სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟვანიას საქმის ნაწილის გასაიდუმლოება ოჯახის წევრების თანხმობით მოხდა" - მურთაზ ზოდელავა
"ჟვანიას საქმის ნაწილის გასაიდუმლოება ოჯახის წევრების თანხმობით მოხდა"  - მურთაზ ზოდელავა

ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ოჯა­ხის სრულ­წლო­ვა­ნი წევ­რე­ბი აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს მიერ მომ­ზა­დე­ბულ დას­კვნას არა­ერ­თხელ გა­ეც­ნენ.

ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"გოგ­ლა ჟვა­ნია დღეს სა­დაც არის, იმის გა­მოა, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, იყო მედ­რო­შე ამ მოვ­ლე­ნე­ბი­სა. ეს მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მისი არ­ჩე­ვა­ნია, თუმ­ცა არ­ცთუ პო­ზი­ტი­უ­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ეს­წრე­ბო­და ექ­სპერტ ლე­ვან ჩა­ჩუ­ას მიერ გან­ხო­ცი­ე­ლე­ბულ ამ პრო­ცე­დუ­რებს, მისი სინ­დი­სი არ შე­უ­წუ­ხე­ბია იმას, რომ ეს ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის თა­ვად უყუ­რებ­და, ხე­დავ­და, იყო ამ პრო­ცეს­ში, მა­შინ არ გას­ჩე­ნია კი­თხვე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მან ზუს­ტად იცო­და, რომ დაც­ვის წევ­რებ­მა არა­თუ კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ეს, არა­მედ ადა­მი­ა­ნუ­რა­დაც კი, ჟარ­გონს გა­მო­ვი­ყე­ნებ, ისი­ნი "არ ჩაჭ­რი­ლან" დაც­ვის ობი­ექტთან - ბა­ტონ ზუ­რაბ­თან. რო­დე­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­კა­ვეს, მას არც პრო­ტეს­ტი გას­ჩე­ნია, არც სინ­დი­დის ქენ­ჯნა უგ­რძვნია, ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბე­ბი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის", - აღ­ნიშ­ნა ზო­დე­ლა­ვამ.

კი­თხვა­ზე - თუ იც­ნობ­და გოგ­ლა ჟვა­ნია აშშ-ს ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს მიერ მომ­ზა­დე­ბულ დას­კვნას, ზო­და­ლა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ამის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, იცოდ­ნენ.

"ოჯა­ხის სრულ­წლო­ვან­მა წევ­რებ­მა, რა თქმა უნდა, იცოდ­ნენ. ზუს­ტად ვიცი, რომ ისი­ნი არა­ერ­თხელ გა­ეც­ნენ ამ მა­სა­ლას და ზუს­ტად იცი­ან, მთე­ლი ეს პე­რი­პე­ტი­ე­ბი, მათ შო­რის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი და რო­მე­ლიც იყო ასე­ვე მო­ტი­ვა­ტო­რი მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა, რომ ამ საქ­მის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა მომ­ხდა­რი­ყო. ამ მთე­ლი პე­რი­პე­ტი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახ­ლაც მი­მაჩ­ნია, რომ ეს ადა­მი­ა­ნუ­რად სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. პო­ლი­ტი­კურ დე­ტა­ლებ­ში ვერ შე­ვალ", - გა­ნა­ცხა­და ზო­დე­ლა­ვამ.

"რუს­თა­ვის 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ­მა წყა­რომ ამე­რი­კის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს იმ დას­კვნის კი­დევ ერთი ნა­წი­ლი მი­ა­წო­და, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის საქ­მე­ზე მომ­ზად­და.

"დას­კვნე­ბი 2005, 2006 და 2007 წლე­ბით თა­რიღ­დე­ბა და მათ­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, ყვე­ლა ნივ­თი და ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად არის აღ­რი­ცხუ­ლი და და­ნომ­რი­ლი. დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე მი­თი­თი­ე­ბუ­ლია, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის დნმ-ის კვა­ლი რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ნივთზეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. მათ შო­რის, არის არა მარ­ტო ჭიქა და სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვი. დნმ-ის კვა­ლი ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ხა­ლა­თებ­სა და ზე­წარ­ზეც", - ამის შე­სა­ხებ "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, FBI-ის დას­კვნა­შია სა­უ­ბა­რი.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, დას­კვნა­ში ასე­ვე სწე­რია, რომ გა­ზის გა­მათ­ბო­ბე­ლი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო არას­წო­რად. კერ­ძოდ, არ ჰქონ­და სა­თა­ნა­დო ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გა­ი­ტან­და აირს გა­მათ­ბობ­ლი­დან, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჰა­ე­რის ცუდი ხა­რის­ხი ბი­ნა­ში. "რუს­თა­ვი 2"-ს ცნო­ბით, FBI ამო­ბობს, რომ ბინა ჰერ­მე­ტუ­ლად იყო დახ­შუ­ლი. ანუ, პრაქ­ტი­კუ­ლად იყო ჰა­ერ­გა­უმ­ტა­რი და ტეს­ტი­რე­ბის მო­მენ­ტის­თვის გარე ატ­მოს­ფე­რო­დან ჰა­ე­რის შეღ­წე­ვა არ ხდე­ბო­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დას­კვნა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, გა­მათ­ბო­ბე­ლი არ აღ­მოჩ­ნდა ფი­ზი­კუ­რად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ვი­ზუ­ა­ლუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბით გა­მათ­ბობ­ლის და გა­რე­სივ­რცის შე­მა­ერ­თე­ბე­ლი გა­უ­მარ­თა­ვი აღ­მოჩ­ნდა.

ასე­ვე იხი­ლეთ: გოგ­ლა ჟვა­ნია - დად­გმუ­ლი იყო სცე­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ჟვანიას საქმის ნაწილის გასაიდუმლოება ოჯახის წევრების თანხმობით მოხდა" - მურთაზ ზოდელავა

"ჟვანიას საქმის ნაწილის გასაიდუმლოება ოჯახის წევრების თანხმობით მოხდა"  - მურთაზ ზოდელავა

ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ოჯახის სრულწლოვანი წევრები აშშ-ის ფედერალური ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას არაერთხელ გაეცნენ.

ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.

"გოგლა ჟვანია დღეს სადაც არის, იმის გამოა, რომ ეს პროცესები განახორციელა. ის, ფაქტობრივად, იყო მედროშე ამ მოვლენებისა. ეს მისი პასუხისმგებლობაა, მისი არჩევანია, თუმცა არცთუ პოზიტიური. მიუხედავად იმისა, რომ ის ესწრებოდა ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიერ განხოციელებულ ამ პროცედურებს, მისი სინდისი არ შეუწუხებია იმას, რომ ეს ადამიანი დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ის თავად უყურებდა, ხედავდა, იყო ამ პროცესში, მაშინ არ გასჩენია კითხვები. მიუხედავად იმისა, მან ზუსტად იცოდა, რომ დაცვის წევრებმა არათუ კანონი დაარღვიეს, არამედ ადამიანურადაც კი, ჟარგონს გამოვიყენებ, ისინი "არ ჩაჭრილან" დაცვის ობიექტთან - ბატონ ზურაბთან. როდესაც ეს ადამიანები დააკავეს, მას არც პროტესტი გასჩენია, არც სინდიდის ქენჯნა უგრძვნია, ამიტომ ამ ადამიანის შეფასებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის", - აღნიშნა ზოდელავამ.

კითხვაზე - თუ იცნობდა გოგლა ჟვანია აშშ-ს ფედერალური ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას, ზოდალავას განმარტებით, ოჯახის წევრებმა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, იცოდნენ.

"ოჯახის სრულწლოვანმა წევრებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ. ზუსტად ვიცი, რომ ისინი არაერთხელ გაეცნენ ამ მასალას და ზუსტად იციან, მთელი ეს პერიპეტიები, მათ შორის, პირადი ცხოვრების დეტალები და რომელიც იყო ასევე მოტივატორი მაშინდელი ხელისუფლებისა, რომ ამ საქმის გარკვეული ნაწილის გასაიდუმლოება მომხდარიყო. ამ მთელი პერიპეტიების მიუხედავად, ახლაც მიმაჩნია, რომ ეს ადამიანურად სწორი გადაწყვეტილება იყო. პოლიტიკურ დეტალებში ვერ შევალ", - განაცხადა ზოდელავამ.

"რუსთავის 2"-ის ინფორმაციით, მათ კონფიდენციალურმა წყარომ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი მიაწოდა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა.

"დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. ნივთმტკიცებულებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც", - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, FBI-ის დასკვნაშია საუბარი.

ტელეკომპანიის ცნობით, დასკვნაში ასევე სწერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად. კერძოდ, არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც გაიტანდა აირს გამათბობლიდან, რამაც გამოიწვია ჰაერის ცუდი ხარისხი ბინაში. "რუსთავი 2"-ს ცნობით, FBI ამობობს, რომ ბინა ჰერმეტულად იყო დახშული. ანუ, პრაქტიკულად იყო ჰაერგაუმტარი და ტესტირების მომენტისთვის გარე ატმოსფეროდან ჰაერის შეღწევა არ ხდებოდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ვიზუალური დათვალიერებით, გამათბობელი არ აღმოჩნდა ფიზიკურად დაზიანებული. თუმცა, ვიზუალური და ფიზიკური ტესტირებით გამათბობლის და გარესივრცის შემაერთებელი გაუმართავი აღმოჩნდა.

ასევე იხილეთ: გოგლა ჟვანია - დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ