კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკონომისტი ნინო, რომელიც შვილის სარჩენად ბათუმში სტრიპტიზს ცეკვავს: "იმდენად მეშინოდა, ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ შევეჩვიე"
ეკონომისტი ნინო, რომელიც შვილის სარჩენად ბათუმში სტრიპტიზს ცეკვავს: "იმდენად მეშინოდა, ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ შევეჩვიე"

ნინო ის­კან­და­რაშ­ვი­ლი უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვეა.

ის შემ­თხვე­ვით, ბა­თუ­მის ერთ-ერთ ბარ­ში ვნა­ხე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ნინო პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, თავ­და­პირ­ვე­ლად ბარ­ში მიმ­ტა­ნად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ კი სტრიპ­ტი­ზის ცეკ­ვას მიჰ­ყო ხელი.

- თბი­ლი­სე­ლი ვარ, და­ახ­ლო­ე­ბით 8 წე­ლია, მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ, ვი­ყა­ვი ბარ­მე­ნი, მიმ­ტა­ნი... ცეკ­ვა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, პლას­ტი­კუ­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სტრიპ­ტი­ზის ცეკ­ვა არა­სო­დეს მი­ფიქ­რია.

- რო­დის გა­და­წყვი­ტე, რომ გე­ცეკ­ვა?

- ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და. ჩემი შვი­ლის ნათ­ლია ერთ-ერთ ბარ­ში ცეკ­ვავ­და და იმა­ვე ბარ­ში მიმ­ტა­ნად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მალე მე­პატ­რო­ნემ შე­მომ­თა­ვა­ზა, სტრიპ­ტიზს ხომ არ იცეკ­ვებ­დიო და დავ­თან­ხმდი.

- ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი მომ­ზა­დე­ბა თუ გა­ი­ა­რე?

- არა, თი­თო­ე­უ­ლი ილე­თი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე და კი­დევ ვაგ­რძე­ლებ სწავ­ლას; ინ­ტერ­ნეტ­ში ვუ­ყუ­რებ სტრიპ­ტი­ზის მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­ზე ვი­დე­ო­მა­სა­ლას და მერე ყვე­ლა­ფერს ჩე­მე­ბურ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას ვუ­კე­თებ. ილე­თებს სა­მუ­შაო პრო­ცეს­შიც ვხვეწ...

- იქ­ნებ სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად გას­ვლის ამ­ბა­ვიც გა­იხ­სე­ნო.

- ცეკ­ვის იმ­დე­ნად მე­ში­ნო­და, ფე­ხე­ბი მი­კან­კა­ლებ­და, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვეჩ­ვიე და ახლა აღარ მი­ჭირს.

- შენი შვი­ლი რამ­დე­ნი წლი­საა?

- მალე 5 წლის გახ­დე­ბა. უკვე დიდი ბი­ჭია. მე­უღ­ლეს დიდი ხა­ნია გავ­შორ­დი. ბავ­შვი ჩემს მშობ­ლებ­თა­ნაა და ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას, ყვე­ლა­ზე მე­ტად მის გა­რე­შე ყოფ­ნა მი­ჭირს.

- სა­მუ­შა­ოდ ბა­თუმ­ში რა­ტომ ჩა­მოხ­ვე­დი?

- მე­გო­ბარ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ აქ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ერთ-ერთ კლუბ­ში მე­ცეკ­ვა. უკვე წე­ლი­წა­დი და 2 თვეა, ამ ქა­ლაქ­ში ვარ და სი­მარ­თლე გი­თხრათ, კმა­ყო­ფი­ლი ვარ. აქ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლია. თბი­ლის­ში კი ჩემს ცეკ­ვას სხვა­ნა­ი­რად უყუ­რე­ბენ. ბევ­რს რა­ტომ­ღაც ჰგო­ნია, რომ რად­გან გახ­დი­ლი ვცეკ­ვავ, არც "სხვა რა­მე­ზე" ვი­ტყვი უარს, მაგ­რამ ასე არ არის. ბა­თუმ­ში სტრიპ­ტიზს ხე­ლოვ­ნე­ბად აღიქ­ვა­მენ...

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ეკონომისტი ნინო, რომელიც შვილის სარჩენად ბათუმში სტრიპტიზს ცეკვავს: "იმდენად მეშინოდა, ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ შევეჩვიე"

ეკონომისტი ნინო, რომელიც შვილის სარჩენად ბათუმში სტრიპტიზს ცეკვავს: "იმდენად მეშინოდა, ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ შევეჩვიე"

ნინო ისკანდარაშვილი უკვე წელიწადზე მეტია, სტრიპტიზის მოცეკვავეა.

ის შემთხვევით, ბათუმის ერთ-ერთ ბარში ვნახე. აღმოჩნდა, რომ ნინო პროფესიით ეკონომისტია, თავდაპირველად ბარში მიმტანად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი სტრიპტიზის ცეკვას მიჰყო ხელი.

- თბილისელი ვარ, დაახლოებით 8 წელია, მომსახურების სფეროში ვმუშაობ, ვიყავი ბარმენი, მიმტანი... ცეკვა ყოველთვის მიყვარდა, პლასტიკური ვიყავი, მაგრამ სტრიპტიზის ცეკვა არასოდეს მიფიქრია.

- როდის გადაწყვიტე, რომ გეცეკვა?

- ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ჩემი შვილის ნათლია ერთ-ერთ ბარში ცეკვავდა და იმავე ბარში მიმტანად დავიწყე მუშაობა. მალე მეპატრონემ შემომთავაზა, სტრიპტიზს ხომ არ იცეკვებდიო და დავთანხმდი.

- ამისთვის შესაბამისი მომზადება თუ გაიარე?

- არა, თითოეული ილეთი დამოუკიდებლად ვისწავლე და კიდევ ვაგრძელებ სწავლას; ინტერნეტში ვუყურებ სტრიპტიზის მოცეკვავეებზე ვიდეომასალას და მერე ყველაფერს ჩემებურ ინტერპრეტაციას ვუკეთებ. ილეთებს სამუშაო პროცესშიც ვხვეწ...

- იქნებ სცენაზე პირველად გასვლის ამბავიც გაიხსენო.

- ცეკვის იმდენად მეშინოდა, ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე და ახლა აღარ მიჭირს.

- შენი შვილი რამდენი წლისაა?

- მალე 5 წლის გახდება. უკვე დიდი ბიჭია. მეუღლეს დიდი ხანია გავშორდი. ბავშვი ჩემს მშობლებთანაა და ბათუმში ყოფნისას, ყველაზე მეტად მის გარეშე ყოფნა მიჭირს.

- სამუშაოდ ბათუმში რატომ ჩამოხვედი?

- მეგობარმა შემომთავაზა, რომ აქ ჩამოვსულიყავი და ერთ-ერთ კლუბში მეცეკვა. უკვე წელიწადი და 2 თვეა, ამ ქალაქში ვარ და სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ. აქ განსხვავებული მაყურებელია. თბილისში კი ჩემს ცეკვას სხვანაირად უყურებენ. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ რადგან გახდილი ვცეკვავ, არც "სხვა რამეზე" ვიტყვი უარს, მაგრამ ასე არ არის. ბათუმში სტრიპტიზს ხელოვნებად აღიქვამენ...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია