პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიროსმანის ნამუშევრებს რესტავრაცია ჩაუტარდება
ფიროსმანის ნამუშევრებს რესტავრაცია ჩაუტარდება

მირ­ზა­ა­ნის მუ­ზე­უმ­ში და­ცულ ფი­როს­მა­ნის ყვე­ლა­ზე რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ ნა­მუ­შევ­რებს - "ქალი სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხე­ბით" და "შოთა რუს­თა­ვე­ლი" რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, მათი ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მუ­ზე­უ­მებ­ში არ­სე­ბუ­ლი მოძ­რა­ვი ძეგ­ლე­ბის ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია, კა­ტა­ლო­გი­ზა­ცია და რეს­ტავ­რა­ცია.

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მოძ­რა­ვი ძეგ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სექ­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მირ­ზა­ა­ნის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ფი­როს­მა­ნის 14 ნა­მუ­შევ­რი­დან გა­და­უ­დე­ბელ რეს­ტავ­რა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს "შოთა რუს­თა­ვე­ლი მა­გი­დას­თან" და "ქალი სა­აღ­დგო­მო კვერ­ცხე­ბით".

სპე­ცი­ა­ლის­ტთა შე­ფა­სე­ბით, ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დეს "შოთა რუს­თა­ვე­ლის", "თა­მარ მე­ფის", "დათ­ვი თეთ­რი ბე­ლე­ბით" და "წა­რა­ფის" რეს­ტავ­რა­ცია, რომ­ლის შე­დე­გად მირ­ზან­ში და­ცუ­ლი ფი­როს­მა­ნის 14 ტილო სრუ­ლად აღ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა. სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012-2013 წწ. მოძ­რავ ძეგლ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით, მირ­ზა­ა­ნის კო­ლექ­ცი­ი­დან რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და ფი­როს­მა­ნის სამ ნა­მუ­შე­ვარს - "თა­მარ მეფე", "მწო­ლი­ა­რე ქალი" და "კა­ლო­ო­ბა".

ფი­როს­მა­ნის ნა­მუშ­ვე­რე­ბის რესტვა­რა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­თან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბით - ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­რეს­ტავ­რა­ციო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უკვე გა­და­ტა­ნი­ლია "შოთა რუს­თვე­ლი", რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და ექ­სპო­ნი­რე­ბის­თვის მი­ღე­ბუ­ლი აქვს უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, მოძ­რა­ვი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, კვლავ აგ­რძე­ლებს გა­მო­ფე­ნე­ბის ციკლს "მუ­ზე­უ­მის კო­ლექ­ცი­ი­დან".

თბი­ლი­სის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის შემ­დეგ, ხვალ 15 აპ­რილს ფი­როს­მა­ნის გა­მო­ფე­ნა ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მწი­ფო ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში გა­იხ­სნე­ბა. მა­ი­სის თვე­ში ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რებს წი­ნან­დლის, ხოლო ივ­ნის­ში ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მი უმას­პინ­ძლებს", - აცხა­დე­ბენ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ფიროსმანის ნამუშევრებს რესტავრაცია ჩაუტარდება

ფიროსმანის ნამუშევრებს რესტავრაცია ჩაუტარდება

მირზაანის მუზეუმში დაცულ ფიროსმანის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებულ ნამუშევრებს - "ქალი სააღდგომო კვერცხებით" და "შოთა რუსთაველი" რესტავრაცია ჩაუტარდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეროვნული სააგენტოს მუზეუმებში არსებული მოძრავი ძეგლების ინვენტარიზაცია, კატალოგიზაცია და რესტავრაცია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექციის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის 14 ნამუშევრიდან გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს "შოთა რუსთაველი მაგიდასთან" და "ქალი სააღდგომო კვერცხებით".

სპეციალისტთა შეფასებით, ასევე აუცილებელია ეტაპობრივად მოხდეს "შოთა რუსთაველის", "თამარ მეფის", "დათვი თეთრი ბელებით" და "წარაფის" რესტავრაცია, რომლის შედეგად მირზანში დაცული ფიროსმანის 14 ტილო სრულად აღდგენილი იქნება. სააგენტოს ინფორმაციით, 2012-2013 წწ. მოძრავ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის მიზნით, მირზაანის კოლექციიდან რესტავრაცია ჩაუტარდა ფიროსმანის სამ ნამუშევარს - "თამარ მეფე", "მწოლიარე ქალი" და "კალოობა".

ფიროსმანის ნამუშვერების რესტვარაცია ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ურთიერთთანამშრომლობით - ეროვნული მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ლაბორატორიაში უკვე გადატანილია "შოთა რუსთველი", რომლის მდგომარეობა კრიტიკულია და ექსპონირებისთვის მიღებული აქვს უარყოფითი შეფასება.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, კვლავ აგრძელებს გამოფენების ციკლს "მუზეუმის კოლექციიდან".

თბილისის ხელოვნების სასახლის შემდეგ, ხვალ 15 აპრილს ფიროსმანის გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება. მაისის თვეში ფიროსმანის ნამუშევრებს წინანდლის, ხოლო ივნისში ბათუმის სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს", - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია