პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ბაკურაძე ''მიზანმიმართულ ტერაქტს'' გადაურჩა
სალომე ბაკურაძე ''მიზანმიმართულ ტერაქტს'' გადაურჩა

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძემ პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა დე­დის დახ­მა­რე­ბით შე­ი­ძი­ნა, შემ­დეგ"ბრა­ვო­ში" მო­ი­გო ბიზ­ნესკლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლი და დღემ­დე იმით და­დის, თან ამ­ბობს, 4 თუ 5 წე­ლია, ხმის ამო­უ­ღებ­ლად მემ­სა­ხუ­რე­ბაო. სა­ლო­მეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო თავ­გა­და­სავ­ლებს ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- მან­ქა­ნე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემს მე­გო­ბარს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ძა­ლი­ან ხში­რად მი­წევ­და ყოფ­ნა, ჩე­მამ­დე ჰყავ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი და იმით გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბო­დით, ამ­დენ სი­ა­რულ­ში საგ­ზაო წე­სე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ავით­ვი­სე, გზე­ბიც კარ­გად ვი­ცო­დი. შემ­დეგ ჯერ მან­ქა­ნა ვი­ყი­დე და 3-4 თვის შემ­დეგ ავი­ღე მარ­თვის მოწ­მო­ბა. რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტე ასე სწრა­ფად მან­ქა­ნის ყიდ­ვა, არ ვიცი. ძა­ლი­ან მინ­დო­და და ვი­ფიქ­რე, რომ ვი­ყი­დი, უფრო კარ­გად ვის­წავ­ლი-მეთ­ქი. ასე აღ­მოვ­ჩნდი სა­ჭეს­თან უვი­ცი და"უმარ­თვის­მოწ­მო­ბო".

- მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მოც­და პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე ჩა­ა­ბა­რე? მას­წავ­ლე­ბელ­თან იარე?

- კი, ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მი­მას­წავ­ლა კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მა­ნაც და­მი­ბა­რა სპორ­ტის სა­სახ­ლეს­თან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ფეხ­საც­მლით. პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე, შუ­ა­დღის სამ სა­ათ­ზე, მან­ქა­ნა და­მა­ქოქ­ვი­ნა და მი­თხრა - წა­დიო. კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გო­ნა, მე­ხუმ­რე­ბო­და. ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ მისი მო­თხოვ­ნა უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ისე ვი­ა­რე, არა­ფერს დავ­ჯა­ხე­ბი­ვარ. სა­ბო­ლო­ოდ, მარ­თვა ძა­ლი­ან მალე ვის­წავ­ლე. რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტებს, იმ პე­რი­ოდ­ში მო­ი­ცავ­და 500 ბი­ლეთს, რომ­ლე­ბიც ვის­წავ­ლე, თუმ­ცა მა­შინ მან­ქა­ნა ვი­ყი­დე და გა­მოც­და­ზე გას­ვლა გა­და­ვი­ფიქ­რე. სამი-ოთხი თვის შემ­დეგ კი, როცა მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა მო­ვინ­დო­მე, 500-ის მა­გივ­რად, ტეს­ტე­ბი უკვე 1000 ბი­ლეთს მო­ი­ცავ­და. მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე გას­ვლა, ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ, 500 ნას­წავ­ლი სა­კი­თხი­დან შემ­ხვდეს-მეთ­ქი, მაგ­რამ კომ­პი­უ­ტერ­მა მი­თხრა, უცო­დი­ნა­რი ხარო და ჩა­ვი­ჭე­რი. მერე ვის­წავ­ლე და მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე.

- პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლით იყი­დე თუ დაგ­ჭირ­და ბან­კის, ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბა?

- ბან­კის არა, მაგ­რამ ოჯა­ხის - კი, მე და დე­და­ჩემ­მა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით შე­ვი­ძი­ნეთ, პრინ­ციპ­ში უფრო დე­და­ჩე­მის სა­ჩუ­ქა­რი იყო.

- დღემ­დე რამ­დე­ნი მან­ქა­ნა გყო­ლია?

- სულ ორი მყო­ლია. პირ­ვე­ლი იყო"მერ­სე­დე­სი ა კლა­სი", რო­მელ­ზეც ტა­რე­ბა ვის­წავ­ლე და მე­ო­რე"ჰი­უნ­დაი სო­ნა­ტა", რო­მე­ლიც"ბრა­ვო­ში" მო­ვი­გე. 4 თუ 5 წე­ლია მემ­სა­ხუ­რე­ბა ისე, რომ ხმა არ ამო­უ­ღია.

გაგ­რძე­ლე­ბა

სალომე ბაკურაძე ''მიზანმიმართულ ტერაქტს'' გადაურჩა

სალომე ბაკურაძე ''მიზანმიმართულ ტერაქტს'' გადაურჩა

სალომე ბაკურაძემ პირველი მანქანა დედის დახმარებით შეიძინა, შემდეგ''ბრავოში'' მოიგო ბიზნესკლასის ავტომობილი და დღემდე იმით დადის, თან ამბობს, 4 თუ 5 წელია, ხმის ამოუღებლად მემსახურებაო. სალომეს საავტომობილო თავგადასავლებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მანქანები ძალიან მიყვარს. ჩემს მეგობარს, რომელთან ერთადაც ძალიან ხშირად მიწევდა ყოფნა, ჩემამდე ჰყავდა ავტომობილი და იმით გადავაადგილდებოდით, ამდენ სიარულში საგზაო წესების გარკვეული რაოდენობა ავითვისე, გზებიც კარგად ვიცოდი. შემდეგ ჯერ მანქანა ვიყიდე და 3-4 თვის შემდეგ ავიღე მართვის მოწმობა. რატომ გადავწყვიტე ასე სწრაფად მანქანის ყიდვა, არ ვიცი. ძალიან მინდოდა და ვიფიქრე, რომ ვიყიდი, უფრო კარგად ვისწავლი-მეთქი. ასე აღმოვჩნდი საჭესთან უვიცი და''უმართვისმოწმობო''.

- მართვის მოწმობის გამოცდა პირველივე ჯერზე ჩააბარე? მასწავლებელთან იარე?

- კი, ერთმა მეგობარმა მიმასწავლა კარგი მასწავლებელი, მანაც დამიბარა სპორტის სასახლესთან მოხერხებული ფეხსაცმლით. პირველ გაკვეთილზე, შუადღის სამ საათზე, მანქანა დამაქოქვინა და მითხრა - წადიო. კარგა ხნის განმავლობაში მეგონა, მეხუმრებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ მისი მოთხოვნა უნდა შემესრულებინა. მადლობა ღმერთს, ისე ვიარე, არაფერს დავჯახებივარ. საბოლოოდ, მართვა ძალიან მალე ვისწავლე. რაც შეეხება ტესტებს, იმ პერიოდში მოიცავდა 500 ბილეთს, რომლებიც ვისწავლე, თუმცა მაშინ მანქანა ვიყიდე და გამოცდაზე გასვლა გადავიფიქრე. სამი-ოთხი თვის შემდეგ კი, როცა მართვის მოწმობის აღება მოვინდომე, 500-ის მაგივრად, ტესტები უკვე 1000 ბილეთს მოიცავდა. მაინც გადავწყვიტე გასვლა, ვიფიქრე, იქნებ, 500 ნასწავლი საკითხიდან შემხვდეს-მეთქი, მაგრამ კომპიუტერმა მითხრა, უცოდინარი ხარო და ჩავიჭერი. მერე ვისწავლე და მართვის მოწმობა ავიღე.

- პირველი მანქანა საკუთარი შემოსავლით იყიდე თუ დაგჭირდა ბანკის, ოჯახის დახმარება?

- ბანკის არა, მაგრამ ოჯახის - კი, მე და დედაჩემმა ერთობლივი ძალებით შევიძინეთ, პრინციპში უფრო დედაჩემის საჩუქარი იყო.

- დღემდე რამდენი მანქანა გყოლია?

- სულ ორი მყოლია. პირველი იყო''მერსედესი ა კლასი'', რომელზეც ტარება ვისწავლე და მეორე''ჰიუნდაი სონატა'', რომელიც''ბრავოში'' მოვიგე. 4 თუ 5 წელია მემსახურება ისე, რომ ხმა არ ამოუღია.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება