სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უფასო ფართი პარლამენტარებისთვის - მინდობილობის გარეშე
უფასო ფართი პარლამენტარებისთვის - მინდობილობის გარეშე

გო­რის, კას­პის, ქა­რე­ლის და ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი ფარ­თი ად­გი­ლობ­რივ პარ­ლა­მენ­ტა­რებს ისე უკა­ვი­ათ, რომ ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯე­ტებ­ში ქი­რის გა­და­სა­ხა­დებს არ იხ­დი­ან. ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის შე­სა­ბა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დიდი ხა­ნია მი­ღე­ბუ­ლი აქვთ. გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტა­რებს კომ­ფორ­ტუ­ლი ოფი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა 4 წლის ვა­დით აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი ნორ­მის თა­ნახ­მად, მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­როს ყო­ველ­თვი­უ­რად 5 000 ლარი ერი­ცხე­ბა. ამ ნორ­მი­სა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სის მი­ხედ­ვით კი, ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, შე­ნო­ბის სა­ხით მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია.

კას­პის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი და­ვით ონოფ­რიშ­ვი­ლი, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის გვერ­დით მდე­ბა­რე ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თუ­ლით სარ­გებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქი­რას არ იხ­დის.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი გო­რის, ქა­რე­ლი­სა და ხა­შუ­რის პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ბი­უ­რო­ე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს 2015 წლის და­სა­წყის­ში გა­უგ­ზავ­ნეს, წე­რია, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი ფარ­თე­ბი კო­მერ­ცი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და­ბალ ფა­სად აქვთ გა­და­ცე­მუ­ლი. 

რაც შე­ე­ხე­ბა გორს, აქ დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­რომ 2014 წელს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხარ­ჯე­ბის კუ­თხით, 19 891 ლარი გა­ხარ­ჯა (60 000 ლა­რი­დან), და­ნარ­ჩე­ნი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბაა. 2013 წელს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯი (შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის გარ­და) - 11 297 ლარს შე­ად­გენ­და. ამ ხარ­ჯებ­ში ოფი­სის ქი­რის თან­ხა სა­ერ­თოდ არ ფი­გუ­რი­რებს.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

უფასო ფართი პარლამენტარებისთვის - მინდობილობის გარეშე

უფასო ფართი პარლამენტარებისთვის - მინდობილობის გარეშე

გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების ბალანსზე არსებული ფართი ადგილობრივ პარლამენტარებს ისე უკავიათ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტებში ქირის გადასახადებს არ იხდიან. ამის შესახებ გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტების შესაბამის ხელმძღვანელებს ოფიციალურად დიდი ხანია მიღებული აქვთ. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, პარლამენტარებს კომფორტული ოფისებით სარგებლობის უფლება 4 წლის ვადით აქვთ მინიჭებული.

საქართველოს პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პარლამენტის ბიუჯეტიდან ანაზღაურების თაობაზე არსებული ნორმის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ყოველთვიურად 5 000 ლარი ერიცხება. ამ ნორმისა და თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით კი, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, შენობის სახით მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მომსახურების თაობაზე არანაირი ვალდებულება გააჩნია.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის გვერდით მდებარე ორსართულიანი შენობის მეორე სართულით სარგებლობის მიუხედავად, ქირას არ იხდის.

ადმინისტრაციულ შენობებშია განთავსებული გორის, ქარელისა და ხაშურის პარლამენტარების ბიუროები.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტს 2015 წლის დასაწყისში გაუგზავნეს, წერია, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ფართები კომერციულ დაწესებულებებს დაბალ ფასად აქვთ გადაცემული. 

რაც შეეხება გორს, აქ დეპუტატის ბიურომ 2014 წელს ადმინისტრაციულ ხარჯების კუთხით, 19 891 ლარი გახარჯა (60 000 ლარიდან), დანარჩენი შრომის ანაზღაურებაა. 2013 წელს ადმინისტრაციული ხარჯი (შრომის ანაზღაურების გარდა) - 11 297 ლარს შეადგენდა. ამ ხარჯებში ოფისის ქირის თანხა საერთოდ არ ფიგურირებს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."