კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე წარმატებული ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე მუშაობენ
ყველაზე წარმატებული ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე მუშაობენ

ქარ­თვე­ლებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში და თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში აქვთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა. მათ შო­რის მე­დია სივ­რცე­ში. "ამ­ბე­ბი.გე" იმ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ო­ბენ.

ქე­თე­ვან გურ­ჯის­ტა­ნი

ევ­რო­პა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ქე­თე­ვან გურ­ჯის­ტა­ნის შე­სა­ხებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ი­გეს. ის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. მომ­ხიბ­ლა­ვი და შარ­მი­ა­ნი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, France 24-ის ჟურ­ნა­ლის­ტია. ქე­თე­ვა­ნი რე­პორ­ტი­ო­რი და არ­ხის სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის რე­დაქ­ტო­რია, ფრან­გულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე აკე­თებს სი­უ­ჟე­ტებს და ასე­ვე, უძღვე­ბა გა­და­ცე­მებს.

ნუ­ნუ­კა ჯა­ფა­რი­ძე

კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნუ­ნუ­კა ჯა­ფა­რი­ძე მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი ტე­ლე­კომ­პა­ნია FOX-ში მუ­შა­ობს, მა­ნამ­დე კი CNN-ის პირ­და­პი­რი ჩარ­თვე­ბის პრო­დი­უ­სე­რი იყო. მან 1998 წელს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ პროგ­რა­მა­ში გა­ი­მარ­ჯვა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ­კურ­სე­ლი ამე­რი­კის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის "Western Kentucky UIniversity"-ში მოხ­ვდა. შემ­დგომ associated press-ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სზე გა­ი­მარ­ჯვა, რაც ძლი­ერ და­ეხ­მა­რა, რომ მო­რიგ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ და მსხვილ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში - CNN-ზე ეცა­და ბედი. აქ მოხ­ვედ­რა არა თუ უცხო­ე­ლის­თვის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბაა. მაგ­რამ ნუ­ნუ­კამ შე­სარ­ჩე­ვი ტური წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და მალე CNN-ის ატ­ლან­ტის ოფის­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, 1 წლის შემ­დეგ კი ვა­შინგტო­ნის ბი­უ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და უკვე 10 წე­ლია იქ მუ­შა­ობს. ჰყავს ქარ­თვე­ლი მე­უღ­ლე - შოთა და ორი გო­გო­ნა - ელე­ნე და ლიზი.

ნა­თია აბ­რა­მია

ნა­თია აბ­რა­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, თუმ­ცა 2006 წელს მან და მის­მა მე­უღ­ლემ, ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს. ირაკ­ლის C ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, წყვი­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ ლონ­დონ­ში გა­ემ­გზავ­რა და ნა­თია აბ­რა­მი­ას წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რაც სწო­რედ იქ და­ი­წყო. ის "ბი ბი სის" კო­რეს­პო­დენ­ტი გახ­და, თა­ვი­დან რუ­სეთ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ამ­ზა­დებ­და სი­უ­ჟე­ტებს, ახლა კი არ­ხის ერთ-ერთი პრო­დუ­სე­რია. ზოგ­ჯერ კო­რეს­პო­დენ­ტო­ბაც უწევს. ლონ­დონ­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე ნა­თია აბ­რა­მია "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტი იყო, მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ლი­დერ­თან აქვს ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ლაი ლა­მას­თან ჩა­წე­რილ ინ­ტერ­ვი­უს გა­მო­არ­ჩევს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ნა­თი­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს პო­ზი­ცი­ა­ზეც სცა­და ბედი, თუმ­ცა ის თავ­მჯდო­მა­რედ არ აირ­ჩი­ეს.

თინა კან­დე­ლა­კი

წარ­მა­ტე­ბულ ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი თინა კან­დე­ლა­კის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა. ეპა­ტა­ჟუ­რი, სკან­და­ლუ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი თინა კან­დე­ლა­კი რუ­სუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ვარ­სკვლა­ვია. მას სკან­და­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის და გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო უფრო იც­ნო­ბენ, ვიდ­რე სა­ტე­ლე­ვი­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბით. ის "დე­ტა­ლე­ბის" და "ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნის" წამ­ყვა­ნია. თინა კან­დე­ლა­კის სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, "მე­ო­რე არხზე" და­ი­წყო. შემ­დეგ კი რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა და საქ­მი­ა­ნო­ბა იქ გა­აგ­რძე­ლა. ის ხში­რად იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას სკან­და­ლე­ბის გამო. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ასე­ვე კა­დი­რო­ვი, მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. კან­დე­ლა­კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თაც სიმ­პა­ტი­ით იყო გან­წყო­ბი­ლი, აპი­რებ­და კი­დეც მას­თან შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ ეს ვერ მო­ხერ­ხდა. ამ­ბობ­დნენ, რომ მისი კან­დი­და­ტუ­რა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე

სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს. ის რუ­სეთ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "Russia Today"-ს წამ­ყვა­ნია. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. სო­ფომ მოს­კოვ­ში გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ მი­ი­ღო, მა­შინ საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და, როცა მა­მამ ამის შე­სა­ხებ გა­უ­გო, დიდ­ხანს არ ელა­პა­რა­კე­ბო­და. "Russia Today"-ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად აიყ­ვა­ნეს წამ­ყვა­ნად და დღეს ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი წამ­ყვა­ნია. სოფო ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ მოს­კოვ­ში თავს კარ­გად გრძნობს. ის ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ყველაზე წარმატებული ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე მუშაობენ

ყველაზე წარმატებული ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე მუშაობენ

ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და თითქმის ყველა სფეროში აქვთ წარმატებული კარიერა. მათ შორის მედია სივრცეში. "ამბები.გე" იმ ქართველი ჟურნალისტებით დაინტერესდა, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტელეკომპანიებში მუშაობენ.

ქეთევან გურჯისტანი

ევროპაში მომუშავე ქართველი ტელეწამყვანის ქეთევან გურჯისტანის შესახებ, საქართველოში რამდენიმე კვირის წინ გაიგეს. ის სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილია. მომხიბლავი და შარმიანი ტელეწამყვანი, France 24-ის ჟურნალისტია. ქეთევანი რეპორტიორი და არხის სპორტული გადაცემების რედაქტორია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე აკეთებს სიუჟეტებს და ასევე, უძღვება გადაცემებს.

ნუნუკა ჯაფარიძე

კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტი ნუნუკა ჯაფარიძე მსოფლიოს უმსხვილესი ტელეკომპანია FOX-ში მუშაობს, მანამდე კი CNN-ის პირდაპირი ჩართვების პროდიუსერი იყო. მან 1998 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში გაიმარჯვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი ამერიკის ჟურნალისტიკის "Western Kentucky UIniversity"-ში მოხვდა. შემდგომ associated press-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გაიმარჯვა, რაც ძლიერ დაეხმარა, რომ მორიგ ეტაპზე ყველაზე პრესტიჟულ და მსხვილ ტელევიზიაში - CNN-ზე ეცადა ბედი. აქ მოხვედრა არა თუ უცხოელისთვის, არამედ ნებისმიერი ამერიკელი ჟურნალისტისთვის აუხდენელი ოცნებაა. მაგრამ ნუნუკამ შესარჩევი ტური წარმატებით გაიარა და მალე CNN-ის ატლანტის ოფისში დაიწყო მუშაობა, 1 წლის შემდეგ კი ვაშინგტონის ბიუროში გადაიყვანეს და უკვე 10 წელია იქ მუშაობს. ჰყავს ქართველი მეუღლე - შოთა და ორი გოგონა - ელენე და ლიზი.

ნათია აბრამია

ნათია აბრამია საქართველოში წარმატებული ჟურნალისტი იყო, თუმცა 2006 წელს მან და მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა საქართველო დატოვეს. ირაკლის C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს, წყვილი სამკურნალოდ ლონდონში გაემგზავრა და ნათია აბრამიას წარმატებული კარიერაც სწორედ იქ დაიწყო. ის "ბი ბი სის" კორესპოდენტი გახდა, თავიდან რუსეთში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ამზადებდა სიუჟეტებს, ახლა კი არხის ერთ-ერთი პროდუსერია. ზოგჯერ კორესპოდენტობაც უწევს. ლონდონში გამგზავრებამდე ნათია აბრამია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი იყო, მსოფლიოს არაერთ ლიდერთან აქვს ჩაწერილი ინტერვიუ, თუმცა ყველაზე მეტად დალაი ლამასთან ჩაწერილ ინტერვიუს გამოარჩევს. რამდენიმე წლის წინ ნათიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს პოზიციაზეც სცადა ბედი, თუმცა ის თავმჯდომარედ არ აირჩიეს.

თინა კანდელაკი

წარმატებულ ჟურნალისტებზე საუბარი თინა კანდელაკის გარეშე წარმოუდგენელი იქნება. ეპატაჟური, სკანდალური და ხმაურიანი თინა კანდელაკი რუსული ტელევიზიის ვარსკვლავია. მას სკანდალური ნაბიჯების და განცხადებების გამო უფრო იცნობენ, ვიდრე სატელევიზიო საქმიანობით. ის "დეტალების" და "ყველაზე ჭკვიანის" წამყვანია. თინა კანდელაკის სატელევიზიო კარიერა საქართველოში, "მეორე არხზე" დაიწყო. შემდეგ კი რუსეთში გაემგზავრა და საქმიანობა იქ გააგრძელა. ის ხშირად იქცევს ყურადღებას სკანდალების გამო. განსაკუთრებით უყვარს რუსეთის პრეზიდენტი, ასევე კადიროვი, მკაცრად აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს. კანდელაკი ბიძინა ივანიშვილის მიმართაც სიმპატიით იყო განწყობილი, აპირებდა კიდეც მასთან შეხვედრას, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ამბობდნენ, რომ მისი კანდიდატურა განათლების მინისტრის პოსტზე განიხილებოდა.

სოფიკო შევარდნაძე

სოფიკო შევარდნაძე ხშირად სტუმრობს საქართველოს. ის რუსეთში ტელეკომპანია "Russia Today"-ს წამყვანია. პროფესიით ჟურნალისტია. სოფომ მოსკოვში გადასვლის გადაწყვეტილება დაახლოებით ათი წლის წინ მიიღო, მაშინ საფრანგეთში ცხოვრობდა, როცა მამამ ამის შესახებ გაუგო, დიდხანს არ ელაპარაკებოდა. "Russia Today"-ში მოულოდნელად აიყვანეს წამყვანად და დღეს ერთ-ერთი პოპულარული წამყვანია. სოფო ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოსკოვში თავს კარგად გრძნობს. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს.

თამარ ბოჭორიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 443 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ეპიდვითარება რეგიონების მიხედვით

"გულისტკივილით მოგვმართა ვერის მოსახლეობამ..." - მერია აღადგენს ფერად პანოს, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსია დატანილი

"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება