სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს საქართველოს მთავარი პროკურორი
რა ქონებას ფლობს საქართველოს მთავარი პროკურორი

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს გი­ორ­გი ბა­დაშ­ვილს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2014 წლის 10 ივ­ლისს აქვს შევ­სე­ბუ­ლი.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 32 წლის ბა­დაშ­ვი­ლი ფლობს 48.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ბი­ნას ნუ­ცუ­ბი­ძის მე-5 მიკ­რო რა­ი­ონ­ში და 129.57 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის ბი­ნას ბუ­რძგლას ქუ­ჩა­ზე, მშე­ნე­ბა­რე სახ­ლში.

მა­მის, ნუგ­ზარ ბა­დაშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ავ­ტო­ფა­რე­ხი თბი­ლის­ში, თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 28.40 კვ.მ-ია.

ასე­ვე ნუგ­ზარ ბა­დაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი თბი­ლის­ში, თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე, იმა­ვე მი­სა­მარ­თზე, რომ­ლის ფარ­თო­ბი - 26.30 კვ.მია.

ნუგ­ზარ ბა­დაშ­ვი­ლი ფლობს 1000.00 კვ.მ-ის მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში, სო­ფელ გლ­დან­ში (სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო). ბი­ნას თბი­ლის­ში, თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 104.00 კვ.მ-ია. ამა­ვე მი­სა­მარ­თზე 9.25 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის სარ­დაფს, 30 კვ.მ-ის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს.

ასე­ვე, ნუგ­ზარ ბა­დაშ­ვი­ლია არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის 35%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 108.00 კვ.მ-ია. თა­ნა­მე­სა­კუთ­რე­ე­ბი კი, ეკა­ტე­რი­ნე ფრან­გუ­ლაშ­ვი­ლი და ქე­თე­ვან ბურ­ჯა­ნა­ძე არი­ან.

ნუგ­ზარ ბა­დაშ­ვი­ლი ფლობს თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­ფა­რეხს, რო­მე­ლიც 30 კვ.მ-ია. ასე­ვე, არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 6.96 კვ.მ-ია.

ის არის 143097.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის (სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო, სახ­ნა­ვი) მფლო­ბე­ლი სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ნავ­ში. მის სა­კუთ­რე­ბა­შია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ყაზ­ბეგ­ში, დაბა სტე­ფან­წმინ­და­ში, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 1080.00 კვ.მ-ია.

ნუგ­ზარ ბა­დაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზეა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Honda crv 199.

რაც შე­ე­ხე­ბა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი­სა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე,"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში", სა­ხელ­ფა­სო ან­გარ­შზე 4300.00 ლარი, ამა­ვე ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი, 8000.00 ლარი იყო. "ბა­ზის­ბან­კის" საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე კი, 2200.00 ლარი; "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე კი, 7000.00 დო­ლა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა ნუგ­ზარ ბა­დაშ­ვი­ლის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, მის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე "თი-ბი-სი ბან­კში" 14890.00 ლარი იყო.

გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლის დე­დის, და­ლი­ლა გე­გეჭ­კო­რის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე "ლი­ბერ­თი ბან­კში" 1500.00 ლარი, "თი-ბი-სი ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი, 1250.00 დო­ლა­რი იყო.

დის, ნინო ბა­დაშ­ვი­ლის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" 2700.00 ლარი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, გი­ორ­გი ბა­დაშ­ვილს ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით 9000.00 ლარი, და­ლი­ლა გე­გეჭ­კორს კი, 2000.00 ლარი ჰქონ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რა ქონებას ფლობს საქართველოს მთავარი პროკურორი

რა ქონებას ფლობს საქართველოს მთავარი პროკურორი

საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 10 ივლისს აქვს შევსებული.

მთავარი პროკურორის დეკლარაციის მიხედვით, 32 წლის ბადაშვილი ფლობს 48.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ნუცუბიძის მე-5 მიკრო რაიონში და 129.57 კვ.მ-ის ფართობის ბინას ბურძგლას ქუჩაზე, მშენებარე სახლში.

მამის, ნუგზარ ბადაშვილის მფლობელობაშია ავტოფარეხი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 28.40 კვ.მ-ია.

ასევე ნუგზარ ბადაშვილის სახელზეა არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, იმავე მისამართზე, რომლის ფართობი - 26.30 კვ.მია.

ნუგზარ ბადაშვილი ფლობს 1000.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ გლდანში (სასოფლო-სამეურნეო). ბინას თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 104.00 კვ.მ-ია. ამავე მისამართზე 9.25 კვ.მ-ის ფართობის სარდაფს, 30 კვ.მ-ის არასაცხოვრებელ ფართს.

ასევე, ნუგზარ ბადაშვილია არასაცხოვრებელი ფართის 35%-იანი წილის მფლობელი თევდორე მღვდლის ქუჩაზე, რომელიც 108.00 კვ.მ-ია. თანამესაკუთრეები კი, ეკატერინე ფრანგულაშვილი და ქეთევან ბურჯანაძე არიან.

ნუგზარ ბადაშვილი ფლობს თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავტოფარეხს, რომელიც 30 კვ.მ-ია. ასევე, არასაცხოვრებელ ფართს, რომლის ფართობიც 6.96 კვ.მ-ია.

ის არის 143097.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთის (სასოფლო-სამეურნეო, სახნავი) მფლობელი საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში. მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში, რომლის ფართობიც 1080.00 კვ.მ-ია.

ნუგზარ ბადაშვილის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა Honda crv 199.

რაც შეეხება მთავარი პროკურორისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსურ მდგომარეობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, შევსების მომენტში, გიორგი ბადაშვილის სახელზე,"საქართველოს ბანკში", სახელფასო ანგარშზე 4300.00 ლარი, ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი, 8000.00 ლარი იყო. "ბაზისბანკის" საკრედიტო ანგარიშზე კი, 2200.00 ლარი; "საქართველოს ბანკის" საკრედიტო ანგარიშზე კი, 7000.00 დოლარი.

რაც შეეხება ნუგზარ ბადაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, მის მიმდინარე ანგარიშზე "თი-ბი-სი ბანკში" 14890.00 ლარი იყო.

გიორგი ბადაშვილის დედის, დალილა გეგეჭკორის სახელფასო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" 1500.00 ლარი, "თი-ბი-სი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე კი, 1250.00 დოლარი იყო.

დის, ნინო ბადაშვილის სახელფასო ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" 2700.00 ლარი.

დეკლარაციის შევსებისას, გიორგი ბადაშვილს ნაღდი ფულის სახით 9000.00 ლარი, დალილა გეგეჭკორს კი, 2000.00 ლარი ჰქონდა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა