სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა კვენეტაძემ კონტრაქტი ვალერიასთან გააფორმა
გიგა კვენეტაძემ კონტრაქტი ვალერიასთან გააფორმა

"ერ­თად ყოფ­ნა მოგ­ვნატ­რე­ბია", - ასე ჰქვია სიმ­ღე­რას, რო­მელ­ზეც რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა კლი­პი გა­და­ი­ღეს. თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი, აჩი ფურ­ცე­ლა­ძე, მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი, ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი, აჩი­კო ცან­კაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი ქარ­თველ მსმე­ნელს მალე ახალ კლიპს შეს­თა­ვა­ზე­ბენ, რომ­ლის გა­და­ღე­ბე­ბიც უკვე დას­რულ­და. პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მო­სულ გიგა კვე­ნე­ტა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

სიმ­ღე­რა ზურა დო­ი­ჯაშ­ვილს ეკუთ­ვნის, ტექ­სტი - ნანა ცინ­ცა­ძეს. ოპე­რა­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი უკ­რა­ი­ნე­ლი ალექ­სან­დრე შივ­კი­ნია, რო­მე­ლიც ისეთ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­გო­რი­ცაა "ტრანსფორ­მე­რი". იმე­დი მაქვს, რომ ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კლი­პი ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­ვა.

- კლი­პის გა­და­ღე­ბის იდეა რო­გორ გაჩ­ნდა?

- ყვე­ლამ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ დიდი პა­უ­ზის შემ­დეგ ახა­ლი პრო­დუქ­ტი შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა მომ­ღე­რალს ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ძა­ლი­ან დიდი პა­უ­ზა აქვს. კონ­ცერ­ტე­ბი არ იმარ­თე­ბა. გვინ­დო­და, რომ სამ­შობ­ლოს­თვის ჩვე­ნი სიმ­ღე­რა გაგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა და გვეთ­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან გვე­ნატ­რე­ბა.

- მოს­კოვ­ში ხში­რად იკ­რი­ბე­ბით?

- შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. სხვა ქვე­ყა­ნა­ში წა­სულ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სი ქვეყ­ნის ნოს­ტალ­გია. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, სად იმ­ყო­ფე­ბი. ვინც მოს­კოვ­ში ვმოღ­ვა­წე­ობთ, არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბად არ გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და გვა­დარ­დებს მისი ბედი. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო ხში­რად რომ ტარ­დე­ბო­დეს კონ­ცერ­ტე­ბი და ქარ­თველ მსმე­ნელს ხში­რად ვხვდე­ბო­დეთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი გახ­და სიმ­ღე­რის დატ­რი­ა­ლე­ბა, მარ­ტო რა­დი­ო­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ტა­ნო შენი ნა­მუ­შე­ვა­რი. არ არ­სე­ბობს მუ­სი­კა­ლუ­რი არხი, რომ­ლის მა­უ­წყებ­ლო­ბაც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ზე იქ­ნე­ბო­და. ჩვე­ნი კლი­პიც "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" უნდა მი­ვი­ტა­ნოთ. იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს და ბო­ლოს ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი არხი, რო­მე­ლიც მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ზე იმა­უ­წყებ­ლებს. იმის იმე­დიც მაქვს, რომ წლი­დან წლამ­დე მომ­ღერ­ლე­ბი სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებს არ და­ე­ლო­დე­ბი­ან. ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ჩვენს თაყ­ვა­ნის­მცე­მელს ალ­ბათ კარ­გად ახ­სოვს, რომ თით­ქმის ყო­ველ მე­ო­რე კვი­რას კონ­ცერ­ტე­ბი იმარ­თე­ბო­და სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში და ამ კონ­ცერ­ტებ­ზე 10 და 15 ათა­სი ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და. სი­ტუ­ა­ცია რომ შე­იც­ვა­ლა, შე­იძ­ლე­ბა, შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრა­ლი­ცაა, მაგ­რამ პრობ­ლე­მას რომ ჩა­ვუღ­რმავ­დეთ, ბევრ სხვა ფაქ­ტორ­საც აღ­მო­ვა­ჩენთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

გიგა კვენეტაძემ კონტრაქტი ვალერიასთან გააფორმა

გიგა კვენეტაძემ კონტრაქტი ვალერიასთან გააფორმა

''ერთად ყოფნა მოგვნატრებია'', - ასე ჰქვია სიმღერას, რომელზეც რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერლებმა კლიპი გადაიღეს. თემურ თათარაშვილი, აჩი ფურცელაძე, მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, აჩიკო ცანკაშვილი და გიორგი მელიქიშვილი ქართველ მსმენელს მალე ახალ კლიპს შესთავაზებენ, რომლის გადაღებებიც უკვე დასრულდა. პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე დღით ჩამოსულ გიგა კვენეტაძეს ვესაუბრეთ.

სიმღერა ზურა დოიჯაშვილს ეკუთვნის, ტექსტი - ნანა ცინცაძეს. ოპერატორი და რეჟისორი უკრაინელი ალექსანდრე შივკინია, რომელიც ისეთ პროექტში მონაწილეობდა, როგორიცაა ''ტრანსფორმერი''. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე კლიპი ძალიან კარგი გამოვა.

- კლიპის გადაღების იდეა როგორ გაჩნდა?

- ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დიდი პაუზის შემდეგ ახალი პროდუქტი შეგვეთავაზებინა ქართველი მსმენელისთვის. სამწუხაროდ, ყველა მომღერალს ქართულ შოუბიზნესში ძალიან დიდი პაუზა აქვს. კონცერტები არ იმართება. გვინდოდა, რომ სამშობლოსთვის ჩვენი სიმღერა გაგვეხსენებინა და გვეთქვა, რომ საქართველო ძალიან გვენატრება.

- მოსკოვში ხშირად იკრიბებით?

- შეძლებისდაგვარად. სხვა ქვეყანაში წასულ ყველა ადამიანს აქვს თავისი ქვეყნის ნოსტალგია. მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფები. ვინც მოსკოვში ვმოღვაწეობთ, არავისზე ნაკლებად არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გვადარდებს მისი ბედი. მოხარული ვიქნები, საქართველოში უფრო ხშირად რომ ტარდებოდეს კონცერტები და ქართველ მსმენელს ხშირად ვხვდებოდეთ.

საქართველოში რთული გახდა სიმღერის დატრიალება, მარტო რადიოში შეიძლება მიიტანო შენი ნამუშევარი. არ არსებობს მუსიკალური არხი, რომლის მაუწყებლობაც მთელ საქართველოზე იქნებოდა. ჩვენი კლიპიც ''ნანუკას შოუში'' უნდა მივიტანოთ. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდება მუსიკალური არხი, რომელიც მთელ საქართველოზე იმაუწყებლებს. იმის იმედიც მაქვს, რომ წლიდან წლამდე მომღერლები საარჩევნო კონცერტებს არ დაელოდებიან. ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც რამდენიმე წლის წინ. ჩვენს თაყვანისმცემელს ალბათ კარგად ახსოვს, რომ თითქმის ყოველ მეორე კვირას კონცერტები იმართებოდა სხვადასხვა ქალაქში და ამ კონცერტებზე 10 და 15 ათასი ადამიანი მოდიოდა. სიტუაცია რომ შეიცვალა, შეიძლება, შემოქმედი ადამიანების ბრალიცაა, მაგრამ პრობლემას რომ ჩავუღრმავდეთ, ბევრ სხვა ფაქტორსაც აღმოვაჩენთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება