სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაზაგაშვილის საქმე და იდუმალი მოწმე უკრაინიდან
ვაზაგაშვილის საქმე და იდუმალი მოწმე უკრაინიდან

"ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ნახ­სე­ნე­ბი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მოწ­მე­ე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში მუ­შა­ო­ბენ. ვერ­სი­ას იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვლის მქო­ნეს უწო­დე­ბენ და მეტი და­კონ­კრე­ტე­ბი­სა­გან, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის, თავს იკა­ვე­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ მოწ­მე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი არ არის, ამი­ტომ მათი ვი­ნა­ო­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ცხა­დე­ბამ, ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მი­ნიშ­ნე­ბა­მაც კი, შე­საძ­ლოა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. უკ­რა­ი­ნა­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ათე­უ­ლო­ბით წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მუ­შა­ობს, მათ შო­რის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი­და­ნაც. შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია მათ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბიც იყ­ვნენ, ვინც 2006 წელს, კორ­ტებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბი იცი­ან", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით "ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მე და იდუ­მა­ლი მოწ­მე უკ­რა­ი­ნი­დან / შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე: "სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე მოწ­მე­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ერ­თზე".

"გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მოწ­მე­ე­ბი, რო­მელ­ზეც ბოლო პე­რი­ოდ­ში იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და, უკ­რა­ი­ნი­დან არი­ან, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ სწო­რედ ამ თე­მა­ზე ესა­უბ­რა გარ­დაც­ვლილს შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე - "მას ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შევ­ხვდი და კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა გვქონ­და და­გეგ­მი­ლი. ჩვენ გვქონ­და გეგ­მა, რომ სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რულ­დე­ბო­და, მის გვერ­დში მაქ­სი­მა­ლუ­რად დავ­მდგა­რი­ყა­ვი, რათა გა­ქარ­წყლე­ბუ­ლი­ყო ეჭვი იმის შე­სა­ხებ, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არ და­ის­ჯე­ბოდ­ნენ. მის­გან ვიცი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა დას­კვნით ფა­ზა­ში შე­დი­ო­და. გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნი­დან ახა­ლი მოწ­მე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნით, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბის ეჭ­ვებს და პრაქ­ტი­კუ­ლად ვის­ზეც ეჭვი ჰქონ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას, ყვე­ლა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ქვეშ ხვდე­ბოდ­ნენ. მან გვა­რე­ბიც ბევ­რი და­ა­სა­ხე­ლა", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. "ივა­ნიშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი არაა, ვინც ხსე­ნე­ბუ­ლი მოწ­მე­ე­ბის ვი­ნა­ო­ბა იცის", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბი, მე­გობ­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც კი ამ­ბო­ბენ, რომ მათ იცი­ან, თუ ვის­ზეა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ვი­ნა­ო­ბის და­კონ­კრე­ტე­ბის­გან ყვე­ლა თავს იკა­ვებს. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ­ბობ­და, რომ მის­თვის მოწ­მე­ე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა "რე­ზო­ნანსთან" ჩა­წე­რილ მა­შინ­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მათი ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბი­სა­გან გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თავი შე­ი­კა­ვა. მას შემ­დეგ კი, რაც გა­ირ­კვა, რომ მოწ­მე­ე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უკ­რა­ი­ნაა, მან პრო­კუ­რა­ტუ­რას დაც­ვის პროგ­რა­მის სრულ­ყო­ფი­ლად ამუ­შა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და. მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ჯა­როდ პირ­ველ­მა და­ა­სა­ხე­ლა მთა­ვა­რი მოწ­მის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და მოწ­მის დაც­ვის პროგ­რა­მის ეფექ­ტუ­რო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა უნდა მოხ­დეს. პარ­ლა­მენ­ტა­რის გან­ცხა­დე­ბით, ჩვე­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის უკვე მი­ცე­მუ­ლია და დე­ტა­ლე­ბი მის­თვი­საც და ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის­თვი­საც ცნო­ბი­ლია", - დას­ძენს გა­მო­ცე­მა.

"მკვლე­ლებს მინ­და შე­ვუთ­ვა­ლო, რომ მთა­ვა­რი მოწ­მის ლიკ­ვი­და­ცია სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით მათ არა­ნა­ირ შე­დეგს არ მო­უ­ტანს", - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვილ­მა. ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მოწ­მე­ე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ისი­ნი შე­საძ­ლოა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში მუ­შა­ო­ბენ. ამ ეჭვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი უწო­და იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა, ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა, სა­ჯა­როდ სა­უბ­რის­გან, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, თავი შე­ი­კა­ვა - მისი თქმით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა ნაკ­ლე­ბა­დაა და­ცუ­ლი", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"ვერ­სია რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს და ამ ვერ­სი­ას საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს. ეს ტე­რაქ­ტი მხო­ლოდ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მი­მართ არ იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ეს იყო გზავ­ნი­ლი ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, ვინც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის იბ­რძვის. ამით მი­ა­ნიშ­ნეს, რომ თუ ბრძო­ლას გა­აგ­რძე­ლე­ბენ, მა­თაც იგი­ვე ელით. მოწ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია რა თქმა უნდა მაქვს, სხვებ­საც აქვთ. მაგ­რამ სა­ჯა­როდ ვე­რა­ფერს ვი­ტყვით, რათა ამას კი­დევ უფრო დიდი უბე­დუ­რე­ბა არ მოყ­ვეს. სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე მოწ­მე­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ერ­თზე. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თუ ჩვენ სა­ჯა­როდ და­ვა­სა­ხე­ლებთ, რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბა შე­ემ­თხვათ - რა­ი­მე ოდ­ნა­ვი ინ­ფორ­მა­ცია, ოდ­ნა­ვი მი­ნიშ­ნე­ბაც კი საკ­მა­რი­სი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს იმის­თვის, რომ საფრ­თხე შე­ექ­მნას ყვე­ლა­ფერს, რაზე ბრძო­ლა­საც ჩვენ წლე­ბი შე­ვა­ლი­ეთ", - აცხა­დებს ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

"თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ კონ­კრე­ტუ­ლად ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც ხა­ჭა­პუ­რი­ძე სა­უბ­რობს, არ­ცთუ ად­ვი­ლი გა­მო­საც­ნო­ბია, ვი­ნა­ი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შა­ოდ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი წა­ვი­და. რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ჩვე­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან თა­ვი­სი საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ჯა­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრი­დან, უკ­რა­ი­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ მი­იწ­ვი­ეს კომ­პი­უ­ტე­რი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ის მცოდ­ნე­ნი და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, დარ­ჩი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არ იცის ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ეკა­ტე­რი­ნე ზღუ­ლა­ძის გარ­და, არი­ან თუ არა და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი იქა­ურ სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში, მაგ­რამ ისი­ნი აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ო­ბენ კონ­სულ­ტან­ტე­ბის როლ­ში", - დას­ძენს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"იქ არი­ან ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი და ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც წვრთნით და ინ­სტრუქ­ტორ-კონ­სულ­ტა­ნე­ბის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბით, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. სა­ერ­თო ჯამ­ში, იქ ბევ­რია ისე­თი, ვინც ან უშუ­ა­ლოდ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი, ან კონ­სულ­ტან­ტია. სა­უ­ბა­რი რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ადა­მი­ან­ზეა", - ამ­ბობს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი.

ვაზაგაშვილის საქმე და იდუმალი მოწმე უკრაინიდან

ვაზაგაშვილის საქმე და იდუმალი მოწმე უკრაინიდან

"ივანიშვილის მიერ ნახსენები ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის მოწმეები უკრაინიდან, სავარაუდოდ ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ამჟამად უკრაინაში მუშაობენ. ვერსიას იური ვაზაგაშვილის მეგობრები სერიოზული საფუძვლის მქონეს უწოდებენ და მეტი დაკონკრეტებისაგან, ამ ადამიანების უსაფრთხოებისათვის, თავს იკავებენ. ამბობენ, რომ მოწმეების უსაფრთხოება დაცული არ არის, ამიტომ მათი ვინაობის საჯაროდ გამოცხადებამ, ან ნებისმიერი სახის მინიშნებამაც კი, შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. უკრაინაში ყოფილი ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურებიდანაც. შესაბამისად, ადვილი შესაძლებელია მათში ის ადამიანებიც იყვნენ, ვინც 2006 წელს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები იციან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ვაზაგაშვილის საქმე და იდუმალი მოწმე უკრაინიდან / შალვა ხაჭაპურიძე: "საუბარია რამდენიმე მოწმეზე, განსაკუთრებით ერთზე".

"განცხადება იმის შესახებ, რომ მოწმეები, რომელზეც ბოლო პერიოდში იური ვაზაგაშვილი საუბრობდა, უკრაინიდან არიან, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა გარდაცვლილს შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე - "მას ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი და კიდევ ერთი შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა, მის გვერდში მაქსიმალურად დავმდგარიყავი, რათა გაქარწყლებულიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშავეები არ დაისჯებოდნენ. მისგან ვიცი, რომ გამოძიება დასკვნით ფაზაში შედიოდა. გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვისზეც ეჭვი ჰქონდა პროკურატურას, ყველანი პასუხისმგებლობის ქვეშ ხვდებოდნენ. მან გვარებიც ბევრი დაასახელა", - აღნიშნა ივანიშვილმა. "ივანიშვილი ერთადერთი არაა, ვინც ხსენებული მოწმეების ვინაობა იცის", - აღნიშნავს გამოცემა.

"ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები, მეგობრები და პოლიტიკოსებიც კი ამბობენ, რომ მათ იციან, თუ ვისზეა საუბარი, მაგრამ ვინაობის დაკონკრეტებისგან ყველა თავს იკავებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ მისთვის მოწმეების ვინაობა ცნობილია, თუმცა "რეზონანსთან" ჩაწერილ მაშინდელ ინტერვიუში მათი ვინაობის დასახელებისაგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავა. მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ მოწმეების ადგილსამყოფელი უკრაინაა, მან პროკურატურას დაცვის პროგრამის სრულყოფილად ამუშავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ პირველმა დაასახელა მთავარი მოწმის ადგილსამყოფელი და მოწმის დაცვის პროგრამის ეფექტურობისთვის, უკრაინასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესაბამისი ზომების გატარება უნდა მოხდეს. პარლამენტარის განცხადებით, ჩვენება გამოძიებისთვის უკვე მიცემულია და დეტალები მისთვისაც და ყოფილი პრემიერისთვისაც ცნობილია", - დასძენს გამოცემა.

"მკვლელებს მინდა შევუთვალო, რომ მთავარი მოწმის ლიკვიდაცია სამართლებრივი თვალსაზრისით მათ არანაირ შედეგს არ მოუტანს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. ივანიშვილის მიერ მოწმეების ადგილსამყოფელის დასახელების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები ყოფილიყვნენ, რომლებიც ახლა უკრაინაში მუშაობენ. ამ ეჭვს საფუძვლიანი უწოდა იური ვაზაგაშვილის მეგობარმა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ და აღნიშნა, რომ მისთვის ყველაფერი ცნობილია, თუმცა, საჯაროდ საუბრისგან, გასაგები მიზეზების გამო, თავი შეიკავა - მისი თქმით, ამ ადამიანების უსაფრთხოება ნაკლებადაა დაცული", - წერს სტატიის ავტორი.

"ვერსია რა თქმა უნდა, არსებობს და ამ ვერსიას საკმაოდ სერიოზული საფუძველი აქვს. ეს ტერაქტი მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მიმართ არ იყო განხორციელებული. ეს იყო გზავნილი ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის. ამით მიანიშნეს, რომ თუ ბრძოლას გააგრძელებენ, მათაც იგივე ელით. მოწმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია რა თქმა უნდა მაქვს, სხვებსაც აქვთ. მაგრამ საჯაროდ ვერაფერს ვიტყვით, რათა ამას კიდევ უფრო დიდი უბედურება არ მოყვეს. საუბარია რამდენიმე მოწმეზე, განსაკუთრებით ერთზე. არაა გამორიცხული, რომ თუ ჩვენ საჯაროდ დავასახელებთ, რაიმე უბედურება შეემთხვათ - რაიმე ოდნავი ინფორმაცია, ოდნავი მინიშნებაც კი საკმარისი შეიძლება გახდეს იმისთვის, რომ საფრთხე შეექმნას ყველაფერს, რაზე ბრძოლასაც ჩვენ წლები შევალიეთ", - აცხადებს ხაჭაპურიძე.

"თუ ვინ შეიძლება იყვნენ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებზეც ხაჭაპურიძე საუბრობს, არცთუ ადვილი გამოსაცნობია, ვინაიდან უკრაინაში ბოლო თვეების განმავლობაში სამუშაოდ წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი წავიდა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ჩვეთან საუბარში ამბობს, ეს ადამიანები არიან თავისი საქმის სპეციალისტები საჯარო და სამოქალაქო რეესტრიდან, უკრაინაში სამუშაოდ მიიწვიეს კომპიუტერიული პროგრამების სპეციალისტები, ორგანიზაციული თეორიის მცოდნენი და ა.შ. რაც შეეხება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, დარჩიაშვილი ამბობს, რომ არ იცის ასეთი ადამიანები, ეკატერინე ზღულაძის გარდა, არიან თუ არა დასაქმებულები იქაურ სამინისტროებში, მაგრამ ისინი აქტიურად მოღვაწეობენ კონსულტანტების როლში", - დასძენს სტატიის ავტორი.

"იქ არიან ქართველი მეომრები და ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობენ. ისინი დაკავებულები არიან როგორც წვრთნით და ინსტრუქტორ-კონსულტანების როლის შესრულებით, ასევე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობით. საერთო ჯამში, იქ ბევრია ისეთი, ვინც ან უშუალოდ თანამდებობაზეა დანიშნული, ან კონსულტანტია. საუბარი რამდენიმე ათეულ ადამიანზეა", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს