ამ შემთხვევაში იქმნებოდა ოჯახები.

დღეს სამწუხაროდ, სოციალურ ქსელსა და ღამის კლუბში გაცნობილი ადამიანი შეიძლება უცბად გახდეს ვინმეს მეუღლე, რაც ცუდია და ხშირად ასეთი ქორწინება კრახით სრულდება და ძალიან ბევრი დანგრეული ოჯახია, ოჯახის დანგრევა კი დიდი ცოდვაა, მათი დანგრევის ბზარი ბავშვების გულებზე გადის და შემდგომში ბავშვები ხდებიან რეციდივისტები, დამნაშავეები.

ქორწინება უფრო სამოქალაქო სიტყვაა და ჯვრისწერა ნიშნავს იმას, რომ ჯვარი გადავიწერე, ღმერთმა დაგვლოცა, ანუ ჩვენ ღვთისგან მოვითხოვეთ მადლი, რომ ჩვენ შორის მშვიდობიანი და სასიყვარულო ურთიერთობა იყოს. დღეს მხოლოდ საპატარძლო კაბას აქცევენ ყურადღებას, რამდენი კამერა იღებს, სად დაიწერენ ჯვარს და ა.შ.

როცა ადამიანს ეკითხები, ხარ თუ არა ჯვარწერილი, ის გპასუხობს რომ კი, რა თქმა უნდა, მე ჯვარი სიონში ან სამებაში დავიწერე, გისახელებს ცნობილ ტაძრებს, მაგრამ ჩვენ იმას ვგულისხმობთ, შენ რომ ჯვარი დაიწერე, გესმის რა მოხდა ამ დროს? ეს სიმბოლური იყო თუ მართლა გაიაზრე? საიდუმლო იმას ნიშნავს, რომ ღვთის მადლი უხილავად გადმოდის და იმ შემთხვევაში გადმოდის, თუ შენ მიხვდი იმ დროს რა მოხდა, თუ შენ ვერ მიხვდი და უბრალოდ გინდა შენი ცხოვრების ალბომში ქორწინება ფოტოების და ვიდეოების სახით დაფიქსირდეს, ეს სამწუხაროდ, არანაირ ნაყოფს არ გამოიღებს.

- რას ნიშნავს ჯვრის აყრა?

- ჯვრის აყრა, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ ეკლესიამ გამოიჩინა იკონომია, ანუ გარკვეული შეღავათი, რადგან ადამიანი რთული არსებაა. ეკლესია ითვალისწინებს სოციალურ მდგომაროებას, იმ საუკუნეს, იმ ყოფა-ცხოვრებას და გარკვეულ შეღავათებს უშვებს ოღონდ არა დოგმატებში, არამედ გარკვეულ კანონებში გარკვეული ცვლილება შეიტანა და ერთ-ერთი ის არის, რომ რადგან შენ ამ ადამიანთან ცხოვრება არ გინდა და ოჯახი დაინგრა, მაშინ მღვდელმთავარი, კერძოდ კი ქორეპისკოპოსი წყვილს მიტევების ლოცვას უკითხავს, ამას დღეს ჯვრის აყრას ეძახიან. მაგრამ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჯვრის აყრა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ადამიანი გარდაიცვლება. თუ ადამიანს მეორე ადამიანთან ჯვარი აქვს დაწერილი, ის მთელი ცხოვრება ჯვარდაწერილი იქნება მასთან, ეკლესია მეორე ქორწინებას მხოლოდ იმიტომ უშვებს, რომ მრუშობას და სიძვას არ ჰქონდეს ადგილი.

- მეორე ქორწინებას როგორ უყურებს ეკლესია?

- მეორე ქორწინებაც კანონიერია, მაგრამ ის ადამიანი ჯვარწერილად მაინც პირველ მეუღლესთან ითვლება, მეორე ქორწინება გვირგვინების გარეშე აღესრულებოდა და მინდა გვირგვინების დადგმასაც შევეხო. გვირგვინის დადგმა ნიშნავს ცოდვაზე გამარჯვებას, როცა ნეფე-პატარძალს გვირგვინს ადგამენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა სიძვისა და მრუშობის ნაცვლად, ოჯახი შექმნეს და ამით დაამარცხეს ვნება. ოჯახის შექმნის პირველი მიზანი არ არის შვილების გაჩენა, ვინმეს არ ეგონოს, რომ მე ამის წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ, პირველ რიგში ოჯახი იქმნება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კაცმა და ქალმა მოპირდაპირე სქესთან ვნება დაიკმაყოფილოს, აღარ იმრუშოს და სიძვაში არ ჩავარდეს, ანუ მათ პირველ რიში ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, რომ ვნება დაამარცხონ საკუთარ თავში, რა თქმა უნდა, შემდგომში ღვთის კურთხევაა ასეთი, რომ გამრავლდით და ინაყოფიერეთ ქვეყანასა ზედა.