სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკარგული ქმარ-შვილი და თაღლითი ქალის მსხვერპლად ქცეული მოხუცი
დაკარგული ქმარ-შვილი და თაღლითი ქალის მსხვერპლად ქცეული მოხუცი

"გა­მარ­ჯო­ბა, შვი­ლო.

მე თემ­ქის მო­ხუ­ცე­ბულ­თა პან­სი­ო­ნა­ტი­დან გა­წუ­ხებთ. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემ შე­სა­ხებ გე­სა­უბ­როთ და ის სი­ხა­რუ­ლიც გა­გი­ზი­ა­როთ, რაც მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­მა მომ­ცა. იქ­ნებ დრო და­მით­მოთ იმის­თვის, რათა ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნო, რომ აქ ცხოვ­რე­ბა და­სა­მა­ლი და სა­მარ­ცხვი­ნო სუ­ლაც არ არის. პი­რი­ქით, 5-ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნაც რომ მომ­ცენ და მი­თხრან, - შე­გიძ­ლია, წახ­ვი­დეო, აქა­უ­რო­ბას ვერ დავ­ტო­ვებ. მე ჟუ­ჟუ­ნა გო­ცი­რი­ძე გახ­ლა­ვართ და იმე­დია, ჩემი ინ­ტერ­ვიუ თქვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა", - ეს სი­ტყვე­ბი ეკუთ­ვნის 75 წლის ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­მაც სა­ოც­რად რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ ოპ­ტი­მიზ­მით სავ­სემ, იუ­მო­რის გრძნო­ბა არ და­კარ­გა და ცდი­ლობს, გარ­შე­მო მყო­ფებს კარ­გი გან­წყო­ბა შე­უქ­მნას.

- თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი და და­ბე­რე­ბუ­ლი ქალი ვარ. მყავ­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქმა­რი და ორი შვი­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია თბი­ლი­სი­დან რომ გა­ა­ძე­ვეს, ამ ამ­ბავს მოჰ­ყვა მი­ტინ­გე­ბი. ჩემი შვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში დი­დად ჩარ­თუ­ლი არ იყო, მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­და, რომ ამ ამ­ბავს შე­ე­წი­რა. 1992 წლის 2 თე­ბერ­ვა­ლი იყო. რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე მი­ტინ­გი გა­ი­მარ­თა, კი­ტო­ვა­ნის ბან­და კი მო­ქა­ლა­ქე­ებს თავს და­ეს­ხა. თურ­მე, მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხის დარ­ბე­ვა კი არა, მათი და­ხოც­ვა ჰქონ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლი და ცე­ცხლიც გახ­სნეს. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი უფ­რო­სი ვაჟი იქვე, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ სა­ო­ცა­რი აკუს­ტი­კაა და სრო­ლის ხმა კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლად ის­მო­და. მა­შინ გამ­ხდა­რა პირ­ვე­ლად ცუ­დად, მაგ­რამ შინ მო­სულ­მა არა­ფე­რი შე­იმ­ჩნია. 3 დღე ცუ­დად ყო­ფი­ლა, თუმ­ცა იმ­დე­ნად თავ­მოყ­ვა­რე იყო, რომ ეს არ გაგ­ვიმ­ხი­ლა და ჩვენც ვე­რა­ფე­რი ვი­ეჭ­ვეთ, რად­გან ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, იჯდა, კი­თხუ­ლობ­და, წერ­და. 3 დღის შემ­დეგ ანუ 5 თე­ბერ­ვალს მის­მა გულ­მა ვერ გა­უძ­ლო ნერ­ვი­უ­ლო­ბას, ტკი­ვილს და გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ ის 31 წლის იყო.

- რას საქ­მი­ა­ნობ­და?

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, პრაქ­ტი­კებს გა­დი­ო­და. სურ­ვი­ლი ჰქონ­და, მო­მა­ვალ­შიც ტე­ლე­ვი­ზი­ას არ მოს­ცი­ლე­ბო­და... მა­პა­ტი­ეთ, მას­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მი­ჭირს...შვი­ლი რომ დავ­კარ­გეთ, ეს ამ­ბა­ვი ჩემ­მა ქმარ­მა ისე გა­ნი­ცა­და, რომ სამ­ჯერ და­ე­მარ­თა ინ­ფარ­ქტი. თუმ­ცა, სა­მი­ვე­ჯერ და­უძ­ვრა სიკ­ვდილს კლან­ჭე­ბი­დან, მაგ­რამ 2005 წელს, როცა მე­ო­თხედ გახ­და ცუ­დად, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. სიკ­ვდილ­მა წა­მარ­თვა ორი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი... მე­უღ­ლის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ქმარ-შვი­ლის დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯებ­მა ჩემს მხრებ­ზე გა­და­ი­ა­რა. ცხა­დია, ვა­ლის აღე­ბაც დამ­ჭირ­და. დიდი არა­ფე­რი, მაგ­რამ ორო­თა­ხი­ა­ნი ჩე­ხუ­რი ბინა მქონ­და. ვი­ფიქ­რე, ამ ბი­ნას გავ­ყი­დი, ვა­ლებს გა­ვის­ტუმ­რებ და ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნას შე­ვი­ძენ სად­მე, მით უმე­ტეს, რომ ჩემი შვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებს წას­ვლას-მეთ­ქი.

- შვილ­მა ამ გა­ჭირ­ვე­ბის დროს რო­გორ მი­გა­ტო­ვათ? სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა რამ აი­ძუ­ლა?

- ჩემი უმ­ცრო­სი ვაჟი, რო­მე­ლიც მომ­ღე­რა­ლი გახ­ლავთ, ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე არა­ერ­თხელ მდგა­რა, გას­ტრო­ლებ­ზეც ხში­რად უწევ­და წას­ვლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მა­ტე­რი­ა­ლუ­რად წელ­ში ვერ გა­ი­მარ­თა, რო­გორც მომ­ღე­რალს, რეს­ტო­რან­შიც უხ­დე­ბო­და მუ­შა­ო­ბა და ამით თით­ქოს, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ელა­ხე­ბო­და. მერე გა­და­წყვი­ტა, უკ­რა­ი­ნა­ში წა­სუ­ლი­ყო. მარ­თა­ლია, იქაც რეს­ტორ­ნებ­ში უნდა ემ­ღე­რა, მაგ­რამ იქ ხომ არა­ვინ იც­ნობ­და და თან - გა­ცი­ლე­ბით მეტ­საც გა­და­უხ­დიდ­ნენ ალ­ბათ...Mმოკ­ლედ, მარ­ტო დავ­რჩი და ბი­ნაც გავ­ყი­დე. გა­ვის­ტუმ­რე ვა­ლე­ბი და დამ­რჩა 20.000 დო­ლა­რი, რაც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იყო ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის შე­სა­ძე­ნად. მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, - ასე უცებ რო­გორ ვი­ყი­დო? ჯერ კარ­გად შე­ვარ­ჩევ, მა­ნამ­დე კი სად­მე შე­ვა­ფა­რებ თავს-მეთ­ქი. მი­ვე­დი დე­ი­დაშ­ვილ­თან, რო­მელ­საც ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კერ­ძო სახ­ლი აქვს, მაგ­რამ მო­მე­რი­და, ხელი არ შე­ვუ­შა­ლო-მეთ­ქი და ვთხო­ვე, - ეზო­ში პა­ტა­რა სა­თავ­სო რომ გაქვს, იქ მო­ვი­წყობ ოთახს, დრო­ე­ბით-მეთ­ქი. ისე, მო­ხუცს სხვა აბა, რა მინ­დო­და?..

- სა­თავ­სო­ში ცხოვ­რე­ბის ნება დაგრთოთ?

- კი და ოთა­ხის მო­წყო­ბა­შიც და­მეხ­მა­რა. ჩემ­და ჭი­რად თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ ეზო­ში, ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლის სახ­ლის ქვე­და სარ­თულ­ზე, ქი­რით ცხოვ­რობ­და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მელ­საც ტორ­ტე­ბის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და "ხა­ზე­ი­კაც" თა­ვის­თან ჰყავ­და და­საქ­მე­ბუ­ლი. მი­თხრეს, რომ თვე­ში, მო­გე­ბის სა­ხით, 1.000 ლარი მა­ინც რჩე­ბო­და. იმ გო­გომ რომ გა­ი­გო, ბი­ნის შე­სა­ძე­ნად ფული მქონ­და, შე­მო­მიჩ­ნდა, - მა­სეს­ხე და მერე მე და­გეხ­მა­რე­ბი კარ­გი ბი­ნის ყიდ­ვა­შიო. ცოტა არ იყოს, ვი­ჭოჭ­მა­ნე, მაგ­რამ ის ფე­ხებ­ში მე­დე­ბო­და, აღარ მომ­შორ­და, ტვი­ნი გა­და­მიტ­რი­ა­ლა და გა­დავ­წყვი­ტე: რაც არის, არის, სად და­მე­კარ­გე­ბა-მეთ­ქი? სხვა­თა შო­რის, იმ­დე­ნი ჭკუა კი ვიხ­მა­რე­ბა, რომ ნო­ტა­რი­უს­თან ყვე­ლა­ფე­რი წე­სის მი­ხედ­ვით გა­ვა­ფორ­მეთ.

- ალ­ბათ ბიზ­ნე­სი გა­ა­ფარ­თო­ვა და მო­გე­ბის გარ­კვე­ულ პრო­ცენ­ტსაც შეგ­პირ­დათ, არა?

- არა, უბ­რა­ლოდ, ვა­სეს­ხე იმ იმე­დით, რომ ბი­ნის სა­შოვ­ნე­ლად სირ­ბი­ლი არ დამ­ჭირ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ისიც მი­თხრა, ცო­ტა­ო­დენ ფულს შენც იშო­ვიო და ნო­ტა­რი­უს­თან რომ მი­ვე­დით, მა­საც უთხრა, - თვე­ში ამ­დენს მივ­ცე­მო. არ ვიცი, ერ­თმა­ნეთ­თან შეკ­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ თუ რა ხდე­ბო­და, მაგ­რამ ნო­ტა­რი­უს­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა, - პრო­ცენ­ტის სა­ხით ამ­დე­ნის მი­ცე­მა არ შე­იძ­ლე­ბაო. - არ მინ­და, სულ ნუ და­წერთ-მეთ­ქი. - ამ გო­გოსAასე ენ­დო­ბიო? -Kკი-მეთ­ქი. სი­მარ­თლე ვთქვი, ნამ­დვი­ლად ვენ­დო­ბო­დი! აბა, რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ოჯა­ხის ქალი, რო­მელ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­უღ­ლე, კარ­გი დე­დამ­თი­ლი და სამი შვი­ლი ჰყავ­და, ასე გა­მა­ცუ­რებ­და? ჩემი ჭკუ­ით, კე­თი­ლი საქ­მე გა­ვა­კე­თე... თან­ხა 2 წლის ვა­დით ვა­სეს­ხე, მაგ­რამ ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ არც ფული მომ­ცა, არც რა­ი­მეს მპირ­დე­ბო­და. როცა მივ­ხვდი, რომ მწა­რედ მო­მა­ტყუ­ეს, და­ვი­წყე იმა­ზე ფიქ­რი, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი? დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას დე­ი­დაშ­ვი­ლის სა­თავ­სო­ში ხომ არ გა­ვა­ტა­რებ­დი? მარ­თა­ლია, პირ­ველ ხა­ნებ­ში ბი­ნის ქი­რას ვუხ­დი­დი (მი­ზე­რულ თან­ხას, მაგ­რამ მა­ინც...), მაგ­რამ მას მერე, რაც ფული ხე­ლი­დან წამ­გლი­ჯეს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც აღარ მქონ­და. ჰოდა, სწო­რედ ამ გა­სა­ჭირ­მა გა­მახ­სე­ნა ეს პან­სი­ო­ნა­ტი.

- მიკ­ვირს, ნუთუ არა­ვინ გყავ­დათ გვერ­დით, როცა ბი­ნის ყიდ­ვა გსურ­დათ? დე­ი­დაშ­ვი­ლის­თვის ქი­რის გა­დახ­დას არ გერ­ჩივ­ნათ, სად­მე გა­რე­უ­ბან­ში მა­ინც შე­გე­ძი­ნათ ბინა?

- რო­გორ არ მერ­ჩივ­ნა, მაგ­რამ არ ვიცი, რა და­მე­მარ­თა, ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი და ბი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად შოვ­ნაც გა­მი­ჭირ­და. ვი­ფიქ­რე, ცო­ტას დავ­წყნარ­დე­ბი და ჭე­რის ძებ­ნას ამის შემ­დეგ შე­ვუდ­გე­ბი-მეთ­ქი...

- თავ­შე­სა­ფარ­ში რო­გორ მი­გი­ღეს?

- აღ­რი­ცხვა­ზე დავ­დე­ქი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში. იმის­თვის, რომ აქ უფა­სოდ, ყო­ველ­გვა­რი ქი­რის გა­რე­შე მე­ცხოვ­რა, სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი ადა­მი­ა­ნის სტა­ტუ­სი უნდა მქო­ნო­და. ჰოდა, შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა სა­ა­გენ­ტო­ში. მო­ვიდ­ნენ შე­სა­მოწ­მებ­ლად და სა­ოც­რად მა­ღა­ლი ქულა - 82 ათა­სი და­მი­წე­რეს. იმ ქუ­ლე­ბით აქ რომ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, თვე­ში 150 ლარი მა­ინც უნდა გა­და­მე­ხა­და. სა­ი­დან მე­შო­ვა თვე­ში ამ­დე­ნი ფული? მე ხომ არც ბინა მაქვს, არც - არა­ფე­რი ღი­რე­ბუ­ლი. იმ სა­თავ­სო­შო სა­წო­ლი­სა და კა­რა­დის გარ­და, არა­ფე­რი ეტე­ო­და და არც არა­ფე­რი ეწყო. მერე მი­თხრეს: ეტყო­ბა ეგო­ნათ, რომ ნივ­თე­ბი გა­და­მა­ლუ­ლი გქონ­და და უფრო მე­ტიც, ამ სარ­დაფ­ში მათ­თვის თვა­ლის ასახ­ვე­ვად ცხოვ­რობ­დიო. რა ვიცი, ალ­ბათ ასე­თე­ბიც ხდე­ბა, მაგ­რამ მე ხომ მარ­თლა იქ ვა­ფა­რებ­დი თავს? ჰოდა, ეს ამ­ბა­ვი გა­ვაპ­რო­ტეს­ტე. სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში მი­ვე­დი: ასეთ და ასეთ პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობ და ეტყო­ბა, რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბას აქვს ად­გი­ლი. გთხოვთ, ხელ­მე­ო­რედ შე­მა­მოწ­მოთ-მეთ­ქი. 2 კვი­რა­ში მო­ვი­და პა­სუ­ხი ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ზე: ვი­ნა­ი­დან წელს უკვე შე­გა­მოწ­მეს, მე­ო­რედ აგენტს ვერ გა­მო­ვუშ­ვებთ. თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გაქვთ, გა­ი­სად მოგ­ვმარ­თე­თო. ვი­ფიქ­რე, მა­ნამ­დე სად უნდა ვი­ცხოვ­რო-მეთ­ქი? და­სახ­მა­რებ­ლად მე­რი­ას მივ­მარ­თე და გან­ცხა­დე­ბა იქაც დავ­ტო­ვე. თა­ვად გი­გის­თან ვერ შე­ვაღ­წიე, რად­გან მერს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ღე­ბის სა­ა­თი არ ჰქონ­და. გან­ცხა­დე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად აღვწე­რე და უგუ­ლა­ვას ვთხო­ვე, - იქ­ნებ კი­დევ ერთხელ შე­ა­მოწ­მოთ ჩემი სამ­ყო­ფე­ლი-მეთ­ქი. ეტყო­ბა, მე­რი­ა­ში ეს სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს და ჩემ­თან ისევ მო­ვი­და სო­ცა­გენ­ტი, რო­მელ­მაც 70 ათა­სი ქულა ჩა­მი­წე­რა. ესეც არ მა­წყობ­და, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში, თავ­შე­სა­ფარ­ში ყოფ­ნი­სას თვე­ში 90 ლარი მა­ინც უნდა გა­და­მე­ხა­და. გავ­ბრაზ­დი და წე­რი­ლი ახლა პრე­ზი­დენტს გა­ვუგ­ზავ­ნე. ის პე­რი­ო­დი იყო, როცა ლტოლ­ვი­ლებს ბი­ნებს ური­გებ­დენ პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში. ჰოდა, მეც მივ­წე­რე: იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტი დევ­ნი­ლებს ბი­ნებს უფორ­მებს, მე, თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულს, გაზ­რდილ­სა და და­ბე­რე­ბულს ნუთუ, ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი არ მე­კუთ­ვნის უფა­სოდ, პან­სი­ო­ნატ­ში-მეთ­ქი? ცოტა ხან­ში ისევ მო­ვი­და აგენ­ტი და მი­თხრა: რა­საც გინ­დათ, იმას და­გი­წერ­თო. - ეგრე არ მინ­და! რაც ნამ­დვი­ლად მე­კუთ­ვნის, ის და­მი­წე­რე-მეთ­ქი. შე­მა­ფა­სა და აღ­მოჩ­ნდა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ვი­ყა­ვი და აქ უფა­სო თავ­შე­სა­ფა­რი მომ­ცეს.

- თქვენ­მა შვილ­მა იცის, სა­დაც ცხოვ­რობთ?

- ეს რომ გა­ი­გო, გა­და­ი­რია: რას შვრე­ბი, თავს მჭრიო? ვუ­თხა­რი: შვი­ლო, ჯერ ერთი, არ არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სად­მე გავ­ჩერ­დე. დე­ი­დაშ­ვილ­თან აბა, რო­დემ­დე უნდა ვიყო-მეთ­ქი?.. თა­ვი­დან ერთ ოთახ­ში სამი ქალი ვცხოვ­რობ­დით, მერე დამ­პირ­დნენ, - თუ ჭკვი­ა­ნად იქ­ნე­ბი, ცალ­კე გა­და­გიყ­ვან­თო (იცი­ნის).

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც აქ ხართ?

- სექ­ტემ­ბერ­ში მო­ვე­დი აქ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დაკარგული ქმარ-შვილი და თაღლითი ქალის მსხვერპლად ქცეული მოხუცი

დაკარგული ქმარ-შვილი და თაღლითი ქალის მსხვერპლად ქცეული მოხუცი

"გამარჯობა, შვილო.

მე თემქის მოხუცებულთა პანსიონატიდან გაწუხებთ. ძალიან მინდა, ჩემ შესახებ გესაუბროთ და ის სიხარულიც გაგიზიაროთ, რაც მოხუცებულთა თავშესაფარმა მომცა. იქნებ დრო დამითმოთ იმისთვის, რათა ყველას გავაგებინო, რომ აქ ცხოვრება დასამალი და სამარცხვინო სულაც არ არის. პირიქით, 5-ოთახიანი ბინაც რომ მომცენ და მითხრან, - შეგიძლია, წახვიდეო, აქაურობას ვერ დავტოვებ. მე ჟუჟუნა გოცირიძე გახლავართ და იმედია, ჩემი ინტერვიუ თქვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება", - ეს სიტყვები ეკუთვნის 75 წლის ქალბატონს, რომელმაც საოცრად რთული ცხოვრება გამოიარა, მაგრამ ოპტიმიზმით სავსემ, იუმორის გრძნობა არ დაკარგა და ცდილობს, გარშემო მყოფებს კარგი განწყობა შეუქმნას.

- თბილისში დაბადებული, გაზრდილი და დაბერებული ქალი ვარ. მყავდა შესანიშნავი ქმარი და ორი შვილი. მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდია თბილისიდან რომ გააძევეს, ამ ამბავს მოჰყვა მიტინგები. ჩემი შვილი პოლიტიკაში დიდად ჩართული არ იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ ამბავს შეეწირა. 1992 წლის 2 თებერვალი იყო. რკინიგზის სადგურზე მიტინგი გაიმართა, კიტოვანის ბანდა კი მოქალაქეებს თავს დაესხა. თურმე, მშვიდობიანი ხალხის დარბევა კი არა, მათი დახოცვა ჰქონდათ გადაწყვეტილი და ცეცხლიც გახსნეს. იმ პერიოდში ჩემი უფროსი ვაჟი იქვე, მიწისქვეშა გადასასვლელში იყო. მოგეხსენებათ, იქ საოცარი აკუსტიკაა და სროლის ხმა კიდევ უფრო გამძაფრებულად ისმოდა. მაშინ გამხდარა პირველად ცუდად, მაგრამ შინ მოსულმა არაფერი შეიმჩნია. 3 დღე ცუდად ყოფილა, თუმცა იმდენად თავმოყვარე იყო, რომ ეს არ გაგვიმხილა და ჩვენც ვერაფერი ვიეჭვეთ, რადგან ჩვეულებისამებრ, იჯდა, კითხულობდა, წერდა. 3 დღის შემდეგ ანუ 5 თებერვალს მისმა გულმა ვერ გაუძლო ნერვიულობას, ტკივილს და გარდაიცვალა. მაშინ ის 31 წლის იყო.

- რას საქმიანობდა?

- ტელევიზიაში მუშაობდა, პრაქტიკებს გადიოდა. სურვილი ჰქონდა, მომავალშიც ტელევიზიას არ მოსცილებოდა... მაპატიეთ, მასზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს...შვილი რომ დავკარგეთ, ეს ამბავი ჩემმა ქმარმა ისე განიცადა, რომ სამჯერ დაემართა ინფარქტი. თუმცა, სამივეჯერ დაუძვრა სიკვდილს კლანჭებიდან, მაგრამ 2005 წელს, როცა მეოთხედ გახდა ცუდად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიკვდილმა წამართვა ორი საყვარელი ადამიანი... მეუღლის მკურნალობისა და ქმარ-შვილის დაკრძალვის ხარჯებმა ჩემს მხრებზე გადაიარა. ცხადია, ვალის აღებაც დამჭირდა. დიდი არაფერი, მაგრამ ოროთახიანი ჩეხური ბინა მქონდა. ვიფიქრე, ამ ბინას გავყიდი, ვალებს გავისტუმრებ და ერთოთახიან ბინას შევიძენ სადმე, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილი საზღვარგარეთ აპირებს წასვლას-მეთქი.

- შვილმა ამ გაჭირვების დროს როგორ მიგატოვათ? საქართველოდან წასვლა რამ აიძულა?

- ჩემი უმცროსი ვაჟი, რომელიც მომღერალი გახლავთ, ფილარმონიის სცენაზე არაერთხელ მდგარა, გასტროლებზეც ხშირად უწევდა წასვლა, მაგრამ ვინაიდან მატერიალურად წელში ვერ გაიმართა, როგორც მომღერალს, რესტორანშიც უხდებოდა მუშაობა და ამით თითქოს, თავმოყვარეობა ელახებოდა. მერე გადაწყვიტა, უკრაინაში წასულიყო. მართალია, იქაც რესტორნებში უნდა ემღერა, მაგრამ იქ ხომ არავინ იცნობდა და თან - გაცილებით მეტსაც გადაუხდიდნენ ალბათ...Mმოკლედ, მარტო დავრჩი და ბინაც გავყიდე. გავისტუმრე ვალები და დამრჩა 20.000 დოლარი, რაც სავსებით საკმარისი იყო ერთოთახიანი ბინის შესაძენად. მაგრამ ვიფიქრე, - ასე უცებ როგორ ვიყიდო? ჯერ კარგად შევარჩევ, მანამდე კი სადმე შევაფარებ თავს-მეთქი. მივედი დეიდაშვილთან, რომელსაც ორსართულიანი კერძო სახლი აქვს, მაგრამ მომერიდა, ხელი არ შევუშალო-მეთქი და ვთხოვე, - ეზოში პატარა სათავსო რომ გაქვს, იქ მოვიწყობ ოთახს, დროებით-მეთქი. ისე, მოხუცს სხვა აბა, რა მინდოდა?..

- სათავსოში ცხოვრების ნება დაგრთოთ?

- კი და ოთახის მოწყობაშიც დამეხმარა. ჩემდა ჭირად თუ საბედნიეროდ, იმ ეზოში, ჩემი დეიდაშვილის სახლის ქვედა სართულზე, ქირით ცხოვრობდა ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ტორტების ბიზნესი ჰქონდა და "ხაზეიკაც" თავისთან ჰყავდა დასაქმებული. მითხრეს, რომ თვეში, მოგების სახით, 1.000 ლარი მაინც რჩებოდა. იმ გოგომ რომ გაიგო, ბინის შესაძენად ფული მქონდა, შემომიჩნდა, - მასესხე და მერე მე დაგეხმარები კარგი ბინის ყიდვაშიო. ცოტა არ იყოს, ვიჭოჭმანე, მაგრამ ის ფეხებში მედებოდა, აღარ მომშორდა, ტვინი გადამიტრიალა და გადავწყვიტე: რაც არის, არის, სად დამეკარგება-მეთქი? სხვათა შორის, იმდენი ჭკუა კი ვიხმარება, რომ ნოტარიუსთან ყველაფერი წესის მიხედვით გავაფორმეთ.

- ალბათ ბიზნესი გააფართოვა და მოგების გარკვეულ პროცენტსაც შეგპირდათ, არა?

- არა, უბრალოდ, ვასესხე იმ იმედით, რომ ბინის საშოვნელად სირბილი არ დამჭირდებოდა. თუმცა, ისიც მითხრა, ცოტაოდენ ფულს შენც იშოვიო და ნოტარიუსთან რომ მივედით, მასაც უთხრა, - თვეში ამდენს მივცემო. არ ვიცი, ერთმანეთთან შეკრულები იყვნენ თუ რა ხდებოდა, მაგრამ ნოტარიუსმა გააპროტესტა, - პროცენტის სახით ამდენის მიცემა არ შეიძლებაო. - არ მინდა, სულ ნუ დაწერთ-მეთქი. - ამ გოგოსAასე ენდობიო? -Kკი-მეთქი. სიმართლე ვთქვი, ნამდვილად ვენდობოდი! აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ოჯახის ქალი, რომელსაც შესანიშნავი მეუღლე, კარგი დედამთილი და სამი შვილი ჰყავდა, ასე გამაცურებდა? ჩემი ჭკუით, კეთილი საქმე გავაკეთე... თანხა 2 წლის ვადით ვასესხე, მაგრამ ვადის ამოწურვის შემდეგ არც ფული მომცა, არც რაიმეს მპირდებოდა. როცა მივხვდი, რომ მწარედ მომატყუეს, დავიწყე იმაზე ფიქრი, სად წავსულიყავი? დარჩენილ ცხოვრებას დეიდაშვილის სათავსოში ხომ არ გავატარებდი? მართალია, პირველ ხანებში ბინის ქირას ვუხდიდი (მიზერულ თანხას, მაგრამ მაინც...), მაგრამ მას მერე, რაც ფული ხელიდან წამგლიჯეს, ამის საშუალებაც აღარ მქონდა. ჰოდა, სწორედ ამ გასაჭირმა გამახსენა ეს პანსიონატი.

- მიკვირს, ნუთუ არავინ გყავდათ გვერდით, როცა ბინის ყიდვა გსურდათ? დეიდაშვილისთვის ქირის გადახდას არ გერჩივნათ, სადმე გარეუბანში მაინც შეგეძინათ ბინა?

- როგორ არ მერჩივნა, მაგრამ არ ვიცი, რა დამემართა, ძალიან დაბნეული ვიყავი და ბინის დამოუკიდებლად შოვნაც გამიჭირდა. ვიფიქრე, ცოტას დავწყნარდები და ჭერის ძებნას ამის შემდეგ შევუდგები-მეთქი...

- თავშესაფარში როგორ მიგიღეს?

- აღრიცხვაზე დავდექი ჯანდაცვის სამინისტროში. იმისთვის, რომ აქ უფასოდ, ყოველგვარი ქირის გარეშე მეცხოვრა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანის სტატუსი უნდა მქონოდა. ჰოდა, შევიტანე განცხადება სააგენტოში. მოვიდნენ შესამოწმებლად და საოცრად მაღალი ქულა - 82 ათასი დამიწერეს. იმ ქულებით აქ რომ მოვხვედრილიყავი, თვეში 150 ლარი მაინც უნდა გადამეხადა. საიდან მეშოვა თვეში ამდენი ფული? მე ხომ არც ბინა მაქვს, არც - არაფერი ღირებული. იმ სათავსოშო საწოლისა და კარადის გარდა, არაფერი ეტეოდა და არც არაფერი ეწყო. მერე მითხრეს: ეტყობა ეგონათ, რომ ნივთები გადამალული გქონდა და უფრო მეტიც, ამ სარდაფში მათთვის თვალის ასახვევად ცხოვრობდიო. რა ვიცი, ალბათ ასეთებიც ხდება, მაგრამ მე ხომ მართლა იქ ვაფარებდი თავს? ჰოდა, ეს ამბავი გავაპროტესტე. სოციალურ სააგენტოში მივედი: ასეთ და ასეთ პირობებში ვცხოვრობ და ეტყობა, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. გთხოვთ, ხელმეორედ შემამოწმოთ-მეთქი. 2 კვირაში მოვიდა პასუხი ჩემს განცხადებაზე: ვინაიდან წელს უკვე შეგამოწმეს, მეორედ აგენტს ვერ გამოვუშვებთ. თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ, გაისად მოგვმართეთო. ვიფიქრე, მანამდე სად უნდა ვიცხოვრო-მეთქი? დასახმარებლად მერიას მივმართე და განცხადება იქაც დავტოვე. თავად გიგისთან ვერ შევაღწიე, რადგან მერს მოქალაქეების მიღების საათი არ ჰქონდა. განცხადებაში ყველაფერი დეტალურად აღვწერე და უგულავას ვთხოვე, - იქნებ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ ჩემი სამყოფელი-მეთქი. ეტყობა, მერიაში ეს საკითხი განიხილეს და ჩემთან ისევ მოვიდა სოცაგენტი, რომელმაც 70 ათასი ქულა ჩამიწერა. ესეც არ მაწყობდა, რადგან ამ შემთხვევაში, თავშესაფარში ყოფნისას თვეში 90 ლარი მაინც უნდა გადამეხადა. გავბრაზდი და წერილი ახლა პრეზიდენტს გავუგზავნე. ის პერიოდი იყო, როცა ლტოლვილებს ბინებს ურიგებდენ პირად საკუთრებაში. ჰოდა, მეც მივწერე: იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი დევნილებს ბინებს უფორმებს, მე, თბილისში დაბადებულს, გაზრდილსა და დაბერებულს ნუთუ, ერთი პატარა ოთახი არ მეკუთვნის უფასოდ, პანსიონატში-მეთქი? ცოტა ხანში ისევ მოვიდა აგენტი და მითხრა: რასაც გინდათ, იმას დაგიწერთო. - ეგრე არ მინდა! რაც ნამდვილად მეკუთვნის, ის დამიწერე-მეთქი. შემაფასა და აღმოჩნდა, რომ სოციალურად დაუცველი ვიყავი და აქ უფასო თავშესაფარი მომცეს.

- თქვენმა შვილმა იცის, სადაც ცხოვრობთ?

- ეს რომ გაიგო, გადაირია: რას შვრები, თავს მჭრიო? ვუთხარი: შვილო, ჯერ ერთი, არ არის იმის საშუალება, რომ სადმე გავჩერდე. დეიდაშვილთან აბა, როდემდე უნდა ვიყო-მეთქი?.. თავიდან ერთ ოთახში სამი ქალი ვცხოვრობდით, მერე დამპირდნენ, - თუ ჭკვიანად იქნები, ცალკე გადაგიყვანთო (იცინის).

- რამდენი ხანია, რაც აქ ხართ?

- სექტემბერში მოვედი აქ.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"