სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბნის მკვიდრი 32 წლის გურამ ცათიაშვილია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მათე ქავთარაშვილის ინფორმაციით, ცათიაშვილი გუშინ გარდაიცვალა.