კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.
"ბიბისის" ცნობით, შეირაღებულ პირებს სტუდენტები ჰყავთ მძევლად აყვანილი. ამ დროისათვის უნივერსიტეტის შენობა ძალოვან სტრუტურებს ალყაში აქვთ მოქცეული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ალ-შაბააბმა" აიღო, რომელიც "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებულ ორგანიზაციას წარმოადგენს.
სამართალდამცველების ცნობით, ისინი ამ დროისათვის მძევლების გათავისუფლებას ცდილობენ. თვითმხილველების ცნობით, უნივერსიტეტის შენობიდან ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა.