სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს
რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს

წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი, ანუ ვნე­ბის კვი­რის პა­რას­კე­ვი, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნულ­მა ეკ­ლე­სი­ამ იმ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­ა­წე­სა, რო­დე­საც ჯვარს აც­ვეს ქრის­ტე. ამ მოვ­ლე­ნის სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია ასე­თია:

"იე­სოს მო­ძუ­ლე მღვდელმთავ­რებ­მა, იუ­დას შემ­წე­ო­ბით, შე­ი­პყრეს იგი და წა­რუდ­გი­ნეს ური­ას­ტა­ნის მმარ­თველს პონ­ტო­ელ პი­ლა­ტეს და მისი ჯვარ­ცმა ითხო­ვეს. იგი გოლ­გო­თის მთა­ზე აიყ­ვა­ნეს, სა­დაც ებ­რა­ე­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ებს სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ. მა­შინ პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­უ­ლი იყო და ერთი და­სას­ჯე­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. პი­ლა­ტემ ავა­ზა­კი ბა­რა­ბა გა­მო­იყ­ვა­ნა და იკი­თხა: რო­მე­ლი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლო­თო. ხალ­ხმა ბა­რა­ბას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ითხო­ვა. პი­ლა­ტე არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ქრის­ტეს და­ნა­შა­ულ­ში, მაგ­რამ ხალ­ხის შფოთს მო­ე­რი­და, ტაშ­ტი მო­ა­ტა­ნი­ნა, ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნა და თქვა: ამ საქ­მე­ში მე უბ­რა­ლო ვარო. ამის შემ­დეგ, ხალ­ხის მო­თხოვ­ნით, ქრის­ტე ჯვარს აც­ვეს".

ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნოზს, მამა გი­ორ­გი სა­ნა­მაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- მა­მაო, ვი­ნა­ი­დან წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა, - კა­ცობ­რი­ო­ბის მხსნე­ლი ჯვარ­ზე გა­აკ­რეს - ქრის­ტი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს მა­ინც ასე ეუბ­ნე­ბი­ან - მრა­ვალს და­ეს­წა­რი?

- ნე­ბის­მი­ერ დღეს მრა­ვალს დაგ­ვას­წროს უფალ­მა და გა­სა­ჭირ­სა და სი­ხა­რულ­შიც უნდა ვმად­ლობ­დეთ უფალს... ვი­ნა­ი­დან ეს მსოფ­ლიო გან­საც­დე­ლის დღეა, რად­გა­ნაც კა­ცობ­რი­ო­ბამ თა­ვი­სი მა­ცხო­ნე­ბე­ლი ჯვარ­ზე აიყ­ვა­ნა, ამ შემ­თხვე­ვა­ში "მრა­ვალს და­ეს­წა­რი" ალ­ბათ უფრო სა­სი­ხა­რუ­ლო დღე­ებს მი­ე­სა­და­გე­ბა, გვი­ახ­ლოვ­დე­ბა ქრის­ტეს აღ­დგო­მა, ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი და სწო­რედ მა­შინ ვუ­თხრათ ერ­თმა­ნეთს ეს და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი ვუ­სურ­ვოთ.

- ახლა წი­თე­ლი პა­რას­კე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ...

- წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე დღეა და რაში მდგო­მა­რე­ობს ეს სიმ­ძი­მე: ქვეყ­ნად მო­სუ­ლი გა­მომხსნე­ლი, რო­მე­ლიც ამ წუ­თი­სო­ფელ­ში შე­მო­ვი­და და რო­გორც იო­ა­ნე მა­ხა­რე­ბე­ლი ამ­ბობს, "თვის­თა თანა მო­ვი­და იგი და თვის­თა იგი არა­შე­ი­წყნა­რეს," - მოკ­ლეს, ჯვარს აც­ვეს თა­ვი­სი მა­ცხო­ნე­ბე­ლი, ამი­ტომ ეს არის გლო­ვის დღე. მაგ­რამ რას გლო­ვობს ადა­მი­ა­ნი, - ღმერ­თის სიკ­ვდილს? რა თქმა უნდა, - არა. ჩვენ სწო­რად არ გვაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მა თა­ვი­სი ჯვარ­ცმით. ეს დღე უნდა იყოს და­სა­ბა­მი ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბის შემსჭვალ­ვის. ცოდ­ვე­ბი უნდა შევმსჭვა­ლოთ, - "ძვე­ლი კაცი ჯვარ­ცმულ არს," გარ­და­იც­ვა­ლოს და "ახა­ლი კაცი" და­ი­ბა­დოს, ანუ ჩვენ­ში ცოდ­ვის­მი­ე­რი უნდა დავ­ტო­ვოთ და აზ­როვ­ნე­ბა ახ­ლე­ბუ­რად და­ვი­წყოთ. გა­ვი­გოთ მა­ცხოვ­რის გა­მომხსნე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ვი­ცხოვ­როთ.

- რა არ უნდა გა­ა­კე­თოს ამ დღეს ადა­მი­ან­მა?

- ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ან­მა უნდა იმარ­ხუ­ლოს, მე­ტად გა­ნეკ­რძა­ლოს ლოც­ვის­კენ... სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნებს და­ბუ­რუ­ლი გვაქვს გო­ნე­ბის თვა­ლი და ვერ ვამ­ჩნევთ, რას ვა­კე­თებთ და რას - არა. ზოგ­ჯერ ისე­თი მზაკ­ვრო­ბა და ბო­რო­ტე­ბაც კი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იდ­გი­ნოს და ჩა­ი­დი­ნოს, თვი­თო­ნაც კი არ სჯე­რო­დეს ის, მისი ნა­მოქ­მე­და­რია. კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ "ნუ სიმ­თვრა­ლი­თა და სიმ­ღე­რი­თა, ნუ ლა­ღო­ბი­თა და დრო­ის ტა­რე­ბი­თა, ნუ სა­წო­ლი­თა და ბილ­წე­ბი­თა, არა­მედ აღივ­სე­ნით სუ­ლი­თა, ეტყო­დეთ თავ­თა თვუ­ის­თა ფსალ­მუ­ნი­თა და შეს­ხმი­თა… სუ­ლი­ე­რი­თა. უგა­ლობ­დით და აქებ­დით გუ­ლი­თა უფალს". დიახ, რაც ყო­ფას შე­ე­ე­ხე­ბა, აი, ეს არ უნდა გა­ვა­კე­თოთ...

ეს დღე კი­დევ ერთხელ და­სა­ბა­მი უნდა იყოს იმის, ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა და­ფიქ­რდეს, მეტი გამ­ჭრი­ა­ხო­ბაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ არ გა­ა­კე­თოს ის, რაც ღვთის მცნე­ბებ­შია მო­ცე­მუ­ლი (არა იმ­რუ­შო, არა იპა­რო, არა ცილი სწა­მო, არა კაც კლა...) დიახ, ამის ფარ­თო გა­გე­ბით და არა ისე, ზო­გი­ერთს რომ ჰგო­ნია, კაცი არ მო­მიკ­ლავს და სხვა რა ცოდ­ვა უნდა მქონ­დეს?! არა­და, გო­ნე­ბა­ში ხში­რად გვიმ­რუ­შია, კა­ციც მოგ­ვიკ­ლავს, ალ­ბათ თუ დავ­ფიქ­რდე­ბით, ჩვენ­ზე ცოდ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნი არც და­დის. ის კი არა, პავ­ლე მო­ცი­ქულ­მა თქვა, რომ ცოდ­ვილ­თა­გან პირ­ვე­ლი მე ვარ. ეს გა­აც­ნო­ბი­ე­რა მო­ცი­ქულ­თა თავ­მა, წმინ­და პეტ­რემ და ჩვენ რაღა გვეთ­ქმის? გვეთ­ქმის ის, რომ ცოდ­ვი­ლე­ბი ვართ და ცოდ­ვილ­თა­გან უპირ­ვე­ლე­სე­ბი. ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბა, უქ­მად დრო­ის ფლან­გვა... ლოც­ვას არ უნდა მოვ­წყდეთ.

- რაც შე­ე­ხე­ბა რი­ტუ­ა­ლურ ნა­წილს - კვერ­ცხი რა­ტომ უნდა შე­ი­ღე­ბოს მა­ინ­ცდა­მა­ინც პა­რას­კევს და არა, მა­გა­ლი­თად, შა­ბათს?

- კვერ­ცხის შე­ღებ­ვა მა­ცხოვ­რის ჯვარ­ცმას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. წი­თე­ლი ფერი სიმ­ბო­ლუ­რად ქრის­ტეს დაღ­ვრილ სის­ხლს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, ვი­ნა­ი­დან ქრის­ტემ სის­ხლი დაღ­ვა­რა, და­ა­თხია, გარ­და­იც­ვა­ლა, კვერ­ცხი კი სი­ცო­ცხლის სიმ­ბო­ლოა. ამავდრო­უ­ლად აქ­ვეა აღ­დგო­მის იდე­აც, ანუ თუ მოკ­ვდა, აღ­დგე­ბა კი­დეც. ეს იდეა ჯერ კი­დევ ძველ აღ­თქმა­შიც იყო: მა­მამ­თა­ვარ აბ­რა­ამს ღმერ­თი ეუბ­ნე­ბა, რომ შე­მომ­წი­რე ისა­ა­კი მხო­ლოდ შო­ბი­ლი ძე შენი. აბ­რა­ამს შვი­ლი მიჰ­ყავს სამ­სხვერ­პლო­ზე და ამ­ბობს, - ავალთ და დავ­ბრუნ­დე­ბით... მოკ­ლედ, დად­გე­ნი­ლია ასე, რომ კვერ­ცხებს სწო­რედ წი­თელ პა­რას­კევს ვღე­ბავთ.

00:00 / 00:00
გულო
7

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ჩემო საყვარელო ქართველებო, უფალს ვთხოვ დაგვიბრუნოს ის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა რაც გააჩნდათ ჩვენს წინაპრებს, მოგვიტევოს ყოველი შეცოდებანი ნებსითნი თუ უნებლიედ. ვიყოთ თავმდაბალნი და მიმტევებელნი და ასე ყოველთვის შეგვაძლებინებს უფალი სამშობლოს აღორძინებას, გამთლიანებას. ღმერთმა გადღეგრძელოთ და მრავალ აღდგომას დაესწარით ყველა ქართველი მიყვარხართ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს

რა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი, ანუ ვნების კვირის პარასკევი, რომელიც ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ჯვარს აცვეს ქრისტე. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:

"იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა, იუდას შემწეობით, შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს".

ამ დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა გიორგი სანამაშვილს ვესაუბრეთ.

- მამაო, ვინაიდან წითელი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა, - კაცობრიობის მხსნელი ჯვარზე გააკრეს - ქრისტიანები ერთმანეთს მაინც ასე ეუბნებიან - მრავალს დაესწარი?

- ნებისმიერ დღეს მრავალს დაგვასწროს უფალმა და გასაჭირსა და სიხარულშიც უნდა ვმადლობდეთ უფალს... ვინაიდან ეს მსოფლიო განსაცდელის დღეა, რადგანაც კაცობრიობამ თავისი მაცხონებელი ჯვარზე აიყვანა, ამ შემთხვევაში "მრავალს დაესწარი" ალბათ უფრო სასიხარულო დღეებს მიესადაგება, გვიახლოვდება ქრისტეს აღდგომა, ბრწყინვალე დღესასწაული და სწორედ მაშინ ვუთხრათ ერთმანეთს ეს და კეთილი სურვილები ვუსურვოთ.

- ახლა წითელი პარასკევის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ...

- წითელი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად მძიმე დღეა და რაში მდგომარეობს ეს სიმძიმე: ქვეყნად მოსული გამომხსნელი, რომელიც ამ წუთისოფელში შემოვიდა და როგორც იოანე მახარებელი ამბობს, "თვისთა თანა მოვიდა იგი და თვისთა იგი არაშეიწყნარეს," - მოკლეს, ჯვარს აცვეს თავისი მაცხონებელი, ამიტომ ეს არის გლოვის დღე. მაგრამ რას გლოვობს ადამიანი, - ღმერთის სიკვდილს? რა თქმა უნდა, - არა. ჩვენ სწორად არ გვაქვს გაცნობიერებული მაცხოვრის აღდგომა თავისი ჯვარცმით. ეს დღე უნდა იყოს დასაბამი ჩვენი ცოდვების შემსჭვალვის. ცოდვები უნდა შევმსჭვალოთ, - "ძველი კაცი ჯვარცმულ არს," გარდაიცვალოს და "ახალი კაცი" დაიბადოს, ანუ ჩვენში ცოდვისმიერი უნდა დავტოვოთ და აზროვნება ახლებურად დავიწყოთ. გავიგოთ მაცხოვრის გამომხსნელობის მნიშვნელობა და შესაბამისად ვიცხოვროთ.

- რა არ უნდა გააკეთოს ამ დღეს ადამიანმა?

- ამ პერიოდში ადამიანმა უნდა იმარხულოს, მეტად განეკრძალოს ლოცვისკენ... საერთოდ, ადამიანებს დაბურული გვაქვს გონების თვალი და ვერ ვამჩნევთ, რას ვაკეთებთ და რას - არა. ზოგჯერ ისეთი მზაკვრობა და ბოროტებაც კი შეიძლება წარმოიდგინოს და ჩაიდინოს, თვითონაც კი არ სჯეროდეს ის, მისი ნამოქმედარია. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ "ნუ სიმთვრალითა და სიმღერითა, ნუ ლაღობითა და დროის ტარებითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, არამედ აღივსენით სულითა, ეტყოდეთ თავთა თვუისთა ფსალმუნითა და შესხმითა… სულიერითა. უგალობდით და აქებდით გულითა უფალს". დიახ, რაც ყოფას შეეეხება, აი, ეს არ უნდა გავაკეთოთ...

ეს დღე კიდევ ერთხელ დასაბამი უნდა იყოს იმის, ადამიანის გონება დაფიქრდეს, მეტი გამჭრიახობაა საჭირო იმისთვის, რომ არ გააკეთოს ის, რაც ღვთის მცნებებშია მოცემული (არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, არა კაც კლა...) დიახ, ამის ფართო გაგებით და არა ისე, ზოგიერთს რომ ჰგონია, კაცი არ მომიკლავს და სხვა რა ცოდვა უნდა მქონდეს?! არადა, გონებაში ხშირად გვიმრუშია, კაციც მოგვიკლავს, ალბათ თუ დავფიქრდებით, ჩვენზე ცოდვილი ადამიანი არც დადის. ის კი არა, პავლე მოციქულმა თქვა, რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარ. ეს გააცნობიერა მოციქულთა თავმა, წმინდა პეტრემ და ჩვენ რაღა გვეთქმის? გვეთქმის ის, რომ ცოდვილები ვართ და ცოდვილთაგან უპირველესები. ამიტომ არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა... ლოცვას არ უნდა მოვწყდეთ.

- რაც შეეხება რიტუალურ ნაწილს - კვერცხი რატომ უნდა შეიღებოს მაინცდამაინც პარასკევს და არა, მაგალითად, შაბათს?

- კვერცხის შეღებვა მაცხოვრის ჯვარცმასთან არის დაკავშირებული. წითელი ფერი სიმბოლურად ქრისტეს დაღვრილ სისხლს განასახიერებს, ვინაიდან ქრისტემ სისხლი დაღვარა, დაათხია, გარდაიცვალა, კვერცხი კი სიცოცხლის სიმბოლოა. ამავდროულად აქვეა აღდგომის იდეაც, ანუ თუ მოკვდა, აღდგება კიდეც. ეს იდეა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშიც იყო: მამამთავარ აბრაამს ღმერთი ეუბნება, რომ შემომწირე ისააკი მხოლოდ შობილი ძე შენი. აბრაამს შვილი მიჰყავს სამსხვერპლოზე და ამბობს, - ავალთ და დავბრუნდებით... მოკლედ, დადგენილია ასე, რომ კვერცხებს სწორედ წითელ პარასკევს ვღებავთ.

ხართ თუ არა დაცული "ბრიტანული შტამით" დაინფიცირებისგან, თუ კორონავირუსი უკვე გადაიტანეთ? - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

სტიქია კახეთში - სეტყვამ ვენახები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები დააზიანა

რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება