სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ინფექციური კონტროლის კუთხით თბილისსა და უმეტეს რეგიონებში უკვე დასრულდა.
სტომატოლოგიურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 20-მა დაწესებულებამ შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა ამ ოციდან ხუთმა შეიცვალა რეკვიზიტები, იურიდიული მისამართი, გამოასწორა ხარვეზები და განაახლა საქმიანობა. მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა ოთხი დაწესებულება, რომლებიც იყო დაკეტილი და ვერ მოხერხდა მათი შემოწმება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში სულ დაახლოებით 1700 რეგისტრირებული სტომატოლოგიური კლინიკაა. შესამოწმებელი დარჩა ქართლისა და კახეთის რეგიონები, რომელთა შემოწმება ხუთ დღეში დასრულდება.
მისივე თქმით, ასევე მოწმდება სტომატოლოგიური კლინიკები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული. ასევე ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს სილამაზისა და ტატუს სალონებში, ასევე, საავადმყოფოს ეზოებში.
რაც შეეხება სტომატოლოგიური დაწესებულებებს, რომლებმაც ფუნქციონირება შეწყვიტეს, ასეთია:
1.ინდ. მეწარმე "თინათინ ბესელია"
მის:თბილისი, თემქა XIმკ/რ, Iკვ.
2.შპს "რეფერალური ჰოსპიტალი 2012"
მის:თბილისი, ხიზანიშვილის N 17
3.ინდ. მეწარმე "ვადიმ ავეტისიანი"
მის: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 30, I კ. შენობა 2
4.შპს "ფემილი დენტალ ოფის"
მის: თბილისი ქინქლაზის ქ. N26
5.შპს "დენტა ლუქს +"
მის: თბილისი, ზაზა ვეშაპურის N5
6.შპს "თბილისი 24-ე შერეული პოლიკლინიკა - საოჯახო მედიცინის ცენტრი"
მის: თბილისი, რუსთავის გზადკეცილი 28
7.ინდ. მეწარმე "ნინო მუკბანიანი"
მის: თბილისი, გუმათჰესის ქუჩა, კორპ 16ა, ბ1
8.ინდ. მეწარმე "ნინო ბაკურაძე"
მის: თბილისი, ქეთევან წამებულის N92
9.ინდ. მეწარმე "არკადი სააკიანი"
მის: თბილისი, გუმათჰესის N9
10.შპს "ლადანი";
სამტრედიის N 2;
11.შპს "კვარა-დენტი" ;
თამარ მეფის გამზ N12;
12.ინდ. მეწარმე "ზაზა ჩავხაძე"
აკ. წერეთლის N67
13.შპს "მედი დენტალ"
მის:ტაბიძის N44
14.სს "სტომატოლოგი"
მის:აღმაშენებლის N255
15ინდ. მეწარმე "ეკა სარჯველაძე"
მის: აკ. წერეთლის 110