სამართალი
Faceამბები

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენი - პირი, რომელმაც ქონება წამართვა, სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობს
ბიზნესმენი - პირი, რომელმაც ქონება წამართვა, სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობს

"წი­ნან­დლის ძვე­ლი მარ­ნის" დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე მე­გუთ­ნიშ­ვი­ლი შსს კუდ-ის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მიერ მისი და­პა­ტიმ­რე­ბის და ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს. ბიზ­ნეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბით, კუდ-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ზაზა უზუ­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­სა და ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, დღეს შსს-ს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა, ალექ­სან­დრე სა­ჩიშ­ვი­ლი კი, რო­მე­ლიც მას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ წყლით სავ­სე ბოთ­ლე­ბით ცემ­და და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას აი­ძუ­ლებ­და, ქა­ლაქ თე­ლა­ვის მე­რის მო­ად­გი­ლეა.

"2010 წლის აგ­ვის­ტო­ში, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ახ­მე­ტა-თე­ლა­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ზაზა უზუ­ნაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი კუდ-ის შე­ნო­ბა­ში. 12 სა­ათ­ზე მი­ვე­დი მას­თან. შეგ­ვიყ­ვა­ნეს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძის კა­ბი­ნეტ­ში. მა­შინ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კუდ-ის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო, მისი ძმა გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე კი შს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე. სხვა­დას­ხვა სა­წარ­მო­ე­ბი­დან ვი­ყა­ვით, იქ იყ­ვნენ რო­გორც ღვი­ნის სა­წარ­მო­ე­ბის, ისე ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, ჯარ­თის მიმ­ღე­ბი პუნ­ქტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბიც", - იხ­სე­ნებს მე­გუთ­ნიშ­ვი­ლი.

-რა­ტომ და­გი­ბა­რეს, რა მოგ­თხო­ვეს?

- თი­თო­ე­ულს მოგვ­თხო­ვეს 10 ათა­სი დო­ლა­რის მი­ტა­ნა იმა­ვე დღეს ვი­თომ "აფხა­ზე­თის რა­დი­ოს­თვის". მე იქვე ვუ­თხა­რი, რომ ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს მე­სა­კუთ­რეს­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ვერ ვწყვეტ­დი და ამი­ტომ, ვიდ­რე მფლო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, თან­ხის გარ­კვე­ულ ნა­წილს მი­ვი­ტან­დი. ასე დავ­ტო­ვე კუდ-ის შე­ნო­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ში და­მი­რე­კა ზაზა უზუ­ნაშ­ვილ­მა და მი­თხრა, რომ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი და მი­მე­ტა­ნა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თან­ხა. მე ისევ ვუ­თხა­რი, რომ ამ­დე­ნის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და. მი­თხრა, თუ არ მი­ვი­ტან­დი, საქ­მე ცუ­დად მექ­ნე­ბო­და. 2000 ლარი იმა­ვე დღეს მი­ვუ­ტა­ნე ზაზა უზუ­ნაშ­ვილს, თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში. მან პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა, რად­გან ეს თან­ხის მცი­რე ნა­წი­ლი იყო და და­მე­მუქ­რა, ნა­ხავ რა­საც გი­ზამთ, თუ თან­ხას სრუ­ლად არ გა­და­იხ­დიო.

ზუს­ტად 2 კვი­რა­ში მო­მიგ­ზავ­ნეს თა­ვი­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ზუ­რაბ გრძე­ლიშ­ვი­ლი (იმ პე­რი­ოდ­ში არ ვი­ცო­დი ვინ იყო) რო­მელ­საც თით­ქოს აინ­ტე­რე­სებ­და ჩვე­ნი ღვი­ნის ქარ­ხა­ნა რა რა­ო­დე­ნო­ბის ყუ­რძენს ჩა­ი­ბა­რებ­და. შე­მო­ვი­და ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში და დად­გეს სცე­ნა, რომ თით­ქოს ჩვენ ის ვცე­მეთ და მან­ქა­ნა და­ვუმტვრი­ეთ. ეს მოხ­და დი­ლით. იმა­ვე დღეს მი­ვე­დი გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ებ­თან, ალე­კო კა­ხი­ძეს­თან და პეტ­რე კიკ­ნა­ძეს­თან. მე მათ ვუ­თხა­რი, რომ 2 კვი­რის წინ კუდ-მა 10 000 დო­ლა­რის მი­ტა­ნა მო­ი­თხო­ვა, არ გა­და­ვი­ხა­დე და ასე მოხ­და მეთ­ქი. დამ­პირ­დნენ, რომ პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და. სა­ღა­მოს ისევ და­მი­რე­კა ზაზა უზუ­ნაშ­ვილ­მა. მი­თხრა, რომ ჩემი ნახ­ვა უნ­დო­და და ქარ­ხნის კარი გა­მეხ­სნა. რო­დე­საც კა­რე­ბი გა­ი­ღო, შე­მო­ვიდ­ნენ 8 მან­ქა­ნით, კუდ-ის და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ად­გილ­ზე იყ­ვნენ და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძეც და ზაზა უზუ­ნაშ­ვი­ლიც. იქ იყ­ვნენ თე­ლა­ვის პო­ლი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი შოთა ბეჟა­ნიშ­ვი­ლი, ასე­ვე მისი მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე (აკა) სა­ჩიშ­ვი­ლი და მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. და­მა­კა­ვეს მე და ჩემ­თან ერ­თად კი­დევ სა­წარ­მოს სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი. გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ბეჟა­ნიშ­ვი­ლი და სა­ჩიშ­ვი­ლი წყლით სავ­სე ბოთ­ლე­ბით გვცემ­დნენ და გვა­ი­ძუ­ლებ­დნენ გვეთ­ქვა, რომ მან­ქა­ნა ქარ­ხა­ნა­ში და­იმ­ტვრა. და­კი­თხვის დროს ოთახ­ში შე­მო­იჭრ­ნენ კუდ-ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლი, ასე­ვე კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და­ვით ქო­ქი­აშ­ვი­ლი. ლა­ლი­აშ­ვილს ია­რა­ღი ეჭი­რა და იმით მცემ­და, ორი­ვე­ნი მირ­ტყამ­დნენ. მერე გა­და­მიყ­ვა­ნეს გლ­და­ნის ცი­ხე­ში, სა­დაც 4 თვე ვი­ყა­ვი პა­ტიმ­რო­ბა­ში.

იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი ძმა არ­ჩილ მე­გუთ­ნიშ­ვი­ლი იყო სო­ფელ წი­ნან­დლის რწმუ­ნე­ბუ­ლი. და­ი­ბა­რეს კუდ-ში და მოს­თხო­ვეს, რომ ჩვენ მათ­თვის უნდა გვე­ყი­და 8 პრა­დო. თუ გინ­და შენი ძმა ცი­ხი­დან ცო­ცხა­ლი გა­მო­ვი­დეს, აქ 8 პრა­დოს გა­ა­ჩე­რებთ, თუ არა ის იქი­დან თავს ვერ და­აღ­წევ­სო.

ამის შემ­დეგ და­ი­წყეს ჩემ­თან ცი­ხე­ში სი­ა­რუ­ლი. და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე შე­მო­დი­ო­და ღა­მის 11 სა­ათ­ზე. პირ­ვე­ლად როცა შე­მო­ვი­და, ამიყ­ვა­ნეს ცი­ხის დი­რექ­ტო­რის, ვინ­მე "ქი­ლე­რას" კა­ბი­ნეტ­ში. ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გა­მო­მი­ცხა­და, თუ გინ­და აქე­დან ცო­ცხა­ლი გახ­ვი­დე, ჩვე­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არის ასე­თი - 8 პრა­დო უნდა იყი­დო და გად­მოგ­ვცე, რის შემ­დე­გაც აქე­დან მე­ო­რე დღეს­ვე გა­გიყ­ვან­თო.

-რა უთხა­რით?

- ვუ­თხა­რი, რომ ფი­ზი­კუ­რად ვერ შევ­ძლებ­დი. ხომ შე­ის­წავ­ლეთ ჩემი ცხოვ­რე­ბა, ამ­დე­ნი ქო­ნე­ბა არ მაქვს მეთ­ქი, რა­ზე­დაც მისი პა­სუ­ხი იყო, რომ ცი­ხე­ში ჩავლპე­ბო­დი. ამის შემ­დეგ სა­დღაც 15-20 წუთ­ში შე­მო­ვიდ­ნენ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და გა­აგ­რძე­ლეს ჩემი გი­ნე­ბა და ცემა.

-კუდ-ის და­ვა­ლე­ბით რომ თქვე­ნი და­ყო­ლი­ე­ბა მომ­ხდა­რი­ყო?

- ჩემ­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლად ხდე­ბო­და ზე­წო­ლა იმის გამო, რომ რა­მე­ნა­ი­რად დავ­თან­ხმე­ბო­დი მათ წი­ნა­და­დე­ბას. ვფიქ­რობ­დი, რა შე­იძ­ლე­ბა გა­მე­ყი­და, სად მე­სეს­ხა, ვინ მა­სეს­ხებ­და ამ­დენ თან­ხას, რომ რო­გორ­მე ცი­ხი­დან თავი და­მეღ­წია. ისე მცემ­დნენ, რომ ჩემს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ექ­მნე­ბო­და.

ბო­ლოს, 2010 წლის 2 დე­კემ­ბერს შე­მო­ვი­და და მი­თხრა, ხვალ გა­გიყ­ვანთ და ვინ­მემ რომ ტვი­ნი გა­და­გიბ­რუ­ნოს, იმა­საც გვერ­დზე მო­გის­ვამ­თო. რომ გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, ჩემს ძმას და­ი­ჭერ­დნენ, ჩემს რძალს და­ი­ჭერ­დნენ, ამით მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ. არა­ფე­რი არ მით­ქვამს. 3 დე­კემ­ბერს გა­მო­მიყ­ვა­ნეს. თე­ლავ­ში საპ­რო­ცე­სო გა­მი­ფორ­მეს, 30 000 ლარი გა­და­ვი­ხა­დე ჩემი და ბი­ძაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­თომ ჯგუ­ფუ­რი ხუ­ლიგ­ნობს გამო.

ორ­შა­ბათს, დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და­მი­რე­კა. ისევ კუდ-ში მი­მიყ­ვა­ნეს, ზუ­რაბ ლა­ლი­აშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში. ლა­ლი­აშ­ვი­ლი, უზუ­ნაშ­ვი­ლი და ლორ­თქი­ფა­ნი­ძე მო­ი­თხოვ­დნენ, მი­მე­ტა­ნა 80 000 დო­ლა­რი. თუ ამ ფულს ვერ მი­ვი­ტან­დი, ისევ ცი­ხე­ში და­მაბ­რუ­ნებ­დნენ.

-ზაზა უზუ­ნაშ­ვილს რაც შე­ე­ხე­ბა, მას ბრა­ლიც არ აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, არა­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს, თქვენც ამ­ხელთ მუ­ქა­რა­სა და გა­მო­ძალ­ვა­ში...

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, დღემ­დე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს და მოწ­მე­ებ­ზეც ზე­წო­ლას ახ­დენს. აკა სა­ჩიშ­ვი­ლიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა. ის ქა­ლაქ თე­ლა­ვის მე­რის მო­ად­გი­ლეა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

ბიზნესმენი - პირი, რომელმაც ქონება წამართვა, სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობს

ბიზნესმენი - პირი, რომელმაც ქონება წამართვა, სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობს

"წინანდლის ძველი მარნის" დირექტორი ალექსანდრე მეგუთნიშვილი შსს კუდ-ის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელების მიერ მისი დაპატიმრების და ქონების წართმევის დეტალებს იხსენებს. ბიზნესმენის განცხადებით, კუდ-ის თანამშრომელი ზაზა უზუნაშვილი, რომელიც მის უკანონო დაკავებასა და ქონების წართმევაში მონაწილეობდა, დღეს შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეა, ალექსანდრე საჩიშვილი კი, რომელიც მას დაკავების შემდეგ წყლით სავსე ბოთლებით ცემდა და აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდა, ქალაქ თელავის მერის მოადგილეა.

"2010 წლის აგვისტოში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ახმეტა-თელავის განყოფილების უფროსმა ზაზა უზუნაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი კუდ-ის შენობაში. 12 საათზე მივედი მასთან. შეგვიყვანეს დავით ლორთქიფანიძის კაბინეტში. მაშინ ლორთქიფანიძე კუდ-ის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მისი ძმა გია ლორთქიფანიძე კი შს მინისტრის პირველი მოადგილე. სხვადასხვა საწარმოებიდან ვიყავით, იქ იყვნენ როგორც ღვინის საწარმოების, ისე ბენზინგასამართი სადგურების ხელმძღვანელები, ჯართის მიმღები პუნქტების მფლობელებიც", - იხსენებს მეგუთნიშვილი.

-რატომ დაგიბარეს, რა მოგთხოვეს?

- თითოეულს მოგვთხოვეს 10 ათასი დოლარის მიტანა იმავე დღეს ვითომ "აფხაზეთის რადიოსთვის". მე იქვე ვუთხარი, რომ ფინანსურ საკითხებს მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე ვერ ვწყვეტდი და ამიტომ, ვიდრე მფლობელი საქართველოში დაბრუნდებოდა, თანხის გარკვეულ ნაწილს მივიტანდი. ასე დავტოვე კუდ-ის შენობა. დაახლოებით 2 საათში დამირეკა ზაზა უზუნაშვილმა და მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი და მიმეტანა დასახელებული თანხა. მე ისევ ვუთხარი, რომ ამდენის გადახდის საშუალება არ მქონდა. მითხრა, თუ არ მივიტანდი, საქმე ცუდად მექნებოდა. 2000 ლარი იმავე დღეს მივუტანე ზაზა უზუნაშვილს, თავის კაბინეტში. მან პროტესტი გამოთქვა, რადგან ეს თანხის მცირე ნაწილი იყო და დამემუქრა, ნახავ რასაც გიზამთ, თუ თანხას სრულად არ გადაიხდიო.

ზუსტად 2 კვირაში მომიგზავნეს თავისი თანამშრომელი, ზურაბ გრძელიშვილი (იმ პერიოდში არ ვიცოდი ვინ იყო) რომელსაც თითქოს აინტერესებდა ჩვენი ღვინის ქარხანა რა რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებდა. შემოვიდა ღვინის ქარხანაში და დადგეს სცენა, რომ თითქოს ჩვენ ის ვცემეთ და მანქანა დავუმტვრიეთ. ეს მოხდა დილით. იმავე დღეს მივედი გუბერნატორის მოადგილეებთან, ალეკო კახიძესთან და პეტრე კიკნაძესთან. მე მათ ვუთხარი, რომ 2 კვირის წინ კუდ-მა 10 000 დოლარის მიტანა მოითხოვა, არ გადავიხადე და ასე მოხდა მეთქი. დამპირდნენ, რომ პრობლემა არ იქნებოდა. საღამოს ისევ დამირეკა ზაზა უზუნაშვილმა. მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა და ქარხნის კარი გამეხსნა. როდესაც კარები გაიღო, შემოვიდნენ 8 მანქანით, კუდ-ის და პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე იყვნენ დავით ლორთქიფანიძეც და ზაზა უზუნაშვილიც. იქ იყვნენ თელავის პოლიციის მაშინდელი უფროსი შოთა ბეჟანიშვილი, ასევე მისი მოადგილე ალექსანდრე (აკა) საჩიშვილი და მათი თანამშრომლები. დამაკავეს მე და ჩემთან ერთად კიდევ საწარმოს სამი თანამშრომელი. გადაგვიყვანეს პოლიციის შენობაში, სადაც ბეჟანიშვილი და საჩიშვილი წყლით სავსე ბოთლებით გვცემდნენ და გვაიძულებდნენ გვეთქვა, რომ მანქანა ქარხანაში დაიმტვრა. დაკითხვის დროს ოთახში შემოიჭრნენ კუდ-ის სამმართველოს უფროსი ზურაბ ლალიაშვილი, ასევე კახეთის პოლიციის უფროსი დავით ქოქიაშვილი. ლალიაშვილს იარაღი ეჭირა და იმით მცემდა, ორივენი მირტყამდნენ. მერე გადამიყვანეს გლდანის ციხეში, სადაც 4 თვე ვიყავი პატიმრობაში.

იმ პერიოდში ჩემი ძმა არჩილ მეგუთნიშვილი იყო სოფელ წინანდლის რწმუნებული. დაიბარეს კუდ-ში და მოსთხოვეს, რომ ჩვენ მათთვის უნდა გვეყიდა 8 პრადო. თუ გინდა შენი ძმა ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს, აქ 8 პრადოს გააჩერებთ, თუ არა ის იქიდან თავს ვერ დააღწევსო.

ამის შემდეგ დაიწყეს ჩემთან ციხეში სიარული. დავით ლორთქიფანიძე შემოდიოდა ღამის 11 საათზე. პირველად როცა შემოვიდა, ამიყვანეს ციხის დირექტორის, ვინმე "ქილერას" კაბინეტში. ლორთქიფანიძემ გამომიცხადა, თუ გინდა აქედან ცოცხალი გახვიდე, ჩვენი შემოთავაზება არის ასეთი - 8 პრადო უნდა იყიდო და გადმოგვცე, რის შემდეგაც აქედან მეორე დღესვე გაგიყვანთო.

-რა უთხარით?

- ვუთხარი, რომ ფიზიკურად ვერ შევძლებდი. ხომ შეისწავლეთ ჩემი ცხოვრება, ამდენი ქონება არ მაქვს მეთქი, რაზედაც მისი პასუხი იყო, რომ ციხეში ჩავლპებოდი. ამის შემდეგ სადღაც 15-20 წუთში შემოვიდნენ ციხის თანამშრომლები და გააგრძელეს ჩემი გინება და ცემა.

-კუდ-ის დავალებით რომ თქვენი დაყოლიება მომხდარიყო?

- ჩემზე გამორჩეულად ხდებოდა ზეწოლა იმის გამო, რომ რამენაირად დავთანხმებოდი მათ წინადადებას. ვფიქრობდი, რა შეიძლება გამეყიდა, სად მესესხა, ვინ მასესხებდა ამდენ თანხას, რომ როგორმე ციხიდან თავი დამეღწია. ისე მცემდნენ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა.

ბოლოს, 2010 წლის 2 დეკემბერს შემოვიდა და მითხრა, ხვალ გაგიყვანთ და ვინმემ რომ ტვინი გადაგიბრუნოს, იმასაც გვერდზე მოგისვამთო. რომ გავქცეულიყავი, ჩემს ძმას დაიჭერდნენ, ჩემს რძალს დაიჭერდნენ, ამით მემუქრებოდნენ. არაფერი არ მითქვამს. 3 დეკემბერს გამომიყვანეს. თელავში საპროცესო გამიფორმეს, 30 000 ლარი გადავიხადე ჩემი და ბიძაშვილის საქმეზე, რომელიც ჩემთან ერთად იყო დაკავებული ვითომ ჯგუფური ხულიგნობს გამო.

ორშაბათს, დათო ლორთქიფანიძემ დამირეკა. ისევ კუდ-ში მიმიყვანეს, ზურაბ ლალიაშვილის კაბინეტში. ლალიაშვილი, უზუნაშვილი და ლორთქიფანიძე მოითხოვდნენ, მიმეტანა 80 000 დოლარი. თუ ამ ფულს ვერ მივიტანდი, ისევ ციხეში დამაბრუნებდნენ.

-ზაზა უზუნაშვილს რაც შეეხება, მას ბრალიც არ აქვს წაყენებული, არადა სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს, თქვენც ამხელთ მუქარასა და გამოძალვაში...

- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, დღემდე ამ თანამდებობაზე მუშაობს და მოწმეებზეც ზეწოლას ახდენს. აკა საჩიშვილიც თანამდებობაზეა. ის ქალაქ თელავის მერის მოადგილეა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ