"რუსთავი 2"-ზე "X ფაქტორის" ლაივ-შოუ გაიმართა. ამჯერად კონკურსანტებიდან რჩეულს თავად მაყურებელი ხმის მიცემით ავლენს. საკუთარ არჩევანს აკეთებს მენტორიც. სცენაზე გოგონების ჯგუფი გამოვიდა. მათ მოცემულ დავალებას მშვენივრად გაართვეს თავი, თუმცა, კონკურსის პირობების თანახმად, მაყურებლის სიმპატია ნინი ბრეგვაძემ დაიმსახურა. მენტორმა სოფო ნიჟარაძემ კი არჩევანი ლინდა ადამიასა და თიკო მოსემღვდლიშვილზე გააკეთა. პროექტი მარიამ ივარდავამ დატოვა.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გოგოს არაჩვეულებრივი შოუსთვის. მადლობა, რომ ყველაფერი ისე აჩვენეს და არ დაიშურეც არც ენერგია, არც არაფერი, რომ ყველაფერი გადმოეტანათ სცენაზე. შექმნეს ფანტასტიური შოუ და მეგონა, რომ ვიყავი სუპერსტარების კონცერტზე. ძალიან რთულია ჩემთვის იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი ვეღარ გამომყვება ბოლომდე. მაგრამ მე ვეცდები, რომ კონკრეტულად დღევანდელი დღით შევაფასო და დარჩენილი სამი კონკურსანტიდან შემდეგ ლაივ-შოუზე გადადის ლინდა ადამია", - აღნიშნა სოფო ნიჟარაძემ.
იხილეთ ვიდეო